„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და დაგეგმილი ცვლილებების შემდგომ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებსა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების პენიტენციური თანამშრომლები“ სამსახურის სამხედრო იცვლება ან ჩანაწერით სპეციალური „სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები.“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. ასეთის არსებობის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება 1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის თანამდებობის მუნიციპალიტეტის პირებზე, გამგებელზე/მერზე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე. 1 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე10, 39-ე, 41 1, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. 12. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 391, მე-40, 41-ე, 411, 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა. 2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: ა ) საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული , დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები ; ბ) მოსამართლეები; გ) პროკურორები; გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; დ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ; ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; ზ1) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; თ) სამხედრო მოსამსახურეები; ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები; კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ; ლ ) (ამოღებულია); მ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების თანამშრომლები; ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; ო ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები / მოსამსახურეები . 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი “ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით . ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა / მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები , მათ შორის , თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების , სამსახურის გავლის , ატესტაციის , კვალიფიკაციის ამაღლების , წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები . ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე / მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები .