„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 04/06/2015, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.017771) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითიბარათი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში ყალიბდება პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტები, ხოლო ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა არსი პირდაპირ კავშირშია „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან და, შესაბამისად, საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადოდ ასახვას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული ინსტიტუტების, სამართლებრივი ურთიერთობებისა და ტერმინების „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში, მისი მიზნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სათანადოდ ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ახლებურად განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრის წესს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, კანონპროექტით, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, რომელიც გულისხმობს, რომ საჯარო დაწესებულებაში მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთანდ აკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, ან სხვა სახის ან სხვა სახის მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7. ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მოადგილე 1. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი (შემდგომ – აპარატი). აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით. 2. ბიზნესომბუდსმენს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე/ თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ბიზნესომბუდსმენის თანამდებობებზე ათავისუფლებს მოადგილის/მოადგილეების ნიშნავს და ბიზნესომბუდსმენი. უფლებამოსილებას განსაზღვრავს ბიზნესომბუდსმენი. 3. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეზე/მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენისთვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები. 4. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე/მოადგილეები და აპარატი მოქმედებენ ბიზნესომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით. 5. ბიზნესომბუდსმენი: ა) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და აპარატის თანამშრომელთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობებს; გ) ამტკიცებს აპარატის დებულებას და აპარატის შინაგანაწესს; დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომლებთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს; ე) განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციებს; ვ) აპარატის თანამშრომლების პასუხისმგებლობის ღონისძიებებს; მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური ზ) ამტკიცებს აპარატში სტაჟირების გავლის წესს. 6. აპარატი: ა) ხელს უწყობს ბიზნესომბუდსმენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ასრულებს ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის/მოადგილეების მითითებებსა და დავალებებს. 7. აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება.