„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20,
09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 171 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პოლიცია ვალდებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს
მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან
განთავისუფლების შესახებ.
4.
სპეციალური
პენიტენციური
სამსახური
ვალდებულია,
ოჯახში
ძალადობისთვის
მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ
გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 დღისა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საუბნო
პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს
ინსტიტუციური რეფორმა. კერძოდ, პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების
განხორციელების შემდგომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწსებულება - სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი პენიტენციური დეპარტამენტი. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
დაწესებულებები გარდაიქმნება სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებად და
დაგეგმილი
ცვლილებების
შემდგომ
იფუნქციონირებს
დამოუკიდებელი
ორგანიზაციული ერთეულის სახით სამინისტროს სისტემაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსში
დაგეგმილ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი „პატიმრობისა
და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები“ იცვლება ჩანაწერით
სპეციალური პენიტენციური სამსახური“, ხოლო „საპატიმრო ადგილი“ იცვლება ჩანაწერით
„პენიტენცური
დაწესებულება“.
ამასთან,
სწორდება
ნორმის
აღსრულებასთან
დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემა, კერძოდ დადგენილი 3 თვიანი წინასწარი
შეტყობინების ვადა იცვლება და არა სამი თვით ადრე, არამედ მსჯავრდებულის
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ეცნობება საუბნო პოლიციას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან
დაფინანსების წყარო:
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
პროექტის
განხორციელება
არ
გამოიწვევს
ფულადი
სახსრების
გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და
შეესაბამება მათ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
არ
მიუღია
სახელმწიფო,
არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების
წარმომადგენლებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და
ექსპერტის
შეფასება
კანონპროექტის
მიმართ,
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
ასეთის
არსებობის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის
ცვლილება
მუხლი 171. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირება
1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის
განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის
საქმის
მწარმოებელი
ორგანო,
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა
მომსახურე
დაწესებულებები
და
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მისთვის
გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და დახმარების
მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ.
2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ოჯახში ძალადობის
მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო
დახმარებას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ოჯახში
ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენაში
და შესაბამის სამართალწარმოებაში.
3. პოლიცია ვალდებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
სისტემის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის
მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის
(მოძალადის) პატიმრობიდან განთავისუფლების, აგრეთვე ამ პირის მიერ საპატიმრო
ადგილის დატოვების სხვა შემთხვევის თაობაზე.
4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები
ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირისათვის შეფარდებული
თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა მისი
გათავისუფლების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნონ საუბნო პოლიციას
დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.