„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს ) მისი მიტოვება და ის (ისინი) , სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“ იცვლება ჩანაწერით „პენიტენციური დაწესებულება“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 14. ბავშვის მიტოვებულად აღიარება 1 . ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ : ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში , მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ი ორგანოს ა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა ; ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებ ების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას , 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია; გ ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა ( გამოხატეს ) მისი მიტოვება და ის (ისინი) , სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებ ების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობი ს ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნი ს შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები. 2 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებ ა ს იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვის შემდეგ. 3. ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვამდე აუც ი ლებელია მისი დაბადებ ა რეგისტრ ირებული იყოს . 4 . სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად. 6 . ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მისი მშობლის ათვის (მშობლების ათვის ) მშობლის უფლება - მოვალეობების ჩამორთმევის თაობაზე. 7. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენი დან ან მშობლ ის (მშობლებ ის ) მიერ საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატ ული ბავშვის მიტოვ ებიდან ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მშობლის (მშობლების) უფლებამოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლებ ებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს სააგენტო ან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო. 8. ბავშვის მიტოვებულად აღიარებ ამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო : ა) იღებს გადაწყვეტილება ს ბავშვის დროებით განთავსების თაობაზე; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას და არის მისი კანონიერი წარმომადგენელი; გ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების რეგისტრაცი ის მოთხოვნით . 9 . პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით