„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
პროექტი
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების
აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა
მონაწილეობის წესსა და პირობებს.“
3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას უზრუნველყოფს პენიტენციური
დაწესებულება, რომელიც არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ძირითადი
ორგანო და დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით ფუნქციონირებს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სისტემაში.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
ცალკეულ
ფუნქციებს
ასრულებს
და
პენიტენციური
დაწესებულებების ერთიან მართვას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი პენიტენციურ დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი).
3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის
წარმართავს და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის
შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით
სამინისტროსთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა
1. პენიტენციურ დაწესებულებათა ფუნქციონირებას სამინისტრო უზრუნველყოფს სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში და სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს შესაბამისი
სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებსა და
სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია
პენიტენციური
დაწესებულებების
ერთიანი
მართვის,
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებათა უზრუნველყოფის, რესოციალიზაციის, სამართლებრივი
რეჟიმის დაცვის, დაწესებულების უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური
ღონისძიებების უზრუნველყოფის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის და
ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების,
შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისაკენ.
3. სამინისტროს სამოქალაქო სამსახური აერთიანებს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფებს,
რომლებიც კომპეტენციის შესაბამისად ახორციელებენ პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან
ლოჯისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას მათი
ფუნქციონირების მიზნით.
4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და
სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით.
5. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. პენიტენციური დეპარტამენტი
1. პენიტენციური დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული
ქვედანაყოფი,
რომელიც
შედის
სამინისტროს
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
შემადგენლობაში. პენიტენციური დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას;
ბ) შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს პენიტენციურ დაწესებულებათა განვითრების პროგრამებს,
აგრეთვე დამტკიცების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ დანერგვას კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრას და დაგეგმვას;
დ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანასა და ექსტრადიციას და მასთან
დაკავშირებულ დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს ესკორტისა და დაცვის სამსახურის
მეშვეობით;
ე) უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი
რეჟმისა და უსაფრთხოების დაცვას, პენიტენციურ დაწესებულებათა დაცვას;
ვ)
უზრუნველყოფს
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებათა რეალიზაციას;
ზ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას;
თ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა
სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს და წარუდგენს მინისტრს
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს; აგრეთვე დამტკიცების
შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მათ დანერგვას;
ი) შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს უსაფრთხოების გეგმებს, აგრეთვე დამატებითი
უსაფრთხოების გეგმებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს.
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში - დეპარტამენტის
დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის
უფლებამოსილების შეწყვეტისას დირექტორს უფლებამოსილება უწყდება ახალი მინისტრის
თანამდებობაზე დანიშვნისთანავე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტისა და
პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი, განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
5. დეპრტამენტის დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. მინისტრს უფლება
აქვს მოახდინოს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირება დეპარტამენტის დირექტორზე, გარდა
საკადრო საკითხებისა.“.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა, პენიტენციური დაწესებულების სახეები
1. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი
დეპარტამენტის დირექტორის
წარდგინებით. პენიტენციური დაწესებულება ამ კოდექსით დაკისრებული ცალკეული ფუნქციების
შესრულებისას წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. პენიტენციური დაწესებულების სტატუსი, უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი,
აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური
დაწესებულების დებულებით, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს
მინისტრი.
3. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებონიდან
ათავისუფლებს
მინისტრი
დეპარტამენტის
დირექტორის
წარდგინებით.
პენიტენციური
დაწესებულების დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი. ამასთანავე, სოციალურ დარგში პენიტენციური
დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებისთვის
საჭიროა მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
4. პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები,
აგრეთვე დაწესებულების ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ
პენიტენციური დაწესებულებაში ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. ეს მოსამსახურეები არ არიან სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები და მათ არ ენიჭებათ სამხედრო და სახელმწიფო
სპეციალური წოდებები.
5. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:
ა) პატიმრობის დაწესებულება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
6. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრი დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს
შერეული ტიპის დაწესებულებას.
6. 101 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული
არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის
შესაბამისად.“.
7. 123 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან
საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“.
8. II1 და II2 თავები ამოღებულ იქნეს.
9. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
ნებართვითა
და
კონტროლით
ეწეოდეს
ინდივიდუალურ საქმიანობას და იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;“.
10. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
წერილების
ადრესატისთვის
გაგზავნას
უზრუნველყოფს
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის
კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით.“.
11. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის
ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი
(მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი
შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედმამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა,
მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო
მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში)
ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების
დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
21.
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
შუამდგომლობით
წახალისების
სახით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ
პირებთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ მუხლის მე-2
ნაწილით.“.
ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა,
წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემანი წახალისების სახით
დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, დადგენილი წესის შესაბამისად. ბრალდებულს/მსჯავრდებულს საგამონაკლისო
ხანმოკლე პაემანი შეიძლება მიეცეს ასევე იმ პირებთან, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ
მუხლის მე-2 ნაწილით.“
12. 173 მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით წახალისების სახით ქალ
მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირებთან საოჯახო
პაემნის უფლება, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“.
13. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე
შეხვედრის უფლება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან
შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და
ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.“.
14. მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ კოდექსით დადგენილი
წესით. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის
სატელეფონო საუბარი აკრძალულია.“.
15. 23-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
საკვები
უნდა
შეიცავდეს
ადამიანის
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.“.
ბ) მე-5 – მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები
იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად
ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და
პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი
სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში,
მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მიიღოს
დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.“.
16. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს
პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
აქვს
პენიტენციური დაწესებულების
მიერ
შეძენილზე
მეტი
ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით
შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად
საქმეში ინახება“.
17. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გასეირნება
ხდება
დღის
საათებში,
პენიტენციური
დაწესებულების მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნების
დარღვევის შემთხვევაში.“.
18. 26-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის
გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი
ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. გაცილება ხორციელდება
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.“.
19. 27-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება
დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ სამი მეოთხედი.“.
ბ) მე-4 – მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში, დაწესებულების
გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული
დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულია:
ა) სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2
და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.
6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით
მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა
უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო
(შემდგომში – დანიშნულების ადგილი).“.
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
თავისუფლების
აღკვეთის
დეპარტამენტის
განხილვისას
დაწესებულების
დირექტორს
გარეთ
შეუძლია
ხანმოკლე
გასვლის
შუამდგომლობის
გამოიყენოს
შემდეგი
უზრუნველყოფის
ღონისძიებები:
ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;
ბ) პირადი თავდებობა;
გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.“.
დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის
მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე
უარის
თქმის
შემთხვევაში
დეპარტამენტის
დირექტორის
მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
20. 28-ე მუხლის:
ა) მე-2 – მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ
მდგომარეობას.
3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის
ვადაში შეიტანება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე.“.
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში
თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.“.
21. 29-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში
მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური
პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით
გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული
ოდენობით.
2.
ბრალდებული/მსჯავრდებული
ანაზღაურებს
მკურნალობის
ხარჯებს
განზრახ
ან
უხეში
გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე
პენიტენციური დაწესებულებისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის
აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე პირის
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს
ხარჯით.“.
22. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი
მოთხოვნები;“.
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სურვილის შემთხვევევაში იმუშაოს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო
ადგილზე, ამ კოდექსითა და პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი პირობებით.“.
23. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პენიტენციური დაწესებულებების შემოწმება და მონიტორინგი
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და
მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - გენერალური ინსპექცია.“.
24. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი
პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ
ბრძოლისა
და
პრევენციის
მიზნით
განხორციელებულ
საქმიანობას
„საქართველოს
სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს
სპეციალური პრევენციული ჯგუფი.“.
25. 33-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი“.
26. 36-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე.
გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება პენიტენციური დაწესებულების არქივში. პირადი
საქმის წარმოების წესს, საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის
ვადას განსაზღვრავს მინისტრი.“.
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი
საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.“.
27. 41-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით
ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და
ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. საბჭო შედგება ხუთი წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) სამინისტროს სამოქლაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთი მოსამსახურე,
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთი თანამშრომელი,
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი,
დ) არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი;
ე)
ზოგადსაგანმანათლებლო
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ერთი
წარმომადგენელი.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული
გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის
ფუნქციები. მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრად
ნიშნავს მინისტრი, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს
მინისტრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, ხოლო მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“
ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრად ნიშნავს მინისტრი სამინისტროს საკოორდინაციო
საბჭოს წარდგინებით. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრად წარდგენის
მიზნით. სამინისტროს საკოოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობა განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია პირის ხელმეორედ დანიშვნა საბჭოს წევრად.
საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი
საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ცნობა, ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) საბჭოს წევრად
განთავისუფლება;
დანიშვნისას
დაკავებული
თანამდებობის
შეცვლა
ან
თანამდებობიდან
თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.“.
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს მე-7 ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას
ახორციელებს
სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც
წარმოადგენს საბჭოებს სასამართლოში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
უფლება აქვს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი
სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით დაამუშაოს და
შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემები).“.
28. 44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
29. 46-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
მსჯავრდებულისთვის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
ტიპს,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.“.
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის
გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ
დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო, ან/და რისკის
ფაქტორის
გათვალისწინებით,
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,
დაწესებულების
რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან იმ გარემოების არსებობისას,
რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, ან სხვა მნიშვნელოვანი,
დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში.
მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების
შეფასების გუნდი. მსჯავრდებულთა რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის
შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის
წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
30. 47-ე მუხლის პირველი – მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არა უგვიანეს 20
დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის
დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.“.
31. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
პენიტენციური
დაწესებულების
სამკურნალო
განყოფილებაში
განცალკევებით
არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.“.
32. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII. პენიტენციური დაწესებულების დებულება“
33. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::
ათავსებენ
„მუხლი 52. პენიტენციური დაწესებულების დებულება“
1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და მათი დაცვა;
ბ) ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე მუდმივი ზედამხედველობა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვა;
ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით
დადგენილი წესით;
ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი;
თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი;
ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის
დასაქმება;
კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;
ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც
დაუშვებელია;
მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღებაჩაბარების წესები;
ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა
საგნების
ჩამონათვალი,
რომლებიც
შეიძლება
შეიძინოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;
ო) ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და
დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და
იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
პ) პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები.
2.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მისი
დებულების
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
და
მისი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ნივთების
შემოწმება.
ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.
დაცვის
მოთავსების
მიზნით
დასაშვებია
ადგილის
ჩხრეკა,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირად
3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო
საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციური დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური
დაწესებულებიდან.
4.
ფული
ან
სხვა
ფასეულობა,
რომელიც
ჩამოერთმევა
ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
მის
გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა ადმინისტრაციას დაწესებულების დებულებით დადგენილი
წესით.
34. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი
პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს
დეპარტამენტის დირექტორი.“.
35. 54-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობის
განხორციელების
შემთხვევაში
ადმინისტრაცია
ვალდებულია
თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
36. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება პენიტენციურ დაწესებულებაში
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს
პენიტენციური დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.
2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის
პენიტენციურ დაწესესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში დეპარტამენტის
ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, დამუშავება და
ანალიზი ერთ-ერთი შემდეგი მიზნით:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოვლენა და თავიდან
აცილება;
ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;
გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომელმაც
შეიძლება
უშუალო
საშიშროება
შეუქმნას
სამინისტროს
სისტემის
მოსამსახურეს,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში
სამართლებრივი რეჟიმისა ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამ გზით არსებითად დაარღვიოს
პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.
3.
პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის
ფარგლებში
დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების
სამსახური უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია მოიპოვოს ღია და ფარული
წყაროებით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ სამძებრო
ღონისძიებების განხორციელების გზით. ამასთანავე, „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიება
უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. პენიტენციურ დაწესებულებათა
მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის
დაწყების საფუძველია დეპარტამენტის დირექტორის ნებართვა, რომელიც გამოიცემა განსაკუთრებულ
შემთხვევაში
დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან/და პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
წერილობით
შუამდგომლობის
საფუძველზე,
რომელშიც
დასაბუთებული უნდა იყოს საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.
5. დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ
ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციაში შესაძლო დანაშაულის
ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს,
ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში - სამინისტროს გენერალურ
ინსპექციას.
6. დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების
სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გამოძიების
ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების
ფარგლებში.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები
ექვემდებარება საპროკურორო ზედამხედველობასა და სასამართლო კონტროლს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების, შენახვის,
გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
37. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:
„მუხლი 551 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხორციელდება საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულად ცნობილი პირი
გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.
38. 56-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. პენიტენციური დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა“.
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახური.
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია დეპარტამენტთან ან პენიტენციურ
დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.“.
39. 57-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების
თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის
აღკვეთის,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიერ
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური
დაუმორჩილებლობის
ან/და
მასობრივი
არეულობის
აღკვეთის
მიზნით,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების
ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და
ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლის ნორმებს.
4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების
ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ
უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.
40. 571-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ხელკეტი;“.
ბ) მე-2 ნაწილის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ხელბორკილი – პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს
უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს
სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი – პირის მიმართ,
რომელიც
აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარ თავი ან სხვა პირი; რომელიც აზიანებს ან
ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; აგრეთვე რომლის მოქმედება გამოხატულად
აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის
მეთვალყურეობით;
გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა დაზიანების
თავიდან
აცილების,
გაყვანისას/გადაყვანისას
პენიტენციურ
დაწესებულებაში
დანაშაულისა
და
სხვა
ან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სამართალდარღვევის
აღკვეთის,
თავდასხმის
მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;“.“
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება.“.
დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი
პენიტენციური დაწესებულების დირექტორსა და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირველივე
შესაძლებლობისთანავე უტარდება სამედიცინო შემოწმება.“.
ე) მე-9 – მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის მინისტრსა და
დეპარტამენტის დირექტორს.
10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით მის მიმართ სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სპეციალური
პენიტენციური სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების
შემთხვევისა.
11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია პენიტენციურ
დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.
12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება
გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„ნ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია არსებული საფრთხის
აღმოსაფხვრელად. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სპეციალური საშუალების (წიწაკის გაზის) დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან
შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ.“.
ვ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14.
დაუშვებელია
პენიტენციურ
გაყვანისას/გადაყვანისას
ისეთი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დაწესებულებაში
სპეციალური
ან
საშუალების
ჯანმრთელობის
მძიმე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გამოყენება,
დაზიანებას
რომელიც
იწვევს,
დაკავშირებულია
გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
საერთაშორისო აქტებით.“.
ზ) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ
საშუალებათა სახეებს, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.“.
41. 572 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც
პირდაპირ, უშუალოდ და იმ წუთიერ საფრთხეს უქმნის სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული
მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ
საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული გარშემომყოფთ
უქმნის.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას
გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი
აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის
მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა
შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და არსებული საფრთხის პროპორციული
უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული
ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალთა და არასრულწლოვანთა გაქცევისას
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური
სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა, რომელსაც
უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.
6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა,
გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ
კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების
შემთხვევებისა.“.
42. 58-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. განსაკუთრებული პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში“;
ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას,
სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ
პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული
მიზნებისათვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული
პირობები.
„2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს
დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არა უმეტეს 15 დღის ვადით.
აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს
გონივრული ვადით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების
აღმოფხვრმდე.“.
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად
შემოღების თაობაზე დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის
განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული
პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.“.
43. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:
„მუხლი 581. კრიზისული ვითარების მართვა
1. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც
ადგილი აქვს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის ისეთ
დარღვევას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ
ფუნქციონირებას და რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია პენიტენციური დაწესებულების ძალებით ამ
კოდექსით დადგენილი ღონისძიებების ფარგლებში.
2. მდგომარეობის იდენტიფიცირებას კრიზისულ ვითარებად ახდენს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი, რომელიც ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს.
ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ თუ დეპარტამენტის დირექტორი
მიიჩნევს ვითარებას კრიზისულად ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების მართვის მიზნით დასაშვებია დეპარტამენტის სპეციალურ ინტერვენციების
რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე,
რომელთაც უფლება აქვთ გამოიყენონ ამ კოდექსის 571-572 მუხლებით გათვალისწინებული
საშუალებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების
რაზმების ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
6. კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. სამინისტრო ვალდებულია კრიზისული ვითარების მართვისას სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს
საზოგადოებას, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.“.
44. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას
თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის
აღკვეთის მიზნით, თუ შეუძლებელია სამინისტროს ძალებით კრიზისული ვითარების მართვა,
ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიაც
მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
45. მე-60 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება“
ბ) პირველი – მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის
წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის
სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. ნებართვას გასცემს მინისტრი ან
დეპარტამენტის დირექტორი.“.
46. 603 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები“
„ზ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით;
თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით ხანმოკლე პაემნის მიცემა იმ პირთან რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის
მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში.“
47. 62 -ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში.“.
48. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„კ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით;
ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით ხანმოკლე პაემნის მიცემა იმ პირთან რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის
მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში.“.
49. 66-ე მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით;
მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით ხანმოკლე პაემნის მიცემა იმ პირთან რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის
მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში.“.
50. 664 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით;
ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით ხანმოკლე პაემნის მიცემა იმ პირთან რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის
მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში.“.
51. 69-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით 18 წელს
მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე
დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს.
ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი დაწესებულების დირექტორის
შუამდგომლობის საფუძველზე.“.
52. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის
გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით;
მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის
თანხმობით ხანმოკლე პაემნის მიცემა იმ პირთან რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის
მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში.“.
53. 72 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში,
გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან.“
54. მე-80 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რომელიც
„გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი
მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;“;
ბ)„ი1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
55. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) პენიტენციული დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების
შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;“.
56. 90-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულმა
მსჯავრდებულმა
ჩაიდინა
ამ
კოდექსის
მე-80
მუხლის
„გ“,
„დ“
და
„ლ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული
პატიმრობა არაუმეტეს 90 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული ვადა არ შედის ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადაში.“.
57. 95-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები,
რომელთა მინიჭებაც ადმინისტრაციის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.“.
58. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
59. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორს, იმ შემთხვევაში თუ საჩივრის საფუძველი გამომდინარეობს პენიტენციური
დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობიდან.
2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე საჩივარი,
რომლის საფუძველიც გამომდინარეობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობიდან,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის საფუძველი გამომდინარეობს დეპარტამენტის დირექტორის
საქმიანობიდან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი
აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.“.
60. 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჩივარი წარდგენილი უნდა იქნას წერილობითი სახით მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის
შესაბამისად.“.
61. 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში
გადაუგზავნოს ადრესატს.“.
62. 103-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5
სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, რის შესახებაც განმცხადებელს დაუყოვნებლივ ეცნობება
ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. დეპარტამენტის დირექტორი განიხილავს საჩივარს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არა უმეტეს 10
სამუშაო დღით, რის შესახებაც წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.“.
63. 109-ე მუხლი ამოღებული იქნეს.
64. 1121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები
„1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ჩარიცხვა სამეურნეო სამუშაოების
შესასრულებლად ფორმდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება.
3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ
ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
4. მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის/ამორიცხვის, სამუშაოების
შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ოდენობა განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
5. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.“
65. 116-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას პენიტენციური დეპარტამენტი და პენიტენციური
დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა
პირების მეშვეობით.“.
66. 1181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1181. სამინისტროს სისტემაში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება
სამინისტრო ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების
განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა
და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.
67. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსიის მე-3 ნაწილი:
„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან
პენიტენციური
დაწესებულებისთვის
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან
დაკავშირებული
სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
68. 1211 მუხლის მე-3 – მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო
შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები,
გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია,
პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე
პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის
რეკომენდაციითა
და
დეპარტამენტის
დირექტორის
თანხმობით
შეიძლება
მიეცეთ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების
უფლება;
ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეთ იმ პირებსაც, რომლებიც
გათვალისწინებული არ არიან ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით,
ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის
რეკომენდაციითა
და
დეპარტამენტის
დირექტორის
თანხმობით
შეიძლება
მიეცეთ
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება;
დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის
რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების
პროდუქტების მიღების უფლება;
ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით
შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა
და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.
4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე
ბავშვი, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და
დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი.
5. საერთო პროფილის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით,
როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად, რაც შეიძლება
შეიზღუდოს გენერალური დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.“.
69. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1251 და 1252 მუხლები:
„მუხლი 1251. ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და სამართალმემკვიდრეობა
1. 2015 წლის 1 აპრილს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და
აღნიშნულის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრო.
2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მიზნებისათვის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არა უგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა
შექმნას სალიკვიდაციო კომისია, მათ შორის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების
მონაწილეობით.
4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს ლიკვიდაციასთან
დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული
ღონისძიებების განხორციელება.
5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნეს
პენიტენციურ დაწესებულებებად. რეორგანიზაციამდე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულების დაწესებულებები ინარჩუნებენ 2015 წლის 1 აპრილისათვის არსებულ სტრუქტურასა და
განაგრძობენ ფუნქციონირებას და უფლება-მოვალეობათა შესრულებას 2015 წლის 1 აპრილისათვის
არსებული წესით. კონკრეტული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
დაწესებულებისთვის რეორგანიზაცია დასრულდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრის მიერ ამ დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის
დამტკიცებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. ამ ვადამდე საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს რეორგანიზაციისთვის საჭირო
სამართლებრივი აქტების გამოცემა და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელება.
6. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა 2015 წლის 1 ივლისამდე
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა. ამასთანავე, კანონქვემდებარე აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მინისტრის მიერ ახალი
აქტის გამოცემამდე.
7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
თავმჯდომარის
მიერ
გამოცემული
სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამებიან თუ არა ამ კანონის ნორმებს.
8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის - საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმოებაში
არსებული საქმეები გადაეცეს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ერთეულებს.
აღნიშნული საქმეების განხილვის ვადის დინება ხელახლა აითვლება თუ ობიექტური გარემოებების
გათვალისწინებით შეუძლებელია მიმდინარე ვადაში ამ საქმეების განხილვის დასრულება.
მუხლი 1252 რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას მოსამსახურეთა თანამდებობაზე გადაყვანა
1. მოსამსახურეები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით არიან პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოს მოსამსახურეები და მუშაობენ საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მონიტორინგის
სამმართველოში,
ადმინისტრაციული
სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
სამმართველოში,
რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას,
შესაძლებელია,
თავისივე
თანხმობით,
უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
სამოქალაქო სამსახურში შემავალი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო ან
სახელმწიფო სპეციალური წოდება.
2. მოსამსახურეები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მუშაობენ საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მონიტორინგის
სამმართველოში,
ადმინისტრაციული
სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების
მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
სამმართველოში მოვალეობის შემსრულებლად, რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას, შესაძლებელია,
თავისივე თანხმობით, გადაყვანილ იქნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ
მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება და მათზე ვრცელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
მოთხოვნები.
3. მოსამსახურეები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სამსახურებრივ
უფლებამოსილებას ახორციელებენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
დაწესებულებათა სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან დაწესებულების
უფროს ინსპექტორად (იურისტად), აგრეთვე არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები, რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას,
შესაძლებელია, თავისივე
თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ
იქნენ პენიტენციური
დეპარტამენტის სოციალურ და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურებში, აგრეთვე
პენიტენციურ დაწესებულების იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციური მოვალეობაც არის
სამართლებრივ, ორგანიზაციულ, საფინანსო ან ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ფუნქციების
შესრულება, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე.
აღნიშნულ მოსამსახუეებს არ ენიჭებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.
4. ის პირები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით დანიშნულები არიან მოვალეობის
შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ პატიმრობისა და
თავისუფლების
აღკვეთის
აღსრულების
დაწესებულებათა
სოციალური
განყოფილებაში,
საზოგადოებრივ
მისაღებში,
მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის
განყოფილებაში,
კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან დაწესებულების უფროს ინსპექტორად (იურისტად),
აგრეთვე არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის
სამმართველოს მოსამსახურეები, რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას, შესაძლებელია, თავისივე
თანხმობით, გადაყვანილ იქნენ მოვალეობის შემსრულებლად პენიტენციური დეპარტამენტის
სოციალურ და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურებში, აგრეთვე პენიტენციურ
დაწესებულების იმ სამსახურებში, რომლებიც ახორციელებენ სამართლებრივ, ორგანიზაციულ,
საფინანსო ან ლოჯისტიკური უზრუნველყოფას, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე
პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახუეებს არ ენიჭებათ სამხედრო ან სახელმწიფო
სპეციალური წოდება და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
5. ის პირები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარებით არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამედიცინო დეპარტამენტის
მოსამსახურეები,
რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას,
შესაძლებელია
თავისივე
თანხმობით,
უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო
სამსახურში. აღნიშნულ მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.
6. ის პირები, რომლებიც 2015 წლის 1 მარტის მდგომარებით დანიშნულები არიან საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატში ან/და სამედიცინო
დეპარტამენტში მოვალეობის შემსრულებლებად, რეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას, შესაძლებელია
თავისივე თანხმობით, გადაყვანილ იქნენ მოვალეობის შემსრულებლებად საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში იმავე ან სხვა
თანამდებობაზე. აღნიშნულ მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური
წოდება და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
7. ამ მუხლის პირველი – მე-6 ნაწილებით განსაზღვრული პირები თუ უარს განაცხადებენ
შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, მაშინ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების
მქონე პირს შეუძლია გაათავისუფლოს მოსამსახურე ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო
გათავისუფლების შემთხვევაში გათავისუფლებულ მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.
70. 127-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - 68-ე ნაწილებისა და 70-ე ნაწილისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - 68-ე ნაწილები და 70-ე ნაწილი ამოქმედდეს 2015
წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემებით,
რომელთა გადაწყვეტის მიზნითაც დაგეგმილია სასჯელაღსრულების სისტემის კომპლექსური
რეფორმა. რეფორმის განხორციელება საჭიროებს ახალ საკანონმდებლო მიდგომებს და რეგულაციებს.
პრობლემები დაკავშირებულია სასჯელაღსრულების სისტემის მართვის არაეფექტიანობასთან, რაც
გამოიხატება ამ სფეროში პოლიტიკის განხორციელებასა და სასჯელის აღსრულების უშუალო მართვის
პროცესს
შორის
სუსტი
კავშირში,
პარალელური
სტრუქტურების
არსებობასა
და
ზედმეტ
ბიუროკრატიაში; მინისტრის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კონტროლის სამართლებრივი
მექანიზმების სისუსტეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ძალაუფლების და პროცესების
მართვის ზედმეტ კონცენტრაციაში.
პრობლემების მეორე ნაწილი უკავშირდება სასჯელაღსრულების სფეროში ადამიანური რესურსების
მართვის არაეფექტურ და არალოგიკურ
სისტემას, რაც გამოიხატება საჯარო სამსახურის
თანამდებობების და სპეციალური წოდებების გაუგებარი ურთიერთდამოკიდებულებაში, რაც იწვევს
წოდებების გაუფასურებასა და მასზე მიბმული ბენეფიტების უსისტემო გადანაწილებას და უარყოფით
ერთიანი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის დამატებით პრობლემას. ამგვარი მიდგომა
პრინციპულად
განსხვავდება
დასავლური
მიდგომებისგან
და
დღეს
ძირითადად
მხოლოდ
თავისუფლების
აღკვეთის
პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილშიღა არის შემორჩენილი.
პრობლემების
მესამე
მიმართულება
მოიცავს
პატიმრობისა
და
დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სტანდარტების მოდერნიზაციის
აუცილებლობას და ამ სფეროში წამყვანი ქვეყნების საუკეთესო უცხოური პრაქტიკის დანერგვის
აუცილებლობას ქართული რეალობის გათვალისწინებით.
პრობლემების მეოთხე მიმართულება დაკავშირებულია არაეფექტურ სოციალურ სამსახურთან,
რომელიც დღეისთვის სპეციალური წოდების მქონე პირებითაა დაკომპლექტებული და სასჯელის
აღსრულებაში რესოციალიზაციის კომპონენტის გასაძლიერებლად საჭიროა მისი ტრანსფორმაცია
ძლიერ სამოქალაქო მიმართულებად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სასჯელაღსრულების სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტა ახალი
საკანონმდებლო
რეგულაციებისა
და
მიდგომების
სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბება.
დადგენით
და
სისიტემის
რეფორმისთვის
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც არსებითი ხასიათის ცვლილებებს, ასევე გარკვეული
პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე პრობლემების გადაწყვეტას.
არსებითი ხასიათის ცვლილებებს, რომლებიც შემოთავაზებულია სასჯელაღსრულების სისტემის
რეფორმირების მიზნით, განეკუთვნება:
სასჯელაღსრულების სისტემის ორგანიზების ახლებური სამართლებრივი რეგულირება:
კანონპროექტის თანახმად, სასჯელის აღსრულების ძირითადი ორგანო ხდება პენიტენციური
დაწესებულება
(პატიმრობისა
და
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულება)
და
არა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, როგორც ამას დღეს არსებული ე.წ. „სისტემის ორგანოს“ მოდელი
ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება უქმდება და გარდაიქმნება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად - პენიტენციურ
დეპარტამენტად.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ამოცანაა სასჯელის აღსრულების მიზნით
პენიტენციური დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ამ სფეროში
ერთიანი პოლიტიკის წარმართვა.
სასჯელაღსრულების სფეროს ორგანიზება ხდება ფუნქციათა გამიჯვნის პრინციპზე დაყრდნობით.
ცალკე განისაზღვრება ძირითადი ფუნქციები, რომელიც მოიცავს სასჯელის უშუალო აღსრულებას და
მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად, დაწესებულებებში
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, მსჯავრდებულთა ბადრაგირება და
ა.შ. ამ ფუნქციების განხორციელება საჭიროებს კონკრეტული უნარებისა და სპეციალური მომზადების
ქონას. ცალკე გამოდის არაძირითადი ე.წ. „დამხმარე“ ფუნქციები, რომლებიც მიმართულია არა
სასჯელის უშუალო აღსრულებისკენ, არამედ არაპირდაპირ უზრუნველყოფს მას. ამგვარ ფუნქციების
კანონპროექტი
საფინანსო,
მიაკუთვნებს
ორგანიზაციულ
პენიტენციური
და
დაწესებულებების
სამართლებრივ
ლოჯისტიკურ,
უზრუნველყოფას
და
სამედიცინო,
რესოციალიზაცია
რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებას.
ფუნქციათა გამიჯვნის პრინციპზე დაყრდნობით სამინისტროს სტრუქტურა ყალიბდება ორი
მიმართულებით: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. სამოქალაქო
სამსახურში ერთიანდება „დამხმარე“ ფუნქციების მქონე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.
ეს ქვედანაყოფები დაკომპლექტდება საჯარო მოსამსახურეებით, რომელთაც არ ექნებათ სპეციალური
წოდებები, არ მოეთხოვებათ სპეციალური მომზადების კურსების გავლა.
სპეციალურ
პენიტენციურ
სამსახურში
ერთიანდებიან
პენიტენციური
დაწესებულებები
და
სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა საქმიანობაც არის სასჯელის უშუალო
აღსრულება და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ძირითადი ფუნქციები. სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მოსამსახურეები არიან სპეციალური სტატუსის მქონე (პოლიციელთან გათანაბრებული),
წოდების მქონე, სპეციალურად მომზადებული პირები.
სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი არის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი
ყველაზე დიდი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პასუხისმგებელია პენიტენციური დაწესებულებების
ერთიან მართვასა და განვითარებაზე, მათში უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე,
ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტრანსპორტირებაზე. პენიტენციურ
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი, რომელსაც
აქვს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ცალკეული მოსამსახურეების
თანამდებობებზე დანიშვნის უფლება.
კანონპროექტით იქმნება მოქნილი სამართლებრივი საფუძველი პენიტენციური დაწესებულებების
დამოუკიდებლობის ხარისხის შემდგომი ეტაპობრივი ზრდისა და მათი შიდა მართვისა სტრუქტურის
დახვეწისა და განვითარებისთვის.
კიდევ
ერთი
მნიშვნელოვანი
კომპონენტი
სტრუქტურული
გაჯანსაღების
ფარგლებში
არის
სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმება. ეს ფუნქცია დარჩება მხოლოდ
ადგილობრივ საბჭოებს, რომელთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება ექნება მხოლოდ
სასამართლოს.
სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულ პირთა სტატუსზე, კვალიფიკაციაზე და სოციალური და
უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე ზრუნვა
კანონპროექტით ხდება პატიმრობის კოდექსიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც სისტემის ორგანოს
მოსამსახურის სტატუსს არეგულირებს. ვინაიდან რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია
სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულ პირთა სტატუსზე, კვალიფიკაციაზე და სოციალური და
უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე ზრუნვა, ამ საკითხების მოწესრიგების მიზნით ინიციირებულია
ცალკე კანონის პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“.
ამ შემთხვევაშიც ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით
სამინისტრო იყოფა სამოქალაქო სამსახურად - ჩვეულებრივი საჯარო მოხელეებით უნიფორმის,
წოდებებისა და იარაღის გარეშე, რომლებიც ადმინისტრაციულ და დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ,
და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად - სპეციალურად მომზადებული ვიწრო სპეციალიზაციის
სასჯელის უშუალო აღმასრულებელ მოხელეებად უნიფორმით, წოდებებითა და იარაღით, რომელთა
ფუნქციები და უფლება-მოვალეობები დეტალურად გაიწერება მათთანამდებობრივ ინსტრუქციებში
სასჯელაღსრულების სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის მოდერნიზება და მკაცრი
საკანონმდებლო რეგულაცია
კანონპროექტი
ამ
მიმართულებით
სტანდარტების
დანერგვას
ითვალისწინებს
უცხოური
საქართველოს
საუკეთესო
პრაქტიკის
კანონმდებლობაში
გათვალისწინებით.
ახალი
შემოდის
პენიტენციური დაწესებულების მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სისტემა,
რომელიც კონკრეტული მიზნებით გარკვეული ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების
შესაძლებლობას
ქმნის
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების
გამოყენებით.
ძლიერდება
უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური მიმართულება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ნოვაციაა ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი
კრიზისული ვითარების მართვის რეგულირება.
სოციალური მიმართულების გაძლიერება
ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად კანონპროექტი ითვალისწინებს
რესოციალიზაციისა
ტრანსფორმაციას
და
რეაბილიტაციის
სამოქალაქო
სამსახურად
პროგრამების
პირველ
განმახორციელებელი
ეტაპზე
პენიტენციური
სამსახურების
დეპარტამენტის
შემადგენლობაში.
პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემოთავაზებულია შემდეგი ცვლილებები:
ზუსტდება სპეციალური საშუალებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ,
ზუსტდება „ხელკეტის“ ტერმინი, რადგან რეზინის ხელკეტის გამოყენებამ, რომელსაც კოდექსის დღეს
მოქმედი
რედაქცია
იცნობს,
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
უფლებამოსილი
პირების
ტრენინგების დროს აჩვენა, რომ დახურულ სივრცეში მისი გამოყენება მიზანშეუწონელია მისი
ფორმებისა და დარტყმის ძალის გამო. ცვლილებების მიღების შემთხვევაში სასჯელაღსრულების
დაწესებულებები გამოიყენებენ პატარა, კომპაქტურ, გასაშლელ ხელკეტებს, რომლითაც დღეს
საპატრულო პოლიციაა აღჭურვილი და რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ რეზინი არ არის.
კანონში იცვლება ტერმინი „სამედიცინო მუშაკი“ და კონკრეტდება ტერმინებით შესაბამისად ექთანი ან
ექიმი საჭიროებიდან გამომდინარე.
20 დღიდან 14 დღემდე მცირდება მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა ევროპის
საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი გავლენას
ახდენს
2015
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე
და
ეს
ვალდებულებები
ყველა
ვალდებულება
გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში.
ბ.ე)
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის გარკვეული ნაწილი მომზადებულია ევროპის
საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები ჩართული არ ყოფილან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
შესახებ
ეფუძნება
საქართველოს
კონსტიტუციას,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე
ნორმატიულ აქტებს.
2. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და
ნორმებს.
3. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას ახორციელებენ
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები (შემდგომ – სისტემის
ორგანო).
4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი)
უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.
მუხლი 3. კოდექსის მოქმედების სფერო
1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების
აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა
მონაწილეობის წესსა და პირობებს.
2. ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება,
დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. საქართველოში პატიმრობა მოიცავს პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.
მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები არიან
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში
არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები.
11. სისტემის ორგანოები ფუნქციონირებენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან სახელმწიფო
სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოსამსახურეები
(შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურე).
2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან
შეთანხმებით.
მუხლი 7. დეპარტამენტი
1. დეპარტამენტი არის სისტემის ორგანო, რომელიც შედის სამინისტროს მმართველობის სფეროში
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.
2.
დეპარტამენტს
ხელმძღვანელობს
დეპარტამენტის
თავმჯდომარე,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
რომელსაც
3. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან
შეთანხმებით.
5. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, რომელიც არის დეპარტამენტისა და მის
დაქვემდებარებაში
არსებულ
დაწესებულებათა
ხარჯთაღრიცხვების
ერთობლიობა,
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარის
წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა არის სამინისტროს
ხარჯთაღრიცხვის ნაწილი.
6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარე
წელიწადში არანაკლებ ორჯერ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის
თაობაზე.
7. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალდებულია
წარუდგინოს მას რიგგარეშე ანგარიში თავის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
მუხლი 8. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები
1. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებია:
ა) პატიმრობის დაწესებულება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
2. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.
3. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის შერეული ტიპის დაწესებულებას.
მუხლი 101. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული
დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული
დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები
განთავსებული არიან საკნის ტიპის საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია
განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და
კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
3. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ
დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.
მუხლი 123. ქალთა სპეციალური დაწესებულება
1. ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული
დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული
დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ
შორის, არასრულწლოვნები. არასრულწლოვან ქალ მსჯავრდებულზე ვრცელდება იგივე
პირობები, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
განთავსებული მსჯავრდებულისათვის.
3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული
არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის
შესაბამისად.
4. ქალთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი II1. სისტემის ორგანოში სამსახური
მუხლი 124. სისტემის ორგანოს მოსამსახურე
1. სისტემის ორგანოში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების
მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოსამსახურეები.
2. სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა ატესტაცია ტარდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
3. სისტემის ორგანოს მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
4. სისტემის ორგანოს მოსამსახურე, როგორც წესი, ატარებს სამსახურებრივ ფორმას. სისტემის
ორგანოს მოსამსახურის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს მინისტრი.
5. სისტემის ორგანოში სამსახურის გავლის წესს, სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა
ატესტაციის ჩატარების პირობებს და ატესტაციისადმი დაქვემდებარებულ პირთა წრეს ადგენს
მინისტრი.
მუხლი 125. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღების წესი
1. პირი სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის
ასაკიდან, რომელსაც აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას
და თავისი პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და
ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.
3. პირი სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიიღება, როგორც წესი, კონკურსის შედეგად.
4. სამინისტროს სისტემაში შეიძლება შეიქმნას მოხელეთა რეზერვი. მოხელეთა რეზერვში
ჩარიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. პირი სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღებისას, აგრეთვე სისტემის ორგანოს მოსამსახურე
სამსახურში მიღების შემდეგ, დადგენილ ვადაში გადის სავალდებულო პროფესიული
მომზადების (სასწავლო) კურსებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში,
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომ – სასწავლო ცენტრი).
6. სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა
პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
მუდმივ
7. სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსების არადამაკმაყოფილებლად
გავლა არის პირის სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის, აგრეთვე სისტემის
ორგანოს მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
8. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღების, სავალდებულო პროფესიული მომზადების
(სასწავლო) კურსების გავლის წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ თანამდებობათა ჩამონათვალს,
რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მოთხოვნები, ადგენს მინისტრი.
9. სამინისტრო მუდმივად ზრუნავს სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა გენდერული ბალანსის
დაცვაზე და ხელს უწყობს სისტემის ორგანოში ქალთა დასაქმებას.
მუხლი 126. სისტემის ორგანოში სტაჟირების გავლა
1. დასაშვებია სისტემის ორგანოში სტაჟირების გავლა.
2. სისტემის ორგანოში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 127. სისტემის ორგანოში სამუშაოდ მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები
სისტემის ორგანოში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა მოხსნილი ან
გაქარწყლებული არ აქვს;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ან შეზღუდული
ქმედუნარიანობის მქონედ არის ცნობილი;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის
დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ
აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი
ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას,
ძმას, მშობელს;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა.სა
ან
საქართველოს
თავი II2. სამინისტროს მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები, წახალისება და პასუხისმგებლობა,
სისტემის ორგანოს მოსამსახურის სოციალური დაცვა
მუხლი 128. სამინისტროს მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის
თაობაზე და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლოს სამართლებრივი და სხვა საჭირო მასალებით;
გ) მიიღოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო
ტექნიკური საშუალებები და ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები;
ორგანიზაციულ-
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და
გარანტიებით.
2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მოქალაქის კანონიერი უფლებები;
ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები;
დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის
სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;
ვ) დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები;
ზ) შეასრულოს შინაგანაწესის მოთხოვნები;
თ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
3. გაფიცვაში მონაწილეობა ეკრძალება:
ა) სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც:
ა.ა) სისტემის ორგანოში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს;
ა.ბ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.გ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით
გათვალისწინებულ, აგრეთვე პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის და თავისუფლების
შეზღუდვის დაწესებულებების ტერიტორიებზე მომხდარ დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სისტემის ორგანოს მოსამსახურეს.
მუხლი 129. სისტემის ორგანოს მოსამსახურის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის
სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. სისტემის ორგანოს მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
ამასთანავე, შესაძლებელია სისტემის ორგანოს მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი
შვილების დაზღვევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
3. სისტემის ორგანოს მოსამსახურის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსა და
სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი დანამატისაგან.
4. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურეს
შეიძლება მიეცეს ხელფასზე დანამატი ნამსახურები წლებისათვის, სასურსათო ულუფის
კომპენსაცია, აგრეთვე სხვა დანამატები და კომპენსაციები.
5. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის
დანამატისა და კომპენსაციის სახეებს და ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის წესსა და
პირობებს ადგენს მინისტრი.
6. სისტემის ორგანოს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში
არაუმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სისტემის ორგანოს
მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული
თანამდებობის შესაბამისად.
7. ზიანი, რომელიც სისტემის ორგანოს მოსამსახურეს მიადგა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას, მას შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აუნაზღაურდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო
წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს
(მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი
დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სისტემის ორგანოს მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს
სახელმწიფო აანაზღაურებს.
9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო
წოდების მქონე სისტემის ორგანოს მოსამსახურის სხეულის დაზიანების შემთხვევაში მას
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.
10.
სისტემის
ორგანოს
მოსამსახურეს,
რომელიც
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს,
საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
11. სისტემის ორგანოს მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია
ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სისტემის ორგანოს მოსამსახურისათვის შეიძლება
განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი
ღონისძიებები და შეღავათები.
მუხლი 1210. სამინისტროს მოსამსახურის წახალისება
1. სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი
მოვალეობის სანიმუშოდ
შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული
სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება
წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემიის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.
2. სამინისტროს მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს
წახალისების რამდენიმე ფორმა.
3.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
გამოჩენილი
მამაცობისა
და
გამბედაობისათვის სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო
ჯილდოზე.
4. სამინისტროს მოსამსახურის წახალისების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 1211. სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის
ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
2. დისციპლინური დარღვევისათვის
დისციპლინური სახდელები:
სამინისტროს
მოსამსახურეს
ეკისრება
შემდეგი
ა) შენიშვნის მიცემა;
ბ) გაფრთხილების მიცემა;
გ) საყვედურის გამოცხადება;
დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
თ) სამსახურიდან გათავისუფლება.
3. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურისთვის 2
ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
4. სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებასა და მათთვის დისციპლინური
სახდელის დაკისრების წესს ადგენს მინისტრი.
მუხლი 14. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი
უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით ), დამცველთან , დიპლომატიური
წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო
ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;
ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით;
ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით;
ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება;
გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ
ღონისძიებებში;
დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით,
ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
ე) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;
ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი;
ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს
გასეირნების უფლებით);
თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
დროებით
დატოვოს
2. მსჯავრდებული
სარგებლობს:
დამატებით,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ
რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური
ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო
პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და
მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას,
აგრეთვე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
წერილების
ადრესატისთვის
გაგზავნას
უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია
(შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება
ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით.
3. ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს
საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს
ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო
უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი
ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს,
საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს,
ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ
შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება
კორესპონდენციის გამგზავნს.
5.
დახურული
კონვერტით
მიღებული
კორესპონდენცია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
თანდასწრებით.
აღნიშნული
ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
უნდა
გაიხსნას
კორესპონდენცია
6. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
კორესპონდენცია,
რომლის
ადრესატი
ან
ადრესანტი
არის
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის
სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების
საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი,
დამცველი, პროკურორი.
მუხლი 17. პაემნის უფლება
1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის
ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი
(მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი
შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედმამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა,
ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო
მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1
წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პატიმრობის/
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი
ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
21. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება
მიეცეს იმ პირებთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ
მუხლის მე-2 ნაწილით.
ნაწილებით
გათვალისწინებულ
პირებთან
3.
ამ
მუხლის
მე-2
და
21
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა
და ღირსების შეულახავად.
4. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან
შემთხვევაში.
შეხვედრა
ხორციელდება
მისი
თანხმობის
5. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ადმინისტრაციას წერილობით მიეწოდება. ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი ადმინისტრაციას წარუდგენს ახლო ნათესაობის
დამადასტურებელ დოკუმენტს.
6. ადმინისტრაცია ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა
უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც
განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.
7. ხანმოკლე პაემანი ეწყობა 1-დან 2 საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს
ადმინისტრაციის
წარმომადგენლის
მხოლოდ
ვიზუალური
კონტროლით,
გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7 1 . ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 17 3 მუხლის
შესაბამისად.
8. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 172 მუხლის
შესაბამისად.
9. (ამოღებულია).
10. ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
11. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი
შეეცვალოს სატელეფონო საუბრით. ხანმოკლე პაემნის შეცვლის წესი განისაზღვრება
პატიმრობის დაწესებულების დებულებით.
12. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით,
ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე
გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით. პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.
13. ბრალდებულს / მსჯავრდებულს , რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა , უფლება აქვს ,
შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო
დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს ,
რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას . უცხო ქვეყნის მოქალაქე და
მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს / მსჯავრდებულებს უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები
თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან . იმ
სახელმწიფოთა მოქალაქეებს , რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობები და
საკონსულო დაწესებულებები არ აქვთ , უფლება აქვთ , ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა
დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან , რომლებმაც საკუთარ
თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა , ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან , რომლებიც ამ პირთა
ინტერესებს იცავენ .
14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების
გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო პაემანი დეპარტამენტის
თავმჯდომარის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დადგენილი
წესის შესაბამისად.
15. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 173 . საოჯახო პაემანი
1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ
პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის
სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან,
ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს,
მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.
21. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება
მიეცეს იმ პირებთან საოჯახო პაემნის უფლება, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ
მუხლის მე-2 ნაწილით.
3. საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით უნდა ეცნობოს 5 დღით
ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა
წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4 . ადმინისტრაცია საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არა
უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რომლის თაობაზედაც
განმცხადებელს იმავე დღეს უნდა ეცნობოს.
5 . საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა.
6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა
ეცნობოს.
7. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ
ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების
პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 18. იურიდიული დახმარება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის
გარეშე შეხვედრის უფლება. პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური
საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ
კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ
კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
მუხლი 19. სატელეფონო საუბარი, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ კოდექსით
დადგენილი წესით. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია.
2. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯით და
ადმინისტრაციის კონტროლით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი
გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ადმინისტრაციის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი
გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან,
მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე.
მუხლი 23. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება
1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს
სამჯერადი კვებით.
4. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს
(ქალებს – 60 წლიდან, მამაკაცებს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის
შესაბამისი კვების პირობები.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების
პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე
ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და
პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი
სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში,
მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით
მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის
სახით.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი
წყალი.
მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო
მომსახურებით. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში
ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
ნებადართული
სამკურნალო
საშუალებები.
მოთხოვნის
შემთხვევაში
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო
საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის
შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით ბრალდებულს/ მსჯავრდებულს
აქვს პირადი ექიმის საკუთარი სახსრებით მოწვევის უფლება.
2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც
დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
მუხლი 25. გასეირნება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე
ყოფნის უფლება.
2.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გასეირნება
ხდება
დღის
საათებში,
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ საამისოდ გამოყოფილ
ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
დებულების
მოთხოვნების
დარღვევის შემთხვევაში.
მუხლი 26. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება
განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით
1. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დროებით დატოვების უფლება, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის
გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ
გარემოებასთან დაკავშირებით, ან სოციალური აქტივობის განსახორციელებლად.
11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის
აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის
საფუძველზე უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.
2. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი
დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც
მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი).
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე
მგზავრობის დროც.
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის
მოხდის საერთო ვადაში.
5.
დეპარტამენტის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის
შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ
თანამშრომელთა რაოდენობას. გაცილება ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.
6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების
ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც
დაკავშირებულია მსჯავრ-დებულის გაყვანასთან საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში
მონაწილეობის მისაღებად.
7. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების
წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.
მუხლი 27. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში და
რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან ადმინისტრაციული
პატიმრობა, უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. არასრულწლოვნებს, აგრეთვე ფეხმძიმე
ქალებს და 3 წლამდე ბავშვების დედებს უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. ხანმოკლე
გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის
დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან
ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის
ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.
3. არასრულწლოვან მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის
ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების
აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში,
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის თავმჯდომარე,
თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის დაწესებულებაში
განთავსებულია:
ა) სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია
მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
უფლება.
6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი
შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შუამდგომლობაში უნდა
მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და
ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომში – დანიშნულების ადგილი).
7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის
განხილვისას მხედველობაში მიიღება:
ა) მსჯავრდებულის პიროვნება;
ბ) ოჯახური მდგომარეობა;
გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე;
დ) დანიშნულების ადგილი;
ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს
მსჯავრდებულს.
8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის
განხილვისას
დეპარტამენტის
თავმჯდომარეს
შეუძლია
გამოიყენოს
შემდეგი
უზრუნველყოფის ღონისძიებები:
ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;
ბ) პირადი თავდებობა;
გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.
9. შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთად გამოყენება.
10. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის
სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში
მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც
დააფიქსირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების
დროს. თუ ობიექტური მიზეზებით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს
დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა
უმეტეს 2 დღისა.
12. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების
ხარჯებისა, გადაიხდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით.
13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ
მსჯავრდებულის
მოთხოვნის
არდაკმაყოფილების
შემთხვევაში
დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოტივირებული უარი შეიძლება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების
წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესს, თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების
გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 28. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის
ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა
1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ხან-მოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს,
მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო
ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების
უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი
გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის
ფინანსურ მდგომარეობას.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში
გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე.
4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით
განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ
დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული
იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს
სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების
შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის
შემტანს.
7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო
ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის
უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.
8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამონაკლის
შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.
9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით,
აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს
თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი
იმართ-ლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა
თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა.
მუხლი 29. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
რომელიც პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს,
იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული
კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული
გათვალისწინებული ოდენობით.
ზიანისათვის
–
ზიანისათვის
სამოქალაქო
–
შრომის
კანონმდებლობით
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი
დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, იგი
განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული
თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას
გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები
1. ბრალდებული/მსჯავრდებული, თავისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე,
ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის
დაკისრებული მოვალეობანი და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება და შეასრულოს
ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი;
გ) სურვილის შემთხვევევაში იმუშაოს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო
ადგილზე, ამ კოდექსითა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დებულებით დადგენილი პირობებით.
თავი IV. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მონიტორინგი
მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შემოწმება
და მონიტორინგი
დეპარტამენტის, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შიდა უწყებრივ
შემოწმებასა და მონიტორინგს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს
შესაბამისი სამსახური.
მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი
დეპარტამენტის, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ წამების,
არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით
განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს სპეციალური პრევენციული
ჯგუფი.
მუხლი 33. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი (16.04.2014 N 2241)
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია
სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის
შეფარდების შესახებ, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა
საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის
აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა
თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან
სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
მუხლი 36. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან
გათავისუფლებამდე.
გათავისუფლების
შემდეგ
პირადი
საქმე
ინახება
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების არქივში. პირადი საქმის წარმოების
წესს, საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას
განსაზღვრავს მინისტრი.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა
და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
3.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირადი
ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია.
საქმის
შევსების
კონტროლსა
და
4.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სხვა
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.
5.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
გაეცნოს
თავის
პირად
საქმეს.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად
უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 41. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო
1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით
ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.
2.
საბჭოს
წევრთა
რაოდენობა,
საბჭოების
რაოდენობა
და
ტერიტორიული
განსჯადობა
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საბჭოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
3. საბჭოს წევრი ინიშნება ან მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი
კომისიის წარდგინების საფუძველზე. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო
განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია
შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები.
4. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და
შეთანხმებას და ამ კოდექსს.
5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია პირის ხელმეორედ დანიშვნა/დამტკიცება
საბჭოს წევრად. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს
მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ცნობა, ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
ზ)
საბჭოს
წევრად
დანიშვნისას/დამტკიცებისას
დაკავებული
თანამდებობის
შეცვლა
ან
თანამდებობიდან განთავისუფლება;
თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.
6. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია
ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
მუხლი 44. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია
1. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს საბჭოს საქმიანობაზე საერთო
ზედამხედველობას, ასევე განიხილავს და წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა
საკითხებს.
2. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) როტაციის წესით – საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის
გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
ერთი
წარმომადგენელი,
უმაღლესი
საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთი წარმომადგენელი და
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი;
ბ) სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი.
3. სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თითო წარმომადგენლის
კანდიდატურებს მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საკოორდინაციო
საბჭო. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობა
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4.
სამინისტროს
მუდმივმოქმედი
კომისიის
შემადგენლობაში
არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენელს, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების წარმომადგენელსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს ამტკიცებს
მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს ნიშნავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
5. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის
წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა წარმომადგენელი,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი და სამინისტროს
საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები ექვემდებარებიან როტაციას ყოველი
1 წლის შემდეგ.
6. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის შემადგენლობიდან
(გარდა როტაციის წესით დანიშნული წევრებისა), ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისია.
7. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ,
განიხილავს საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებათა თაობაზე. სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას
შეუძლია საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე,
რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლაზე, და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის
გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს
სასამართლოში.
8. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და
განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქმიანობის წესი
მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი
1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს, ამ კოდექსის შესაბამისი ნორმების
გათვალისწინებით, განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი
ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში,
გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის
გამო, მისი ავადმყოფობის გამო, ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,
დაწესებულების
რეორგანიზაციისას,
ლიკვიდაციისას
ან
გადატვირთულობისას, ან იმ გარემოების არსებობისას, რომელიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული
გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის
რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური
გუნდი. რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების
წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა და
უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5.
ამ
მუხლის
მე-4
ნაწილით
გათვალისწინებული
საფუძვლით/საფუძვლებით
მსჯავრდებულის სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე
ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა
დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა მსჯავრდებულის მიერ
დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო ან/და რისკის ფაქტორის
გათვალისწინებით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაყვანისა) სხვა ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული ამ საფუძვლის
აღმოფხვრისთანავე
დაბრუნებული
უნდა
იქნეს
იმ
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში, საიდანაც გადაყვანილ იქნა.
მუხლი 47. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არა
უგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი
ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა
სასჯელი.
2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად
გზავნის დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არა უგვიანეს
20 დღისა.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესსა და
პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.
4. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
მუხლი 50. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) არასრულწლოვნებს;
გ) პირველად მსჯავრდებულებს;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
ე) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული
სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
ვ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური
ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს
უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში
განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
3. მინისტრმა საქართველოს
სამინისტროსთან შეთანხმებით
მოთავსების სხვა წესი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით
მუხლი 52. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება
1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული
უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და მათი დაცვა;
ბ) ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე მუდმივი ზედამხედველობა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
შესრულება;
მიერ
მათთვის
დაკისრებული
მოვალეობების
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე)
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
უსაფრთხოების დაცვა;
და
დაწესებულების
პერსონალის
პირადი
ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ
კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი;
თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი;
ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია
მსჯავრდებულის დასაქმება;
კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;
ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც
დაუშვებელია;
მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების
მიღება-ჩაბარების წესები;
ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა
საგნების
ჩამონათვალი,
რომლებიც
შეიძლება
შეიძინოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;
ო) (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით
დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.
3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში ან გადიან იქიდან.
4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის
გათავისუფლებამდე შესანახად გადაეცემა ადმინისტრაციას დაწესებულების დებულებით
დადგენილი წესით.
5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებას, ასევე შერეული ტიპის
დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 53. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული დაწესებულების დღის განრიგი
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული დაწესებულების დღის განრიგს
დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 54. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა და კონტროლი
1.
დასაბუთებული
ვარაუდის
არსებობისას
ადმინისტრაციას
უფლება
აქვს,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი
ინტერესებიდან გამომდინარე – თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა
მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ვიზუალური ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობა
და
კონტროლი.
ელექტრონული
მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიოვიდეოსაშუალებებით ან/და კონტროლის სხვა
ტექნიკური
საშუალებებით.
ადმინისტრაცია
უფლებამოსილია
განახორციელოს
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად
მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2.
ადმინისტრაცია
ვალდებულია
გააფრთხილოს
ბრალდებული/
მსჯავრდებული
ელექტრონული
საშუალებებით
მეთვალყურეობის
ან/და
აუდიოვიდეოჩაწერის
განხორციელების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელშიც
აღინიშნება, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებით და რა მიზნით ხორციელდება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
მეთვალყურეობა.
ოქმს
ხელს
აწერენ
ადმინისტრაციის არანაკლებ ორი წარმომადგენელი და ბრალდებული/მსჯავრდებული,
რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. თუ
ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება
სათანადო ჩანაწერი.
4. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების
გამოყენება არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის
პროპორციული უნდა იყოს.
5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის
განხორციელება
ხანგრძლივი
პაემნებისათვის
განკუთვნილ
ოთახებში,
გარდა
მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებისა.
6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60
მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან
შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა
და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
7. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობის
განხორციელების
შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი
გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრისთანავე
ადმინისტრაცია წყვეტს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას. დაუშვებელია
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით განხორციელება.
9. ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს
მინისტრი.
მუხლი 55. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება
და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება
ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომელთა ამოცანაა
დაწესებულების მოსამსახურეებისა და სხვა პირების, ასევე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის
გამოვლენა, სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება, დანაშაულის
მზადების
სტადიაში
მისი
თავიდან
აცილება,
დაწესებულებიდან
გაქცეულ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დადგენილი წესით ძებნა, სხვა უფლებამოსილ
ორგანოებთან ურთიერთმოქმედება მათი კომპეტენციის ფარგლებში.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარ დანაშაულში ბრალდებულად
ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.
მუხლი
56.
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებისა
და
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა
1.
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებას
და
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის დებულებას
ამტკიცებს მინისტრი.
2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე
პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა
განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო
სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ
პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
31. გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების
სისტემაზე.
4. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის
გარანტიები განისაზღვრება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
5. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია დეპარტამენტთან ან
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის
ჯგუფები.
მუხლი 57. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების
დაზიანების
თავიდან
აცილების,
დაწესებულებაში
დანაშაულისა
და
სხვა
სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სისტემის ორგანოს
მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების,
ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი
უსაფრთხოების ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის
აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3.
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
ან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას უსაფრთხოების ღონისძიების
განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით,
რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლის ნორმებს.
4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი დაწესებულების
ხელმძღვანელობა
იმავე
დაწესებულების
სამედიცინო
პერსონალთან
ერთად
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
დაუყოვნებლივ
უტარებს
სამედიცინო
შემოწმებას.
სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება
მინისტრის ბრძანებით.
5. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის
მიზნით გამოყენება.
მუხლი 571. სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი;
გ) დამაწყნარებელი სკამი;
მიმართ
შეიძლება
გამოყენებულ
იქნეს
შემდეგი
დ) დამაწყნარებელი საწოლი;
ე) რეზინის ხელკეტი;
ვ) ცრემლსადენი გაზი;
ზ) წიწაკის გაზი;
თ) არალეტალური იარაღი;
ი) აკუსტიკური საშუალება;
კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ლ) წყალსატყორცნი;
მ) სასამსახურო ძაღლი.
2.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას,
უსაფრთხოების
ღონისძიების
განსახორციელებლად სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხელბორკილი – პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს
სისტემის ორგანოს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს
უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს
დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი – პირის
მიმართ, რომელმაც სცადა ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ან/და ზიანი
მიაყენა საკუთარ თავს ან სხვას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს
სხვისი/სახელმწიფო ქონება; აგრეთვე რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია.
აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;
გ) რეზინის ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის,
გარშემომყოფთა დაზიანების თავიდან აცილების, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა
და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის
ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;
დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება –
გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის
მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და
მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად,
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად,
შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და
დაცულ
ობიექტზე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
თავდასხმის
მოსაგერიებლად,
შეიარაღებული პირის დასაკავებლად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით,
რომელსაც პირი თავს აფარებს;
ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ
ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან
მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.
გაქცევის
3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების
გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის
პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა
მიაყენოს აღნიშნული ღონისძიების ადრესატს.
4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სისტემის ორგანოს სპეციალურად
უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება.
5. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს
გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა,
ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება
გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
6. სპეციალური საშუალების გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი
დაწესებულების დირექტორსა და სამედიცინო მუშაკს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება
სამედიცინო შემოწმება.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება
გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები.
ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი
დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის მინისტრსა
და დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
10.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გაყვანისას/გადაყვანისას
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით მის მიმართ სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს
დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და სამედიცინო
მუშაკს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაზე
გარედან
თავდასხმის
მოსაგერიებლად.
12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური
საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია
არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების (წიწაკის გაზის) დახურულ
სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა
მიმართ გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის
კონტროლის ქვეშ.
13. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე
მიმაგრება, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენებით
შეუძლებელია ამ მუხლით განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა.
14.
დაუშვებელია
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
ან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების
გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია
გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა
და საერთაშორისო აქტებით.
15. ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება,
ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად,
თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შესაძლებელია
აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
16. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით
ორსულის მიმართ, როგორც წესი, არ იყენებს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, გარდა იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.
17. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს
გათვალისწინებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობები.
18. სისტემის ორგანოს შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეებს, მათი
შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს, აგრეთვე სპეციალური საშუალებების
გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესს ადგენს მინისტრი.
მუხლი 572. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას,
რომელიც პირდაპირ, უშუალოდ და იმ წუთას საფრთხეს უქმნის სისტემის ორგანოს
მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სისტემის ორგანოს
მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა
საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ
საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული
გარშემომყოფთ უქმნის.
2.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო
საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, გამონაკლისი ღონისძიების სახით, უკიდურესი
აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სისტემის ორგანოს მოსამსახურის ან საბადრაგო
ჯგუფის წევრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა
საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და არსებული
საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა –
რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალთა
და არასრულწლოვანთა გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
3. გაქცევად ჩაითვლება აკრძალული ზოლის გადაკვეთა. აკრძალული ზოლის განსაზღვრის
წესს ადგენს მინისტრი.
4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი,
მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე მოახდინოს
გამაფრთხილებელი გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
5. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე
სისტემის ორგანოს იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და შენახვა,
რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.
6. დაუშვებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე
ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.
მუხლი 58. განსაკუთრებული პირობები პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას,
სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ
დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის,
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს
განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს დეპარტამენტის
თავმჯდომარე მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არა უმეტეს 15 დღის ვადით.
აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია
გაგრძელდეს კიდევ 15 დღით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობისათვის
აშკარა
საფრთხის
შექმნის
შემთხვევაში
დაწესებულების დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად
შემოღების თაობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის
განმავლობაში,
მინისტრის
წერილობითი
თანხმობით
იღებს
გადაწყვეტილებას
განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ
ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის
მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების
ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების
განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი
არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა
შეიძლება გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.
6. დაწესებულებაში განსაკუთრებული
განსაზღვრავს მინისტრი ბრძანებით.
პირობების
შემოღების
წესსა
და
პირობებს
მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მასობრივი არეულობისას და
ქვეყანაში
საგანგებო
ან
საომარი
მდგომარეობის
გამოცხადებისას
თავდასხმის,
დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის
მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმას,
რომელსაც ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
შეთანხმებით.
მუხლი 60. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე
შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი
პარლამენტის წევრი;
ბ ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
1
გ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
დ) საქართველოს სახალხო დამცველი;
ე) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ვ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის
წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3.
დაუშვებელია
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
ტერიტორიაზე
აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა.
ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს
ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ
და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები აგრეთვე არ ვრცელდება ადმინისტრაციის მიერ
განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული წინასწარ
უნდა იქნეს გაფრთხილებული.
მუხლი 603. დაბალი რისკის თავისუფლების
მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფი
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის
სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების
შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი
ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა.
მუხლი 62. სასჯელის მოხდის პირობები ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში
1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საცხოვრებელში.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ
მაღაზიაში კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარებისა და სხვა საგნების შესაძენად თავის
პირად ანგარიშზე არსებული თანხა ყოველთვიურად დახარჯოს მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;
ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1
დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული –
არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო
სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;
დ) დამოუკიდებლად გადაადგილდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების ტერიტორიაზე მისი დებულებით დადგენილი წესით;
ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2
დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება
აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიოს და ისარგებლოს პირადი
ტელევიზორითა და რადიომიმღებით, გარდა ღამის საათებისა.
4. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიძლება შემოწმდეს ნახევრად ღია ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენცია, გარდა
ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 63. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის
წახალისების ფორმები
სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების
შემთხვევაში ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია
უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
დ) დაწესებულის გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლა;
ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
ვ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ზ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
თ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
ი) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის).
მუხლი 664. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
განსაკუთრებული
რისკის
მსჯავრდებულის სანიმუშო
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფი
ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი
დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს
წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა.
მუხლი 66. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის წახალისების
ფორმები
სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების
შემთხვევაში დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია
უფლებამოსილია მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ამოღებულია (16.04.2014 N 2241)
გ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
დ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; (11.11.2011. N5255 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
ე) დაწესებულების დირექტორის მიერ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლების შუამდგომლობის წარდგენა;
ვ) პირადი ტელევიზორით, კომპიუტერით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
ზ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; (16.04.2014 N 2241)
ი) დამატებითი ვიდეოპაემანი. (11.11.2011. N5255 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)
კ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის). (22.05.2012. N6257
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
მუხლი 69. მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა
1. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით
18 წელს მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის
მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების
მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის
თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.
3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 20 წლის
მიღწევისა.
4.
18
წელს
მიღწეულ
მსჯავრდებულზე,
რომელიც
სასჯელის
მოსახდელად
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა
და საყოფაცხოვრებო ნორმები.
5. 20 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მუხლი 71. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის
წახალისების ფორმები
1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სანიმუშო
ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში
ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებებისა და ნაკეთობების მიღება,
რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში,
ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;
ი) კომპიუტერული თამაშების უფლების მიცემა;
კ) აუდიოვიდეოსაშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნივთების,
ნივთიერებებისა და ნაკეთობების სახეობებსა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 72. ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებანი
1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში.
2. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
3. საჭიროების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური
განყოფილება ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება
დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა.
3 . თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო
მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამინისტრო.
1
32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და
სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ადმინისტრაციას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
შეუძლია დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა.
5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი,
ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5
სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით,
საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.
7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების
ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით.
8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი .
9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს 1
ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.
მუხლი 80. დისციპლინური დარღვევა
დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების
დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,
კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი
მოვალეობების შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი
ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ
უნებართვოდ გადაკვეთა;
დადგენილი
გადაადგილების
შეზღუდვების/
საზღვრების
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ადმინისტრაციის
ნებართვის გარეშე;
თ)
დაწესებულების
ტერიტორიაზე
განთავსებულ
მოწყობილობათა/სისტემების
ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა
და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
ი ) დაწესებულების ტერიტორიაზე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;
1
კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების
ნორმალურ ფუნქციონირებას;
ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან
დაწესებულების გარეთ;
მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
მუხლი 82. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური სახდელის სახეებია:
განრიგისა
და
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.
თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3
თვის ვადით;
კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე
მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
არსებული
ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.
2. ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვების დედებისა და 65 წელს გადაცილებული
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
3. (ამოღებულია - 16.04.2014, №2241).
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების
შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“,
გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
„ი“
და
„მ“
ქვეპუნქტებით
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან
ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის
უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს
პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო
დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 90. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება
1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა
ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს
ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 60 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული წესი არ
ვრცელდება ამ მუხლის 11 ნაწილზე.
11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულმა
მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა
არაუმეტეს 90 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული ვადა არ შედის ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადაში.
2. 1 წლის განმავლობაში შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 90 დღე-ღამეს.
3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ ორსულ ქალებსა და არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს.
4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის
უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ
ნაწილით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
დელეგირება
ხორციელდება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტზე, რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ
უფლებამოსილებას;
ე) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და
სხვა);
ვ) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის მითითებით)
და დარღვევის არსს. თუ შეუძლებელია დროის განსაზღვრა, დარღვევის ჩადენის დროდ
ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ზ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის
შემთხვევაში;
ი) შუამდგომლობას სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ,
სახდელის ვადის მითითების გარეშე.
6. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას
მსჯავრდებულს განემარტება უფლება – გაეცნოს განკარგულებას, მისცეს ახსნა-განმარტება,
წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და
ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს
განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული
განმარტების თაობაზე აღინიშნება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ
განკარგულებაში.
7. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ
ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.
უნდა
აღინიშნოს
8. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს,
წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის
განკარგულებას ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ.
9. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების
გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს.
შესახებ
განკარგულების
1
ასლი
10. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24
საათის განმავ-ლობაში წარედგინება უფლებამოსილ სასამართლოს დაწესებულების
ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ
თანამდებობის პირს.
11. მოსამართლე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას
განიხილავს ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის
განმავლობაში. საქმის განხილვის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ
უნდა იქნეს გამოტანილი. დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა
დროისათვის გადადება.
12. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული წესით. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი.
13. სასამართლოში საქმე განიხილება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
გარანტირებული ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს,
წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები,
მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი
აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სასამართლოში საქმის განხილვისას
მსჯავრდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის ან/და
ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს ადვოკატის
(დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი
(დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.
14. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში ჩაითვლება პირის სასამართლოში წარსადგენად
გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების
გამოსატანად გამოყენებული დრო.
მუხლი 95. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი
უფლებები, რომელთა მინიჭებაც ადმინისტრაციის დისკრეციას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან
ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების კანცელარიაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი
გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების
დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით
უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნებს სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე
გათავისუფლებისა და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე ადმინისტრაცია ურთავს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათებას.
6. მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. მოთხოვნაზე უარი არ საჩივრდება.
მუხლი 96. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი
თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ
კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან
ჯგუფურად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 3 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ადვოკატს,
კანონიერ წარ-მომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უფლებები;
ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას,
თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 98. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების
დირექტორს, ხოლო დირექტორის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ – დეპარტამენტის
თავმჯდომარეს ან სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
2. დაუშვებელია საჩივრის განხილვა იმ პირის ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული
პირის მიერ, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი. ამგვარი საჩივარი უნდა განიხილოს
ზემდგომმა პირმა.
მუხლი 99. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დაწესებულების სოციალური
განყოფილების მუშაკის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის
კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.
3. საჩივარი შესაძლებელია წარდგენილი იქნეს წერილის ან შევსებული ფორმის სახით.
მუხლი 102. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან 48 საათის ვადაში
გადაუგზავნოს ადრესატს.
2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი
საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება
ადმინისტრაციას.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება
გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი
უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 103. საჩივრის განხილვის ვადები
1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს
მიღებიდან 5 დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც განმცხადებელს დაუყოვნებლივ ეცნობება
ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე განიხილავს საჩივარს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არა
უმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
საჩივარი განი-ხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 109. მოთხოვნების/საჩივრების ანალიზი
6 თვეში ერთხელ დეპარტამენტი იხილავს და აანალიზებს დაწესებულებაში შემოსულ
მოთხოვნებს/საჩივრებს, რის შესახებაც მზადდება ანგარიში და წარედგინება დეპარტამენტის
თავმჯდომარეს და მინისტრს.
მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები
1. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ანაზღაურება.
2. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და
მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
3. მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების
მიცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა
ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
და
მუხლი 116. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა
ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული
წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;
გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ;
დ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
ე) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის
სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური
მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
მუხლი 1181. სისტემის ორგანოში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება
სამინისტრო ხელს უწყობს სისტემის ორგანოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების
განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის
პრევენციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.
მუხლი 120. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი
1.
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
ბრალდებული/მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას.
მისვლისთანავე
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში
ერთხელ მაინც. დაავადებულ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი
მკურნალობა.
მუხლი 1211. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის
პირობები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში
მის მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.
2. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც
უზრუნველყოფენ დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი
საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა მოსამსახურეებით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც
საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის
მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული,
ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა,
ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო
მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე
ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის
თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის
მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება;
ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეთ იმ პირებსაც,
რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის
მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს
ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება
მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება;
დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე,
მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შეიძლება
მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება;
ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის
თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების,
ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.
4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3
წლამდე ბავშვი, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას დაწესებულების ექიმის
რეკომენდაციითა და დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით შესაძლებელია დედასთან
ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი.
5. საერთო პროფილის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის
თავმჯდომარის თანხმობით, როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილი უნდა იქნეს
შვილთან
ერთად,
რაც
შეიძლება
შეიზღუდოს
დეპარტამენტის
თავმჯდომარის
დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში
მასზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-17–173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების
უფლებები.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და
საავადმყოფოში ყოფნის საერთო პირობები და წესი ამ მუხლის საფუძველზე განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 127. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 77-ე მუხლის
პირველი ნაწილისა, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილისა,
ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-2
ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კოდექსის 12 მუხლის მე-11 ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
9