„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ პენიტენციურ დასრულებულია პენიტენციური დაწესებულებას დაწესებულებაში სამართალწარმოება, დაწესებულების მყოფ აღენიშნება ადმინისტრაცია სასამართლო-ფსიქიატრიული მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მიმართავს ექსპერტიზის უფლებამოსილ ჩატარების საექსპერტო მიზნით. თუ უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. 3. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.”. 2. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფასა და დაფინანსებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო – სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის გაყვანა/გადაყვანას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი შესაბამისი სამსახური.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ჩანაწერით „პენიტენციური დაწესებულება“, ამასთან, ჩანაწერი „ბადრაგირება“ იცვლება ჩანაწერით „გაყვანა/გადაყვანა“, ხოლო ჩანაწერი „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი“ იცვლება ჩანაწერით „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი შესაბამისი სამსახური“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ორგანიზაციებში გ.გ) საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება მუხლი 22. ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა 1. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. [ 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხორციელდება ამ კანონის 22 1 მუხლით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან)] 2. თუ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის უფლებამოსილ დაწესებულებას საექსპერტო დაწესებულების ადმინისტრაცია სასამართლო-ფსიქიატრიული მიმართავს ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. თუ უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. 3. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში. 4. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ვერ გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, პირისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წესრიგდება ამ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 24. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა 1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვთ: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამის ლიცენზირებულ დაწესებულებას; ბ) სახელმწიფო სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებას. 2. აკრძალულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება გამოძიების განმახორციელებელი ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების მიერ. 3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფასა და დაფინანსებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო – სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის ბადრაგირებას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.