„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას: 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი: „მუხლი 102. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი 1. წვევამდელის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო და საკონტრაქტო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. 2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონით განისაზღვროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცული წვევამდელის მიმართ ისეთივე წესები, როგორიც დადგენილია პოლიციაში ჩარიცხული წვევამდელისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, კანონს ემატება 102 მუხლი, რომლის შინაარსიც იდენტურია 101 მუხლისა და არეგულირებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, როგორც ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან ხარჯების დაფინანსების წყაროა 2015 სახელმწიფოს ბიუჯეტის პროექტში საქართველოს სასჯელაღსრულებისა ასიგნებები. და პრობაციის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს არანაირ ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები 1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. 1 1. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 1 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად. 3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1445). 3 1. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 4. წვევამდელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.