„ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 11 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (სსმ., 7, 24/01/2005, სარეგისტრაციო კოდი 080.050.000.05.001.001.651) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებზე, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (გარდა საქართველოს პრეზიდენტის სხვა სათათბირო ორგანოს წევრებისა და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირებისა), აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებზე და მათ მოადგილეებზე, იმ პირებზე, რომლებსაც 1997 წლის 17 ოქტომბრიდან ჰქონდათ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, რომლის საწესდებო კაპიტალი აღემატება (აღემატებოდა) 1 მილიონ ლარს და რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს (ფლობდა) წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, და იმავე მუხლის 21-ე, 211 და 212 ნაწილებით განსაზღვრულ ახლო ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და დაკავშირებულ პირებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითიბარათი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში ყალიბდება პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტები, ხოლო ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდების ცვლილება და შემდეგნაირად განისაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც საჭიროებს „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადოდ ასახვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შეცვლილი სახელწოდების „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, მისი მიზნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სათანადოდ ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შეცვლილ სახელწოდებასთან. კერძოდ, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სახელწოდება განისაზღვრა შემდეგნაირად - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოხსენიებული კანონის სახელწოდებად მიეთითება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ამ კანონის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით: ა) იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში; ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების გამოვლენისა და აღიარების მიზნით ასეთი შემოსავლის (ქონების) ლეგალიზების პირობებისა და წესის განსაზღვრა და მისი დაფარვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების დადგენა. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) დააგროვეს ისეთი დანაშაულებრივი გზით, როგორიცაა: ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები; ბ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებზე, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (გარდა საქართველოს პრეზიდენტის სხვა სათათბირო ორგანოს წევრებისა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირებისა), აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებზე და მათ მოადგილეებზე, იმ პირებზე, რომლებსაც 1997 წლის 17 ოქტომბრიდან ჰქონდათ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, რომლის საწესდებო კაპიტა-ლი აღემატება (აღემატებოდა) 1 მილიონ ლარს და რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს (ფლობდა) წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, და იმავე მუხლის 21-ე, 211 და 212 ნაწილებით განსაზღვრულ ახლო ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და დაკავშირებულ პირებზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) არ ვრცელდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება მათ მიერ დაუსაბუთებელი ქონების ან ფულადი სახსრების 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში ინვესტირების შემთხვევაში – ამ ინვესტიციის ოდენობის ფარგლებში, ასევე საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ანაბრის განთავსება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებზე (ასევე მათი ოჯახის წევრებზე, ახლო ნათესავებზე და დაკავშირებულ პირებზე) ამ კანონით განსაზღვრული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ ქმედებებზე.