„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45 , 2 1.11 .1997 , გვ . 26) მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „თ) საქართველოს პარლამენტის წევრების, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა და იმ პირთა უზრუნველყოფა ინფორმაციით, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო დავალებებს (მათ შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთ), რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების საინფორმაციო რესურსები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში ყალიბდება პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტები, ხოლო ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა არსი პირდაპირ კავშირშია ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან და, შესაბამისად, საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადოდ ასახვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული ინსტიტუტების, სამართლებრივი ურთიერთობებისა და ტერმინების ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში, მისი მიზნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სათანადოდ ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის, ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტში. კანონის მოქმედ რედაქციაში გვხვდება ტერმინი - „სახელმწიფო მოხელე“, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გათვალისწინებით, შეესაბამება ტერმინი - „სახელწიფო მოსამსახურე“. ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მოქმედი რედაქციით განსაზღვრული „სახელმწიფო დავალების“ შემსრულებელი პირი შესაძლოა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული „საჯარო მოსამსახრეც“. შესაბამისად, ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოდის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 9. ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობანი ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობაა: ა) ეროვნული ბიბლიოთეკის შევსება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გამოცემული წიგნებითა და ნაბეჭდი მასალებით, აგრეთვე ისეთი ლიტერატურითა და ნაბეჭდი მასალებით, რომლებიც ეხება საქართველოს ან შეიცავს მის შესახებ რაიმე ინფორმაციას, მათი დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) მსოფლიო კულტურის ფასეულობებით სარგებლობის უზრუნველყოფა; გ) ძველნაბეჭდ და იშვიათ გამოცემათა სახელმწიფო ფონდის ორგანიზება, დაცვა, დამუშავება და სარგებლობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოში ნაბეჭდი პროდუქციის ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკის შედგენა და პუბლიკაცია; ე) საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებიდან ისეთი ლიტერატურის მიღება, დაცვა და დამუშავება, რომლებიც ადგილებზე არ გამოიყენება, მაგრამ აქვს სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული ღირებულება; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმატიკის განვითარების მიზნით; ზ) ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტდება სამართლებრივი, ისტორიული და პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურით, აგრეთვე საზოგადოებრივ მეცნიერებათა სხვა დოკუმენტებით, ნორმატიული აქტებით, მონაცემების ბაზის შექმნა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით; თ) საქართველოს პარლამენტის წევრების, სხვა სახელმწიფო მოხელეთა და იმ პირთა უზრუნველყოფა ინფორმაციით, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო დავალებებს (მათ შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთ), რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების საინფორმაციო რესურსები; ი) მრავალმხრივი ინფორმაციული ანალიზის ჩატარება კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც დგას საქართველოს პარლამენტის ან აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.