„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 440050000.05.001.017397, 02/05/2014) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამინისტროს სამხედრო ან გენერალური სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;“. 2. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის ნორმები აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც ახორციელებდნენ/ახორციელებენ საპატიმრო სასჯელის აღსრულებას, მიუხედავად სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა, აგრეთვე, პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.“. 3. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.“. 4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოსკანონისპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის ის მოსამსახურეები გათანაბრება სხვა უწყებების მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მქონე თანამშრომლებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოები“ იცვლება ჩანაწერით „სპეციალური პენიტენციური სამსახური“, აღნიშნულ სამსახურში დასაქმებულ პირებს უფლება ეძლევათ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია ამ კანონით დადგენილი წესით. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს, მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებას, კერძოდ შემოთავაზებული რედაქციის თანახმად მცირდება იმ პირთა წრე ვისაც უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების მოსამსახურეებში“ იგულისხმებოდა ყველა ის პირი ვინც დასაქმებული იყო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება. შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებში მოიაზრება მხოლოდ ის მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას, სამართლებრივი რეჟიმის დაცვას, შიდა უსაფრთხოებისა და გარე დაცვის უზრუნველყოფას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანას და ექსტრადაციას, პენიტენციურ დაწესებულებებში საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფას და მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება, შესაბამისად მოსამსახურეები, ამ კანონის რომლებიც რეგულირების პატიმრობისა სფეროდან და გავიდნენ თავისუფლების ის აღკვეთის დაწესებულებებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ლოჯისტიკურ, ახორცილებენ სამედიცინო, პენიტენციურ საფინანსო, დაწესებულებათა ორგანიზაციულ და ერთიან სამართლებრივ უზრუნველყოფას. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურების გამიჯვნით. შემოთავაზებული რედაქციით კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეს ემატება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის ის მოსამსახურეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება (2015 წლის განმავლობაში სულ 5 მოსამსახურე). ცვლილება გამოწვეულია იმ დისკრიმინაციული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით რაც არსებობს ანალოგიური ფუნქციური დატვირთვის მქონე სამსახურებთან მიმართებაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია, საქართველოს პროკურატურა და სხვა.). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა იმ მოსამსახურეებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოებში მუშაობენ და მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს. აღნიშნული პირები სახელმწიფო სპეციალური წოდებიდან გამომდინარე ბენეფიციარები კომპენსაციის მისაღებად. აღნიშნულ სამინისტროს გენერალური მოსამსახურეები რომლებსაც ინსპექციისა აქვთ და ისედაც გახდებოდნენ პირთა წრეს ემატება საგამოძიებო სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წოდება. ის ასეთ ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 45 პირს. თუმცა პარალელურად ცვლილების თანახმად სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ის პირები, რომლებიც სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში საჯარო მოსამსახურედ აგრძელებენ მუშაობას, გამოაკლდებიან ბენეფიციართა იმ წრეს, რომლებიც კანონის 2015 წლის 1 იანვარს ასამოქმედებელი რედაქციით მიიღებდნენ კომპენსაციას წოდების გამო. ამ პირთა რაოდენობა დაახლოებით 110 შეადგენს. აქედან გამომდინარე კანონპროექტით ხდება ბენეფიციართა წრის შემცირება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტისმიმართებაევროკავშირისდირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო სწევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია მიიღეს სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. ასეთის არსებობის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;“. 2. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის ნორმები აგრეთვე ვრცელდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.“. 3. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.