„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. სამდივნოს მოხელეებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს სხვა საჯარო მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას დებს დირექტორი. სამდივნოს მოხელეები სამსახურის თანამშრომლები არიან.“. 2. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება (შესაბამისი კატეგორიის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა), მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დირექტორი უფლებამოსილია იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელს, ადვოკატსა და კონსულტანტს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტოს მხოლოდ საბჭოს თანხმობით, გარდა პირადი განცხადებით განთავისუფლების შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. მე-13 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დირექტორზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.“; ა) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თუ მან დაარღვია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტის შინაარსმა, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, რაც საჭიროებს ამ კანონის პროექტთან „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტთან „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:  იურიდიული დახმარების საბჭოს სამდივნოს სამდივნოს მოხელეებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს სხვა საჯარო მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას დებს დირექტორი. სამდივნოს მოხელეები სამსახურის თანამშრომლები არიან.  კონკრეტდება, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილებას განეკუთვნება სამსახურის აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება (შესაბამისი კატეგორიის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა), მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  დირექტორი ადვოკატსა უფლებამოსილია და კონსულტანტს იურიდიული დახმარების ადმინისტრაციული ან ბიუროს შრომითი ხელმძღვანელს, ხელშეკრულებები შეუწყვიტოს მხოლოდ საბჭოს თანხმობით, გარდა პირადი განცხადებით განთავისუფლების შემთხვევისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  იცვლება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო: ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას; დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს; ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ; ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს; ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას; თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს; ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას; კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ; მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს; ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე; ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით; პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა; ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას; რ) ახორციელებს უფლებამოსილებებს. ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. 3. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, არ მონაწილეობს კენჭისყრაში, თუ საბჭო განიხილავს დირექტორის არჩევისა და დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს. 4. საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. სამდივნოს თანამშრომლებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან. მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები 1. დირექტორის ფუნქციებია: ა) სამსახურის ხელმძღვანელობა, საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა; ბ) სამსახურის დებულებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადების შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა; გ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტისთვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; დ) საბჭოს მიერ დამტკიცებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა; ე) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცება; ვ) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის ბიუჯეტის პროექტისა და სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა; ზ) იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებათა პროექტების საბჭოსთვის წარდგენა; თ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესისა და ფორმის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა; ი) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა; კ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული დებულებით დადგენილი წესით; მომსახურების ხარისხის კონტროლი სამსახურის ლ) სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცება; მ) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი; ნ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების შემუშავება, დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა და მისი შესრულების ზედამხედველობა; პ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურის თანამშრომელთა და საზოგადოებრივ ადვოკატთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; რ) სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმდინარე და წლიური ანგარიშების საბჭოსთვის წარდგენა; ს) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშის საბჭოსთვის წარდგენა; ტ) სამსახურის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ფ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ღ) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. დირექტორი უფლებამოსილია იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელს, ადვოკატსა და კონსულტანტს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტოს მხოლოდ საბჭოს თანხმობით, გარდა პირადი განცხადებით განთავისუფლების შემთხვევისა, ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით. საქართველოს 3. დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. მუხლი 13. დირექტორი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 4. დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბჭოს წევრი. უფლებამოსილების ვადის განმავლობაში დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა. 5. დირექტორზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. 6. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 7. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) თუ მან დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები; ე) თუ იგი უხეშად ან სისტემატურად არღვევს კანონს, სამსახურის დებულებას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; ვ) გარდაცვალების შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ1“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.