„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს რესპუბლიკა, 05/08/1998; სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.000.406) 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს კორუფციის თანამდებობის და “საჯარო შესახებ” დაწესებულებაში საქართველოს კანონის ინტერესთა მე-2 პირებს მათთვის კანონმდებლობით გადამეტებისათვის ან კანონმდებლობის შეუთავსებლობისა მუხლით გათვალისწინებულ მინიჭებული უფლებამოსილების სხვაგვარად დარღვევისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი და გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის საჯარო მოხელის, მიხედვით, საჯარო სამსახურში ყალიბდება პროფესიული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტები, ხოლო ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა არსი პირდაპირ კავშირშია „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან და, შესაბამისად, საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადოდ ასახვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული ინსტიტუტების, სამართლებრივი ურთიერთობებისა და ტერმინების „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში, მისი მიზნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სათანადოდ ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და ნაცვლად ტერმინისა „მუშაკი“ ზემოაღნიშნულ მუხლში განისაზღვრება ტერმინი „საჯარო მოსამსახურე“, რომელიც მოიცავს, როგორც პროფესიულ საჯარო მოხელეს, ასევე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, ხოლო, თანამდებობის ჩანაცვლდება ტერმინით „სახელმწიფო მოსამსახურე“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პირი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, ან სხვა სახის ან სხვა სახის მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ მიმართება ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 41. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის 1. ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოების მუშაკებსა და თანამდებობის პირებს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტებისათვის ან კანონმდებლობის სხვაგვარად დარღვევისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პირს, რომელმაც დაარღვია ან ცდილობდა დაერღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, უკანონოდ გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, წესის დარღვევით გაიარა ან ცდილობდა გაევლო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გაიტანა ან ცდილობდა გაეტანა ტვირთი, მასალა, დოკუმენტები და სხვა საგნები, ანდა სხვაგვარად დაარღვია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობა, ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.