„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 15 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტი(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,ვებგვერდი 18/05/2015, სარეგისტრაციო კოდი100110000.05.001.017757) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 5. თუ მოსამსახურე უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებით იბარათი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში ყალიბდება პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტები, ხოლო ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა არსი პირდაპირ კავშირშია„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის მიზნებთან და, შესაბამისად, საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადოდ ასახვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული ინსტიტუტების, სამართლებრივი ურთიერთობებისა და ტერმინების „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში, მისი მიზნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სათანადოდ ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით არეგულირებს განსხვავებული სახის სამართლებრივ ურთიერთობას და შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილი ცვლილების სათანადოდ ასახვა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 41. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. მინისტრმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 2. სასწავლო ცენტრმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სერტიფიცირებისათვის საჭირო პროგრამების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, აგრეთვე განახორციელოს მათი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადებში დანერგვა. 3. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამმართველოში, უსაფრთხოების სამმართველოში ან გარე მთავარ დაცვისა და სპეციალური დანიშნულების სამმართველოში, სპეციალური ბადრაგირების მთავარ მთავარ აღრიცხვის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს სამსახურში სხვა თანამდებობაზე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნულ მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მისთვის მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაში ან სამორიგეოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს სამსახურში სხვა თანამდებობაზე, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნულ მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მისთვის მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით. 5. თუ მოსამსახურე უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია. 6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეები (გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მუშაობას აგრძელებენ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. სერტიფიცირების გავლაზე უარის თქმა ან სერტიფიკატის მიუღებლობა მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. 7. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.