„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 1. ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს.” 3. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;“ 4. მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი;“ 5. მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 6. მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) საგანმანათლებლო და იურიდიული სამეცნიერო-კვლევითი პირის (გარდა კულტურული, საქმიანობებისათვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი;“ შექმნილი 8. მე-21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი მე-21 1. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურე არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომში მოხელე) და საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები. 2. ამ კანონის მიზნებისათვის, საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.” 9. მე-22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22 „ამ კანონის მიზნებისათვის, ტერმინში “საჯარო დაწესებულება” იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურის და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.“ 10. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო დაწესებულებაში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან.“ 11. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა 1 000 ლარს.“ 12. მე-52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 52 თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ მოთხოვნებს ან/და გარკვეული მიზეზებით (ფოსტით მიღებული საჩუქარი, საჯაროდ გადაცემული საჩუქარი) შეუძლებელი იყო საჩუქრის მიღებაზე უარის თქმა, მაშინ ის ვალდებულია სამი დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში (შემდგომში - ბიურო) წარადგინოს მიღებული საჩუქრის დასახელება, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულება/ოდენობა და მიუთითოს მჩუქებლის ვინაობა, ხოლო აკრძალული საჩუქარი გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.“ 13. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი“ იგულისხმება ის პირი, რომლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებითაც თანამდებობის პირი უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; გ) გააუქმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“ 14. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 - მე-4 პუნქტები: „3. ამ კანონის მიზნებისთვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში პირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება კანონით დადგენილი წესით საწარმოს შექმნა, მისი მართვა, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, საწარმოს კაპიტალის ფლობა. 4. ამ კანონის მიზნებისთვის თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის „საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირ მონაწილეობაში“ იგულისხმება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საწარმოს პირდაპირი მონაწილეობა, მათ შორის აქციებისა და წილის ფლობის გზით, სხვა საწარმოების საქმიანობაში. 15. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას.“ 16. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით.“ 17. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 1. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით. 2. საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება. 3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება საჯარო სექტორში შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.“ 18. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. 1.საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება: ა) გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონების შეძენა; ბ) ქონებრივი გარიგების დადება იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც საქმიანობს, გარდა კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა; გ) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს გარიგება თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პარტიასთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან; დ) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. 3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 4. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი. 5. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.“ 19. მე-11 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. 2. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ზემდგომ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ზემდგომი ორგანოს) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს.“ 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, საჯარო მოსამსახურის მიერ მისი უშუალო ხელმძღვანელისადმი (ზემდგომი ორგანოსადმი) მიმართვის ან მათგან თანხმობის მიღების ნაწილში არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერმინისტრზე, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრზე, აგრეთვე ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელზე (მუნიციპალიტეტის გამგებელზე (მერზე)).“. 20. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13 1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში; საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. 3. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 4. საჯარო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომელთაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას. 5. საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები. 6. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში. 7. თანამდებობის პირს მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწარმოს კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 8. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე რომელიმე საჯარო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, იმ შემთხვევის გარდა, როცა იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი. 9. განთავისუფლებული საჯარო მოსამსახურე განთავისუფლების დღიდან 1 წლის მანძილზე არ შეიძლება სამსახურში შევიდეს იმ საჯარო დაწესებულებაში ან ეწეოდეს საქმიანობას იმ საწარმოში, რომელსაც იგი უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე არ აქვს უფლება ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან მიიღოს შემოსავალი. 10. თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა. 11. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. 12. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს. 13. თანამდებობის პირი თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან: ა) თუ მან ან მისი ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები; ბ) თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საჯარო მოსამსახურის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.“ 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-III1 თავი: „III1 თავი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები მუხლი 131 1. საჯარო მოსამსახურის ამ თავით გათვალისწინებული ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება. 2. საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიისათვის ან/და ცალკეული დაწესებულებისათვის ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესების გარდა, შეიძლება დაწესდეს საჯარო მოსამსახურის ქცევის სპეციალური წესები. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ქცევის ზოგადი და სპეციალური წესების ხელმისაწვდომობა და მათი გაცნობა შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთათვის. 4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ქცევის ზოგადი და სპეციალური წესები. 5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) ან საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 132 1. საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. 2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. 3. საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოსამსახურემ უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი; მან ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი რესურსებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი. 5. თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მას აქვს ინფორმაცია, რომ იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს. 6. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო/საჯარო სამსახურის რეპუტაციას. 7. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. 8. საჯარო მოსამსახურემ გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილების კანონიერების მიღებისას პრინციპით. უნდა იხელმძღვანელოს დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა. მუხლი 133 1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. 2. დაუშვებელია საჯარო მოსამსახურემ მიზანმიმართულად გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია. 3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით, სადაც ის მუშაობს. 4. თუ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება, მან ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი კანონით დადგენილი წესით. 5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები ინფორმაციის (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მოპოვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი ქცევის კოდექსით) კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი მოქმედებს მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც. მუხლი 134 1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს რაიმე სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია: ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა ნებისმიერი შემთხვევის შეუთავსებლობაზე; ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობისათვის; გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე) ან დანიშვნის (არჩევის) შემდეგ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება. 3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დანიშვნიდან (არჩევიდან) ერთი თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე საჯარო დაწესებულებაში, სადაც დასაქმებულია საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის წერილობითი განცხადება საიდენტიფიკაციო და აღნიშნულის მათი კავშირის შესახებ მასთან აღმნიშვნელი დაკავშირებული ინფორმაციის პირის მითითებით წარედგინება და აღირიცხება საჯრო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში. 4. ამ თავის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურესთან „დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო (შინა) მეურნეობა, ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. მუხლი135 1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. 2. თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე. 3. საჯარო მოსამსახურისთვის ამ კანონით აკრძალული სარგებლის შეთავაზების შემთხვევაში, იგი ვალდებულია: ა) არ მიიღოს ამ კანონით აკრძალული სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი ფორმით შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და ბიუროს; ბ) შეეცადოს, მოახდინოს ასეთი წინადადების შემომთავაზებელი პირის იდენტიფიცირება; გ) შეზღუდოს შესაბამის პირთან კონტაქტი და შეეცადოს, დაადგინოს ასეთი წინადადების შემოთავაზების საფუძველი; დ) თუ შეუძლებელია საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; 4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან/და გამომძიებელთან და პროკურორთან. 5. თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი „საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.” 22. მე-14 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; 3. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ არ განწესდება სხვა თანამდებობაზე, წინა დეკლარაციის შევსების თვის განმავლობაში, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; 4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“ 23. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ 24. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები: „11. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების ორთვიანი ვადის ათვლა დაიწყება მისი თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის ბიუროსათვის შეტყობინების მომენტიდან. 12. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში, ბიურო უფლებამოსილია, პირს განუსაზღვროს დამატებით 48 საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისათვის.“ 25. მე-15 მუხლის „გ“ - „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირის, მისი ოჯახის წევრის და მასთან მუდმივად მცხოვრები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, წელი, თვე და რიცხვი, პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი; დ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა; ე) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშის ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება, უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, ფორმა და გადახდილი საფასურის ოდენობა; ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, გადახდილი საფასურის ოდენობა, ნომინალი და რაოდენობა;“ 26. მე-15 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში; ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობა საწარმოს საქმიანობაში. პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი და მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში - სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის ნომინალი, საწარმოს კაპიტალის ოდენობა, მონაწილეობის დროის მონაკვეთი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა; არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა;” 27. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეკლარაციის მიღებას, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობას, დეკლარაციის კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარებაზე კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ახორციელებს ბიურო.“ 28. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შენახვას და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;“ 29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-181 მუხლი: „მუხლი 181 1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. 2. ქონებრივი საფუძველია: ა) მდგომარეობის თანამდებობის დეკლარაციის პირთა მონიტორინგის ქონებრივი პროცესის მდგომარეობის დაწყების დეკლარაციების ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების ავტომატური შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასამოწმებელი დეკლარაციები შეირჩევა ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ელექტრონულ პროგრამაში ასახული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. 4. მონიტორინგი მიმდინარეობს კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადამოწმებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ქვეყნდება პროაქტიულად. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით. 6. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის პროცესის დაწყების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიურო თანამდებობის პირს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღეს მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტაციისა (მათ შორის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. 8. მონიტორინგი მიმდინარეობს შევსებულ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმების, დეკლარანტის მიერ ბიუროში წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულებების გადამოწმების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულების გზით. 9. დეკლარაციების მონიტორინგის ინსტრუქციასა და ყოველწლიურად შესამოწმებელი დეკლარაციების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რომელიც არ შეიძლება იყოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საერთო რაოდენობის 5%-ზე ნაკლები. 10. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არ არსებობის შესახებ; ბ) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითი შეფასება გულისხმობს ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობას, ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი, ასევე ამ კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენას. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანის შესახებ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადააგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. 13. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალობის პრინციპის ბრალეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დარღვევა, არ არის, თუ ის იწვევს დანაშაული ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 30. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა დეკლარაციაში ასახული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა, თანამდებობაზე პირველად განწესებამდე ან/და თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ პედიოდს მიკუთვნებული ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა.“; 31. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის“ 32. მე-20 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 11. ამ კანონის მე-181 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. 33. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.” 34. მე-20 მუხლის მე-4 - მე -6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინებ ის) კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობის დაკისრება ვალდებულებისაგან. ასეთ არ დაკისრებას. ათავისუფლებს შემთხვევაში პირი პირს სისხლისსამართლებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს დეკლარაცია. 5. იმ საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ამ კანონის მოთხოვნების განზარხ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, თუ იგი არ არის სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 6. თუ ამ კანონით გათავლისწინებული ვალდებულების დამრღვევი საჯარო მოსამსახურე რომლის მიმართაც ასეთი ქმედებისათვის გამოყენებულ იქნა პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან დისციპლინური გათავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.“; 35. მე-201 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად აგრეთვე ჩაითვლება მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;“; 36. მე-201 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განცხადების განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი;“; 37. მე-201 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იძულებითი ზომები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ან მამხილებლის თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა, ან/და სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა ან მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესება;“ 38. მე-202 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხილება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.“ 39. მე-203 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. მხილება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.” 40. მე-204 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ მამხილებლის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესი, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დისციპლინური წარმოება, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესი დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან; ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.“ 41. მე-204 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების აღნიშნული დარღვევის გაასაჩივროს შემთხვევაში საქართველოს მამხილებელი ადმინისტრაციული უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით.” 42. მე-207 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. 2. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების ქვედანაყოფის ხელმძღვანელის განმახორციელებელი სტრუქტურული წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.“; 43. მე-2010 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. მისი ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.” მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის 35-ე - 43-ე პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - 34-ე პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების უმთავრეს ნაბიჯს. ვინაიდან საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები შეიცავს ურთიერთგამომრციხავ დებულებებს, ცვლილებები ატარებს ფრაგმენტულ ხასიათს და მოკლევადიან შედეგზეა ორიენტირებული, იწვევს კანონის გამოყენების ბუნდოვანი და ორაზროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც უნიფიცირებულ მიდგომას საჭიროებენ, ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევბს და საჯარო სამსახურის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზანს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით განისაზღვრა საჯარო სამსახურის კომპლექსური რეფორმირების საჭიროება, რაც პირველ რიგში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. შესაბამისად, შემუშავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დაფუძნებული საჯარო სამსახურისა და პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა კატეგორიებისა და მათი სამართლებრივი სტატუსის მკაფიო გამიჯვნა, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციური გაძლიერება რეფორმის იმპლემენტაციის პროცესის წარმატებისათვის, პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემოღება, გამართული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მერიტოკრატულ პროფესიონალიზმის პრინციპზე წახალისებას, იქნება დაფუძნებული ხელშეწყობასა და და დაფასებას, პროფესიული საჯარო მოხელეების ერთიანი კალსიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შექნას. ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა რომელთა არსი პირდაპირ კავშირშია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან და, შესაბამისად, საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადოდ ასახვას. გარდა ამისა, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ არის სრულყოფილი და ვერ აწესრიგებს მისი რეგულირების სფეროს მიკუთვნებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ აღნიშნული კანონი 1997 წელს იქნა მიღებული და გაუმართავია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც. მისი ძირითადი დებულებები ეხება მხოლოდ აღნიშნული კანონის მიზნებისთვის განსაზღვრულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რაც იმას გულისხომს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ სხვა პირებზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, რომლის სამართლებრივი საფუძვლები დღეისათვის არ არსებობს. დეკლარაციების საჯაროობა არ არის მათში ასახული ინფორმაციის ნამდვილობის გარანტი. აუცილებელია, განისაზღვროს შესაბამისი სამსახური და შეიქმნას სისტემა, რომელიც გადაამოწმებს თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში გაცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ასევე, მნიშვნელოვანია მამხილებლის ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმების დახვეწაც, რაც უკავშირდება მამხილებლის განმარტებასა და იმ საჯარო დაწესებულებების ფარგლების გაზრდას, რომლის მიმართაც შესაძლებელია განხორციელდეს მხილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, რაც ხელს შეუწყობს დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის დადგენას. ასევე, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მამხილებლის ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება კანონის მიზანი, რომელიც კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითადი პრინციპებისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების გარდა, დაარეგულირებს წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს. ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებზეც გავრცელდება კანონის მოთხოვნები, კერძოდ საჯარო მოსამსახურედ ჩაითვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, მათ შორის სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე, ხოლო საჯარო დაწესებულებად განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო და საჯარო სამსახურის მარეგულირებელი განმახორციელებელი ორგანოები. შესაბამისად, დაწესებულებები კანონის და ეროვნული შეზღუდვები ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით, გარდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმებისა, გავრცელდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირზე და დაწესებულების თანამშრომლებზე. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კანონპროექტის მოქმედების არეალის გაფართოებამ შექმნა კანონისათვის სახელის გადარქმევის აუცილებლობა. კერძოდ, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი არამხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, არამედ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირებსაც ეხებათ, მიზანშეწონილია, კანონის სათაური ჩამოყალიბდეს, როგორც “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი. კანონს ემატება III1 თავი, საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმებით, რომლებიც ასახული არის 1997 წელს მიღებულ მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ვინაიდან კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებზე ვრცელდება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში ქცევის ზოგადი წესების გავრცელება აუცილებელია სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ სხვა პირებზეც, მიზანშეწონილია, სწორედ მოქმედ “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში აისახოს აღნიშნული ნორმები და ერთნაირად გავრცელდეს როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე, ასევე სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებზე. რაც შეეხება სიახლეებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგთან მიმართებით, განიმარტება საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობა, დაზუსტდება დეკლარაციის შევსების დრო, ვინაიდან კანონის დღევანდელი ჩანაწერი გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნის. ასევე, თანამდებობის პირი, ვალდებული იქნება თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ შეავსოს დეკლარაცია, იმ შემთხვევაში თუ არ განწესდება ახალ სადეკლარაციო თანამდებობაზე. აღნიშნული ცვლილებები მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს მისცემს ყოველმხრივი და ფართო მონიტორინგის შესაძლებლობას ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციული სამართალდარღვევების აღმოჩენის მიზნით. გარდა ამისა, დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეკვიზიტების მოთხოვნის უფლებით ბიუროსთვის მიმართვის საშუალება ექნება როგორც საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს, ასევე თანამდებობის პირს ან უკვე განთავისუფლებულ თანამდებობის პირს. ვინაიდან დღესდღეობით ამ ნორმის არარსებობა, ხშირად იწვევს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსების ვადის გადაცილებას, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ არ ჰქონდათ დაწესებულების უფლებამოსილი პირის მხრიდან გადაცემული ზემოაღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები. ასევე, დეკლარაციის ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში, თანამდებობის პირს ექნება დეკლარაციაში უკვე ასახული მონაცემების რედაქტირების შესაძლებლობა. თანამდებობის პირი ასევე ვალდებული იქნება, მონიტორინგის მიზნებისათვის, დეკლარაციაში ასახოს მისი ოჯახის წევრების ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირების პირადი მონაცემები. წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონს დაემატება 181 მუხლი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების პროცესის ძირითადი დებულებები და ბიუროს მიენიჭება აღნიშნული მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება. წარმოდგენილი ცვლილებებით, მონიტორინგის მიზნებისთვის დეკლარაციების შერჩევის პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ დამოუკიდებელი კომისის მიერ, რომელშიც არ შევლენ საჯარო მოსამსახურეები, შერჩეული დეკლარაციების სია წლის დასაწყისში პროაქტიულად გამოქვეყნდება ბიუროს მიერ, ხოლო თავად მონიტორინგი წარიმართება შევსებულ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის სისწორის სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებში გადამოწმების, დეკლარანტის მიერ ბიუროში წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულებების ადმინისტრაციული კოდექსის გადამოწმების, ასევე საქართველოს ზოგადი მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულების გზით კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით. მონიტორინგის შედეგები და ბიუროს მიერ დაკისრებული სანქციები, ასევე გამოქვეყნდება პროექტიულად გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. მონიტორინგის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის მიერ თანამდებობის პირს დაეკისრება სანქცია - 1000 ლარი ჯარიმის სახით. ხოლო, ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს. წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, ფართოვდება იმ პირთა წრე ვისაც შეუძლია მხილება, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, მამხილებლის ანონიმურობა გამორიცხავს იმის დადგენის შესაძლებლობას, მხილება განხორციელებული არის მოქმედი მოხელის თუ ყოფილი მოხელის მიერ. შესაბამისად, ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს მხილება კანონით დადგენილი წესით. მამხილებელს ენიჭება უფლებამოსილება თავად აირჩიოს მხილების ტექნიკური საშუალება, მათ შორის სიახლეს წარმოადგენს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით მხილება, როგორც ალტერნატიული ტექნიკური საშუალება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები; კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც შეეხება დეკლარაციების მონიტორინგს, შემუშავდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მოწვეული გერმანელი ექსპერტის, ტილმან ჰოპეს დასკვნის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული ნაწილი დამუშავდა ბიუროს ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. აღნიშნული ცვლილებები განხილულ იქნა საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე და დამუშავდა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების სრული მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 1 ეს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს. მუხლი 2 1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები; ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე; ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე; ე2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე; ზ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ინიშნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობიდან) და მისი მოადგილე; თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე; თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები; ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; ი1) საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; კ1) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ; კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; კ3) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანო ს ხელმძღვანელი; ო) გენერალური აუდიტორი , მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი; ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი; უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე; ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973); ღ) მოსამართლე; ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი; ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი; ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე. 2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი; გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება მუხლი 22 1. ამ კანონის მიზნებისათვის, დაწესებულებებია: სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ფონდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ბ.ა) რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან სხვა საჯარო ფუნქციებს; ბ.ბ) რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ; ბ.გ) რომელთა შემოსავლის წყარო არის კანონით დადგენილი; ბ.დ) რომლებიც განკარგავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს და ყოველწლიურად ანახლებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 3 1. კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა. 2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგე-ბლობა. 3. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან 4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. 5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით. მუხლი 5 1. ამ კანონის მიზნებისათვის „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს. 2. საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. 3. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან. მუხლი 52 თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ მოთხოვნებს ან/და გარკვეული მიზეზებით (ფოსტით მიღებული საჩუქარი, საჯაროდ გადაცემული საჩუქარი) შეუძლებელი იყო საჩუქრის მიღებაზე უარის თქმა, მაშინ ის ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს მიღებული საჩუქრის დასახელება, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულება/ოდენობა, მიუთითოს მჩუქებლის ვინაობა, ხოლო აკრძალული საჩუქარი სამი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საფინანსო სააგენტოს. მუხლი 6 1. ამ კანონის მიზნებისათვის, „საწარმოს კონტროლში“ იგულისხმება პირის (ორგანოს) უფლებამოსილება კონკრეტული საწარმოს (მეწარმის) მიმართ, რომ მან პირადად ან თავისი სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მეშვეობით შეამოწმოს საწარმოს (მეწარმის) საქმიანობა, ან დაუწესოს სამეწარმეო საქმიანობაში რაიმე შეზღუდვა ან შეღავათი, ანდა გასცეს ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვაგვარი ნებართვა მის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. ამ კანონის მიზნებისათვის , „თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირში (საჯარო მოხელეში )“ იგულისხმება ის პირი (საჯარო მოხელე ), რომლის მიერ გამოცემულ აქტთან ან შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებითაც თანამდებობის პირი უფლებამოსილია გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ , შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება , გააუქმოს აქტი . მუხლი 7 თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას. მუხლი 8 თანამდებობის პირს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯაროსამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. მუხლი 9 1. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია უფასოდ გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით. 2. თანამდებობის პირს, რომელიც საჯარო სამსახურის გამო ვალდებულია ოფიციალური წესით დადგენილი ოდენობის საფასურად გასწიოს მომსახურება ან მიიღოს გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს ამისათვის მიიღოს ან მოითხოვოს უფრო დიდი ოდენობის ანაზღაურება. 3. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს მიიღოს რაიმე ანაზღაურება სახაზინო დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საჯაროა და მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მუხლი 10 1. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას უკავია თანამდებობა. 2. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს თავის ახლო ნათესავთან ან მის წარმომადგენელთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოხელემ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. მუხლი 11 1. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს, ამასთან, უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. 2. თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ხელმძღვანელ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ან სხვა თანამდებობის პირს აკისრებს ამ მოვალეობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ორგანოს) წერილობითი ნებართვის საფუძველზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე. მუხლი 13 1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 2. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. 3. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 4. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში. 5. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 6. თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში რომელიმე სახაზინო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, იმ შემთხვევის გარდა, როცა იგი არის ამ ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი. 7. თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა. 8. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა. 9. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე კადრების შესაბამის სამსახურს. 10. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან: ა) თუ მან ან მისი ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები; ბ) თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. მუხლი 14 1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები. 3. პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 4. პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმავე დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს სამი თვის ვადით, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. 5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 4 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. 8. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან. 9. საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 20 დღისა აფრთხილებს პირს ამის შესახებ და განუმარტავს მას დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც საკადრო სამსახურის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიმართ იღებს გადაწყვეტილებას არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავების შესახებ. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან. მუხლი 15 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ : შეიცავს შემდეგ ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) პირის სამსახური , დაკავებული თანამდებობა , სამსახურის მისამართი , ტელეფონის ნომერი ; გ) პირის , მისი ოჯახის წევრების სახელი , გვარი , დაბადების ადგილი , წელი , თვე და რიცხვი , პირთან ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი ; დ) პირის , მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა ; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის , მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა ), ქონების საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა ; ე) პირის , მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების , საბანკო ანგარიშის ან /და შენატანის , ნაღდი ფულადი თანხის გარდა ), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა ; თუ ნივთი საერთო წილობრივ საკუთრებაში იმყოფება , უნდა მიეთითოს აგრეთვე პირის , მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა ); ვ) პირის , მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდის ემიტენტი , მესაკუთრის ვინაობა , ფასიანი ქაღალდის სახეობა , ნომინალი , რაოდენობა ; ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); თ) პირის , მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა , რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა , ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში ; ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის , მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა – სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე პირის ვინაობა , საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება , მონაწილეობის ფორმა , საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი , საწარმოს იურიდიული მისამართი , სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დროის მონაკვეთი , საანგარიშო პერიოდში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი ; კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო , სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა , სამსახური , რომელშიც პირს უკავია /ეკავა თანამდებობა ან ასრულებს /ასრულებდა სამუშაოს , თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი , საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი ; ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება , რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის , წილის მინდობის ხელშეკრულება , ღირებულების მიუხედავად ) – ხელშეკრულების სახეობა , ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა , ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება , ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა , ორგანო , რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება , საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი ; მ) პირის , მისი ოჯახის წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებული საჩუქარი , რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს – საჩუქრის მიმღების ვინაობა , საჩუქრის გადამცემი , გადამცემის მიმღებთან კავშირი , საჩუქრის სახეობა , საჩუქრის საბაზრო ღირებულება ; ნ) საანგარიშო პერიოდში პირის , მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან /და გასავალი , რომლის ოდენობა (ღირებულება ) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს , ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან /და გასავლის გარდა – პირი , მისი ოჯახის წევრი , ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან /და გასავალი , შემოსავლის ან /და გასავლის სახეობა , შემოსავლის ან /და გასავლის ოდენობა (ღირებულება ); ო) საიდუმლო გრაფა – ქონების სახეობა (შინაარსი ) და ქონებასთან დაკავშირებული პირის , მისი ოჯახის წევრის ვინაობა , ქონებასთან პირის , მისი ოჯახის წევრის კავშირი , ქონების საბაზრო ღირებულება ან /და ოდენობა ; პ) დეკლარაციის შევსების თარიღი. მუხლი 18 1. დეკლარაციის მიღებას , შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობასა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლს უზრუნველყოფს , აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო ). 2. ამ კანონის მიზნებისთვის ბიურო უზრუნველყოფს : ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას ; ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას; გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებასა და შენახვას ; დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას ; ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ვ) საქართველოს განხორციელებას . კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული თავი V. პასუხისმგებლობა კორუფციული სამართალდარღვევისათვის სხვა ფუნქციების მუხლი 20 1. ამ კანონის მე -14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ . 2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს თავმჯდომარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით . პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა . ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ . ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან . 3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 4. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის სისხლისსამართლებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას. გამოიწვევს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან . ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს დეკლარაცია . 5. თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნების ბრალეული დარღვევა, თუ იგი არ არის სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით . 6. თუ კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირი , რომლის მიმართაც ასეთი ქმედობისათვის გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა , გარდა თანამდებობიდან გათავისუფლებისა, წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ კორუფციულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას . მუხლი 201 ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მხილება – საჯარო მოსამსახურის ან ყოფილი საჯარო მოსამსახურის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად აგრეთვე ჩაითვლება მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის შემდეგ; ბ) ანონიმური მხილება – მხილება, როდესაც მამხილებელი იდენტიფიცირებული არ არის; გ) განცხადების განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) იძულებითი ზომები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ან მამხილებლის თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა, ან/და სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა ან მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესება; ე) მამხილებლის ახლო ნათესავი – მამხილებლის მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული), შვილი, შვილობილი, გერი, მშობელი, შვილად ამყვანი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მამხილებელთან მუდმივად მცხოვრები პირი. მუხლი 202 1. მხილება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას. 2. მხილება კეთილსინდისიერად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მუხლი 203 1. მხილება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. 2. მხილება შეიძლება ანონიმური იყოს. 3. თუ არ არსებობს მამხილებლის მიერ მისი ვინაობის გამჟღავნების წერილობით გამოხატული ნება, განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მამხილებლის ვინაობა. 4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მოთხოვნის ბრალეული დარღვევა, თუ ის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 204 1. დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება მხილების ფაქტთან დაკავშირებით. 2. დაუშვებელია მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო. 3. თუ მამხილებლის მიმართ წარმოებს დისციპლინური დევნა, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესი, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დისციპლინური დევნა, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესი დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან; ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება. 4. მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებისას, ადმინისტრაციული, სამოქალაქო შესაბამისი ან სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ეს დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან და ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. 5. ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. 6. სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მხილებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ამ საქმეში მონაწილეობის გამო მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე ემუქრება, მამხილებელი, მისი ახლო ნათესავი, მხილების მოწმე ან განცხადების განმხილველი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 7. განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მამხილებელი უფლებამოსილია მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის XIV თავით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება, განკარგულება, მიღებული გადაწყვეტილება და განხორციელებული ქმედება. მუხლი 2010 1. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს და უნდა შეიცავდეს: ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას; ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალსა და აღწერას; გ) მხილებულის პოზიციას; დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას. 2. დაუშვებელია, განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებას, ფაქტს, მტკიცებულებას ან არგუმენტს, რომელიც მხილების განცხადების განხილვის პროცესში სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა. 3. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ მხილებულსა და მამხილებელს. ანონიმური მხილების შემთხვევაში განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ მხილებულს. 4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტია. მისი ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.