„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 22 ✗ 19
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოსკანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.016807) 10 მუხლის: 2 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენილი ბიუროს წესით დირექტორი თანამდებობაზე უფლებამოსილია დანიშნოს და საქართველოს თანამდებობიდან გაათავისუფლოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოხელეები ან დადოს და შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება სხვა საჯარო მოსამსახურეებთან.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს საშტატო ნუსხას ამტკიცებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს “ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში, განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი. მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტის შინაარსმა, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები. ამასთან, ახალი კანონით, მოხელეების განსხვავებით, დამხმარე, ტექნიკურ და არამუდმივ ამოცანებს ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. შესაბამისად, მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან, ხოლო დამხმარე, ტექნიკური და არამუდმივი ამოცანების შემსრულებლებთან იდება ან წყდება შრომითი ხელშეკრულება. გარდა ზემოაღნიშნულისა, თუ მოხელეთა თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს დამსაქმებელი - დაწესებულების ხელმძღვანელი. ამას გარდა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტი არ ითვალისწინებს ტერმინს „საშტატო განრიგი“. ზემოაღნიშნული გარემოებები საჭიროებს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლში, რომელიც აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტთან „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს კანონის 102 მუხლში, რომლის:  მე-4 პუნქტით კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის უფლებამოსილებას ემატება ბიუროს თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის უფლებამოსილება;  მე-6 პუნქტში ტერმინი - „საშტატო განრიგი“ იცვლება ტერმინით - „საშტატო ნუსხა“. ჩამოყალიბდეს  მე-6 პუნქტის შემდეგ ემატება მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, კიბერუსაფრთხოების ბიუროს მოხელეთა თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ. ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ. გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ. დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ. ე)კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილიკანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 102. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 1.კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ სთანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობას მისია რყოფნის შემთხვევაში. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით. 3. კიბერუსაფრთხოების კიბერუსაფრთხოების ბიუროს ბიუროს დირექტორი დებულებით მისთვის მოქმედებს ამ კანონითა და მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს გაათავისუფლოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები. და საქართველოს თანამდებობიდან 5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კიბერუსაფრთხოების სფეროში თავდაცვის პოლიტიკის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.