„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.07.2015
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-13
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას;“; 2. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს აპარატის დებულება და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ . მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტის შინაარსმა, რომელიც, არ ითვალისწინებს ტერმინს - „საშტატო განრიგი“, რაც საჭიროებს ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ახალი რედაქცია) პროექტთან „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში ტერმინი - „საშტატო განრიგი“ იცვლება ტერმინით - „საშტატო ნუსხა“. ამასთან, აღნიშნულ ქვეპუნქტსა და პუნქტში ხდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურის ცალკე დამტკიცების უფლებამოსილების ამოღება, რადგან, ზოგადად, დაწესებულების სტრუქტურა, თავისი არსით, დაწესებულების დებულებაში აისახება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტი დანხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 24. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი 1. პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს (შემდგომ – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს მდივანი შეიძლება დაინიშნოს საბჭოს შემადგენლობიდან. ასეთ შემთხვევაში საბჭოს მდივნის საქმიანობა არ ანაზღაურდება და იგი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს პირვანდელთ ანამდებობასთან შეთავსებით. 3. საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 4. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. 5. საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ზ) კოორდინაციას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს და სამართლებრივ აქტებს; ი) საქართველოსკ ანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის და საიდუმლოებას, განსაიდუმლოებას და საიდუმლოობის გრიფის შეცვლას; კ) დადგენილი წესით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 25. საბჭოს აპარატი 1. საბჭოს მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით გააჩნია აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური. 2. საბჭოს აპარატი საბჭოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად: ა) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავებას; ბ) მონიტორინგს უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფორ წმუნებულებისთვის − გუბერნატორებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პრემიერ-მინისტრს; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისგან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოსთ ავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) ადგენს უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას; ე) ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზსა და პროგნოზირებას; ვ) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად; თ) საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას დასამუშავებლად ან/და, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ- მინისტრისთვის წარსადგენად; ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე; კ) საბჭოს მდივნის დავალებით ამზადებს საბჭოს სხდომებს; ლ) საბჭოს მდივნის დავალებით პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ; მ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოსკ ანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა დ ამართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) მონიტორინგს უწევს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავიდას პეციალური სამსახურების მიერ პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას; ო) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში შემავალი მიმართულებებისთვის პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას; პ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას; ჟ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საბჭოს აპარატის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საბჭოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საბჭოს აპარატს აქვს საკუთარი ბეჭედი, სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სიმბოლოები. 6. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც, პირადი და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 7. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდებები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამხედრო წოდებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს პრემიერ-მინისტრი ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 10. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავადებული აქვს სამხედრო ვალდებულების მოხდა ან რომელიც განთავისუფლებულია სამხედრო ვალდებულების მოხდისგან. 11. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საბჭოს აპარატის მოსამსახურეა, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. საბჭოს აპარატის მოსამსახურე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია. საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამართლებრივ და სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.