„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 22 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის მუხლი(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, - საქართველოს რეფორმებისა შესახებ“საქართველოს კანონის მე-11 ვებგვერდი 07/05/2012, სარეგისტრაციო კოდი040030000.05.001.016700) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, შერწყმისა და საქმიანობის შეწყვეტის წესი ორგანიზაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შერწყმა და საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი და გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითიბარათი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადიინფორმაციაკანონპროექტისშესახებ ა.ა) კანონპროექტისმიღებისმიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემას და ამ სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში ყალიბდება პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტები, ხოლო ახლებურად რეგულირდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა არსი პირდაპირ კავშირშია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან და, შესაბამისად, საჭიროებს აღნიშნულ კანონში სათანადოდ ასახვას. ა.ბ) კანონპროექტისმიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული ინსტიტუტების, სამართლებრივი ურთიერთობებისა და ტერმინების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში, მისი მიზნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, სათანადოდ ასახვა. ა.გ) კანონპროექტისძირითადიარსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ახლებურად განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და შერწყმის წესს, თითოეული ამ სამართლებრივი მოვლენის შინაარსსა და მიზანს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, კანონპროექტით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი შესაბამისობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და ემატება ტერმინები „რეორგანიზაცია“ და „შერწყმა“. ბ) კანონპროექტისფინანსურიდასაბუთება ბ.ა) კანონპროექტისმიღებასთანდაკავშირებულიაუცილებელიხარჯებისდაფინანსებისწყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდ ებლობით დადგენილი წესით .