გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210016001655300
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001655300

№2/39297-16

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ი’’

 

წარმომადგენლები - თე--------ე, მა-------------–---–ი

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს ,,ბა--------------------------–ი’’

 

წარმომადგენლები - მა--------–----ე, ზუ--------–--------ი, ოთ--------–--ე

 

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულება (მომსახურების გაწევა ხელშეკრულების შესაბამისად), ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელით), გაწეული მომსახურების საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით).

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

(თავდაპირველი სარჩელით)

 

1.1. დაევალოს შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შეასრულოს თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------თან’’ დადებული 2014 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაუწიოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფებით:

მაზუთი:

90 000-მდე ტონა წელიწადში - 1---- აშშ დოლარი ტონაზე;

90 001-ზე მეტი ტონა წელიწადში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

ნავთობი:

თვეში 42 000-მდე ტონა თვეში-6--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 42 001-83 000 ტონა თვეში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 83 001-125 000 ტონა თვეში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 125 001-167 000 ტონა თვეში - 4--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 167 0001-ზე მეტი ტონა თვეში - 4--- აშშ დოლარი ტონაზე;

მსუბუქი პროდუქტები (ექსპორტი):

450 000-მდე ტონა წელიწადში - 6--- აშშ დოლარი ტონაზე;

450 000-ზე მეტი ტონა წელიწადში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

 

1.2. შპს „ბა--------------------------–ს’’ თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1 265 984.04--–– დოლარის ეკვივალენტი ლარში;

 

1.3. შპს „ბა--------------------------–ს’’ თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 480 189.33 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია / იხ. 09.11.2017 დაზუსტებული სარჩელი ტ. 3, ს.ფ.33-37)

 

სარჩელის საფუძვლები:

 

თა---------–----------------------------------ა - „ლი----------------ი’’ წარმოადგენს არ-----------------------–------------–ი, კერძოდ, აჯ------------------–----------------------–--------------------–---–------ს, რომელიც კლიენტებს უწევს ნა------------------ების გადაზიდვის მომსახურებას, ძირითადად ყ---------- რესპუბლიკის, რ-------- ფედერაციის, თ------------- და ა-------------- რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნებში. ტე-------–ის საკუთრებაში ან/და სარგებლობაშია ის ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ნა----------------–ის გადასატვირთად, კერძოდ მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადები, ნავთობრეზერვუარები, სარკინიგზო ლიანდაგები და ლიანდაგის მისასვლელი ჩიხები, რომელთა გამოყენებაც ხდება ბა--------------------------–ში სარკინიგზო ვაგონებით შემოსული ნა------------------ების ესტაკადის მეშვეობით ნავთობრეზერვუარში ჩასხმა და მილსადენებისა და ნავმისადგომის გავლით ნავსადგურში შემოსულ მცურავ საშუალებებში გადატვირთვა და პირიქით. ,,კონკურეციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ი’’ პუნქტის შესაბამისად ტე-------–ი წარმოადგენს დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს, კერძოდ, ნავთობსა და ნა------------------ების გადაზიდვის ბაზარზე მას საშუალება აქვს იმოქმედოს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე მომსახურების გაწევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს კონკურენცია. ტე-------–ის წილი ნავთობსა და ნა------------------ების სატრანზიტო გადაზიდვების ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 60%-ს. ნა------------------ების გადაზიდვის მიზნით, მოსარჩელეს 2014 წლის 12 სექტემბერს დადებული აქვს მომსახურების ხელშეკრულება ტე-------–თან. ხელშეკრულების თანახმად, ტე-------–ი უზრუნველყოფს კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ მიწოდებული ნა------------------ებით დატვირთული ვაგონების დაცლას ესტაკადაზე, ნავთობრეზერვუარებში ნა------------------ის გადატვირთვას, შენახვას და შემდგომში ნავთობრეზერვუარებიდან ნა------------------ების გადატვირთვას გემებში.

 

მხარეებს შორის გაფორმდა ბა--------------------------–ზე ტვირთების გადატვირთვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის შესახებ 2014 წლის 12 სექტემბრის N---- კონტრაქტის დამატებითი შეთანხმება N1, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად შეიცვალა მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი, კერძოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომსახურების ხელშეკრულება გრძელდებოდა ყოველი მომდევნო კალენდარული წლით და მისი შეწყვეტა შესაძლებელი იყო მხარეთა შეთანხმებით.

 

12.09.2014 წლის მომსახურების ხელშეკრულების 11.10 პუნქტის თანახმად, მხარეები ყოველწლიურად 30 ნოემბრამდე გადასინჯავდნენ ტარიფებს იმ პირობით, თუ ადგილი ექნებოდა ერთ-ერთ შემდეგ მოვლენას:

- აშშ დოლარის ინფლაცია, დეფლაციის შემთხვევის გარდა, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც მხარეთა საგადასახადო დატვირთვას ცვლიან;

- ენერგომატარებლებზე (ელექტროენერგია, გაზი) ტარიფების ცვლილება, რაც მხარის ეკონომიკურ მდგომარეობას ცვლის;

- ნავთობის ფასების ცვლილება ბარელზე 50 აშშ დოლარის დონემდე ატედ რენტ-ის კოტირების მიხევდით.

 

2016 წლის 28 ნოემბერს, ტე-------–მა კომპანია ,,ლი----------------ს’’ გაუგზავნა წერილი (N-----), რომლის მიხედვით, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ცალმხრივად, ყოველგვარი დასაბუთების და კანონიერ საფუძვლის გარეშე ადგენდა მომსახურების ახალ ტარიფებს, რაც უნდა ამოქმედებულიყო 2017 წლის 1 იანვრიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ 28.11.2016 წლის წერილში არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად, რა ობიექტური გარემოება იწვევდა ტარიფის გაზრდის აუცილებლობას. კერძოდ, შპს ,,ბა--------------------------–მა’’ ცალმხრივად დაადგინა ნავთობზე შემდეგი ტარიფები:

- თვეში 50 000-მდე ტონა - 7----–– დოლარი ერთ ტონაზე;

- თვეში 50 001 – 100 000 ტონა - 7----–– დოლარი ერთ ტონაზე;

- თვეში 100 001 – 1 50 000 ტონა - 6----–– დოლარი ერთ ტონაზე;

- თვეში 150 001 – 300 000 ტონა - 6----–– დოლარი ერთ ტონაზე;

 

კომპანია ,,ლი----------------ი’’ არ დაეთანხმა ტარიფების დაუსაბუთებელ გაზრდას, რამეთუშპს ,,ბა--------------------------–ი’’ ბოროტად იყენებდა ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას, კერძოდ ადგენდა არასამართლებრივ ფასს, უსამართლო ტარიფებს და დისკრიმინაციულ პირობებს. მოსარჩელის მტკიცებით სადავო შემთხვევაში არ არსებობს ხელშეკრულების 11.10 პუნქტით განსაზღვრულ არც ერთ წინაპირობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია ტარიფის გაზრდის აუცილებლობა.

 

გარდა ზემოთ მითითებულისა, კომპანია ,,ლი----------------მა’’ განმარტა, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ არაჯეროვნად ასრულების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც კომპანიას მიადგა ზიანი, კერძოდ კი იმის გამო, რომ ტე-------–მა დროულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინა რეზერვუარებიდან ტანკერზე ნავთობის ჩატვირთვა, ,,ლი----ს’’ უწევს კლიენტისთვის ტანკერის მოცდენით გამოწვეული ზიანის (დემერეჯის) ანაზღაურება.

 

კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის არსებული ხელშეკრულების 8.8. პუნქტის შესაბამისად, ტე-------–ს ეძლევა მოქმედების დრო 36 საათის ვადით ტანკერის დატვირთვის დასასრულებლად ერთ დასატვირთ მისადგომზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული დრო არაერთხელ დაირღვა მოპასუხის მხრიდან, რამაც გამოიწვია კომპანი ,,ლი----------------ის’’ დაჯარიმება და ფინანსური ზიანი. ,,UN-----------------------------LP’’-იმ (რომელიც წარმოადგენს კლიენტს) ,,ლი----ს’’ მოსთხოვა ტანკერის მოცდენისთვის დემერეჯის გადახდა. ,,UN-----------------------------LP’’-ის წერილში მითითებულია და მოხდა შემდეგი ტანკერების მოცდენა და მოთხოვნილი იქნა ქვემოთ მითითებული დემერეჯი თითოეულ ტანკერზე ინდივიდუალურად:

 

- ,,GE-------N’’-ის (მყიდველს წარმოადგენდა ,,EM------------------------------------------------------D) ჩამოტვირთვაზე მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 23.12.2016 წლის 06:01 საათზე, სტალიური დრო (ვადა, რომლის განმავლობაში გემი უნდა დამუშავდეს პორტში) დაიწყო 23.12.2016 წლის 12:05 საათზე, სტალიური დრო დასრულდა 02.01.2017 წლის 31:45 საათზე. დატვირთვისათვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, ხოლო ტე-------–მა გემის მომსახურებას მოანდომა 249 საათი და 49 წუთი, შესაბამისად, გემის მოცდენა მოხდა (კონტრსტალიური დრო) 213 სთ და 49 წუთის განმავლობაში. ,,UN-----------------------------LP’’-იმ ,,ლი----ს’’ დემერეჯის სახით მოსთხოვა 391 997,22 აშშ დოლარის (დემერეჯის განაკვეთი 44 000 აშშ დოლარი) გადახდა. ვინაიდან მოცდენა მოხდა ტე-------–ის ბრალით, ის ვალდებულია ,,ლი----ს’’ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

- ,,AS---A’’-ს (მყიდველი წარმოადგენდა ,,SH---------NG’’) მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 06.12.2016 წლის 00:01 საათზე. სტალიური დრო დაიწყო 06.12.2016 წლის 08:49 საათზე და დასრულდა 20.12.2016 წლის 12 საათზე. დატვირთვისთვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, ხოლო გამოყენებულმა დრომ შეადგინა 14 დღე, 3 საათი და 11 წუთი. ამდენად, გემი ,,AS---A’’-ს შემთხვევაში დაყოვნების დრომ შეადგინა 303 საათი და 11 წუთი. დემერეჯის განაკვეთი იყო 3----- აშშ დოლარი, დემერეჯის მთლიანმა თანხამ შეადგინა 473 723,96--–– დოლარი.

 

- ,,PR----O’’-ს მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 20.05.2016 წლის 00:01 საათზე. სტალიური დრო დაიწყო 2016 წლის 20 მაისს 10:51 საათზე და დასრულდა 28.05.2016 წლის 00:48 საათზე, დატვირთვისათვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, გადაცილებული (კონტრსტალიური) დრო შეადგენს 06:01:57 საათს. (მყიდველს წარმოადგენდა ,,SH---------NG’’). ამ შემთხვევაში, დემერეჯის განაკვეთი შეადგენდა 2----- აშშ დოლარს, მთლიანმა დემერეჯმა კი შეადგინა 1 672 434,38 აშშ დოლარი.

 

- ,,ET-------S’’-ის მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 25.04.2016 წლის 06:01 საათზე, სტალიური დრო დაიწყო 25.04.2016 წლის 07:43 საათზე, დასრულდა 30.04.2016 წლის 21:30 საათზე, დატვირთვისთვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, სრულად გამოყენებული იქნა 05:13:47 საათი, მოცდენის დრომ შეადგინა 04:01:47 საათი, ხოლო დემერეჯის სრულმა ოდენობამ 9-------- აშშ დოლარი (დემერეჯის განაკვეთი - 2----- აშშ დოლარი). მყიდველს წარმოადგენდა ,,SH---------NG’’.

 

- ,,ET-------S’’-ის მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 26.03.2016 წლის 20:00 საათზე. სტალიური დრო დაიწყო 27.03.2016 წლის 00:13 საათზე, დასრულდა 01.04.2016 წლის 05:00 საათზე, დატვირთვისათვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, სრულად გამოყენებული იქნა 05:04:47 საათი, მოცდენის დრომ შეადგინა 03:16:47 საათი, ხოლო დემერეჯის სრულმა ოდენობამ 110 979,17--–– დოლარი (დემერეჯის განაკვეთი - 3----- აშშ დოლარი). მყიდველს წარმოადგენდა ,,SH---------NG’’.

 

- ,,NS-------N’’-ის მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 24.02.2016 წლის 12 საათზე, სტალიური დრო დაიწყო 24.02.2016 წლის 20:20 საათზე და დასრულდა 27.02.2016 წლის 15:15 საათზე. დატვირთვისათვის გათვალისწინებული დრო იყო 36 საათი, ხოლო გამოყენებული დრო 66 საათი და 55 წუთი, მოცდენის დრომ შეადგინა 30 საათი და 55 წუთი. დემერეჯის განაკვეთი 2----- აშშ დოლარი, ხოლო მთლიანმა დემერეჯმა შეადგინა 28 340,28 აშშ დოლარი, (მყიდველს წარმოადგენდა ,,EM------------------------------------------------------D’’) .

 

მოსარჩელე წარმოადგენს ,,UN-------------M’’-ის კონტრაქტორ მხარეს, კერძოდ ,,UN-------------M’’ გადაზიდავს სხვადასხვა მფლობელის ნავთობს და მიაქვს ის ბა------------------–ში, საიდანაც კომპანია ,,ლი----------------ი’’ იღებს პასუხისმგებლობას მის გადაზიდვაზე ტე-------–თან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. მოპასუხის მიერ გემების დაგვიანებით გადმოტვირთვის გამო, კომპანია ,,ლი----------------ს’’ ეკისრება პასუხისმგებლობა ,,UN-------------M’’-ის მიმართ და ვალდებულია დემერეჯის სახით გადაიხადოს 1 265 984,04--–– დოლარი.

 

წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში კომპანია ,,ლი----------------მა’’ ასევე განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, 2016 წელს ტე-------–მა მიიღო და ჩაიბარა ჩე-–-----ს მარკის ნავთობის რამდენიმე პარტია, მიწოდებული ვაგონ-ცისტერნებით, 419 660,209 მეტრული ტონის საერთო რაოდენობით (2016 წლის 15 აპრილის მდგომარეობით). მიღებული ტვირთი სათანადოდ იყო ტესტირებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად და გადაეცა შპს ,,ბა--------------------------–ს’’ საპასუხისმგებლო შენახვის პირობით. ვაგონცისტერნების ყოველ პარტიაზე გაფორმდა შესაბამისი აქტი. თუმცა, როდესაც ტე-------–ის ლაბორატორიამ და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა განახორციელეს ტვირთის ტესტირება სანაპირო ტე-------––ი, დადგინდა, რომ ნავთობის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, გაიზარდა ნავთობის სიმკვრივე რამდენიმე ერთეულით. სხვა მაჩვენებლების (დენადობის ტემპერატურის ცვლილებისა და გოგირდის შემცველობის, რომელიც არსებითად განსხვავდება ჩე-–-----ს მარკის ნავთობის პარამეტრებისაგან) გათვალისწინებით მტკიცდება, რომ ტვირთი - ჩე-–-----ს მარკის ნავთობი დაბინძურდა ტე-------––ი საპასუხისმგებლო შენახვის დროს. ხელშეკრულების 5.3. მუხლის თანახმად, ტე-------–ი პასუხისმგებელია მიღებული ტვირთის რაოდენობასა და ხარისხზე, იგი ვალდებულია შექმნას ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს ტვირთის შერევას, შესაბამისად შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ეკისრება პასუხისმგებლობა ტვირთის ხარისხის გაუარესების გამო. მოპასუხემ, კომპანია ,,ლი----------------თან’’ შეთანხმების გარეშე ჩე-–-----ს ნავთობი მოათავსა რეზერვუარებში, რომელშიც იყო სხვა კლიენტის მძიმე დისტილაციის ნარჩენები, რამაც გამოიწვია ნავთობის ხარისხის გაუარესება.

 

,,Ns-------d’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი 05.02.2016) გადმოტვირთული ნავთობის თეორიული სიმკვრივე იყო 0,8203, ხოლო რეალური სიმკვრივე სანაპირო რეზერვუარებიდან - 0,8246. სხვაობამ თეორიულ და რეალურ სიმკვრივეს შორის შეადგინა 0,0043 ერთეული. სიმკვრივის გაზრდამ გამოიწვია ნავთობის დამძიმება და მისი მოცულობის შეცვლა, დაკარგული ნავთობის ოდენობამ შეადგინა 3 829 ბარელი, რომლის გაყიდვის ფასი იყო 30,490 აშშ დოლარი, შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 116 746,21 აშშ დოლარს.

 

,,Ns-------d’’-დან სხვა დროს გადმოტვირთული ნავთობის შემთხვევაშიც (კონოსამენტის თარიღი - 27.02.2016 წელი) იგივე განმეორდა. რეზერვუარებში არსებული დაბალი ხარისხის ნავთობთან შერევის გამო გაიზარდა სიმკვრივე 0,0029 ერთეულით (თეორიული სიმკვრივე იყო 0,8198, ხოლო რეზერვუარში მოხვედრის შემდეგ 0,8227), სიმკვრივის გაზრდამ კი გამოიწვია 1 311 ბარელის დაკარგვა. ბარელის გაყიდვის ფასი იმ პერიოდში იყო 3----- აშშ დოლარი, შესაბამისად ზიანი შეადგენს 47 608,97--–– დოლარს.

 

,,Сe------i’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი 05.03.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის კუთრი წონა, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, შეიცვალა 0,0033 ერთეულით, რამაც გამოიწვია 2 843 ბარელის დაკარგვა. ბარელის ფასი შეადგენდა 3----- აშშ დოლარს, შესაბამისად ზიანმა შეადგინა 91 772,04--–– დოლარი.

 

,,ET-------s’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი - 31.03.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის სხვა დაბალი ხარისხის ნავთობთან შერევის შემდეგ, სიმკვრივე შეიცვალა 0,0023 ერთეულით. დაკარგული ბარელის რაოდენობაა 1 397. იმ პერიოდისთვის ბარელი ნავთობის ფასი შეადგენდა 36,168 აშშ დოლარს, გამოწვეული ზიანი კი 50 526,7--–– დოლარია.

 

,,Se-----e’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი 11.04.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, სიმკვრივე შეიცვალა 0,0011 ერთეულით, რამაც გამოიწვია 786 ბარელის დაკარგვა. ბარელის ფასი შეადგენდა 3----- აშშ დოლარს, შესაბამისად ზიანმა შეადგინა 30 083,69 (30 095,94) აშშ დოლარი.

 

,,ET-------s’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი - 30.04.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, სიმკვრივე შეიცავალა 0,0018 ერთეულით, რამაც გამოიწვია 1 444 ბარელის დაკარგვა. ბარელის ფასი შეადგენს 4----- აშშ დოლარს, ზიანმა კი შეადგინა 62 847,21 აშშ დოლარი.

 

გემიდან ,,Pr----o’’ (კონოსამენტის თარიღი - 27.05.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, სიმკვრივე შეიცვალა 0,0019 ერთეულით, რამაც გამოიწვია 1 216 ბარელის დაკარგვა, ბარელის ფასი შეადგენს 4----- აშშ დოლარს, ზიანმა კი შეადგინა 59 189,53 (59 194,880) აშშ დოლარი.

 

გარდა აღნიშნულისა, ნავთობის ხარისხის გაუარესების გამო, 2016 წლის 1 აპრილიდან საჭირო გახდა ლაბორატორიის S---ის ინსპექტორები ყოველდღიური კონტროლისთვის, მათ შორის სინჯების ასაღებად და ტე-------–ის სინჯებთან მათ შესადარებლად. ლაბორატორიის ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 285--–– დოლარს. ასევე საჭირო გახდა სინჯების შენახვა ვადის გახანგრძლივება, რისი ვალდებულებაც გააჩნდა ტე-------–ს, მაგრამ ვერ ასრულებდა და აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ 2016 წლის 7 ივნისისთვის შეადგინა 4 030 აშშ დოლარი. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბა--------------------------–ს.

 

2016 წლის 7 ივნისის მდგომარეობით, ტე-------––ი ხარისხის ყოველდღიურ კონტროლზე დახარჯულია 21 415--–– დოლარი, რისი მოთხოვნაც ასევე წარედგინა მოპასუხეს, მაგრამ მას ეს ხარჯები არ აუნაზღაურებია. მოსარჩელის მითითებით, ნავთობის ხარისხის გაუარესების გამო მიყენებული ზიანი შეადგენს 458 774,33 აშშ დოლარს, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება მოპასუხეს. ამას ასევე ემატება, ლაბორატორიისთვის (S--) გაღებული ხარჯი 21 415--–– დოლარი, სულ 480 189,33 აშშ დოლარი.

 

(შეგებებული სარჩელით)

 

1.1. თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ს“ შპს „ბა--------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 110 728.64 აშშ დოლარი და 79 837.42 აშშ დოლარი;

 

1.2. თა---------–-----------------------------------ა „ლი----------------ს“ შპს „ბა--------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 551 152.3 აშშ დოლარი ძველ და ახალ ტარიფებს შორის განსხვავება 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში;

 

1.3. თა---------–-----------------------------------ა „ლი----------------ს“ შპს „ბა--------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 409 070 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.4. თა---------–-----------------------------------ა „ლი----------------ს“ შპს „ბა--------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საპროცენტო სარგებელი მის მიერ გადასახდელ თანხაზე შესაბამისად 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 11 თებერვლამდე პერიოდისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე უცხოური ვალუტის მიხედვით, რაც 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 134 376.09 აშშ დოლარს და ასევე 2018 წლის 10 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის „ლი----------------ის“ მიერ შპს „ბა--------------------------–ისთვის“ გადასახდელ თანხას დაერიცხოს საპროცენტო სარგებელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე უცხოური ვალუტით არსებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია / იხ. 11.04.2018წ. დაზუსტებული სარჩელი ტ. 13, ს.ფ. 97-99)

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

შპს „ბა--------------------------–ის“ სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის ნავთობპოდუქტების ტე-------–ის კუთვნილი სიმძლავრეების (რეზერვუარები, მილსადენები, სარკინიგზო და საავტომობილო ესტაკადები) მეშვეობით მიღება, დროებით შენახვა-განთავსება და გადატვირთვის სერვისის შეთავაზება ნა------------------ებით ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისათვის.

 

2014 წლის 12 სექტემბერს შპს „ბა--------------------------–სა“ და თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება N----, რომლის საფუძველზე ტე-------–ი მოპასუხეს უწევს ტვირთის გადაზიდვის მომსახურების, რაც მოიცავს: ა) ტვირთის ჩამოსხმას ვაგონ-ცისტერნებიდან ესტაკადებზე; ბ) ტვირთვის მოგროვებას და შენახვას რეზერვუარებში; გ) ტვირთის ჩატვირთვას რეზერვუარებიდან ტანკერებზე.

 

2016 წლის იანვრიდან დღემდე ტე-------–ი ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ნა------------------ების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ლი----ს. ტე-------–ი ყოველთვიურად ადგენდა და უგზავნიდა ლი----ს მომსახურებას საფასურის შესაბამის ინვოისებს, რომლის საფუძველზეც ლი---- ახორციელებდა ანგარიშსწორებას. ამ პერიოდის განმავლობაში ტე-------–მა ლი----ს გაუწია 9 706 177.99 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება. თუმცა, ლი----ს ანაზღაურებული აქვს მომსახურების საფასურის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, 6 595 449.35--–– დოლარი. შესაბამისად, ამ დროისთვის ლი----ს დავალიანება ტე-------–ის წინაშე შეადგენს 3 110 728.64--–– დოლარს, რასაც ემატება კომპანია ,,ლი----------------სა’’ და ტე-------–ის მონაწილეობით 2015 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ტვირთის ოთხმხრივი ხელშეკრულების N1 საფუძველზე ლი----ს მიერ აღიარებული ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური 79 837.42 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ასევე დადასტურებულია კომპანია ,,ლი----------------ისა’’ და ,,კა-------------------–---------ს’’ 2015 წლის 27 ნოემბრის წერილებით.

 

კომპანია ,,ლი----------------ი’’ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და არღვევდა მომსახურების ხელშეკრულებით აღებულ მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულებას. გარდა ამისა, კომპანია ,,ლი----------------მა’’ უარი განაცხადა ტე-------–ის მიერ განახლებული ტარიფების გადახდაზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბოროტად გამოყენების გზით, უარს ამბობს როგორც ძველი, ასევე ამ განახლებული ტარიფებით მომსახურების საფასურის გადახდაზე. ტე-------–ს ხელშეკრულების 11.10 მუხლის საფუძველზე ჰქონდა სრული უფლება გარკვეული მოვლენების დადგომის შემთხვევაში გაეზარდა მომსახურების ტარიფები. ტე-------–მა 2016 წლის ნოემბრის თვეში დააწესა მომსახურების ახალი ტარიფები, რის თაობაზე ტე-------–მა აცნობა ყველა კლიენტს, მათ შორის კომპანია ,,ლი----------------საც’’. თუკი მოპასუხე კომპანია არ იყო თანახმა გადაეხადა მომსახურების განახლებული საფასური, მაშინ ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღარ გაგრძელდებოდა. 2017 წლის იანვრიდან დღემდე ტე-------–ის მიერ კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ გაწეული მომსახურების საფასური ძველი ტარიფებით შეადგენს 2-------- აშშ დოლარს, ხოლო ახალი ტარიფებით კი 2-------- აშშ დოლარს. აღნიშნული წარმოადგენს ტე-------–ის მიერ კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასურს, რაც კომპანიამ უნდა აუნაზღაუროს ტე-------–ს.

 

ხელშეკრულების 11.6 მუხლის თანახმად, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, კომპანიაა უნდა გადაეხადა ტე-------–ისათვის ჯარიმა, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 5%-ისა. ტე-------–მა ლი----ს გაუგზავნა შესაბამისი ინვოისები. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ,,ლი----------------ი’’ ვალდებული იყო სრულად და დროულად გადაეხადა მომსახურების საფასური. თუმცა, კომპანიამ მხოლოდ ნაწილობრივ გადაიხადა ტე-------–ის მიერ გაგზავნილი ინვოისები, რის გამოც კომპანია ,,ლი----------------მა’’ უნდა გადაიხადოს შესაბამის პერიოდზე გადაანგარიშებით გადაუხდელ თანხაზე დარიცხული ჯარიმა, რომელიც შეადგენს 409 070 აშშ დოლარს.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ დავალიანების თანხის დროულად გადაუხდელობით ტე-------–ს მიადგა ზიანი, კერძოდ შეთანხმებული საფასურის დადგენილ ვადაში მიღების შემთხვევაში, ტე-------–ს სულ მცირე შეეძლო ბანკში ვადიან დეპოზიტზე განეთავსებინა აღნიშნული თანხა და მიეღო ყოველწლიური სარგებელი შესაბამისი პერიოდის მიხედვით.

 

(იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი, ტ. 13, ს.ფ. 91-108)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

(მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე)

 

2.1. მოპასუხე შპს „ბა--------------------------–მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დასტურდება ფაქტი ტე-------–ის დომინირებულ მდგომარეობაში ყოფნასა და მით უფრო ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ დაუწესებია არასამართლიანი ფასები მის მომსახურებაზე, ასევე არ შეუთავაზებია მომსახურების არათანაბარი პირობები და ტარიფები. ბა--------------------------–ის მიერ დადგენილი ტარიფები არათუ აღემატება ან აჭარბებს მისი კონკურენტების ფასებს, არამედ პირიქით რამდენადმე ჩამოუვარდება მათ. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება არასამართლიანი ფასების დადგენასთან მიმართებით, არ დასტურდება არსებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, არ ეფუძნება არანაირ ეკონომიკურ კვლევას და წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის დაუსაბუთებელ პოზიციას.

 

მოპასუხის მტკიცებით, ხელშეკრულების 11.10 პუნქტის საფუძველზე, მხარეებს მინიჭებული აქვთ დადგენილი ტარიფების გაზრდის შესაძლებლობა. კერძოდ, მოხმობილი ნორმის თანახმად, მხარეები ყოველწლიურად, 30 ნოემბრამდე გადახედავენ იმ ტარიფებს, რომლებიც იმოქმედებს მომდევნო კალენდარული წლის 1-ლი იანვრიდან, მომდევნო წლის გარანტირებული მოცულობების გათვალისწინებით:

- აშშ დოლარის ინფლაცია, დეფლაციის შემთხვევის გარდა, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც მხარეთა საგადასახადო დატვირთვას ცვლიან;

- ენერგომატარებლებზე (ელექტროენერგია, გაზი) ტარიფების ცვლილება, რაც მხარის ეკონომიკურ მდგომარეობას ცვლის;

- ნავთობის ფასების ცვლილება ბარელზე 50 აშშ დოლარის დონემდე ატედ რენტ-ის კოტირების მიხედვით.

 

შპს ,,ბა--------------------------–ის’’ განმარტებით, სწორედ აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული მე-3 და მე-4 გარემოებების დადგომიდან გამომდინარე, მოპასუხემ ისარგებლა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით და 2016 წლის 28 ნოემბერს მის ყველა კონტრაჰენტსა და კლიენტს წერილობით შეატყობინა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობის გადასაზიდად ამოქმედდებოდა ზემოთ მითითებული ტარიფები. ამასთან ტარიფების დაგეგმილ ზრდასთან და მათ განაკვეთთან დაკავშრებით მოპასუხემ გაფრთხილება გაუკეთა მის კლიენტებს და მათ შორის მოსარჩელეს, ჯერ კიდევ 2016 წლის 15 ივლისს. აღნიშნულ წერილებში, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ასევე ინტერესდებოდა მისაღები იყო თუ არა მოსარჩელისათვის შეთავაზებული პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება. მოსარჩელე განგებ მალავს იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 28 ნოემბრის წერილამდეც - 2016 წლის 15 ივლისს და მის შემდგომაც - 2016 წლის 28 დეკემბერს, მოპასუხემ წერილობითი სახით გაუგზავნა მოსარჩელეს ტარიფების განაკვეთების გაზრდის უკან არსებულები მიზეზების მოკლე მიმოხილვა. კერძოდ, როგორც წინმსწრები 2016 წლის 15 ივლისის წერილით, ისე მომდევნო 2016 წლის 28 დეკემბრის წერილით, მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელშეკრულებით ტარიფების დადგენის შემდგომ, რასაც 2014 წელს ჰქონდა ადგილი, გაიზარდა, როგორც ნავთობის ფასი და იგი Da--------t-ის კოტირებით 2016 წელს გასცდა ბარელზე 5-------–---ის ნიშნულს (რაც დადასტურებულია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს, Pl---s-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით), ასევე 2014-2016 წლების განმავლობაში მოიმატა ელექტროენერგიისა და გაზის ღირებულებამ თითოეულმა შესაბამისად 66%-ით და 20%-ით, რამაც გამოიწვია ნავთობის გადაზიდვის სერვისის თვითღირებულების პროპორციული ზრდა.

 

მოპასუხის განმარტებით, ნავთობისა და ნა------------------ების გადამუშავებისა და გადაზიდვის ბაზარზე მოქმედი კომპანიისათვის, ენერგომატარებელსა და თავად ნავთობის ფასის მომატება წარმოადგენს სწორედ ისეთი არსებითი პირობების ცვლილებას, რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება მის ბიზნეს აქტივობაზე და მნიშვნელოვნად ზრდის მისი მომსახურების ღირებულებას და რამაც დღის წესრიგში უნდა დააყენოს სწორედ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მით უფრო თუკი გავითვალისწინებთ, რომ მხარეები ხელშეკრულებითაც ადგენენ ტარიფების გადახედვის იმ კონკრეტულ პირობებს, რომელთა საფუძველზეც მოპასუხემ მოახდინა მომსახურების საფასურის გაზრდა. ფასების 2014 წლით დადგენილ ნიშნულზე ხელოვნურად შენარჩუნება კი, რაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, არღვევს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და არათანაბარ და დამაზიანებელ პოზიციაში ამყოფებს ბა--------------------------–ს.

 

შპს ,,ბა--------------------------–მა’’ დემერეჯენთან დაკავშირებულ მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ მოპასუხე მოქმედებდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში და მისი მხრიდან ვადების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოთხოვნა ტანკერების მოცდენით გამოწვეულ შესაძლო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

 

ტე-------–ის განმარტებით, მოთხოვნა დემერეჯზე ყველა შემთხვევაში უნდა მომდინარეობდეს გემთმფლობელისგან. მოსარჩელეს ნა----------------–ისთვის არ წარუდგენია გემთმფლობელის პრეტენზია და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორც ეს დადგენილია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილი არ წარმოადგენს გემთმფლობელის პრეტენზიას. აღნიშნული წერილი ეკუთვნის ,,UN-----------------------------LP’’-ის, რომელიც უბრალოდ გადაზიდვის ჯაჭვის ერთ-ერთ შუამავალ რგოლს წარმოადგენს. ,,UN-----------------------------LP’’ წერილში აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ, თავის მხრივ ეფუძნება ტვირთის მყიდველისაგან მის მიმართ წარმოდგენილ პრეტენზიებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილში არც გემთმფლობელის ვინაობა და არც ამ უკანასკნელის პრეტენზია არ დგინდება. ამასთან, გაურკვეველია ვის ეკუთვნის ან რა პრინციპით იქნა გამოანგარიშებული წერილში მითითებული ,,დემერეჯის განაკვეთები’’. გასათვალისწინებელია, რომ მხარეები ხელშეკრულების ფარგლებში არ შეთანხმებულან დემერეჯის განაკვეთზე. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე შეძლებს დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოდგენილი წერილი რეალური გემთმფლობელის პრეტენზიას წარმოაჩენს, მას წარდგენილი პრეტენზიისთვის კომპენსაციის ნა----------------–ისგან მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს რეალური ზიანის არსებობის ფაქტს და ტე-------–ის ბრალეულობას ამგვარი ზიანის დადგომაში. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები ვერც რეალური ზიანის და ვერც ამ ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეულობას ვერ ადასტურებს. არანაირ დაყოვნებას ტე-------–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების ნორმა, რომელსაც მოსარჩელე უთითებს ითვალისწინებს ნა----------------–ის მიერ ერთ დასატვირთ მისადგომზე ტანკერის დატვირთვის საშუალო ვადას (მოქმედების დრო), რომელიც 36 საათს შეადგენს იზრდება იმ დროით, რომელიც საჭიროა ნა----------------–ის მიერ დადგენილ ტე-------–ზე ტვირთის დატვირთვის სისწრაფისათვის. ტვირთის დატვირთვის საშუალო საათობრივი სიჩქარე კი გათვალისწინებულია ხელშეკრულების 8.9 პუნქტში და ნედლი ნავთობისათვის შეადგენს 1---------- ტონას საათში. მოქმედების დრო არ უნდა განიმარტოს იმგვარად, თითქოს ნებისმიერი რაოდენობის ნა------------------ის ჩატვირთვისათვის მოსარჩელეს ეძლევა 36 საათი, რაც არაგონივრულად მცირე ვადა იქნებოდა დიდი რაოდენობის ნა------------------ის ჩასატვირთად. ჩატვირთვის შეთანხმებული სისწრაფის გათვალისწინებით, მოქმედების დროს, ანუ 36 საათის განმავლობაში ტე-------–მა უნდა განახორციელოს 3------------ ტონა ნედლი ნავთობის ჩატვირთვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩასატვირთი ნა------------------ის მოცულობა სცდება მითითებულ შუალედს, მოქმედების დრო უნდა გაიზარდოს იმ დროით, რომელიც საჭიროა ნედლი ნავთობის ტანკერზე დასატვირთად, ხელშეკრულების 8.9 პუნქტში მითითებული საათობრივი სისწრაფის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხარეებმა ხელშეკრულებით დაადგინეს, რომ მოქმედების დროში არ იანგარიშება და დაყოვნების შემთხვევაში დაყოვნების დროდ არ ითვლება: (ა) ინსპექტორის, საბაჟო ან საიმიგრაციო პროცედურების, ტანკერის პორტის აკვატორიაში შესვლის ნებართვის ლოდინი ან სხვა ადგილობრივი ადმინისტრაციული პროცედურები; (ბ) ტანკერის მისადგომთან მიყვანა ღუზის სადგომიდან რეიდზე და ტანკერის დაყენება ნავმისადგომთან; (გ) შეზღუდვები კომპანიის, გემის მფლობელის, დამფრახტველის, ტანკერის კაპიტანის ან ტე-------–ზე ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომლითაც იკრძალება, იზღუდება ან ყოვნდება ტვირთის დატვირთვა ნებისმიერ დროს; (დ) გატეხვა ან ტანკერის უუნარობა მიიღოს ტვირთი; (ე) ოპერაციები ბალასტით, ტრიუმის წყლებით, ბუნკერირება, რომლებიც არ ხდება დატვირთვის სამუშაოების პარალელურად; (ვ) მაგისტრალების მომზადება სხვადასხვა ტვირთის განცალკევებული დატვირთვისას; (ზ) არასასურველი ამინდის ან საზღვაო ამინდი, რომლებიც მოქმედებს კომპანიის ტანკერის დატვირთვაზე. ბუნებრივია, რომ დრო, რომელსაც ტანკერი ინსპექტირების, საბაჟო, საიმიგრაციო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების გავლას, პორტის აკვატორიაში შესვლისთვის ნებართვის მიღებას, ნავმისადგომთან მისვლასა და დაყენებას ანდომებს არ ითვლება ნა----------------–ის მოქმედების ვადაში. გარდა ამისა, მოქმედების ვადაში არ იანგარიშება ასევე ის დაყოვნებები, რომლებიც ამინდის პირობების გაუარესებით არის გამოწვეული, გაურკვეველია რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა გაანგარიშებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული ტანკერების მოცდენის დრო, ვინაიდან აშკარაა, რომ არც ჩასატვირთი ნა------------------ის მოცულობა და არც ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებით გამოწვეული დაყოვნება არ იქნა გათვალისწინებული მათი გამოანგარიშებისას. წერილში მითითებული ყველა შემთხვევაში, ჩატვირთვის განხორციელების დაყოვნება მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული. მხარეთა შორის არსებული გადაზიდვის ხელშეკრულების 8.13 პუნქტის შესაბამისად, ხომალდის მოცდენიდან გამომდინარე ანაზღაურების ვალდებულება ტე-------–ს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდება მისი ბრალეულობა ამგვარი დაყოვნებაში. ამ კუთხით, მოსარჩელის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს "UN-----------------------------LP"-ის 2017 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს მოცდენის გამომწვევ მიზეზებზე, რომ არაფერი ვთქვათ ტე-------–ის მონაწილეობაზე ამგვარი მოცდენის გამოწვევაში, თუკი რაიმე დაყოვნებას მართლაც ჰქონდა ადგილი, ის ტე-------–ისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული და შესაბამისად, ამ უკანასკნელს არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე კომპენსაციის გადახდა მოსარჩელისათვის. ხომალდების დაყოვნება მოპასუხის ბრალითაც რომ ყოფილიყო გამოწვეული, მოსარჩელის მოთხოვნა ანაზღაურებაზე მაინც არ იარსებებდა. მხარეთა შორის 2014 წლის 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 8.13 და 8.14 პუნქტების შესაბამისად, პრეტენზიის არსებობისას კომპანია ,,ლი----------------მა’’ გემთმფლობელის პრეტენზია სხვა დამადასტურებელი ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან ერთად ნა----------------–ს უნდა წარუდგინოს საბოლოო დატვირთვის დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში, პრეტენზია გაუქმებულად ითვლება. ამასთან, პრეტენზიის დამადასტურებელი სხვა დამატებითი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. არც პრეტენზიაში მითითებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ამასთან, იმ შემთხვევაშიც თუკი დავუშვებთ, რომ ყველა სხვა მოთხოვნა პრეტენზიის ნა----------------–ის მიმართ წარდგენასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და ყველა შემთხვევაში გემების დაყოვნება მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა დემერეჯის ანაზღაურებაზე არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, კერძოდ, წერილში მითითებულ ყველა გემთან მიმართებაში გასულია პრეტენზიის წარდგენისათვის დადგენილი 90 დღიანი სპეციალური ვადა, რაც მოპასუხის მიმართ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დაყოვნებისთვის პრეტენზიის წარდგენას გამორიცხავს.

 

ნავთობის ხარისხის გაუარესებასთან მიმართებით, მოპასუხემ განმარტა, რომ ბა--------------------------–ის რეზერვუარებში ჩე-–-----ს ნედლი ნავთობის მოწოდება დაიწყო BO---------------------------------------------L) ხელშეკრულებით 2016 წლის 22 იანვარს. მოსარჩელესთან შეთანხმებით ტანკერის პირველი პარტიის მისაღებად და დასაგროვებლად გამოიყო 15 რეზერვუარი ნედლი ნავთობისა და ნავთობის მძიმე დისტილატის ნარჩენებით, რომელთა ამოტუმბვა ფიზიკურად შეუძლებელია. მოსარჩელეს არ მოუთხოვია და ხარისხის შესამოწმებლად არ აუღია ნარჩენები რეზერვუარებში, თუმცა ბა--------------------------–ს აქვს მონაცემები იმ ნედლი ნავთობის ხარისხის შესახებ, რომელიც რეზერვუარებში ინახებოდა ჩე-–-----ს ნედლი ნავთობის მიღებამდე, მანამ სანამ რეზერვუარები ჯერ კიდევ სავსე იყო. მოსარჩელის ნედლი ნავთობის მიღების შემდეგ, ჩე-–-----ს ნედლი ნავთობის მაჩვენებლები შეიცვალა ზუსტად იმდენად, რამდენადაც უნდა შეცვლილიყო ტვირთის ნარჩენებთან შერევის გაანგარიშების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 12 სექტემბერის ხელშეკრულების 9.1. პუნქტის შესაბამისად, სადგურში ვაგონ-ცისტერნებით შემოსულ ტვირთს უნდა ახლდეს ხარისხის პასპორტი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სახელმწიფო სტანდარტის (г--------) შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს თავის რეზერვუარებში შესანახად მიიღოს რკ-------თ მოწოდებული ტვირთი ჩამოსხმის აქტში მითითებული ფაქტობრივი ოდენობისა და ოპერატორის ლაბორატორიის მიერ განსაზღვრული ხარისხის მიხედვით. 9.2. პუნქტის მიხედვით, პროდუქტის მიღების დროს როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის წარმომადგენლები ახდენენ ტვირთის შემოწმებას ვაგონ-ცისტერნებში და სინჯების აღებით განსაზღვრავენ ტვირთის რაოდენობასა და ხარისხს. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, თუ მიღებული ტვირთის ხარისხი არ ემთხვევა მწარმოებელი ქარხნის ან ტვირთის გამგზავნი ქარხნის მიერ გაცემული ხარისხის პასპორტის მონაცემებს, პრიორიტეტი გააჩნია ოპერატორის ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებს

 

მოპასუხის მტკიცებით, მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით წარმოდგენილი მსჯელობა არა მარტო მწირი, ბუნდოვანი და ყოველგვარ ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებს მოკლებულია, არამედ იგი არ არის გამყარებული არც ერთი მტკიცებულებით, გარდა In--------------------.-ს დაკვეთით S-- G-----------ის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ტვირთების სიმკვრივეთა მითითებით შემოიფარგლება. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და მტკიცებულებებით გაუმყარებელია შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები: (1) ზუსტი კავშირი ნავთობის სიმკვრივის დაკარგვასა და ბარელების შემცირებას შორის; (2) ჩე-–-----ს ნედლი ნავთობის ფასი ერთ ბარელზე სავარაუდო დანაკარგის დადგომის მატერიალური დროისათვის; (3) მოსარჩელის მიერ მითითებული ტვირთის სარეალიზაციო ფასი ერთ ბარელზე სავარაუდო დანაკარგის დადგომის მატერიალური დროისთვის; (4) მოსარჩელის მიერ მითითებული ტვირთის (სავარაუდო დანაკარგს მიღმა დარჩენილი ოდენობის) რეალიზაციის ფაქტი და სარეალიზაციო ფასი ერთ ბარელზე. აღნიშნული ფაქტების მითითების გარეშე კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსარჩელემ რაიმე სახით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანი და მისი შესაბამისი ოდენობა. რაც შეეხება, ლაბორატორიული კვლევების შედეგებს, აღსანიშნავია, რომ პირველი, მსგავსად მოპასუხისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული კვლევებიც ეყრდნობა სიმკვრივის გამოთვლის ASTM სტანდარტს, ხოლო ის მცირე სხვაობები მოსარჩელის და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ლაბორატორიულ კვლევათა შედეგებში (თითოეული) დასაშვები ცდომილების ზღვარშია და მეორე, ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, თუ მიღებული ტვირთის ხარისხი არ ემთხვევა მწარმოებელი ქარხნის მიერ ან ტვირთის გამგზავნი ქარხნის მიერ გაცემული ხარისხის პასპორტის მონაცემებს, პრიორიტეტი გააჩნია ოპერატორის ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებს, წინამდებარე საქმეში კი აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული შემთხვევებიდან მხოლოდ ორ ტვირთზე დაფიქსირდა ნორმაზე მცირედით აღმატებული ბუნებრივი დანახარჯების არსებობა, რომლის მიზეზიც წინასწარ წერილობით იყო განმარტებული მოსარჩელისათვის, ხოლო მოსარჩელეს ამ მოცემულობის საპირისპიროდ არ წარმოუდგენია არც შესაბამისი მსჯელობა და არც მტკიცებულებები. რაც შეეხება, ინსპექციისა და ლაბორატორიის ხარჯებს, 2014 წლის 12 სექტემბრის N---- ხელშეკრულების 9.8 პუნქტის შესაბამისად ინსპექტორის ჰონორარს და ხარჯებს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ანალიზის ჩატარებისას ფარავს მოსარჩელე. ასევე, როდესაც საჭიროა დამატებითი ანალიზი ხარისხზე დავის გადასაჭრელად, ჰონორარს ფარავს ის მხარე, რომელმაც მოითხოვა ასეთი ანალიზის ჩატარებას. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ნავთობის ხარისხისა და სიმკვრივის ცვლილებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით დაუსაბუთებელია.

 

(მოპასუხის მოზიცია შეგებებულ სარჩელზე)

 

2.2. კომპანია ,,ლი----------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობს მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანია ,,ლი----------------ს’’ ეკისრება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ გარკვეული დავალიანება, თუმცა შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ არასწორად არის დათვლილი დავალიანების ოდენობა. 31.01.2016 წლიდან - 08.01.2018 წლამდე გაცემული ინვოისების საერთო ჯამი დღგ-ს გარეშე ნამდვილად შეადგენს 9 706 177.99 აშშ დოლარს. ასევე, 31.01.2017 წლიდან - 08.01.2018 წლამდე გაცემული ინვოისების საერთო ჯამი ნამდვილად შეადგენს 2-------- აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე), თუმცა დავალიანების ოდენობა არ განისაზღვრება 3 110 728,64--–– დოლარის ოდენობით, რადგანაც რეალურად კომპანია ,,ლი----------------ის’’ დავალიანება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ შეადგენს 1 301 549.5--–– დოლარს, საიდანაც დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობაა - 12 575--–– დოლარი, შესაბამისად გადაზიდვებიდან არსებული გადაუხდელი ფულადი ვალდებულების ოდენობაა 1 179 974.5--–– დოლარი.

 

მოპასუხე არ დაეთანხმა მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას ტე-------–ის მიერ მოთხოვნილი ტარიფებით და განმარტა, რომ სწორედ ამ ტარიფების უსამართლოდ დაწესების საკითხს შეეხება კომპანია ,,ლი----------------ის’’ ძირითადი სარჩელი. გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის განმავლობაში მომსახურება ხდებოდა ძველი ტარიფებით და გადმოგზავნილ ინვოისებშიც სწორედ ეს საფასურია მითითებული. შესაბამისად გაზრდილი ტარიფებით დავალიანების მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა, პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი და განმარტა, რომ გადასახდელი თანხის 0.1%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრება სცდება გონივრულობის ფარგლებს და ის შეუსაბამოდ მაღალია. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს გამოთვლის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული წესი, მისივე მითითებით, პირგასამტეხლოს გამოთვლისას გათვალისწინებული არ არის უკვე გადახდილი თანხები

 

მოპასუხე, ასევე არ დაეთანხმა მოთხოვნას მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ იურიდიული პირისაგან იმ გარემოებაზე აპელირება, რომ ის ვადიან დეპოზიტზე განათავსებდა თანხას, ვერ გამოდგება მიუღებელი შემოსავლის მტკიცებულებად. მეწარმე სუბიექტი ორიენტირებული უნდა იყოს ფულადი სახსრები გამოიყენოს სამეწარმეო საქმიანობაში და აქედან მიიღოს შემოსავალი, შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მტკიცებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება, თანხის მიღების შემთხვევაში რა მოგებას მიიღებდა შპს ,,ბა--------------------------–ი’’ და საუბარი არ უნდა ხდებოდეს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების შესაძლებლობაზე, მით უმეტეს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ოდესმე კომპანიას ასეთი სახის შემოსავალი მიღებული აქვს. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მტკიცებით, მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით, დარიცხული პროცენტის გამოთვლა არასწორია, რამეთუ ,,კა------------------ს’’ მიერ განხორციელებული გადახდის ნაწილი არ არის ჩათვლილი კომპანია ,,ლი----------------ის’’ ვალდებულების დაფარვისათვის, შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნით შემოთავაზებული გაანგარიშება პირგასამტეხლოსა და მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ი’’ არ---------------------–------------–ი რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (საწარმოს დირექტორია რა--------------ა), შპს ,,ბა--------------------------–ი’’ კი, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის 100% წილის მესაკუთრეა კვ-------–ი რეგისტრირებული შპს ,,ბა-----------------–-ი’’ (H--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომერციული ლიცენზია (ტ.2, ს.ფ. 16);

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 18-21);

 

3.1.2. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საქმიანობის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის ნა------------------ების კუთვნილი სიმძლავრეების (რეზერვუარები, მილსადენები, სარკინიგზო და საავტომობილო ესტაკადები) მეშვეობით გადატვირთვა/გადამუშავება და დროებით შენახვა-განთავსების სერვისის შეთავაზება ნა------------------ებით მოვაჭრე და ასევე გადამზიდავი კომპანიებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. ტე-------–ის საკუთრებაშია ქ. ბ------–-------------------ში (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავი ქონება, რაც მოიცავს: 299112. კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 7573.41 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობას, ასევე 23445.1 კვ.მ რეზერვუარებს, 8337.8 კვ.მ. ფართის 2 ესტაკადას, ნა------------------ების საცავებს, 3----- მ3 ჯამური მოცულობის 3 რეზერვუარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 22-25);

 

3.1.4. ამავდროულად, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საკუთრებასა და/ან სარგებლობაშია ის ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომლებიც აუცილებელია ნა------------------ების გადასატანად, კერძოდ კი მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადები, ნავთობრეზერვუარები, სარკინიგზო ლიანდაგები და ლიანდაგის მისასვლელი ჩიხები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ბა--------------------------–ში სარკინიგზო ვაგონებით შესული ნა------------------ების ესტაკადის მეშვეობით ნავთობრეზერვუარებში ჩასხმა, მილსადენებისა და ნავმისადგომების გავლით ნავსადგურში მცურავ საშუალებებში გადატვირთვა და პირიქით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ კომპანია ,,ლი----------------ს’’ უწევს ნედლი ნავთობის, ნა------------------ებისა და თხევადი გაზის გადაზიდვის მომსახურებას ტე-------–ის სიმძლავრის გამოყენებით.

 

3.1.6. მხარეთა შორის 2014 წლის 12 სექტემბერს დაიდო ბა--------------------------–ზე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ბა--------------------------–მა’’ იკისრა ვალდებულება, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ 12.09.2014წ-31.12.2017წ.-მდე პერიოდზე გაეწია კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ ტე-------––ი ტვირთის გადაზიდვის მომსახურება გამტარუნარიანობის ზღვრამდე. კონკრეტულად მომსახურების ხელშეკრულება მოიცავს შემდეგი სერვისის გაწევას:

- ტვირთის ჩამოსხმა ვ/ც ესტაკადებზე;

- ტვირთის მოგროვება და შენახვა რეზერვუარებში;

- ტვირთვის ჩატვირთვა რეზერვუარებიდან ტანკერებზე;

- ტვირთის შეთბობა ან/და სხვა მომზადება, თუ საჭირო გახდება ტვირთის ჩამოსხმის, დაგროვებისა და ტანკერებზე გადატვირთვის დროს;

- პირობების შექმნა ტვირთის შესარევად მხოლოდ ტანკერების ბორტზე;

- ტე-------–ზე ტვირთის არსებობისა და მისი მოცულობის ცვლილების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად;

 

3.1.7. ტე-------–მა, გარდა ჩამოთვლილი მომსახურებებისა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ნებისმიერი დამატებითი მომსახურება (ტექნიკური ან სხვა სახის დახმარება), რაც საჭიროა ნა------------------ების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.

 

3.1.8. თავის მხრივ, კომპანია ,,ლი----------------მა’’ იკისრა ვალდებულება დროულად აენაზღაურებინა შესაბამისი საზღაური გადაზიდვის მომსახურებისათვის და ამავდროულად უზრუნველეყო ყველა იმ მოქმედების განხორციელება, რაც დაკავშირებულია გადაზიდვის მომსახურების გასაწევად.

 

3.1.9. ხელშეკრულების 5.3 პუნქტით განისაზღვრა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ პასუხისმგებლობა ესტაკადაზე მიღებული ტვირთის რაოდენობასა და ხარისხთან მიმართებით, რომელიც გამომდინარეობს ნა----------------–ის ან მისი აგენტების მხრიდან დამტკიცებული გულგრილობის ან გადაცდომის საფუძველზე, შესაბამისად პირდაპირ დადასტურებულ დანაკარგთან მიმართებით.

 

3.1.10. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმდა ტანკერების გადატვირთვის ვადები, რომლის შესაბამისადაც კომპანია ,,ლი----------------ი’’ არაუგვიანეს 24 საათით ადრე უგზავნის შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ტანკერების დატვირთვის განკარგულებას, რომელიც მოიცავს ტანკერზე დასატვირთი ტვირთის დასახელებას და რაოდენობას.

 

3.1.11. შეთანხმების თანახმად, ტანკერის დროულად მისვლის შემთხვევაში შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მოქმედების დრო იწყება გემის მზაობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ან შლანგების მიერთებიდან 6 საათის შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ ტანკერი მივიდა შეთანხმებულ დატვირთვის დროზე ადრე, მოქმედების დრო იწყება დატვირთვის თარიღების პირველი დღის 06:00 სთ-ზე ან შლანგების მიერთების მომენტიდან, ხოლო თუ ტანკერი ჩამოვიდა შეთანხმებულ დროზე გვიან, მოქმედების დრო იწყება შლანგების მიერთების მომენტიდან. მოქმედების დრო გრძელდება მანამ, ვიდრე მოიხსნება შლანგები ან/და სხვა მიერთებები.

 

3.1.12. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ერთ დასატვირთ მისადგომზე ტანკერის დატვირთვის დასასრულებლად ეძლევა მოქმედების დრო 36 საათის ვადით. მოქმედების დრო იზრდება იმ დროით, რომელიც საჭიროა ოპერატორის მიერ დადგენილ ტე-------–ზე ტვირთის დატვირთვის სისწრაფისათვის, ტვირთის დატვირთვის საშუალო სიჩქარის შესაბამისად.

 

3.1.13. ხელშეკრულებით ნედლი ნავთობის დატვირთვის საშუალო სისწრაფედ განისაზღვრა - 1--------ტ. საათში. ამასთან, შესაბამისი ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ მიენიჭა უფლება მოეხდინა გადახრა დადგენილი სიჩქარისაგან.

 

3.1.14. მომსახურების ხელშეკრულების 8.10 პუნქტით განისაზღვრა იმ საგამონაკლისო შემთხვევების ჩამონათვალი, რომელიც მოითხოვს დამატებით დროს და რომელიც ამავდროულად არ ითვლება მოქმედების დროში, კერძოდ:

- ინსპექტორის, საბაჟო ან საიმიგრაციო პროცედურების, ტანკერის პორტის აკვატორიაში შესვლის ნებართვის ლოდინი ან სხვა ადგილობრივი ადმინისტრაციული პროცედურები;

- ტანკერის მისადგომთან მიყვანა ღუზის სადგომიდან რეიდზე და ტანკერის დაყენება ნავმისადგომთან;

- შეზღუდვები კომპანიის, გემის მფლობელის, დამფრახტველის. ტანკერის კაპიტანის ან ტე-------–ზე ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომლითაც იკრძალება, იზღუდება ან ყოვნდება ტვირთის გადატვირთვა ნებისმიერ დროს;

- გატეხვა ან ტანკერის უუნარობა მიიღოს ტვირთი;

- ოპერაციები ბალასტით, ტრიუმის წყლებით, ბუნკერირება, რომლებიც არ ხდება დატვირთვის სამუშაოების პარალელურად;

- მაგისტრალების მომზადება სხვადასხვა ტვირთის განცალკევებული დატვირთვისას;

- არასასურველი ამინდის ან საზღვაო ამინდი, რომელიც მოქმედებს კომპანიის ტანკერის დატვირთვაზე;

 

3.1.15. იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ აჭარბებს ტვირთის დატვირთვის საშუალო სიჩქარეს (ნავთობის შემთხვევაში - 1--------ტ. საათში) და კომპანია ,,ლი----------------ი’’ ღებულობს პრეტენზიას ტანკერის დაყოვნებაზე, მას უფლება აქვს გაუგზავნოს აღნიშნული პრეტენზია დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად შპს ,,ბა--------------------------–ს’’, რომელიც დაყოვნების წარმოშობის შემთხვევაში, ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას შესაბამისი თანხა.

 

3.1.16. პრეტენზიას ტანკერის დაყოვნებაზე უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც შეიძლება გამოითხოვონ მხარეებმა ერთმანეთისგან. პრეტენზია ტანკერის დაყოვნებაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნის 90 დღის განმავლობაში საბოლოო დატვირთვის დღიდან, სხვა შემთხვევაში პრეტენზია გაუქმებულად ითვლება.

 

3.1.17. მომსახურების ხელშეკრულების მე-9 მუხლით შეთანხმდა გადასაზიდი ტვირთის ხარისხთან და რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ მხარეთა შეთანხმების თანახმად, სადგურზე ვაგონ ცისტერნაში შემოტანილ ტვირთს უნდა ახლდეს ხარისხის პასპორტი, რომელიც გაცემულია სახელმწიფო სტანდარტთან შესაბამისად (,,გ------------), თუ ხარისხის პასპორტი არ ახლავს ან/და გაფორმებულია აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნების დარღვევით, ოპერატორს უფლება აქვს უარი თქვას ასეთი ტვირთის მიღებაზე და დააბრუნოს ვაგონ ცისტერნა სადგურზე. ტექნიკურ სპეციფიკაციებს მიწოდებულ პროდუქტზე წარმოადგენს ,,გ-----’’ სტანდარტი.

 

3.1.18. ვაგონ ცისტერნების დატვირთვამდე შპს ,,ბა--------------------------–ის’’ და კომპანია ,,ლი----------------ის’’ წარმომადგენლებმა, საჭიროების შემთხევაში კი დამოუკიდებელმა ინსპექტორმა უნდა მოახდინონ ტვირთის შემოწმება ვაგონ ცისტერნაში და სინჯების აღებით განსაზღვრონ ტვირთის რაოდენობა და ხარისხი. სინჯების ერთი პარტია, რომელიც შერჩეულია და დაპლომბილია ერთობლივად ტე-------–ის, კომპანიის ან/და ინსპექტორის წარმომადგენლების მიერ და ინახება მხარეთა მიერ, გამოიყენება, როგორც საკონტროლო სინჯები ხარისხთან დაკავშირებული რაიმე პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში. სინჯების მეორე პარტია იგზავნება ტე-------–ის ლაბორატორიაში, სადაც გაივლის ანალიზს. თუ კომპანიის ან/და ინსპექტორის წარმომადგენლები არ გამოცხადდებიან ტვირთის შემოსვლიდან 60 წუთის განმავლობაში ესტაკადაზე, ტვირთი შეიძლება გადმოიტვირთოს კომპანიის და ინსპექტორის წარმომადგენლების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ხარისხი და რაოდენობა განისაზღვრება ტე-------–ის ლაბორატორიაში დამოუკიდებლად. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ ლაბორატორიის მონაცემები ტვირთის ხარისხთან და რაოდენობასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო და სავალდებულო მხარეთათვის.

 

3.1.19. ხელშეკრულების შესაბამისად, ინსპექტორი ღებულობს თავის რეზერვუარებში შესანახად რკ-------თ შემოსულ ტვირთს ფაქტიური რაოდენობის მიხედვით, რომელიც მითითებულია ჩამოსხმის აქტში და ხარისხით რომელსაც განსაზღვრავს ტე-------–ის ლაბორატორია. თუ მიღებული ტვირთის ხარისხის განსაზღვრისას არ ემთხვევა მწარმოებელი ქარხნის მიერ ან ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული ხარისხის პასპორტის მონაცემები და ტე-------–ის ლაბორატორიიდან მიღებული მონაცემები, პრიორიტეტი გააჩნია ოპერატორის ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებს 9.5 პუნქტის დაცვით.

 

3.1.20. მიწოდებული ტვირთი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური სპეციფიკაციების მოთხოვნებს. მიწოდებული ტვირთის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ტე-------–ის, კომპანიის წარმომადგენლები ან/და ინსპექტორი ხელს აწერენ არაკონდიცირებული ტვირთის ჩამოსხმის აქტს. თუ კომპანია არ ეთანხმება ტე-------–ის ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებს ამის შესახებ უნდა ეცნობოს ტე-------–ს ლაბორატორიიდან მონაცემების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაბორატორიის მონაცემები იქნება საბოლოო და სავალდებულო.

 

3.1.21. თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ლაბორატორიიდან მიღებულ ანალიზის შედეგებს, როგორც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით, ეს მხარე უფლებამოსილია მოიწვიოს სხვა დამოუკიდებელი ინსპექტორი ტვირთის ხარისხის განმეორებითი განსაზღვრისათვის, რომელიც მისაღებია საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიის მიერ. ტვირთის სინჯების განმეორებითი ანალიზის შედეგები იქნება საბოლოო და სავალდებულო მხარეთათვის, გარდა აშკარა შეცდომის ან/და თაღლითობის შემთხვევებისა.

 

3.1.22. შპს ,,ბა--------------------------–ის’’, კომპანია ,,ლი----------------ის’’ წარმომადგენლების ან/და ინსპექტორის მიერ ერთობლივად შერჩეული და დაპლომბილი ტვირთის სინჯები ვაგონ ცისტერნებიდან და გემის ტანკერებიდან ინახება 3 თვის განმავლობაში. ხარისხზე პრეტენზიის შემთხვევაში სინჯები წარედგინება ინსპექტორს, რომელსაც ნიშნავს ერთობლივად ორივე მხარე. ანალიზისა და შენახვისათვის პრეტენზიის გარკვევამდე. უფრო მეტი ხნით შენახვა ოპერატორის მიერ ხდება მხოლოდ კომპანიის წერილობითი მოთხოვნით. საარბიტრაჟო სინჯებად ითვლება სინჯები, რომელიც შეირჩა და დაიპლომბა ერთობლივად ოპერატორისა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ ,,გ------2517’’-ის შესაბამისად ტანკერის ბორტზე. საარბიტრაჟო სინჯები ინახება ოპერატორის მიერ არაუმეტეს 3 თვისა.

 

3.1.23. ხელშეკრულებით შეთანხმდა, რომ კომპანია ,,ლი----------------ს’’ პრეტენზია ტვირთის ხარისხთან მიმართებით უნდა წარედგინა შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’, ლაბორატორიის მიერ ანალიზის შედეგების გაცემიდან 90 დღის განმავლობაში.

 

3.1.24. ინსპექტორის ჰონორარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ხარჯების გაღების ვალდებულება იკისრა კომპანია ,,ლი----------------მა’’, ხოლო ხარისხთან დაკავშირებით დამატებითი ანალიზის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ხარჯის გაწევის ვალდებულება ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც მოითხოვა ასეთი ანალიზის ჩატარება. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, დამატებითი ანალიზის ღირებულება შეიძლება შევიდეს ხარისხზე საბოლოო პრეტენზიაში.

 

3.1.25. ხელშეკრულების მე-11 მუხლით შეთანხმდა მომსახურების ტარიფისა და გადახდის წესი. კერძოდ, განისაზღვრა, რომ არსებული ტარიფი განსაზღვრულია ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ამასთან, შეთანხმდა ტარიფის გადახედვის შესაძლებლობა, მხოლოდ ორივე მხარის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ მოხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზარზე, მათ შორის გადაზიდვის მოცულობების ცვლილებები.

 

3.1.26. გადახდის წესთან მიმართებით, შეთანხმდა, რომ ყოველი თვის ბოლოს შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარუდგენს კომპანიას ანგარიშს თვის განმავლობაში გადაზიდული ტვირთის მიხედვით, ხოლო კომპანია ,,ლი----------------ს’’ ანგარიშის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა მიღებული მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება.

 

3.1.27. გარდა აღნიშნულისა, ანგარიშსწორებასთან მიმართებით შეთანხმდა, რომ ყოველი კალენდარული წლის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში მხარეები ადარებენ ურთიერთვალდებულებებს. ასეთი შედარების შედეგები ფორმდება შედარების აქტით, რომელსაც მხარეები ხელს აწერენ შედარებიდან 5 დღის განმავლობაში. შედარების აქტიდან გამომდინარე გადახდა ხდება შედარების აქტიდან და ოპერატორის ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში.

 

3.1.28. 2014 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების დანართი N1-ით განისაზღვრა ტარიფები ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე, კერძოდ:

ა) მაზუთი (წელიწადში):

- 90 000-მდე ტონა - 1---–– დოლარი;

- 90 001-ზე მეტი ტონა - 5--–– დოლარი;

 

ბ) ნავთობი (თვეში):

- 42 000-მდე ტონა - 6--–– დოლარი;

- 42 000 – 83 000 ტონა - 5--- აშშ დოლარი;

- 83 000 – 125 000 ტონა - 5--–– დოლარი;

- 125 000 – 167 000 ტონა - 4--- აშშ დოლარი;

- 167 000 – 208 000 ტონა - 4--–– დოლარი;

- 208 000 ტონა - 3-----–– დოლარი;

 

გ) მსუბუქი პროდუქტების ექსპორტი (წელიწადში):

- 450 000-მდე - 6--- აშშ დოლარი;

- 450 000-ზე მეტი - 5--–– დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2014წ. ხელშეკრულება/დანართი N1 (ტ.2, ს.ფ. 48-66).

 

3.1.29. კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, რომელზედაც 2015 წლის 13 ივლისს საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო.

 

3.1.30. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული უთანხმოება ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან დაკავშირებით.

 

3.1.31. მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 (სამუშაო) დღის განმავლობაში მიაღწევდნენ შეთანხმებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააფორმებდნენ შესაბამის შეთანხმებას.

 

3.1.32. აღნიშნული მორიგების აქტის 2.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამართავენ აქტიურ მოლაპარაკებებს ბა--------------------------–ში ტვირთის გადაზიდვის მომსახურების 12.09.2014 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, ურთიერთხელსაყრელი კომერციული პირობების დადგენის ან აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.04.2015წ. მორიგების აქტი (ტ.1, ს.ფ. 154);

- 13.07.2015წ. განჩინება (ტ.1, ს.ფ. 161-170).

 

3.1.33. 12.09.2014 წლის მომსახურების ხელშეკრულებასთან მიმართებით, კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N1, რომლითაც გარკვეული ცვლილებები და დამატებები შევიდა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად შეიცვალა მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი.

 

3.1.34. მომსახურების ხელშეკრულების მოქმედებასთან მიმართებით, 11.03.2016 წლის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ყოველ შემდგომ კალენდარულ წელს, თუ კომპანია ,,ლი----------------ი’’ დაიცავს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ამავე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ განსაზღვრული პირობებით ტარიფების ყოველწლიურ ინდექსაციასთან მიმართებით.

 

3.1.35. დამატებითი შეთანხმების მე-11 პუნქტის თანახმად, (11.1. პუნქტი) ტვირთის გადმოტვირთვის შეთანხმებული ტარიფი, აგრეთვე მისი მოქმედების ვადა მოყვანილია კონტრაქტის N1 დანართში. ტარიფი მოიცავს წინამდებარე კონტრაქტით დადგენილ გადმოტვირთვასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურების საფასურის გადახდას, გარდა ჯარიმებისა, რომლებიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შენახვის საფასურით და ცისტერნა-ვაგონებიდან ზევიდან ჩამოსხმის საფასურის გადახდით. შეთანხმების 11.4 პუნქტის თანახმად, ოპერატორი (ტე-------–ი) თითოეული კალენდარული თვის დასრულებამდე არა ნაკლებ 5 დღით ადრე წარუდგენს კომპანიას საბოლოო ანგარიშს, რომლის თანხა მოიცავს:

- ჩატვირთული ტვირთის რაოდენობას, მიღების, გადაცემის და გაწეული მომსახურების აქტის თანახმად N1 დანართში მითითებული ტარიფის მიხედვით;

- შენახვის გადასახადის ფაქტობრივ თანხას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 

3.1.36. ამავე შეთანხმებით, განისაზღვრა საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლო, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ,,ლი----------------ი’’ დატვირთვის თარიღიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში არ გადაიხდის ხელშეკრულების შესაბამისად წარდგენილ გაწეული მომსახურების და დემერეჯის საფასურს, დადგენილი ვადის გადაცილების თითოეული დღისათვის მას დაეკისრება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 5%-ისა.

 

3.1.37. მხარეები ანგარიშსწორებასთან მიმართებით დამატებით შეთანხმდნენ, რომ ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ აწარმოებდნენ გასულ თვეში ხელშეკრულებით ნაკისრი ურთიერთვალდებულებების შედარებას. ასეთი შედარების შედეგები ფორმდება შედარების აქტით, რომელსაც შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ხელს აწერს და უგზავნის კომპანიას საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში კომპანია ,,ლი----------------ი’’ ვალდებულია ხელი მოაწეროს მას ან დაურთოს მოტივირებული უარი. თუ საანგარიშო თვის შემდგომ მეორე თვის 10 რიცხვამდე კომპანია არ წარმოადგენს ხელმოწერილ აქტს ან მოტივირებულ უარს აქტის ხელმოწერაზე, შედარება ჩაითვლება დასრულებულად ოპერატორის რედაქციით, ხოლო მისი შედეგების შესრულება, რომლებიც აქტში არის ასახულ, სავალდებულო იქნება მხარეებისთვის.

 

3.1.38. დამატებითი შეთანხმების 11.10 პუნქტით განისაზღვრა, ყოველწლიურად - 30 ნოემბრამდე ტარიფის გადასინჯვის შესაძლებლობა, რომელიც იმოქმედებს მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის გარანტირებული მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი პირობების არსებობისას:

- აშშ დოლარის ინფლაცია, დეფლაციის შემთხვევების გარდა, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც მხარეთა საგადასახადო დატვირთვას ცვლიან;

- ენერგომატარებელზე (ელექტროენერგია, გაზი) ტარიფების ცვლილება, რომელიც ცვლის მხარეთა ეკონომიკურ მდგომარეობას;

- ნავთობზე ფასების ცვლილება ბარელზე 5-------–---ის ოდენობით Da--------t-ის კოტირებების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამატებითი შეთანხმება N1 (ტ.2, ს.ფ. 74-81/ტ. 3, ს.ფ. 51-60).

 

3.1.39. შა----------ს ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და კომპანია ,,ლი----------------ს’’ შორის 2016 წლის 16 მაისს დაიდო დამატებითი შეთანხმება N2, რომლითაც განისაზღვრა 2016 წლის 31 მაისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე გადასატვირთი ნავთობის მოცულობა. ამავე შეთანხმებით, განისაზღვრა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ პასუხისმგებლობა შა----------ს ნავთობის კონდენსატის ხარისხის შენარჩუნებაზე, შენახვის მუდმივი მოცულობის ფარგლებში, ვაგონ-ცისტერნებიდან მიღებულ და ტანკერში ჩასხმული შა----------ს ნავთობის კონდენსატებს შორის პარამეტრების ცვლილებით შემდეგ საზღვრებში:

- API – API-ს კუთრო წონის +/- 1.6, 60OF ტემპერატურაზე;

- გოგირდი - კომპანიის ტვირთის მასის +/- 0.1%;

- BS&W - კომპანიის ტვირთის მასის +/- 0.1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.05.2016წ. დამატებითი შეთანხმება N2 (ტ.3, ს.ფ. 64-67/ ტ.7, ს.ფ. 354-357);

 

3.1.40. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ კონტრაჰენტებისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურების გაწევისას მოიხმარს ელ. ენერგიას, რომლის ტარიფიც 12.09.2014 წლის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპობრივად ძვირდებოდა, კერძოდ:

- 2014 წლის 3 მარტს შპს ,,ბა--------------------------–მა’’ სს ,,ენ---------------------------ნ’’ შეიძინა 910 434 კვტ/სთ ელ.ენერგია, რომელშიც გადაიხადა 91 364.21 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

- 2015 წლის 2 მაისს შპს ,,ბა--------------------------–მა’’ სს ,,ენ---------------------------ნ’’ შეიძინა 1 029 383.84 კვტ/სთ ელ.ენერგია, რომელშიც გადაიხადა 100 226.79 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

- 2016 წლის 4 ნოემბერს შპს ,,ბა--------------------------–მა’’ სს ,,ენ---------------------------ნ’’ შეიძინა 719 401კვტ/სთ ელ.ენერგია, რომელშიც გადაიხადა 98 351.91 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

 

3.1.41. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები ასახავს 2011 წლიდან ბუნებრივ აირზე ფასის ზრდას, რომლითაც შპს ,,ბა--------------------------–ს’’ სხვადასხვა წლის მანძილზე ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა შესაბამისი გაზრდილი ტარიფი, კერძოდ:

- 2011 წელს შპს ,,აჭ------------------------ნ’’ სახელშეკრულებო ურთიერთობისას შპს ,,ბა--------------------------–ი’’ 1 მ3 ბუნებრივ აირს იღებდა 0--- ლარად, შესაბამისად 1000 მ3 700 ლარი;

- 15.09.2015 წელს მოპასუხემ ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება დადო შპს ,,სო-----------------------ნ’’, რომლითაც 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრა 0--- ლარით;

- 18.05.2016წ. - შპს ,,სო-----------------------ნ’’ გაფორმებული მორიგი ხელშეკრულებით, 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრა 0--- ლარით;

- 06.01.2017წ. - შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზმა’’ ახალი ხელშეკრულებით კვლავ გაუზარდა შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ფასი და 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრა 0--- ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები (ტ.1, ს.ფ. 171-194);

- კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ტ.1, ს.ფ. 195-197);

- ამონაწერი ვებ-გვერდიდან (ტ.1, ს.ფ. 198-200);

 

3.1.42. 2016 წლის 28 ნოემბერს, შპს ,,ბა--------------------------–მა’’ წერილობით მიმართა კომპანია ,,ლი----------------ს’’ და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 11.10 პუნქტის საფუძველზე აცნობა მომსახურების ახალი ტარიფები, რომელიც იმოქმედებდა 01.01.2017 წლიდან 31.12.2017 წლამდე. კერძოდ, ნავთობის გადატვირთვა (სარკინიგზო ცისტერნა-რეზერვუარი-ტანკერი ან ტანკერი-რეზერვუარი-ტანკერი):

- თვეში 50 000 ტონამდე - 7-----–– დოლარი (1 ტონაზე);

- თვეში 50 001-დან - 100 000 ტონამდე - 7--–– დოლარი (1 ტონაზე);

- თვეში 100 001-დან - 150 000 ტონამდე - 6--- აშშ დოლარი (1 ტონაზე);

- თვეში 150 001-დან - 300 000 ტონამდე - 6--–– დოლარი (1 ტონაზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.11.2016წ. წერილი (ტ.2, ს.ფ. 84/ ტ.3, ს.ფ. 51-60).

 

3.1.43. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ შეთავაზებული ტარიფები მიუღებელია კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’, რამაც წარმოშვა მხარეთა შორის დამატებითი უთანხმოება მომსახურების სამომავლო ღირებულების ოდენობასთან მიმართებით.

 

3.1.44. დღეის მდგომარეობით, კომპანია ,,ლი----------------ი’’ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებს საფასურს მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად.

[სასამართლოს 09.12.2016წ. განჩინებით - შპს ,,ბა--------------------------–ს’’ აეკრძალა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------თან’’ დადებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა; ასევე შპს ,,ბა--------------------------–ს’’ დაევალა მხარეთა შორის არსებული ფინანსური ურთიერთობის მიუხედავად უზრუნველეყო თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ მოთხოვნის შესაბამისად: ა. ბა-----ის პორტში შემოსული გემებიდან ნავთობისა და ნა------------------ების გადატვირთვა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ კუთვნილ რეზერვუარებში და შენახვა, შემდგომი გადატვირთვა ვაგონცისტერნებში და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სს ,,სა---------–-------------ის’’ კუთვნილ ლიანდაგამდე ან/და ავტოცისტერნებში და მათი ნა----------------–ის ტერიტორიიდან გაყვანის უზრუნველყოფა, ბ. სს ,,სა---------–-------------ის’’ კუთვნილ ლიანდაგიდან ვაგონცისტერნების ტრანსპორტირება ტე-------–ის ესტაკადამდე, ნავთობისა და ნა------------------ების გადატვირთვა და შენახვა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ კუთვნილ რეზერვუარებში და მათი გადატვირთვა ბა-----ის პორტში შემოსულ გემ(ებ)ში. გ. განახორციელოს ყველა ქმედება, რაც საჭიროა ამ პუნქტის პირველ და მეორე ქვეპუნქტებში მითითებული ოპერაციების შესასრულებლად არსებული ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. თბილისის საქალაქო სასამრთლოს 09.12.2016წ. განჩინება, ტ.1, ს.ფ. 76-81].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.45. შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და კომპანია ,,ლი----------------ს’’ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა მიერ მიღებული მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა პერიოდულად. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ,,ლი----------------ის’’ მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული გაწეული მომსახურების საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი (ტ.6, ს.ფ. 78);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ არსებობს 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფის გაზრდის სახელშეკრულებო და კანონისმიერი საფუძველი.

 

[კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების დანართი N1-ით განისაზღვრა ტარიფები ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე. ამავდროულად, 12.09.2014 წლის მომსახურების ხელშეკრულებასთან მიმართებით, კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N1, რომლითაც გარკვეული ცვლილებები და დამატებები შევიდა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად შეიცვალა მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი. მომსახურების ხელშეკრულების მოქმედებასთან მიმართებით, 11.03.2016 წლის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ყოველ შემდგომ კალენდარულ წელს, თუ კომპანია ,,ლი----------------ი’’ დაიცავდა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ამავე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ განსაზღვრული პირობებით ტარიფების ყოველწლიურ ინდექსაციასთან მიმართებით. კერძოდ, დამატებითი შეთანხმების 11.10 პუნქტით განისაზღვრა, ყოველწლიურად - 30 ნოემბრამდე ტარიფის გადასინჯვის შესაძლებლობა, რომელიც იმოქმედებს მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის გარანტირებული მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი პირობების არსებობისას:

- აშშ დოლარის ინფლაცია, დეფლაციის შემთხვევების გარდა, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც მხარეთა საგადასახადო დატვირთვას ცვლიან;

- ენერგომატარებელზე (ელექტროენერგია, გაზი) ტარიფების ცვლილება, რომელიც ცვლის მხარეთა ეკონომიკურ მდგომარეობას;

- ნავთობზე ფასების ცვლილება ბარელზე 5-------–---ის ოდენობით Da--------t-ის კოტირებების მიხედვით. ამდენად, დამატებითი შეთანხმების დადების გზით, განისაზღვრა გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის გათვალისწინებული მომსახურების ტარიფის ცვლილების წინაპირობები. სწორედ დამატებითი შეთანხმების 11.10 პუნქტზე მითითებით ითხოვს შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ხელშეკრულებით შეთანხმებული ტარიფის ცვლილებას (გაზრდას), კერძოდ შპს ,,ბა--------------------------–მა’’ 2016 წლის 28 ნოემბრის შეტყობინებით აცნობა კომპანია ,,ლი----------------ს’’ 2017 წლის 1 იანვრიდან ტარიფის გაზრდის თაობაზე, რის საფუძვლადაც მიუთითა ხელშეკრულების დადების შემდგომ ელ. ენერგიისა და გაზის საფასურის გაზრდაზე, ასევე ნავთობის ფასების მომატებაზე. ფასის ზრდის თაობაზე შპს ,,ბა--------------------------–მა’’ მიმართა არა მხოლოდ კომპანია ,,ლი----------------ს’’, არამედ სხვა კონტრაგენტებსაც. მოპასუხის მითითებით, ტარიფის ზრდის თაობაზე ტე-------–მა გააფრთხილა თავისი კლიენტები, მათ შორის ,,ლი----’’, ჯერ კიდევ 2016 წლის 15 ივლისს და დამატებით 2016 წლის 8 ნოემბერს. კერძოდ, ,,ლი----ს’’ განემარტა, რომ 2014 წელს ხელშეკრულების დადების შემდგომ გაიზარდა, როგორც ნავთობის ფასი და იგი Da--------t-ის კოტირებით 2016 წელს გასცდა ბარელზე 5-------–---ის ნიშნულს, ასევე 2014-2016 წლების განმავლობაში მოიმატა ელექტროენერგიისა და გაზის ღირებულებამ თითოეულმა შესაბამისად 66%-ით და 20%-ით, რამაც გამოიწვია ნავთობის გადაზიდვის სერვისის თვითღირებულების პროპორციული ზრდა.

 

საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ზემოთ ხსენებული ფაქტორების ცვლილება. ამასთან, მომსახურების მიმღები არ ეთანხმება ტარიფის გაზრდას იმ საფუძველზე მითითებით, რომ მხოლოდ ელ. ენერგიის ღირებულების გაზრდა თუ, ბარელზე ნავთობის ფასის მომატება დამოუკიდებლად არ წარმოშობს ხელშეკრულების 11.10 პუნქტის ამოქმედების წინაპირობას, რამეთუ ფასის ცვლილებისა, თუ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებისათვის გადამწყვეტია მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება, შესაბამისად ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტით განსაზღვრული გარემოებები ტარიფის ცვლილების საფუძველი შესაძლოა გახდეს, თუ აღნიშნული თავის მხრივ იწვევს რომელიმე მხარის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების 11.10 პუნქტით შეთანხმდა ტარიფის ცვლილება ენერგომატარებელზე (ელექტროენერგიაზე, გაზზე) ტარიფების იმგვარი ცვლილებისას, რომელიც ცვლის მხარეთა ეკონომიკურ მდგომარეობას. ამდენად, იმისათვის, რომ კონკრეტული საფუძვლით გაიზარდოს ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფი, უნდა არსებობდეს ორი კუმულაციური პირობა: ელ.ენერგიის ტარიფის გაზრდა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ტე-------–ის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ წარმოდგენილი ელ.ენერგიისა და გაზის საფასურის გაზრდა აპრიორი არ წარმოშობს ტარიფის გაზრდის საფუძველს და აღნიშნული სავალდებულო წინაპირობად მოითხოვს მომსახურების გამწევის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად გაუარესებას. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ არ შემოუთავაზებია შესაბამისი მტკიცება, თუ რა მოცულობით გაუარესდა მისი ეკონომიკური მდგომარეობა და რა ობიექტური გარემოებები აიძულებს მას ტარიფი გაზარდოს მოთხოვნილი ოდენობით, რაც გამორიცხავს შეთავაზებული ტარიფის დადგენის შესაძლებლობას. მომსახურების გამწევს არც სათანადო გაანგარიშება წარმოუდგენია ელ.ენერგიის ტარიფის გაზრდის შესაბამისად მის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულების გაზრდასთან მიმართებით, რაც შესაძლებელს გახდიდა მხარეთა შეთანხმებას კონკრეტულ გაზრდილ ტარიფთან მიმართებით. მართალია ელ.ენერგიის გაძვირება გარკვეულწილად გავლენის მომხდენია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საქმიანობისათვის, რამეთუ მომსახურების გაწევისას იგი მოიხმარს ელ.ენერგიას და შესაბამისად მისი გაძვირება თავის მხრივ განაპირობებს მომსახურების გაწევის ხარჯის გაძვირებას, თუმცა აღნიშნული არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ფასის გაზრდის ინიციატორი მხარე გავათავისუფლოთ ყოველგვარი მტკიცებისაგან მოთხოვნილი ოდენობით ტარიფის დადგენასთან მიმართებით. სადავო შემთხვევაში არ დასტურდება, რომ არსებობს მოთხოვნილი ოდენობით ტარიფის გაძვირების საჭიროება, შესაბამისად შეუძლებელია უბრალოდ მხარის სურვილს დაექვემდებაროს ფასის ცვლილება. ამავდროულად, ელ. ენერგიის გაძვირებამ ზუსტად იმდენად უნდა იმოქმედოს ტარიფის გაძვირებაზე კონკრეტული სუბიექტისათვის, რაც გავლენის მომხდენია უშუალოდ მისთვის გაწეული მომსახურებისათვის და ტარიფის დადგენა არ უნდა განხორციელდეს ზოგადად ყველა უბნის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებას, რომ თითქოს იგი, როგორც მოგებაზე ორიენტირებული მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია მისი ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვროს ტარიფი და თუ საჭიროდ მიიჩნევს ერთიანი ხარჯიდან გამომდინარე მიიღოს მოგება. ამგვარი მიდგომა, საბაზრო ძალაუფლების მქონე მეწარმე სუბიექტისაგან ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

 

უსაფუძვლოა ასევე ტარიფის გაძვირების საფუძვლად ხელშეკრულების 11.10 პუნქტით განსაზღვრული მე-4 ფაქტორის მოხმობა, რომლის შესაბამისადაც ფასის ინდექსაციის წინაპირობა შესაძლოა გახდეს - ნავთობზე ფასების ცვლილება ბარელზე 5-------–---ის ოდენობით Da--------t-ის კოტირებების მიხედვით. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო იზიარებს კომპანია ,,ლი----------------ის’’ პოზიციას და განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა გავლენას არ ახდენს ტე-------–ის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების გაწევაზე და მის მიერ განსახორციელებელ ტექნოლოგიურ პროცესებზე, რაც დაკავშირებულია ნავთობის გადატვირთვასთან. კონკრეტული პუნქტით ტარიფის ცვლილების მოთხოვნა წარმოადგენს კომპანია ,,ლი----------------ის’’ უფლებას, რამეთუ ნავთობის ფასის გაზრდამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარი ნავთობის გადაზიდვას ახდენს. შესაბამისად კონკრეტულ გარემოებაზე აპელირება ვერ გაამართლებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მოთხოვნა ტარიფის გაძვირებასთან მიმართებით.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 11.10 პუნქტი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ რომელიმე ზემოთ მითითებული პირობის დადგომის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადაიხედოს ტარიფი ან მეორე მხარე აუცილებლად უნდა დაეთანხმოს შეთავაზებულ ტარიფს, რომელიც როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობა მოითხოვს მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენას, თანახმად სკ-ის 327-ე მუხლისა. ხელშეკრულების კონკრეტული ჩანაწერით გათვალისწინებულია, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა შეთანხმებას ამ ტარიფებზე და მათი ცვლილების მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნის წარმდგენი პირის მხრიდან. ამავდროულად, ხელშეკრულების მითითებული მუხლი არ გულისხმობს იმას, რომ მეორე მხარე უაპელაციოდ უნდა დაეთანხმოს შეთავაზებულ წინადადებას და მიიღოს ის, მაშინაც კი, თუ ცვლილების მოთხოვნა არასამართლიანია. კონკრეტული სადავო საკითხი შეეხება შეცვლილ გარემოებებზე აპელირებით მხარეთა შორის უკვე არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, რასაც შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ითხოვს მისი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ,,ლი----------------ი’’ არ მიიღებს ტე-------–ის წინადადებას, მას ცალმხრივად შეუწყდება ხელშეკრულება და ვეღარ განახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

 

სადავო შემთხვევაში, რამდენადაც ურთიერთობის მონაწილე და ტარიფის ზრდის ინიციატორია საბაზრო ძალაუფლების მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გარემო ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სასურველი პირობები, ლოგიკურია, რომ სათანადო დასაბუთების არ არსებობს პირობებში ივარაუდება, რომ იგი ბოროტად იყენებს მის მდგომარეობას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების უგულებელყოფის გზით. გარემოება, რომ გაძვირდა ელ. ენერგიისა, თუ გაზის ღირებულება, თუნდაც ნავთობის ფასი, ცალკე აღებული არ იწვევს ხელშეკრულებისა 11.10 პუნქტის ამოქმედებას, არამედ იგი მოითხოვს კუმულატიურად როგორც გარემოების ცვლილებას, ასევე ამ ცვლილების საფუძველზე ტე-------–ის მდგომარეობის გაუარესებასა და შესაბამისად ფასის ცვლილების გარდაუვალობას. სასამართლო აღნიშნულ ჩანაწერს ვერ განმარტავს იმგვარად, რომ იგი აპრიორი განსაზღვრული გარემოების დადგომისთანავე წარმოშობს ფასის ცვლილების საფუძველს, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის კეთილსინდისიერებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპთან მიმართებით. ფასის ცვლილებას წარმოშობს გარემო ობიექტური ფაქტორები, რაც ცალკე აღებული ელ. ენერგიის გაძვირება, თუ ბარელზე ნავთობის ფასის გაზრდა ვერ მიიჩნევა, არამედ აღნიშნული ცვლილება უნდა განაპირობებდეს უპირველესად თავად შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მდგომარეობის გაუარესებას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს სათანადო გარემოებებით და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ შესაძლოა გახდეს მსჯელობის საგანი ტარიფის გაძვირება და მისი ფარგლები. კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულის საწინააღმდეგოდ, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ სარგებლობს რა თავისი უპირატესობით (საბაზრო ძალაუფლება) იგი აწესებს დამოუკიდებლად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ახალ ტარიფს და არ აკონკრეტებს, თუ რამ განაპირობა კონკრეტული ფასის განსაზღვრა, რა მოცემულობაზე დაყრდნობით დაანგარიშდა იგი და ზოგადად რა საჭიროება არსებობს ტარიფის გაზრდასთან მიმართებით. მართალია მხარეთა შორის არსებობს ხანგრძლივი და კომპლექსური სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც ფასის ცვლილება ლოგიკური პროცესია, თუმცა დაუშვებელია ტარიფის გაზრდა ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაბამისი გაანგარიშებების გარეშე. გრძელვადიანი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა რასაკვირველია მოიაზრებს გარკვეული ცვლილებების შესაძლებლობას და სწორედ აღნიშნულს უზრუნველყოფს სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე მუხლები. უფრო კონკრეტულად სკ-ის 398-ე მუხლით დარეგულირებულია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მოხმობილი ნორმა შეცვლილ გარემოებებად მოიაზრებს ,,აშკარად შეცვლილ’’ გარემოებას, როდესაც ,,მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით’’. ამდენად მოხმობილი ნორმა ხელშეკრულების მონაწილეს ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარად იცვლება მდგომარეობა და ამ მდგომარეობის მხედველობაში მიღების შემთხვევაში მხარე არ დადებდა ხელშეკრულებას ან დადებდა სხვა შინაარსით. უნდა განიმარტოს, რომ შეცვლილი გარემოებების მისადაგება ხელშეკრულებასთან ხდება გარკვეული ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რომელთაც სკ-ის 398-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი წინაპირობანი გააჩნიათ. ხელშეკრულება ორივე მხარისთვის შესრულებადი უნდა იყოს, როგორც მისი დადების მომენტში, ისე შემდგომ. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების დოქტრინა, როგორც სახელშეკრულებო ინტერესის რეალიზების მექანიზმი, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე აღმოცენდა, შესაბამისად დაუშვებელია აღნიშნულ ნორმაზე აპელირება, როდესაც მხარეს ამოძრავებს არაკეთილსინდისიერი ზრახვები. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება ხელშეკრულების მისადაგების საჭიროება შეცვლილი გარემოებებისადმი. საგულისხმოა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს ტარიფის ცვლილების შესაძლებლობა, 10.11 პუნქტით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, ნებისმიერი გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პირისათვის უზრუნველყოფილია სკ-ის 398-ე მუხლით შეცვლილი გარემოებებისადმი არსებული ურთიერთობის მისადაგების მოთხოვნა. თუმცა, იმისათვის, რომ შეიცვალოს სახელშეკრულებო პირობა უმთავრესად საჭიროა არსებობდეს მხარეთა ორმხრივი ნება ცვლილებასთან მიმართებით, ხოლო აღნიშნულის არ არსებობის პირობებში უნდა ამოქმედდეს კანონითა და უშუალოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობა სახელშეკრულებო დათქმის ცვლილებასთან მიმართებით, რისთვისაც საჭიროა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. სადავო შემთხვევაში, შპს ,,ბა--------------------------–ის’’, როგორც ტარიფის გაზრდის ინიციატორის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა ამგვარი გარემოებების არსებობა, რისი დასაბუთებაც ტე-------–მა ვერ უზრუნველყო. თავის მხრივ, შეთანხმებული ტარიფით საქმიანობის გაგრძელების საფუძვლიანად მიჩნევა, გამორიცხავს შეგებებული სარჩელის ავტორის მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომლითაც მხარე ითხოვს კომპანია ,,ლი----------------ს’’ დაეკისროს ძველ და ახალ ტარიფებს შორის არსებული სხვაობა (551 152.3 აშშ დოლარი) 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.09.2014წ. ხელშეკრულება/დანართი N1 (ტ.2, ს.ფ. 48-66);

- 28.11.2016წ. წერილი (ტ.2, ს.ფ. 84/ ტ.3, ს.ფ. 51-60).

- 15.07.2016წ. წერილი (ტ.7, ს.ფ. 66-67);

- 09.11.2016წ. წერილი N0919 (ტ.7, ს.ფ. 69);

- 28.12.2016წ. წერილი N1093 (ტ.7, ს.ფ. 73-74);

 

3.2.2. შპს ,,ბა--------------------------–ი’’, როგორც აჭ-------------------------------–--აში მოქმედი ერთადერთი ტე-------–ი კონტრაგენტებთან ნა------------------ების გადაზიდვის მომსახურების გაწევისას სარგებლობს უპირატესობით, რაც ვლინდება მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ალტერნატივის არ არსებობით და შესაბამისად კონკურენციის არ არსებობა წარმოშობს ეკონომიკური აგენტის ცდუნებას, გაუმართლებელი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით ერთპიროვნულად განსაზღვროს ტარიფები.

 

აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ შპს ,,ბა--------------------------–მა’’, მას შემდგომ, რაც მხარეთა შორის გაუარესდა ურთიერთობა, 2016 წლის ნოემბრის ბოლოს წერილობით კომპანია ,,ლი----------------ის’’ მსგავსად მიმართა სხვა კონტრაგენტებს და შესთავაზა ანალოგიურად გაზრდილი ტარიფები. კერძოდ, ტე-------–მა წერილობითი მიმართა - შპს ,,BL--------------G’’-ს, ,,Ex-------------------d’’-სა და ,,Ma-----------------c’’-ს, რომლითაც მითითებულ პირებს განუმარტა, რომ მათ შორის 2016 წლის 4 იანვარს დადებული კონტრაქტის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევაზე, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ - ყოველწლიურად 30 ნოემბრამდე გადაეხედათ ტარიფისათვის, რომელიც იმოქმედებდა მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან. მოხმობილი პუნქტის საფუძველზე შპს ,,ბა--------------------------–მა’’ მითითებულ მეწარმე სუბიექტებს, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაუწესა შემდეგი ტარიფები - ნავთობის გადაზიდვა (რკ.გზ ცისტერნა-რეზერვუარი-ტანკერი ან ტანკერი-რეზერვუარი-ტანკერი):

- 50 000 ტონამდე თვეში - 7-----–– დოლარი ტონაზე;

- 50 001 ტონიდან 100 000 ტონამდე თვეში - 7--–– დოლარი ტონაზე;

- 100 001 ტონიდან 150 000 ტონამდე თვეში - 6--- აშშ დოლარი ტონაზე;

- 150 001 ტონიდან, თვეში - 6--–– დოლარი ტონაზე;

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოხმობილი ფაქტის შეფასებას, მოსარჩელისათვის შეთავაზებული ფასის სამართლიანობის კვლევისათვის. გარემოება, რომ ტე-------–მა სხვა მეწარმეებსაც შესთავაზა გაზრდილი ტარიფები არ ადასტურებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ კეთილსინდისიერებას. უფრო კონკრეტულად, მეწარმის არაკეთილსინდისიერება, მხოლოდ დისკრიმინაციული ფასის შეთავაზებაში არ მდგომარეობს, ამავდროულად, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ გაზრდილი ტარიფები სხვა სუბიექტებისათვის შეთავაზებულია, მას შემდგომ, რაც კომპანია ,,ლი----------------თან’’ უკვე არსებობდა სასამართლო დავები და შეუთანხმებლობა, რაც ამ მხრივაც არსებულ მიწერილობებს ვერ მიიჩნევს პირის კეთილსინდისიერების დასტურად. პირიქით, მიწერილობა ადასტურებს, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ცალმხრივად, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების და დასაბუთების გარეშე ადგენს გაზრდილ ტარიფებს და მის გასასამართლებლად ზოგად მითითებას აკეთებს ხელშეკრულების პუნქტზე, რაც ლოგიკურია, რომ ვერ მიიჩნევა ობიექტურ ფაქტორად ფასების ცვლილებისათვის.

 

გარდა აღნიშნულისა, გარემოება, რომ შპს ,,ბა--------------------------–მა’’ სხვა სუბიექტებთანაც მოახდინა ტარიფის გაზრდა, ვერ გამოდგება უშუალოდ სადავო შემთხვევის გასასამართლებლად, რამეთუ სასამართლოს შეფასების საგანია კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირება უპირველესად მოდავე მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით, რაც არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან, კერძოდ მონაწილე სუბიექტთა საბაზრო ძალაუფლების, ასევე ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე მოითხოვს არათანაბარ საწყისზე არსებული მეწარმე სუბიექტებისათვის იმგვარი წესრიგის შემოღებას, რაც აღმოფხვრის უთანასწორობას და დაამკვიდრებს კერძო სამართლისათვის დამახასიათებელ უმთავრეს - თანასწორობაზე დამყარებულ ქონებრივი ხასიათის მოწესრიგებას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1-ლი მუხლისა. იმ ვითარებაში, როდესაც მეწარმე სუბიექტს, გარეშე ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად შეუძლია ყოველგვარი ობიექტური დასაბუთების გარეშე განსაზღვროს ტარიფი, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ შეთავაზებული მომსახურება კონკრეტული ტერიტორიისათვის არის ერთადერთი, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების კლასიკურ შემთხვევას, ყოველგვარი კონკურენციის ნორმებისა, თუ დომინირებული მდგომარეობის დადასტურების გარეშე, რამეთუ გარემოება, რომ სუბიექტს შეუძლია დააწესოს ნებისმიერი ტარიფი წარმოშობს მის შეუზღუდავ ძალაუფლებას. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც კომპანია ,,ლი----------------ი’’ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, უმთავრესად კი, მომწოდებელი კომპანიების ნების შესაბამისად იძულებულია სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდეს უშუალოდ შპს ,,ბა--------------------------–თან’’ და არა ფ-----ს, ყუ-–----ა თუ სხვა ტე-------–თან. ამასთანავე, აღნიშნული არ გამომდინარეობს კომპანიის უბრალო სურვილით, არამედ ნაკარნახევია რიგი ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ ,,ლი----------------ი’’ როგორც გადამზიდავი კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას თავად აირჩიოს ტე-------–ი და როგორც წესი აღნიშნულს საზღვრავს თავად მომწოდებელი, მისი კონტრაგენტი და შესაბამისად, კომპანია ამ მხრივაც არ არის დამოუკიდებელი ტე-------–ის შერჩევის ნაწილში. ამდენად, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ არსებული უპირატესობების გათვალისწინებით, ფლობს ბერკეტს დააწესოს მისთვის მოგების მომტანი პირობები, რისი მიუღებლობაც იძულებულს ხდის კომპანია ,,ლი----------------ს’’ ჩამოსცილდეს არსებულ ბაზარს.

 

არ შეიძლება საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე შეთავაზებული იქნეს იმგვარი ტარიფები, რაც შეუძლებელს ხდის მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას. სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულია კეთილსინდისიერების პრინციპი (სკ-ის 8.3 მუხლი) და აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და სკ-ის 319-ე მუხლით განმტკიცებული კანონისმიერი ვალდებულების არსებობით ზღუდავს ნებისმიერ ეკონომიკურ აგენტს დააწესოს იმგვარი პირობები, რაც აზრს უკარგავს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობასა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მოგების მიღების მიზანს.

 

მეორეს მხრივ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა ვალდებულება დაადასტურონ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, თუმცა მიუხედავად აღნიშნული გარემოების დადასტურებისა, დაუშვებელია პირი ნებისმიერ უპირატესობას გაუმართლებლად იყენებდეს თანასწორობაზე დამყარებული კერძო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებისათვის. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით განმტკიცებულია კეთილსინდისიერების ვალდებულება, ხოლო 115-ე მუხლით აკრძალულია სუბიექტის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, იმ პირობებშიც დადასტურდებოდა, თუ არა სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის არსებობა, მაინც გაუმართლებელია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ იმ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც ხელშეკრულების მეორე მხარეს აიძულებს დათანხმდეს მისთვის ზიანის მომტან პირობებს.

 

საგულისხმოა, რომ კონკრეტული დავა ეხება მეწარმე სუბიექტებს, შესაბამისად განსაკუთრებით საფრთხილოა მათთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღება, რამეთუ საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტის მიერ შეუზღუდავად ხელშეკრულების თავისუფლებაზე მითითებით, ირღვევა იმ მეწარმე სუბიექტის უფლებები, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტული ხელშეკრულების არსებობასთან. დაუშვებელია მხარე ითხოვდეს იმ ოდენობის ტარიფის დაწესებას, რის საპირწონე მომსახურებასაც არ სწევს და ამგვარად უსაფუძვლოდ მდიდრდებოდეს. ამასთანავე, გაუმართლებელია შეუსაბამო ტარიფის დაწესებით ბაზრიდან იდევნებოდეს სხვა სუბიექტები, რაც უარყოფითი გავლენის მომხდენია კონკურენციის თვალსაზრისით და პირდაპირ კავშირშია საბოლოო მომხმარებლის ინტერესებთან მიმართებითაც, რამეთუ იმ ვითარებაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, ამით უპირველესად ზარალდება საბოლოო მომხმარებელი, რის გამოც არსებულ ვითარებაში გამართლებულია სასამართლოს ჩარევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის ოპტიმალური წესით დარეგულირება. კონკურენციისა და მეწარმეობის თავისუფლების პრინციპი კონსტიტუციური ღირებულებაა, შესაბამისად აღნიშნული ავალდებულებს სახელმწიფოს პოზიტიური თვალსაზრისითაც დაიცვას მითითებული სიკეთე და იგი მისი საჯარო-სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაექვემდებარება მხოლოდ კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, სახელმწიფო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა დაარეგულიროს მსგავსი ვითარება. მხარეთა შორის არსებული კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, თავისი სპეციფიკიდან, საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევა წმინდა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობად და მხოლოდ სკ-319-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე აპელირება ვერ გაამყარებს მოპასუხის პოზიციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ტ.7, ს.ფ. 157-173);

- შეთანხმებები (ტ.7, ს.ფ. 232-239)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან დარღვეულია ტანკერების დროულად დატვირთვის ვალდებულება, რამაც წარმოშვა კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ ზიანი, ჯამში 1 265 984.04--–– დოლარის ოდენობით.

 

[საზღვაო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა (სტალიური დრო), განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ასეთი შეთანხმების უქონლობისას კი – დატვირთვისა და გადმოტვირთვის ნავსადგურებში მიღებული ნორმებით. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად, მხარეების შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დამატებითი დრო (კონტრსტალიური დრო) და კონტრსტალიური დროის განმავლობაში ტვირთის გადამზიდავისათვის გემის მოცდენის გამო საფასურის ოდენობა (დემერეჯი), აგრეთვე ჯილდო (დისპაჩი) სტალიური დროის გასვლამდე გემის დატვირთვა - გადმოტვირთვის დამთავრებისათვის. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტველის ან გამგზავნისათვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ნავსადგურში ჩვეულებრივ მიღებული ვადისა და განაკვეთების შესაბამისად. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით].

 

,,ლი----------------ის’’ კონტრაგენტმა - UN-------------M------------------იმ 2017 წლის 21 სექტემბერს წერილობით მიმართა კომპანიას და განუმარტა, რომ მის მიმართ მყიდველებმა გამოთქვეს პრეტენზია, ნავმისადგომში დროულად შესვლასა და დატვირთვასთან დაკავშირებით, რამაც თავის მხრივ წარმოშვა დემერეჯის ანაზღაურების ვალდებულება. კონტრაგენტმა წერილს თან დაურთო, პრეტენზიების სრული აღწერილობა დემერეჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც დაფარულია UN-------------M------------------ის მიერ. თანდართული დოკუმენტების შესაბამისად, მოცდენის საფასურის ოდენობა ჯამში განისაზღვრება 1 265 984.04--–– დოლარის ოდენობით.

 

სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვს კომპანია ,,ლი----------------ი’’ მოპასუხე შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’, რაც შეესაბამება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ტე-------–ის მიერ გამოვლენილ მბოჭავ ნებას. კერძოდ, მომსახურების ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა ტანკერების გადატვირთვის ვადები, რომლის საფუძველზედაც შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ერთ დასატვირთ მისადგომზე ტანკერის დატვირთვის დასასრულებლად ეძლეოდა მოქმედების დრო 36 საათის ვადით. ამასთანავე, მოქმედების დრო იზრდება იმ დროით, რომელიც საჭიროა ოპერატორის მიერ დადგენილ ტე-------–ზე ტვირთის დატვირთვის სისწრაფისათვის, ტვირთის დატვირთვის საშუალო სიჩქარის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნედლი ნავთობის დატვირთვის საშუალო სისწრაფედ განისაზღვრა - 1--------ტ. საათში. ამასთანავე, ტანკერის დროულად მისვლის შემთხვევაში შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მოქმედების დრო იწყება გემის მზაობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ან შლანგების მიერთებიდან 6 საათის შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ ტანკერი მივიდა შეთანხმებულ დატვირთვის დროზე ადრე, მოქმედების დრო იწყება დატვირთვის თარიღების პირველი დღის 06:00 სთ-ზე ან შლანგების მიერთების მომენტიდან, ხოლო თუ ტანკერი ჩამოვიდა შეთანხმებულ დროზე გვიან, მოქმედების დრო იწყება შლანგების მიერთების მომენტიდან. მოქმედების დრო გრძელდება მანამ, ვიდრე მოიხსნება შლანგები ან/და სხვა მიერთებები.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ ვალდებულება აენაზღაურებინა კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ შესაბამისი ზიანი, იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ გადააჭარბებდა ტვირთის დატვირთვის საშუალო სიჩქარეს (ნავთობის შემთხვევაში - 1--------ტ. საათში) და კომპანია ,,ლი----------------ი’’ მიიღებდა პრეტენზიას ტანკერის დაყოვნებაზე, რაც დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადასცემოდა ტე-------–ს. ამავდროულად, პრეტენზიის გაცხადებისათვის შეთანხმდა 90 დღიანი ვადა, რომლის გასვლა აქარწყლებდა კონკრეტული პუნქტით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას.

 

ხსენებულიდან გამომდინარე, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან ნაკისრია ვალდებულება შეთანხმებულ ვადებში გაეწია მომსახურება კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’, რომელიც თავის მხრივ, როგორც გადამზიდავი კომპანია ამავე ვადებით შეთანხმებული იყო სხვა კონტრაგენტებთან ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევაზე და ნაკისრი ჰქონდა პასუხისმგებლობა ტანკერების დროულ დაცლასთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ კონკრეტული მოქმედების დროული შესრულება სრული მოცულობით დამოკიდებულია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ განსახორციელებელ ქმედებებზე, რომლის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში განუხორციელებლობის შემთხვევაში წარმოიშობა შესაბამისად კომპანია ,,ლი----------------ის’’ პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე, თანახმად, სკ-ის 396-ე მუხლისა. დადგენილია, რომ შპს ,,ბა--------------------------–მა’’ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული დრო ტანკერების დასატვირთად, რასაც არ უარყოფს თავად მოპასუხე მხარეც, რის გამოც კომპანიას მიადგა ზიანი, კერძოდ კი იმის გამო, რომ ტე-------–მა დროულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინა რეზერვუარებიდან ტანკერზე ნავთობის ჩატვირთვა, ,,ლი----ს’’ უწევს კლიენტისთვის ტანკერის მოცდენით გამოწვეული ზიანის (დემერეჯის) ანაზღაურება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მოპასუხის მხრიდან არაერთხელ დარღვევის საფუძვლით კომპანია ,,ლი----------------ი’’ დაჯარიმდა, რამაც გამოიწვია ფინანსური ზიანი. მოსარჩელე წარმოადგენს ,,UN-------------M’’-ის კონტრაქტორ მხარეს, რომელიც გადაზიდავს სხვადასხვა მფლობელის ნავთობს და მიაქვს ის ბა------------------–ში, საიდანაც კომპანია ,,ლი----------------ი’’ იღებს პასუხისმგებლობას მის გადაზიდვაზე ტე-------–თან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში, ტანკერების მოცდენების ჯამური დემერეჯის ოდენობა შეადგენს 1 265 984,04--–– დოლარს, კერძოდ UN-------------M------------------ის წერილით დგინდება, რომ:

 

- ტანკერ - ,,GE-------N’’-ის (მყიდველს წარმოადგენდა ,,EM------------------------------------------------------D) ჩამოტვირთვაზე მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 23.12.2016 წლის 06:01 საათზე, სტალიური დრო (ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა) დაიწყო 23.12.2016 წლის 12:05 საათზე და დასრულდა 02.01.2017 წლის 31:45 საათზე. დატვირთვისათვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, ხოლო ტე-------–მა გემის მომსახურებას მოანდომა 249 საათი და 49 წუთი, შესაბამისად, კონტრსტალიურმა დრომ (დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ) შეადგინა - 213 სთ და 49 წუთი, რის გამოც ,,UN-----------------------------LP’’-იმ ,,ლი----ს’’ დემერეჯის სახით მოსთხოვა 391 997,22 აშშ დოლარის (დემერეჯის განაკვეთი 44 000 აშშ დოლარი) გადახდა.

 

- ტანკერ - ,,AS---A’’-ს (მყიდველი წარმოადგენდა ,,SH---------NG’’) მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 06.12.2016 წლის 00:01 საათზე. სტალიური დრო დაიწყო 06.12.2016 წლის 08:49 საათზე და დასრულდა 20.12.2016 წლის 12 საათზე. დატვირთვისთვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, ხოლო გამოყენებულმა დრომ შეადგინა 14 დღე, 3 საათი და 11 წუთი. ამდენად, გემი ,,AS---A’’-ს შემთხვევაში დაყოვნების დრომ შეადგინა 303 საათი და 11 წუთი. დემერეჯის განაკვეთი იყო 3----- აშშ დოლარი, დემერეჯის მთლიანმა თანხამ შესაბამისად შეადგინა 473 723,96--–– დოლარი.

 

- ტანკერ - ,,PR----O’’-ს მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 20.05.2016 წლის 00:01 საათზე. სტალიური დრო დაიწყო 2016 წლის 20 მაისს 10:51 საათზე და დასრულდა 28.05.2016 წლის 00:48 საათზე, დატვირთვისათვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, გადაცილებული (კონტრსტალიური) დრო შეადგენს 06:01:57 საათს. (მყიდველს წარმოადგენდა ,,SH---------NG’’). ამ შემთხვევაში, დემერეჯის განაკვეთი განისაზღვრა 2----- აშშ დოლარის ოდენობით, მთლიანმა დემერეჯმა ვადაგადაცილებული დროის შესაბამისად შეადგინა 1 672 434,38 აშშ დოლარი.

 

- ტანკერ - ,,ET-------S’’-ის მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 25.04.2016 წლის 06:01 საათზე, სტალიური დრო დაიწყო 25.04.2016 წლის 07:43 საათზე, დასრულდა 30.04.2016 წლის 21:30 საათზე, დატვირთვისთვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, სრულად გამოყენებული იქნა 05:13:47 საათი, მოცდენის დრომ შეადგინა 04:01:47 საათი, ხოლო დემერეჯის სრულმა ოდენობა განისაზღვრა - 9-------- აშშ დოლარის ოდენობით (დემერეჯის განაკვეთი - 2----- აშშ დოლარი). მყიდველს წარმოადგენდა ,,SH---------NG’’.

 

- ტანკერ - ,,ET-------S’’-ის მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 26.03.2016 წლის 20:00 საათზე. სტალიური დრო დაიწყო 27.03.2016 წლის 00:13 საათზე, დასრულდა 01.04.2016 წლის 05:00 საათზე, დატვირთვისათვის გათვალისწინებული იყო 36 საათი, სრულად გამოყენებული იქნა 05:04:47 საათი, მოცდენის დრომ შეადგინა 03:16:47 საათი, ხოლო დემერეჯის სრულმა ოდენობამ 110 979,17--–– დოლარი (დემერეჯის განაკვეთი - 3----- აშშ დოლარი). მყიდველს წარმოადგენდა ,,SH---------NG’’.

 

- და ბოლოს, ტანკერ - ,,NS-------N’’-ის მზადყოფნის შესახებ შეტყობინება გაიცა 24.02.2016 წლის 12 საათზე, სტალიური დრო დაიწყო 24.02.2016 წლის 20:20 საათზე და დასრულდა 27.02.2016 წლის 15:15 საათზე. დატვირთვისათვის გათვალისწინებული დრო იყო 36 საათი, ხოლო გამოყენებული დრო 66 საათი და 55 წუთი, მოცდენის დრომ შეადგინა 30 საათი და 55 წუთი. დემერეჯის განაკვეთი განისაზღვრა 2----- აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მთლიანმა დემერეჯმა შეადგინა 28 340,28 აშშ დოლარი, (მყიდველს წარმოადგენდა ,,EM------------------------------------------------------D’’).

 

სასამართლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობისა და საზღვაო კოდექსის მოხმობილი დანაწესებიდან გამომდინარე, მოთხოვნილ თანხებზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს შპს ,,ბა--------------------------–ს’’. კერძოდ, ტე-------–მა, როგორც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირმა ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილი ნების საფუძველზე იკისრა ვალდებულება შეთანხმებულ ვადებში უზრუნველეყო ტანკერების დატვირთვა, რისი განუხორციელებლობაც საზღვაო კოდექსის შესაბამისად წარმოშობს დემერეჯის მოთხოვნის საფუძველს. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა თავისი კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე ექცევა ასევე საზღვაო კოდექსის რეგულირების სფეროში, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ხელშეკრულების ფარგლებში დატვირთვისათვის კონკრეტულ დროზე შეთანხმება, რისი დარღვევაც ბუნებრივია წარმოშობს დემერეჯის მოთხოვნის წინაპირობას. ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურება მხოლოდ ორ პირს შორის არსებულ ურთიერთობას არ მოიცავს და იგი დაკავშირებულია კომპანია ,,ლი----------------ის’’ კონტრაგენტების ინტერესებთანაც, რაც ბუნებრივია მოითხოვს ხელშეკრულებით კონკრეტული დროის განსაზღვრის საჭიროებას, რისი დარღვევაც წარმოშობს შესაბამის შედეგებს და აპელირება მოთხოვნის უსაფუძვლობასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი ხელშეკრულებით ნათელია 36 საათიან დროზე მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა. ამავდროულად, სადავო შემთხვევაში არ დგინდება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების არსებობა. საგულისხმოა, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოდგენილი შედავების პირობებში სადავოდ არ ხდის ტანკერის მოცდენასა და პერიოდს, თუმცა მიუთითებს მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებზე. კერძოდ, ხელშეკრულების 8.10 პუნქტით განისაზღვრა იმ საგამონაკლისო შემთხვევების ჩამონათვალი, რომელიც მოითხოვს დამატებით დროს და რომელიც ამავდროულად არ ითვლება მოქმედების დროში [ა) ინსპექტორის, საბაჟო ან საიმიგრაციო პროცედურების, ტანკერის პორტის აკვატორიაში შესვლის ნებართვის ლოდინი ან სხვა ადგილობრივი ადმინისტრაციული პროცედურები; ბ) ტანკერის მისადგომთან მიყვანა ღუზის სადგომიდან რეიდზე და ტანკერის დაყენება ნავმისადგომთან; გ) შეზღუდვები კომპანიის, გემის მფლობელის, დამფრახტველის. ტანკერის კაპიტანის ან ტე-------–ზე ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომლითაც იკრძალება, იზღუდება ან ყოვნდება ტვირთის გადატვირთვა ნებისმიერ დროს; დ) გატეხვა ან ტანკერის უუნარობა მიიღოს ტვირთი; ე) ოპერაციები ბალასტით, ტრიუმის წყლებით, ბუნკერირება, რომლებიც არ ხდება დატვირთვის სამუშაოების პარალელურად; ვ) მაგისტრალების მომზადება სხვადასხვა ტვირთის განცალკევებული დატვირთვისას; ზ) არასასურველი ამინდის ან საზღვაო ამინდი, რომელიც მოქმედებს კომპანიის ტანკერის დატვირთვაზე]. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კომპანია ,,ლი----------------ისაგან’’ პრეტენზიის წარდგენის ფორმალური მხარე, რომლის შესაბამისადაც, პრეტენზიას ტანკერის დაყოვნებაზე უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც შეიძლება გამოითხოვონ მხარეებმა ერთმანეთისგან. და ბოლოს, პრეტენზია ტანკერის დაყოვნებაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნის 90 დღის განმავლობაში საბოლოო დატვირთვის დღიდან, სხვა შემთხვევაში პრეტენზია გაუქმებულად ითვლება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, რომელიმე ზემოთ ხსენებული გარემოების დადასტურება, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისი ვალდებულების გამორიცხვის ან შემსუბუქების საფუძველი. კერძოდ მართალია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან წარმოდგენილია რიგი მტკიცებულებები ტანკერის დროული დაცლის შეუძლებლობის დასადასტურებლად, თუმცა მათი მეშვეობით უტყუარად არ დგინდება გარემოება, რომ კონკრეტულ სადავო პერიოდში შეუძლებელი იყო ტანკერის დროული გადმოტვირთვა, რაც ცალკე აღებული უამინდობის ან მოცდენის სხვა გარემოების არსებობის საფუძველზე ვერ გახდება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამავდროულად უსაფუძვლოა ტე-------–ის მხრიდან პრეტენზიის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების მოთხოვნა, რადგანაც მხარეთა შორის სადავოა არა მოცდენის ფაქტი, არამედ აღნიშნულ მოცდენაზე პასუხისმგებელი პირი. თავად გარემოება, რომ ტანკერების დატვირთვას ნაცვლად 36 საათისა დაჭირდა უფრო მეტი დრო სადავოდ არ არის გამხდარი და არც უარყოფს აღნიშნულს მოპასუხე, თუმცა უარს აცხადებს მის ანაზღაურებაზე ბრალის არ არსებობის საფუძვლით. შესაბამისად აპელირება დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობასთან მიმართებით საფუძველს მოკლებულია, რამეთუ თავად ნა----------------–ისათვის არის ცნობილი მის მიერ ტვირთის დროული დატვირთვის შეუძლებლობა და მტკიცებულების არ არსებობის საფუძვლით ანაზღაურებაზე უარის თქმა საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კომპანია ,,ლი---- თრეიდიგნის’’ მიერ წარმოდგენილია UN-------------M------------------ის წერილი, რომლითაც დეტალურად არის გამოთვლილი, თითოეულ ტანკერთან მიმართებით დემერეჯის ოდენობა, რაც სასამართლო მიხედულებით საკმარისი მტკიცებულებაა პრეტენზიის წარდგენისათვის.

 

რაც შეეხება, პრეტენზიის წარსადგენად 90 დღიან ვადას, აღნიშნულთან მიმართებით მნიშვნელოვანია განიმარტოს ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტი, რათა განისაზღვროს კონკრეტული ვადის ათვლის საწყისი. სადავო შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცებით გასულია შესაბამისი პრეტენზიის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადა, რის გამოც გაქარწყლებულია აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება, რასაც არ ეთანხმება თავის მხრივ მოსარჩელე, რომლის მტკიცებითაც მოთხოვნის ვადის ათვლა იწყება, მისთვის პრეტენზიის წარდგენის მომენტიდან, ხოლო სადავო შემთხვევაში UN-------------M------------------ის მიერ თანხები მოთხოვნილია 2017 წლის წერილით, რა დროიდანაც უნდა აითვალოს 90 დღიანი ვადა.

 

ხელშეკრულების 8.14 პუნქტის შესაბამისად, ,,პრეტენზია ტანკერის დაყოვნებაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნის 90 დღის განმავლობაში საბოლოო დატვირთვის დღიდან, სხვა შემთხვევაში პრეტენზია გაუქმებულად ითვლება’’. ამდენად, ხელშეკრულების სიტყვა-სიტყვითი განმარტების შესაბამისად, 90 დღიანი ვადის ათვლა იწყება საბოლოო დატვირთვის დღიდან და სწორედ აღნიშნული საფუძვლით ტე-------–ი უარს აცხადებს დემერეჯის ანაზღაურებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 338-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულების კონკრეტული ჩანაწერის შინაარსისა და შესაბამისად მხარეთა ნამდვილი ნების დასადგენად მნიშვნელოვანია, მისი განმარტება მოხდეს სისტემურად, სხვა ნორმებთან კონტექსტში და არა მხოლოდ სიტყვა-სიტყვით გადმოცემული განმარტების შესაბამისად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას და აღნიშნულ 90 დღიან ვადას ვერ აითვლის ტვირთის საბოლოო დატვირთვის დღიდან, რამეთუ ხელშეკრულების სხვა პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული მოთხოვნისა და პრეტენზიის წარდგენის უფლება კომპანია ,,ლი----------------ს’’ მინიჭებული ჰქონდა, თუ მას თავის მხრივ პრეტენზიას წარუდგენდნენ თავისი კონტრაგენტები, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარედგინა კომპანიას შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’. შესაბამისად, ხელშეკრულების სადავო ჩანაწერის სიტყვა-სიტყვით განმარტება არსებულ ვითარებაში ვერ გამოდგება და იგი უნდა განიმარტოს სისტემურად ხელშეკრულების ზოგადი ბუნებისა და მისი სხვა ნორმებთან კავშირში განხილვის გზით. ამდენად, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ 90 დღის ვადა უნდა აითვალოს კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ მისი კონტრაგენტების მხრიდან წარდგენილი პრეტენზიის შემდგომ, რამეთუ თავად ხელშეკრულებით კონკრეტული მოთხოვნის უფლების არსებობისათვის განისაზღვრა სხვა პირთა მხრიდან მოთხოვნის წარდგენა კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ და ბუნებრივია მოთხოვნის წარმოშობა და მისი რეალიზება სრულად არის დამოკიდებული კონტრაგენტების მხრიდან უშუალოდ კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ წარდგენილ პრეტენზიაზე.

 

სასამართლო ამავდროულად ვერ გაიზიარებს მოპასუხის ვერც იმ პოზიციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს საზღვრაო კოდექსის 132-ე მუხლი, თითქოს იმ საფუძვლით, რომ მოხმობილი კოდექსის 114-164-ე მუხლებში მოცემული წესები, რომლებიც ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (საზღვაო კოდექსის 117-ე მუხლი). არსებული ჩანაწერი არ გამორიცხავს კოდექსის მოქმედებას ხელშეკრულების არსებობისას, უფრო მეტიც კანონის რეგულირებაში ექცევა უშუალოდ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ ტვირთის დაცლის დროზე, თუმცა ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, შეთანხმებული ვადის დარღვევის შედეგები, რაც ლოგიკურია უნდა გადაწყდეს კანონის შესაბამისად. კანონმდებლობით სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების არსებობა სწორედ მიმართულია იმ ვითარების დასარეგულირებლად, რომელიც ხელშეკრულებით მხარეთა მიერ არ არის შეთანხმებული. ამდენად მტკიცება, საზღვაო კოდექსის არსებულ ურთიერთობაზე გაუვრცელებლობასთან მიმართებით საფუძველს მოკლებულია, რადგანაც სახელშეკრულებო ურთიერთობა თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სწორედ მითითებული კოდექსიდან გამომდინარეობს და ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული უნდა გადაწყდეს კოდექსზე დაყრდნობით. ამავდროულად, ხელშეკრულებით გარკვეული შეზღუდვის დაწესება (კონკრეტულ შემთხვევაში დრო), თავისთავად გულისხმობს აღნიშნულის დაცვის ვალდებულებას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პასუხისმგებლობის დაწესებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად შეზღუდვის არსებობა აზრს მოკლებულია და იგი ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მხარეთა კეთილსინდისიერებაზე.

 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ერთ შემთხვევაში ამტკიცებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე საზღვაო კოდექსის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გამორიცხავს ამავე კოდექსზე მითითებით და განმარტავს, რომ კოდექსის შესაბამისად, მოცდენის საფასურთან მიმართებით პრეტენზია უნდა მომდინარეობდეს გემთმფლობელისაგან, ხოლო UN-------------M----------------- არ წარმოადგენს უშუალოდ გემთმფლობელს, რის გამოც დემერეჯის თაობაზე მოთხოვნა არ უნდა ანაზღაურდეს. სასამართლო მითითებულ შედავებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც ხელშეკრულებით განისაზღვრა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში უზრუნველეყო ტანკერების ჩამოტვირთვა, რისი განუხორციელებლობაც წარმოშობს მის პასუხისმგებლობას მოცდენის საფასურის ანაზღაურებასთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულება

- ელ წერილები (ტ.7, ს.ფ. 129)

- განცხადება ფაქტების შესახებ (ტ.7, ს.ფ. 140; 144; 147; 151; 155)

- სა---------–----------------------------------------------ს სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბა-----ის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურის ცნობა ამინდის თაობაზე, (ტ.7. ს.ფ. 142);

ცნობა ღუზის დაშვების შეუძლებლობის შესახებ (ტ.7, 149; 153);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. მხარეთა შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ბა--------------------------–ი’’ საპასუხისმგებლო შენახვის პირობით იღებს კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ მიწოდებულ ნავთობს, რასთან მიმართებითაც გადაცემის ეტაპზე ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება ტვირთის ხარისხის განსაზღვრა. ტვირთის საპასუხისმგებლო შენახვა, თავის მხრივ გულისხმობს გადაცემული ნავთობის ხარისხის შენარჩუნებას, რაც რიგ შემთხვევებში დარღვეულია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან. კერძოდ, 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, ოპერატორი პასუხს აგებს ესტაკადაზე მიღებული ტვირთის რაოდენობასა და ხარისხზე მე-6 და მე-8 მუხლების თანახმად და მე-5 მუხლით დადგენილ ფარგლებში. ასეთი პასუხისმგებლობა დგება პირდაპირ დამტკიცებული გულგრილობითა ან გადაცდომით, ზუსტად განსაზღვრული დანაკარგის ფარგლებში. ხელშეკრულების 5.4 მუხლის თანახმად, ნავთობისა და ნა------------------ების გადაზიდვისას მხედველობაში მიიღება ნავთობის და ნა------------------ების ბუნებრივი დანახარჯი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2014 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წელს ტე-------–მა მიიღო და ჩაიბარა ჩე-–-----ს მარკის ნავთობის რამდენიმე პარტია, მიწოდებული ვაგონ-ცისტერნებით 419 60.209 მეტრული ტონის საერთო რაოდენობით (2016 წლის 15 აპრილის მდგომარეობით). ბა--------------------------–ის რეზერვუარებში ჩე-–-----ს ნედლი ნავთობის მიწოდება დაიწყო BO---------------------------------------------TL) ხელშეკრულებით 2016 წლის 22 იანვარს. მიღებული ტვირთი სათანადოდ იყო ტესტირებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად და გადაეცა ბა--------------------------–ს საპასუხისმგებლო შენახვის პირობით. ვაგონცისტერნების ყოველ პარტიაზე გაფორმებულია შესაბამისი აქტი. თუმცა, როდესაც ტე-------–ის ლაბორატორიამ და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა განახორციელეს ტვირთის ტესტირება სანაპირო ტე-------–ებში, დადგინდა, რომ ნავთობის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, გაიზარდა ნავთობის სიმკვრივე რამდენიმე ერთეულით. სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით (დენადობის ტემპერატურისა და გოგირდის შემცველობის, რომლებიც არსებითად განსხვავდება ჩე-–-----ს მარკის ნავთობის პარამეტრებისაგან) მტკიცდება, რომ ტვირთი - ჩე-–-----ს მარკის ნავთობი დაბინძურდა საპასუხისმგებლო შენახვის დროს. მოსარჩელის მითითებით, ჩე-–-----ს ნავთობი ტე-------–მა მოათავსა რეზერვუარებში, სადაც იყო სხვა გადამზიდავის მძიმე დისტილატის ნარჩენები, რაც კომპანია ,,ლი----------------თან’’ შეთანხმებული არ ყოფილა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,S-- G-----A’’-ს მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები, რომლებითაც დგინდება შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’ საპასუხისმგებლო შენახვის პირობით გადაცემული ნავთობის ხარისხის გაუარესება (ნიმუშის აღების მეთოდი: ზედა-შუა-ქვედა, ,,გ-----’’ სტანდარტის მიხედვით). ამავდროულად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ხარისხის გაუარესებით განცდილი ზიანის დეტალური გაანგარიშება, რომელიც განსაზღვრულია ნავთობის სიმკვრივის გაზრდისა და ხარისხის გაუარესების შედეგად შემცირებული ბარელის და შესაბამისად დამდგარი ზიანის ოდენობა განსაზღვრულია - 458 774. 33 აშშ დოლარით, კერძოდ:

 

- ,,Ns-------d’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი 05.02.2016) გადმოტვირთული ნავთობის თეორიული სიმკვრივე იყო 0,8203, ხოლო რეალური სიმკვრივე სანაპირო რეზერვუარებიდან - 0,8246. სხვაობამ თეორიულ და რეალურ სიმკვრივეს შორის შეადგინა 0,0043 ერთეული. სიმკვრივის გაზრდამ გამოიწვია ნავთობის დამძიმება და მისი მოცულობის შეცვლა, დაკარგული ნავთობის ოდენობამ შეადგინა 3 829 ბარელი, რომლის გაყიდვის ფასი იყო 30,490 აშშ დოლარი, შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 116 746,21 აშშ დოლარს.

 

- ,,Ns-------d’’-დან სხვა დროს გადმოტვირთული ნავთობის შემთხვევაშიც (კონოსამენტის თარიღი - 27.02.2016 წელი) იგივე განმეორდა. რეზერვუარებში არსებული დაბალი ხარისხის ნავთობთან შერევის გამო გაიზარდა სიმკვრივე 0,0029 ერთეულით (თეორიული სიმკვრივე იყო 0,8198, ხოლო რეზერვუარში მოხვედრის შემდეგ 0,8227), სიმკვრივის გაზრდამ კი გამოიწვია 1 311 ბარელის დაკარგვა. ბარელის გაყიდვის ფასი იმ პერიოდში იყო 3----- აშშ დოლარი, შესაბამისად ზიანი შეადგენს 47 608,97--–– დოლარს.

 

- ,,Сe------i’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი 05.03.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის კუთრი წონა, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, შეიცვალა 0,0033 ერთეულით, რამაც გამოიწვია 2 843 ბარელის დაკარგვა. ბარელის ფასი შეადგენდა 3----- აშშ დოლარს, შესაბამისად ზიანმა შეადგინა 91 772,04--–– დოლარი.

 

- ,,ET-------s’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი - 31.03.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის სხვა დაბალი ხარისხის ნავთობთან შერევის შემდეგ, სიმკვრივე შეიცვალა 0,0023 ერთეულით. დაკარგული ბარელის რაოდენობაა 1 397. იმ პერიოდისთვის ბარელი ნავთობის ფასი შეადგენდა 36,168 აშშ დოლარს, გამოწვეული ზიანი კი 50 526,7--–– დოლარია.

 

- ,,Se-----e’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი 11.04.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, სიმკვრივე შეიცვალა 0,0011 ერთეულით, რამაც გამოიწვია 786 ბარელის დაკარგვა. ბარელის ფასი შეადგენდა 3----- აშშ დოლარს, შესაბამისად ზიანმა შეადგინა 30 083,69 (30 095,94) აშშ დოლარი.

 

- ,,ET-------s’’ გემიდან (კონოსამენტის თარიღი - 30.04.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, სიმკვრივე შეიცავალა 0,0018 ერთეულით, რამაც გამოიწვია 1 444 ბარელის დაკარგვა. ბარელის ფასი შეადგენს 4----- აშშ დოლარს, ზიანმა კი შეადგინა 62 847,21 აშშ დოლარი.

 

- გემიდან ,,Pr----o’’ (კონოსამენტის თარიღი - 27.05.2016 წელი) გადმოტვირთული ნავთობის, ბა--------------------------–ის რეზერვუარებში მოხვედრის შემდეგ, სიმკვრივე შეიცვალა 0,0019 ერთეულით, რამაც გამოიწვია 1 216 ბარელის დაკარგვა, ბარელის ფასი შეადგენს 4----- აშშ დოლარს, ზიანმა კი შეადგინა 59 189,53 (59 194,880) აშშ დოლარი.

 

სასამართლო ზემოთ ხსენებულ დანაკარგთან მიმართებით პასუხისმგებელ პირად განიხილავს შპს ,,ბა--------------------------–ს’’ და ვერ გაიზიარებს მის მტკიცებას ამგვარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობასთან მიმართებით. უპირველესად მიზანშეწონილია განიმარტოს, რომ სასამართლო როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში დავის გადაწყვეტისას უმთავრესად საკითხს აფასებს ვალდებულებით-სამართლებრივ ჭრილში და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სწავლობს მოთხოვნის საფუძვლიანობას. კონკრეტული გარემოებისა და სასარჩელო მოთხოვნის შესაფასებლად გადამწყვეტია, რომ ხელშეკრულების 5.3 მუხლის საფუძველზე ბა--------------------------–ს ნაკისრი ჰქონდა საპასუხისმგებლო შენახვა. ასევე, უდავოა ფაქტი, რომ ნავთობის ხარისხი გაუარესდა (სიმკვრივე გაიზარდა) შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საპასუხისმგებლო შენახვის ეტაპზე. ამავდროულად გარემოების შესაფასებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩე-–-----ს ნავთობის ხარისხის/სიმკვრივის დასაშვებ ცვლილებასთან მიმართებით მხარეთა შორის შეთანხმება არ არსებობს. ამდენად, მოხმობილი გარემოებების ერთობლივი ანალიზი გამორიცხავს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ წარმოდგენილი ვრცელი შედავების გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც თავის მხრივ უთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება. კერძოდ, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებით, სიმკვრივის შეცვლა განხორციელდა დასაშვებ ფარგლებში, რის დასტურადაც მხარეს წარმოდგენილი აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რადგანაც თავად ხელშეკრულება ცვლილების დადგენილ სტანდარტს არ შეიცავს და არ დგინდება მხარეთა მიერ სიმკვრივის დასაშვებ ცვლილებასთან მიმართებით ორმხრივი ნების გამოვლენა, რაც აქარწყლებს მოპასუხის პოზიციას და წარმოდგენილ მტკიცებულებებს ხარისხის დასაშვებ ცვლილებასთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებით, საკმაოდ ვრცლად არის დარეგულირებული ნავთობის ხარისხისა და სიმკვრივის შესწავლის საკითხი, თუმცა აღნიშნულის პარალელურად ხელშეკრულება არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ნავთობის ხარისხისა და სიმკვრივის დასაშვებ ცვლილებასთან მიმართებით, რაც ერთობლიობაში ამყარებს მოსარჩელის პოზიციას ამგვარი ცვლილების დაუშვებლობასთან მიმართებით. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებით ნავთობის ხარისხის ცვლილება გარდაუვალია, რაც განპირობებულია შესანახ რეზერვუარებზე სხვა ნარჩენების არსებობით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო ტე-------–ს განუმარტავს, რომ ხელშეკრულებით კონკრეტული გარემოების მოუწესრიგებლობა, მის რისკს წარმოადგენდა და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ტე-------–ის მიერ მითითებული მტკიცება უტყუარია, მას ევალებოდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით წერილობით მოეწესრიგებინა საკითხი ნავთობის ხარისხის დასაშვებ ცვლილებასთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენა შესანახად გადაცემული ნავთობის ხარისხის ცვლილების რაიმე დასაშვებ სტანდარტთან მიმართებით, შესაბამისად მტკიცება აღნიშნულთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, სასამართლო ვერ გასცდება მისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს და ვერ შეაფასებს ხარისხის ცვლილების დასაშვებობასა თუ გარდაუვალობას, რამეთუ აღნიშნული თავად ურთიერთობის მომწესრიგებელი აქტით (ხელშეკრულება) დარეგულირებული არ არის, რაც წარმოშობს იმ მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველს, რომელიც სადავოდ ხდის ცვლილების არსებობას. ამავდროულად, სასამართლო ზიანის ოდენობასთან მიმართებით სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას, რისი გაბათილებაც მოწინააღმდეგე მხარემ სხვა მეთოდის შემოთავაზებით ვერ უზრუნველყო.

 

სასამართლო მოპასუხის ვერც იმ მტკიცებას ვერ გაიზიარებს, რომ თითქოს მისი მხრიდან უხეშ დაუდევრობას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად ხელშეკრულების 5.3 პუნქტის საფუძველზე უნდა გამოირიცხოს მისი პასუხისმგებლობა, რადგანაც სწორედ მის ვალდებულებას შეადგენდა უზრუნველეყო ტვირთის სათანადო შენახვა, რის სანაცვლოდაც იხდის კომპანია ,,ლი----------------ი’’ მომსახურების საფასურს და გარემოება, რომ ტე-------–ის რეზერვუარებში სხვა გადამზიდველების ნარჩენებია უთითებს სწორედაც ტე-------–ის მხრიდან იმ ხარისხის დაუდევრობაზე, რამაც წარმოშვა კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ შესაბამისი მოცულობის ზიანი.

 

უსაფუძვლოა ასევე, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 5.4 პუნქტის მოხმობა (,,ნედლი ნავთობისა და ნა------------------ების გადაზიდვისას მხედველობაში მიიღება ნავთობისა და ნა------------------ების ბუნებრივი დანახარჯები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.’’) და იმის მტკიცება, თითქოს აღნიშნული პუნქტით დგინდება მხარეთა შეთანხმება ჩე-–-----ს ნავთობის ხარისხის/სიმკვრივის და შესაბამისად მისი მოცულობის ცვლილებასთან მიმართებით. ხელშეკრულების კონკრეტული ჩანაწერით ცალსახად არ დგინდება მხარეთა ნების არსებობა აღნიშნული მოცულობით ნავთობის დანაკარგთან მიმართებით, რისი დაუდასტურებლობაც გამორიცხავს ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტის ფართოდ განმარტების შესაძლებლობას. გარდა აღნიშნულისა მოპასუხის მტკიცებით, რამდენადაც მხარეთა შორის ჩე-–-----ს ნავთობთან მიმართებით არ არის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობა, მისი გამოთვლის მეთოდი და შესაძლო ზიანის კომპენსაციის პირობები, ანალოგიის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შა----------ს ნავთობთან მიმართებით შეთანხმებული პირობებით, რაც რასაკვირველია ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან თავად ნავთობის ტიპის განსხვავებულობიდან გამომდინარე. ამავდროულად, მხარეებმა გარკვეული პირობები შეათანხმეს კონკრეტულად შა----------ს ნავთობთან მიმართებით და მისი ანალოგიის გზით გავრცელება სხვა ტიპის ნავთობზე საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება შესაბამისობაში მხარეთა ნებასთან, რამეთუ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს სურვილი ექნებოდათ აღნიშნული პირობებით მოეწესრიგებინათ ჩე-–-----ს ნავთობთან დაკავშირებული საკითხები, იგი გახდებოდა ამავე ხელშეკრულების საგანი, რისი არ არსებობაც გამორიცხავს აღნიშნული გაზიარების საფუძველს.

 

ნავთობის ხარისხის გაუარესების გამო, 2016 წლის 1 აპრილიდან საჭირო გახდა ლაბორატორიის S---ის ინსპექტორები ყოველდღიური კონტროლისთვის, მათ შორის სინჯების ასაღებად და ტე-------–ის სინჯებთან მათ შესადარებლად. ლაბორატორიის ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 285--–– დოლარს. ასევე საჭირო გახდა სინჯების შენახვა და ვადის გახანგრძლივება, რისი ვალდებულებაც გააჩნდა ტე-------–ს, მაგრამ ვერ ასრულებდა. 2016 წლის 7 ივნისის მდგომარეობით, ტე-------––ი ხარისხის ყოველდღიურ კონტროლზე დახარჯულია 21 415--–– დოლარი.

 

სასამართლო კონკრეტულ ხარჯებთან მიმართებითაც ვალდებულ პირად მიიჩნევს შპს ,,ბა--------------------------–ს’’, რომლის ვალდებულებასაც შეადგენს მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს გადაცემული ნავთობის ხარისხის და რაოდენობის შენარჩუნება. ამავდროულად, მართალია ხელშეკრულების 9.8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ - ,,ინსპექტორის ჰონორარს და ხარჯებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ფარავს კომპანია. როდესაც საჭიროა დამატებითი ანალიზი ხარისხზე დავის გადასაჭრელად, ჰონორარს ფარავს ის მხარე, რომელმაც მოითხოვა ასეთი ანალიზის ჩატარება.’’ თუმცა ამავე პუნქტის ბოლო წინადადებით შეთანხმებულია, რომ ,,დამატებითი ანალიზის ღირებულება შეიძლება შევიდეს ხარისხზე საბოლოო პრეტენზიაში’’, რაც გულისხმობს პრეტენზიის წარმდგენი მხარის უფლებას მოითხოვოს იმ თანხების ანაზღაურება, რომელიც მისი მხრიდან გაწეულია მეორე მხარის დაუდევარი ქცევის საფუძველზე ტვირთის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით. გარდა აღნიშნულისა, კონკრეტულ შემთხვევაში ინსპექტირების ხარჯები წარმოადგენს იმ დამატებით ხარჯს, რაც ნაწარმოებია ნავთობის ხარისხის გაუარესებისა და დამატებითი დანაკლისის თავიდან არიდების საფუძვლით, რომელზეც როგორც ზემოთ აღინიშნა ბრალეულ პირად მიჩნეული უნდა იქნეს შპს ,,ბა--------------------------–ი’’, ზოგადი წესის შესაბამისად სუბიექტის ბრალეული ქმედებით წარმოშობილ ზიანსა და მისგან გამომდინარე დამატებით ხარჯებთან მიმართებით პასუხისმგებლობა ეკისრება ამავე ბრალეულ პირს.

 

საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის მუდმივად მიმდინარეობდა პოზიციების ურთიერთგაცვლა ნავთობის ხარისხის გაუარესებასა და მისი გამომწვევი მიზეზების განმარტებასთან მიმართებით. კომპანია ,,ლი----------------მა’’ არაერთხელ მიმართა შპს ,,ბა--------------------------–ს’’ მითითებული გარემოების აღმოფხვრის მიზნით, ასევე მიწერილობის ფარგლებში განუმარტა იმ ზიანის თაობაზე, რასაც კომპანია განიცდის ტე-------–ის ბრალეული ქმედების საფუძველზე, შესაბამისად შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცება, თითქოს რეზერვუარებში ნარჩენების არსებობა ცნობილი იყო კომპანიისათვის და რაც მთავარია მისთვის მისაღები იყო ამგვარი დანაკარგის არსებობა უსაფუძვლოა. კონკრეტული ქმედებით (უმოქმედობით), კიდევ ერთხელ დასტურდება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან ბაზრის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც ვლინდება იმ გარემოებაში, რომ კომპანია ,,ლი----------------ი’’ სათანადო კონკურენციის არ არსებობის პირობებში იძულებულია მიიღოს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მომსახურება, მიუხედავად არსებული დანაკარგისა. ამდენად, აღნიშნული საფუძვლითაც გასაკიცხია ტე-------–ის მსგავსი მიდგომა თავის კონტრაგენტებთან, რაც ამყარებს მოთხოვნას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობასთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხარისხის სერთიფიკატები (ტ. 3. ს.ფ. 152-200);

- 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულება;

- ნავთობისა და გაზის ანალიზის საგამოცდო ლაბორატორია (ტ.7, ს.ფ. 214-229);

- 21.04.2017წ. წერილი (ტ.7, ს.ფ. 192-197);

- 17.05.2017წ. წერილი (ტ.7, ს.ფ. 200-201);

- 20.072017წ. წერილი (ტ.7, 206-211).

- სიმკვრივის დადგენის ტესტ-მეთოდები (ტ.7, ს.ფ. 248-289);

- 18.04.2016წ. პრეტენზია N958621 (ტ.3, ს.ფ. 131-134);

- 18.04.2016წ. გაცემული N1------- ანგარიშფაქტურა (ტ.3, ს.ფ. 150);

- 07.06.2016წ. პრეტენზია N958622 (ტ.3, ს.ფ. 140-144);

- 07.06.2016წ. გაცემული N1------- ანგარიშფაქტურა (ტ.3, ს.ფ. 147)

- 04.07.2017წ. წერილი (ტ.3, ს.ფ. 85-91);

- 10.06.2016წ. წერილი (ტ.3, 125-126);

- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.16, ს.ფ. 118-140);

- ცნობა/ამონაწერი დავალიანების შესახებ მონაცემებიდან (ტ. 6, ს.ფ. 38-48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.5. კომპანია ,,ლი----------------ს’’ ერიცხება დავალიანება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ 1 301 549.5--–– დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 1 179 974.5--–– დოლარი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 121 575--–– დოლარი.

 

შეგებებული სარჩელის ფარგლებში შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ითხოვს მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ 3 110 728.64 აშშ დოლარისა და 79 837.42 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც ნაწილობრივ ცნო მოვალე სუბიექტმა და ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების საფუძვლით მიუთითა აღნიშნულ ნაწილში ვალდებულების შეწყვეტაზე.

 

კონკრეტული საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ვალდებულების მოცულობა, რამეთუ თავად ვალდებულების არსებობას კომპანია ,,ლი----------------ი’’ არ უარყოფს და მას სადავოდ ხდის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილში. კერძოდ, კომპანია ,,ლი----------------ი’’ არ უარყოფს გარემოებას, რომ 31.01.2016 წლიდან - 08.01.2018 წლამდე გაცემული ინვოისების საერთო ჯამი დღგ-ს გარეშე შეადგენს - 9 706 177.99 აშშ დოლარს. ასევე, 31.01.2017 წლიდან - 08.01.2018 წლამდე გაცემული ინვოისების საერთო ჯამი შეადგენს - 2-------- აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე). თუმცა არ ეთანხმება მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების სრული მოცულობის 3 110 728,64--–– დოლარის ოდენობით განსაზღვრასთან მიმართებით, რამეთუ მისი ოდენობა შემცირებულია ვალდებულების შესრულების საფუძვლით, თანახმად სკ-ის 427-ე მუხლისა. შემცირებული ვალდებულების ფარგლებში კომპანია ,,ლი----------------ს’’ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ ეკისრება დავალიანება 1 301 549.5--–– დოლარი, საიდანაც დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობაა - 121 575--–– დოლარი.

 

კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში პერიოდულად ფორმდებოდა შედარების აქტები, რომლითაც კომპანია ,,ლი----------------ი’’ ადასტურებდა მისი დავალიანების მოცულობას, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ. კერძოდ:

- 2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით კომპანია ,,ლი----------------ის’’ დავალიანების მოცულობა განისაზღვრა -1 742 271.19 აშშ დოლარით;

- 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით - 1 764 934.1---–– დოლარით;

- 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით - 1 998 138.48 აშშ დოლარით;

- 2017 წლის 30 აპრილის მდგომარეობით - 1 253 037.77--–– დოლარით;

- 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით - 15 540.56--–– დოლარით;

- 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით - 1 067 704.54--–– დოლარით;

- 2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით - 1 028 235.97--–– დოლარით;

- 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით - 951 739.60 აშშ დოლარით;

- 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით - 1 144 056.86--–– დოლარით;

- 2017 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით - 1 025 017.81 აშშ დოლარით;

- 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით - 1 234 898.57--–– დოლარით;

 

კომპანია ,,ლი----------------ის’’ დავალიანების ნაწილის დაფარვას, სკ-ს 371-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ახორციელებდა შპს ,,კა------------------’’. ჯამში აღნიშნული გადარიცხვებით შემცირებულია კომპანიის დავალიანება 2 010 591.35--–– დოლარის ოდენობით და შესაბამისად დავალიანების მოცულობა ნაცვლად მოთხოვნილი 3 190 566.06--–– დოლარისა (3 110 728.64 აშშ დოლარის + 79 837.42 აშშ დოლარი) უნდა განისაზღვროს 1 301 549.5--–– დოლარით.

 

სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. სკ-ს 371-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია.

 

შპს ,,კა------------------ს’’ მიერ კომპანია ,,ლი----------------ის’’ ვალდებულების შესრულების მიზნით შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ გადარიცხულია ჯამში - 2 061 845--–– დოლარი, კერძოდ:

- 03.02.2017წ. – 211 845--–– დოლარი;

- 02.03.2017წ. – 100 000 აშშ დოლარი;

- 23.03.2017წ. – 100 000 აშშ დოლარი;

- 19.04.2017წ. – 300 000 აშშ დოლარი;

- 26.04.2017წ. – 500 000 აშშ დოლარი;

- 05.06.2017წ. – 100 000 აშშ დოლარი;

- 13.06.2017წ. - 350 000 აშშ დოლარი;

- 13.07.2017წ. – 250 000 აშშ დოლარი;

- 26.10.2017წ. – 150 000 აშშ დოლარი; (გადამრიცხველად მითითებულია: სონატა ალიანს ინკ ტ.15, ს.ფ. 128)

 

მცდარია შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცება შპს ,,კა------------------ს’’ მიერ განხორციელებული გადახდების ვალის გადაკისრებად მიჩნევასთან მიმართებით, რამეთუ ,,კა-----------------მა’’ განახორციელა სხვისი ვალდებულების შესრულება და არა ვალდებულების კისრება. მითითებულ ქმედებებს შორის არსებითი განსხვავება მდგომარეობს მათ სამართლებრივ შედეგში, კერძოდ ვალდებულების შესრულება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას (სკ-ს 427-ე მუხლი), შესაბამისად აღნიშნული ქმედება მისი ნამდვილობისათვის არ მოითხოვს კრედიტორის თანხმობას (სკ-ს 371-ე მუხლი). რაც შეეხება, ვალდებულების კისრებას, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეხება სკ-ს 204-ე მუხლი, აღნიშნული ქმედების სამართლებრივი შედეგია სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოვალე სუბიექტის ჩანაცვლება, რაც მოითხოვს კრედიტორის თანხმობას, რამეთუ კონტრაგენტის არჩევა სახელშეკრულებო თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამა თუ იმ პირთან ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა, თავისთავად გულისხმობს კონტრაგენტის მიმართ ნდობის გარკვეული სტანდარტის არსებობას, შესაბამისად, მხარე იმიტომ დებს აღნიშნულ პირთან და არა სხვა პირთან ხელშეკრულებას, რომ აქვს მისგან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების მოლოდინი ან ვარაუდობს, რომ მას მეტი ქონებრივი შესაძლებლობა, მეტი უზრუნველყოფის გარანტია გააჩნია და ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხის იძულებით წესით ამოღებას შეძლებს.

 

ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულებაში ვალდებული პირის შეცვლა, ე.წ. ვალის გადაკისრება და მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება. მესამე პირის მიერ შესრულება განსხვავდება ვალის გადაკისრებისაგან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სანივთო სამართლებრივ გარიგებას, რომელიც აბსოლუტურად ცვლის ურთიერთობის სუბიექტებს. მთავარი განსხვავება, მდგომარეობს იმაში, რომ მოვალის შეცვლა, ანუ ვალის გადაკისრება, მხოლოდ კრედიტორის თანხმობით არის შესაძლებელი (204-ე მუხლი), მაშინ როდესაც, მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის თანხმობას არ საჭიროებს, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან მოვალის მიერ ვალდებულების უშუალოდ შესრულების მოვალეობა არ გამომდინარეობს. სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ვალის გადაკისრება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს, ვალის გადაკისრების შედეგად ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში მოვალე იცვლება, მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება კი კრედიტორის მიმართ მოვალის ვალდებულების შეწყვეტას იწვევს (სკ-ს 427-ე მუხლი). სკ-ს 371-ე მუხლი ზოგადი წესის შესაბამისად დასაშვებად მიიჩნევს მესამე პირის მხრიდან ვალდებულების შესრულებას, რადგანაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ცვლილებას, არამედ მესამე პირის შესრულებით წყდება არსებული ვალდებულება, რაც დაუსაბუთებელს ხდის მისი ნამდვილობისათვის კრედიტორის თანხმობის საჭიროებას.

 

ამდენად, არსებულ ვითარებაში გაუმართლებელია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ შედავება მისი თანხმობის/ნებართვის საჭიროებასთან მიმართებით, რამეთუ შპს ,,კა------------------’’ უფლებამოსილი იყო შეესრულებინა კომპანია ,,ლი----------------ის’’ ვალდებულება, ხოლო შპს ,,ბა--------------------------–ი’’, არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო მიეღო ამგვარი შესრულება. ვითარებას არ ცვლის არც ის გარემოება, რომ შპს ,,კა-----------------ს’’ თავის მხრივ გააჩნია სხვა ვალდებულება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ, რამეთუ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ ნებას დაქვემდებარებული არ არის, თუნდაც მისი მოვალე სუბიექტის მხრიდან სხვა პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება. აღნიშნულთან მიმართებით, ანალოგიის გზით შესაძლებელია მოხმობილი იქნეს, ასევე სამოქალაქო კოდექსის 374-377-ე და 387-ე მუხლები, რომელთა ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოვალე თავად წყვეტს, თუ რომელ ვალდებულებას ასრულებს და მის ნებაზე იძულება დასაშვებია, მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას (მაგ: კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებითი აღსრულების წარმოება). დაუშვებელია კრედიტორის მიერ საკუთარი ინიციატივით მესამე პირის მიერ განხორციელებული შესრულება, მიმართული იყოს სხვა ვალდებულების დასაფარავად. ამდენად, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ არ არის უფლებამოსილი შპს ,,კა------------------ს’’ მიერ კომპანია ,,ლი----------------ის’’ სასარგებლოდ განხორციელებული გადახდები მიმართოს სხვა ვალდებულების დასაფარავად. შესაბამისად ვალდებულება სადავო ნაწილში შესრულებულად და შესაბამისად შეწყვეტილად უნდა იქნეს მიჩნეული. კრედიტორის უფლებას, მიიღოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, უპირისპირდება მოვალის უფლება, შესრულება განახორციელოს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. კრედიტორს უფლება არ აქვს უარი თქვას მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე, თუ არ არსებობს უშუალოდ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობა.

 

სასამართლო ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისას ვერ დაეყრდნობა, ვერც შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ ცალმხრივად შედგენილ ცნობას და ვერც ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მეშვეობითაც დაჯამებულია უშუალოდ კრედიტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და თავის მხრივ არ არის შეფასებული აღნიშნული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიჩნევა ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისათვის სათანადო მტკიცებულებად, თანახმად სსსკ-ს 102.3 მუხლისა.

 

საგულისხმოა, რომ ძირითადი ვალდებულების მოთხოვნილი ოდენობით არ არსებობა ასევე უსაფუძვლოს ხდის პირგასამტეხლოსთან, როგორც აქცესორულ ვალდებულებასთან მიმართებით არსებულ მოთხოვნას, რამეთუ სადავო შემთხვევაში, მიუხედავად მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო დათქმისა გაუმართლებელია მისი ნებისმიერი ოდენობით მოთხოვნა და კრედიტორს ევალება ზუსტად განსაზღვროს მისი მოცულობა. კონკრეტულ შემთხვევაში კომპანია ,,ლი----------------მა’’ სადავოდ გახადა, როგორც ძირითადი ვალდებულების მოცულობა, ასევე შეედავა მოთხოვნის ავტორს პირგასამტეხლოს მოცულობასთან მიმართებით, შესაბამისად შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით არსებობასთან მიმართებით, რის დასადასტურებლადაც მხოლოდ კრედიტორის მიერ შედგენილი ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა ვერ გამოდგება, პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალება მოითხოვს მასთან მიმართებით მხარეთა ცალსახა-მკაფიო შეთანხმებას. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით კონკრეტული თანხა არ შეთანხმებულა, არამედ განისაზღვრა მზარდი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც დაკავშირებულია ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულების ოდენობასა და ვადის გადაცილების ხანგრძლივობაზე, შესაბამისად მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა პირგასამტეხლოს ამ მოცულობით არსებობა, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ანალოგიურად, მიუღებელ შემოსავალთან მიმართებითაც უნდა აღინიშნოს, რომ იგი როგორც დამატებით მოთხოვნა (მეორადი ვალდებულება) დაკავშირებულია ძირითადი ვალდებულების დარღვევის ხარისხზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც კრედიტორმა მისი მოცულობა დაუკავშირა, სადეპოზიტო ანგარიშზე კონკრეტული ვადაგადაცილებული თანხის განთავსებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საერთაშორისო გადარიცხვები (ტ.15, ს.ფ. 108-142).

- შედარების აქტები (ტ.15, ს.ფ.142-185);

- წერილი (ტ.15, ს.ფ.283);

- ინვოისები

-13.02.2018წ. ცნობა (ტ.10, ს.ფ. 200);

- 08.02.2018წ. ცნობა (ტ.10, ს.ფ. 216).

- 12.06.2017წ. წერილი (ტ.15, ს.ფ. 105).

- 19.12.2017წ. წერილი (ტ.15, ს.ფ. 280-281);

- 25.05.2018წ. ცნობა (ტ.15, ს.ფ. 288);

- წერილი (ტ.15, ს.ფ.283);

 

3.2.6. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით გარდა არსებული დავალიანებისა, კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ ვალდებულების დარღვევისათვის ითხოვს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას, რასაც იგი უკავშირებს თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას და ამ მხრივ საპროცენტო სარგებლის მიღებას.

 

საგულისხმოა, რომ ტე-------–მა მიუღებელი შემოსავლის არსებობა, დაუკავშირა იმგვარ ფაქტს, რაც არ წარმოადგენს მის ჩვეულ საქმიანობას, კერძოდ შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით იგი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში მიღებულ თანხას განათავსებდა სადეპოზიტო ანგარიშზე და ამგვარად მიიღებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისათვის განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოთხოვნის ავტორს მითითებულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ტე-------–ის მხრიდან მიღებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას და შემოსავლის გარდაუვალად მიღების ფაქტს. არ დგინდება, რომ ტე-------–ის ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს დაუდასტურებელი ზიანი, რამეთუ სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ნაცვლად იმისა, რომ შემოსავლის წყაროდ მიეთითებინა მისი ჩვეული საქმიანობა, რაც მდგომარეობს ნა------------------ების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაში, მიუთითა იმგვარ გარემოებაზე, რაც მხოლოდ მისი ზეპირი მითითების საფუძველზე ვერ დადასტურდებოდა და ვერ გახდებოდა აღნიშნულის გაზიარების საფუძველი. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მეწარმე იურიდიული პირები მოგებას იღებენ სწორედ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 1.2 მუხლი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის მტკიცება თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებასთან და ამ გზით შემოსავლის მიღებასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რამეთუ მეწარმე იურიდიული პირის საქმიანობისათვის არ არის დამახასიათებელი მიღებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება და ამ გზით შემოსავლის მიღება. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიუღებელი შემოსავალი, როგორც მეორადი ვალდებულება, დაკავშირებულია თავდაპირველი (ძირითადი) ვალდებულების დარღვევასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა შპს ,,ბა--------------------------–მა’’ ვერ უზრუნველყო ვალდებულების მოთხოვნილი ოდენობით არსებობის დადასტურება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით არსებული მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრისათვის. ამდენად, მოთხოვნა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებითაც საფუძველს მოკლებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.7. სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი 0---------–. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეფასებული და დაანგარიშებულია კომპანია ,,ლი----------------ის’’ დავალიანება შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ. მითითებულ დოკუმენტს კონკრეტული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რამეთუ იგი ეფუძნება მოსარჩელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია უშუალოდ თანხების დაანგარიშება, კერძოდ რამდენად ზუსტად განხორციელდა კრედიტორის მხრიდან ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, რაც თავად ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, თანახმად სსსკ-ს 102.3 მუხლისა. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა ფულადი ვალდებულების კონკრეტული ოდენობით არსებობის დასადასტურებლად წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რასაც თავად მოთხოვნის მქონე სუბიექტის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ ჩაანაცვლებს. მხედველობაშია მისაღები გარემოება, რომ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------ს ე---------–----------ს 2018 წლის 3 აპრილის დასკვნით შეფასდა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართვის საფუძველზე, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე კომპანია ,,ლი---- თ---------ს’’ დავალიანების მოცულობა, კერძოდ დასკვნით შეფასდა რამდენიმე საკითხი, მათ შორის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების კვლევისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:

I - ინვოისებში შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ მითითებული ნავთობის მოცულობა შეესაბამება თვის განმავლობაში გაცემული გადამუშავების აქტში ან აქტებში მითითებული ნავთობის ნეტო მოცულობას, თა---------–----------------------------------ის ,,ლი----------------ის’’ მიერ გადაზიდული ტვირთის ნაწილში.

II - ინვოისებში მითითებული ნავთობის გადამუშავების ტარიფი ერთ ტონაზე შეესაბამება შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ს’’ შორის 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვლილებებით განსაზღვრულ დანართ 1-ში ასახულ ტარიფებს.

III - შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ ინვოისებში მითითებული ნავთობის გადამუშავების საფასური, მისი მოცულობისა და შპს ,,ბა--------------------------–სა’’ და თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ს’’ შორის 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართ N1-ში ასახული ნავთობის 1 ტონის გადამუშავებისათვის დაწესებული ტარიფის გათვალისწინებით, სწორად არის დაანგარიშებული.

IV - შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ, 2016 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით, თა---------–----------------------------------ა ,,ლი---- თ-----------ს’’ მისამართით გაცემული ინვოისების საერთო ჯამი დღგ-ს გარეშე შეადგენს 9 706 177.99 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით ინვოისების საერთო ჯამი დღგ-ს გარეშე შეადგენს 2-------- აშშ დოლარს.

V - 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, ამ პერიოდში თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ მისამართით გაცემულ ინვოისებში მითითებული გადამუშავებული ნავთობის მოცულობისა და შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ 2016 წლის 28 ნოემბრის წერილით ნავთობის ერთი ტონა გადამუშავებისათვის დაწესებული ტარიფის გათვალისწინებით, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ მიიღებდა დღგ-ს გარეშე 2--------.30 აშშ დოლარის ოდენობით შემოსავალს.

VI - 2017 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით ინვოისების საერთო ჯამს - 2-------- აშშ დოლარს და 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, ამ პერიოდში თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ მისამართით გაცემულ ინვოისებში მითითებული გადამუშავებული ნავთობის მოცულობისა და შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ 2016 წლის 28 ნოემბრის წერილით ნავთობის 1 ტონა გადამუშავებისათის დაწესებული ტარიფის გათვალისწინებით, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მისაღებ თანხას, 2--------.30 აშშ დოლარს შორის სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 551 152.3 აშშ დოლარს.

VII - შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიერ თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ისთვის’’ გაწეული მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, დასარიცხი ჯარიმა სულ შეადგენს 409 070 აშშ დოლარს.

VIII - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტებისათვის განსაზღვრული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით, გაანგარიშებული საპროცენტო სარგებლის საერთო ჯამი, 2018 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 134 376.09 აშშ დოლარს.

 

[სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცებულების ერთ-ერთ სახე დამოუკიდებლად ვერ დაადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტს, ასევე ვერ გამოდგება სათანადო მტკიცებულებად ფულადი ვალდებულების არსებობისა და მისი მოცულობის დასადასტურებლად, რამეთუ თავად ექსპერტიზის დასკვნა ემყარება მხოლოდ კრედიტორის მიერ წარდგენილ მონაცემებს, შესაბამისად დასკვნა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან კონკრეტული გარემოებისა დადასტურებისა და გაზიარებისათვის. წარმოდგენილ დასკვნას შესაძლოა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ჰქონდეს დამატებითი მტკიცებულების მნიშვნელობა დავალიანების ოდენობის განსაზღვრისას, თუმცა მასზე დაყრდნობით სასამართლო სადავო ფაქტობრივ გარემოებას ვერ დაადგენს, რის გამოც კონკრეტულ მტკიცებულებაზე მოთხოვნის დამყარება ვერ განაპირობებს მისი გაზიარების საფუძველს.].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 0---------–. ექსპერტიზის დასკვნა (ტ.11, ს.ფ. 229-244);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, კომპანია ,,ლი----------------ის’’ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საზღვაო კოდექსი;

,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას (სკ-ის 316.1.; 317.1. მუხლები). მოცემული დავის ფარგლებში მხარეთა დაპირისპირებული მოთხოვნების უმთავრესი საფუძველია 12.09.2014 წლის მომსახურების ხელშეკრულება და 11.03.2016 წლის დამატებითი შეთანხმება.

 

6.2. საქმეზე დადგენილია, რომ კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის 2014 წლის 12 სექტემბერს დაიდო ბა--------------------------–ზე ტვირთის გადაზიდვის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ბა--------------------------–მა’’ იკისრა ვალდებულება, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ 12.09.2014წ-31.12.2017წ.-მდე პერიოდზე გაეწია კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ ტე-------––ი ტვირთის გადაზიდვის მომსახურება გამტარუნარიანობის ზღვრამდე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა გადაზიდვის მომსახურების ტარიფები, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე. კერძოდ:

ა) მაზუთი (წელიწადში):

- 90 000-მდე ტონა - 1---–– დოლარი;

- 90 001-ზე მეტი ტონა - 5--–– დოლარი;

ბ)ნავთობი (თვეში):

- 42 000-მდე ტონა - 6--–– დოლარი;

- 42 000 – 83 000 ტონა - 5--- აშშ დოლარი;

- 83 000 – 125 000 ტონა - 5--–– დოლარი;

- 125 000 – 167 000 ტონა - 4--- აშშ დოლარი;

- 167 000 – 208 000 ტონა - 4--–– დოლარი;

- 208 000 ტონა - 3-----–– დოლარი;

გ)მსუბუქი პროდუქტების ექსპორტი (წელიწადში):

- 450 000-მდე - 6--- აშშ დოლარი;

- 450 000-ზე მეტი - 5--–– დოლარი;

 

6.3. 12.09.2014 წლის მომსახურების ხელშეკრულებასთან მიმართებით, კომპანია ,,ლი----------------სა’’ და შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება N1, რომლითაც გარკვეული ცვლილებები და დამატებები შევიდა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად შეიცვალა მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი. კერძოდ, მომსახურების ხელშეკრულების მოქმედებასთან მიმართებით, 11.03.2016 წლის დამატებითი შეთანხმების 1-ლი პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ყოველ შემდგომ კალენდარულ წელს, თუ კომპანია ,,ლი----------------ი’’ დაიცავს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ამავე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ განსაზღვრული პირობებით ტარიფების ყოველწლიურ ინდექსაციასთან მიმართებით. ამავდროულად, დამატებითი შეთანხმების 11.10 პუნქტით განისაზღვრა, ყოველწლიურად - 30 ნოემბრამდე ტარიფის გადასინჯვის შესაძლებლობა, რომელიც იმოქმედებს მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან, ამავე წლის გარანტირებული მოცულობების გათვალისწინებით, შემდეგი პირობების არსებობისას:

- აშშ დოლარის ინფლაცია, დეფლაციის შემთხვევების გარდა, დადასტურებული აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ;

- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლებიც მხარეთა საგადასახადო დატვირთვას ცვლიან;

- ენერგომატარებელზე (ელექტროენერგია, გაზი) ტარიფების ცვლილება, რომელიც ცვლის მხარეთა ეკონომიკურ მდგომარეობას;

- ნავთობზე ფასების ცვლილება ბარელზე 5-------–---ის ოდენობით Da--------t-ის კოტირებების მიხედვით.

 

6.4. სწორედ ხსენებული სახელშეკრულებო დათქმის საფუძვლით ითხოვს შპს ,,ბა--------------------------–ი’’ შეთანხმებული ტარიფის გაძვირებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აიძულებს კონტრაგენტს მიიღოს მის მიერ შეთავაზებული არასამართლიანი ფასი, რის აღკვეთასაც ემსახურება კომპანია ,,ლი----------------ის’’ პირველი სასარჩელო მოთხოვნა. იმის გათვალისწინებით, რომ ტე-------–ი წარმოადგენს კონკრეტულ რეგიონში დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტს კომპანია იძულებულია იმყოფებოდეს სწორედ შპს ,,ბა--------------------------–თან’’ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სამართლებრივად დასაძრახია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სხვა სუბიექტის ბაზრიდან განდევნის გზით გაუმართლებელი მოგების მიღება.

 

6.5. სსკ-ის 398-ე მუხლით რეგულირებულია ხელშეკრულების მისადაგების საფუძველები შეცვლილი გარემოებებისადმი, კერძოდ ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილი იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მოწესრიგების არსი სწორედ ვალდებულების შესრულებისკენაა მიმართული. ხელშეკრულება ორივე მხარისთვის შესრულებადი უნდა იყოს, როგორც მისი დადების მომენტში, ისე შემდგომ. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების დოქტრინა, როგორც სახელშეკრულებო ინტერესის რეალიზების მექანიზმი, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე აღმოცენდა და იგი მიმართულია გარიგების მონაწილე მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებით. ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილი მბოჭავი ნებით მხარეები ექვემდებარებიან კონკრეტულ სახელშეკრულებო დათქმას, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ იარსებებს ნორმით რეგულირებული წინაპირობები, მის მონაწილე სუბიექტებს კანონის საფუძველზე ენიჭებათ უფლება მოითხოვონ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ვალდებულების შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს ან მის ქონებას, რაც არაპროპორციულია ვალდებულების შესრულებით განსახორციელებელი სახელშეკრულებო ინტერესისა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზომიერი ცვლილება შესრულების სირთულის ხარისხსა და შესრულების ხარჯებში სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ჩვეული რისკი და თანამდევი მოვლენაა. შესაბამისად, ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს ფასების ისეთი გაუთვალისწინებელი ზრდა, რომელიც არსებითად ცვლის შესრულების ხასიათს. მხოლოდ საბაზრო ფასების გაუთვალისწინებელი ზრდა თავისთავად არ ქმნის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების წინაპირობას, თუ ეს არსებითად არ ახდენს შესრულების შინაარსზე გავლენას და რადიკალურად განსხვავებული არსის ვალდებულებას არ წარმოშობს, ვიდრე ხელშეკრულების დადების ეტაპზე იყო მხარეთა მიერ განსაზღვრული. ამდენად, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ მოხმობილი ხელშეკრულებისა და საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა შეთანხმებული ტარიფის ცვლილება, თუ უზრუნველყოფდა დაედასტურებინა სათანადო გარემოებების არსებობა. შპს ,,ბა--------------------------–მა’’ ვერ შეძლო დაესაბუთებინა შეცვლილი გარემოებების საფუძვლით მისი მდგომარეობის გაუარესება და შესაბამისად ტარიფის შეცვლის საჭიროება, რაც გამორიცხავს დომინანტი ეკონომიკური აგენტის თვითნებობას მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დააწესოს არასამართლიანი ტარიფი. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ტარიფის გაზრდის წინაპირობა, უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მე-2 სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობს ფასთა შორის სხვაობის კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ დაკისრებაში.

 

6.6. უნდა განიმარტოს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ქართულ სამართალში საკანონმდებლო დონეზეა რეგლამენტირებული. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების თავისუფლება თავის თავში მოიაზრებს ასევე მხარეთა უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალონ ხელშეკრულების პირობები ან დაასრულონ ურთიერთობა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მართლწესრიგის მიერ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის მიცემული შესაძლებლობაა, თავად უზრუნველყონ ერთმანეთს შორის წარმოშობილ კერძო ხასიათის ურთიერთობებში უფლებრივი სარგებლისა თუ შესასრულებელი ვალდებულების როგორც შინაარსის, ისე განხორციელების საშუალების განსაზღვრა. მართლწესრიგი, მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის აღიარებისა და პატივისცემიდან გამომდინარე, უარს ამბობს როგორც მარეგულირებლის, ისე არბიტრის ფუნქციის შესრულებაზე და მხარეთა თავისუფალი მოლაპარაკების საგნად მიიჩნევს სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების, განხორციელებისა და დასრულების ერთ მთლიან პროცესს. სამოქალაქო სამართალი ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების აღიარებით უზრუნველყოფს პირის უფლებას საკუთარი ინტერესის შესაბამისად მიაღწიოს დასახულ მიზანს, თუმცა ეს თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური, იგი არსებობს დადგენილი წესრიგის ფარგლებში. შეუზღუდავმა თავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა თვითნებობა. მხარემ, რომელსაც მეტი ეკონომიკური რესურსი აქვს, შეიძლება აიძულოს მომავალი კონტრაჰენტი, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას პასიური როლი შეასრულოს და მხოლოდ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს დათანხმდეს, ამით კი შემთავაზებელი სახელშეკრულებო უპირატესობას მოიპოვებს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მეორე მხარეს, შედეგად კი მივიღებთ ,,სახელშეკრულებო უსამართლობას’’. ამავდროულად, მხარეთა შეუზღუდავი თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა, რომლის მიზანია საჯარო ინტერესისა და სუსტი მხარის მინიმალური დაცვა, თავისუფალი საქმიანობის სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა, სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევა. ხელშეკრულების თავისუფლება, მართალია, ვალდებულებითი სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, მაგრამ იგი აბსოლუტური უფლება არ არის. შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებაც საზღვრებშია მოქცეული. შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება შეზღუდულია იმპერატიული ნორმებით დადგენილი წესებით. ამას თან ერთვის დაცვითი ნორმები ეკონომიკურად და ინტელექტუალურად უფრო დაბალ საფეხურზე მდგომის სასარგებლოდ. ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ერთ-ერთი ასეთი სიკეთე შეიძლება იყოს სამართლიანობის პრინციპი.

 

6.7. კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურება ვლინდება მისი მონაწილე სუბიექტის - შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საბაზრო ძალაუფლების არსებობით, რაც მითითებულ პირს ზღუდავს კერძო სამართლისათვის დამახასიათებელი სრული ნების ავტონომიის პრინციპისაგან. კერძოდ, სამართლის წესრიგი ზღუდავს საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს იმოქმედოს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ბოროტად გამოიყენოს არსებული ძალაუფლება, გაუმართლებელი გამდიდრების საფუძვლით, რის გამოც სამართალი სხვადასხვა აქტების გზით ცდილობს დაარეგულიროს საბაზრო ეკონომიკა და აღნიშნულით დაიცვას შედარებით სუსტი მხარე, რომელსაც საკუთარი საბაზრო წილიდან გამომდინარე არ შესწევს ძალა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდეს თანაბარ საწყისზე მის კონტრაგენტთან. აქვე, უნდა აღნიშნოს, რომ მიუხედავად დომინირებული მდგომარეობის დადასტურებისა არ არსებობს ტარიფის ცვლილების საფუძველი, თუმცა რამდენადაც მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ საბაზრო ძალაუფლება და შესაბამისად მისი დომინანტ ეკონომიკურ აგენტად მიჩნევის საკითხი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ის საფუძვლები, რაც განაპირობებს კომპანია ,,ლი----------------ის’’ ამგვარ მტკიცებას.

 

6.8. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით განმტკიცებულია ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი, რომლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, გარანტირებულია მეწარმეობის თავისუფლება, რომლის შესაბამისადაც მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. ამდენად, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციითაა მოწესრიგებული, რომლის უმთავრეს მიზანსაც თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნა წარმოადგენს. ამგვარი სამართლებრივი მოწესრიგებისთვის სახელმწიფო ვალდებულია, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, რაც ეკონომიკური უპირატესობის ერთ კონკრეტულ პირზე მინიჭების დაუშვებლობაში გამოიხატება. სახელმწიფო ე.წ. ,,სუსტი კონტრაჰენტის’’ უფლებების დაცვის უმთავრესი გარანტი უნდა იყოს. მან ასეთ პირთა დაცვისთვის შესაბამისი პირობები უნდა უზრუნველყოს. თავის მხრივ, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის საფუძვლად თავისუფალი კონკურენციის არსებობა შეიძლება იქნეს მიჩნეული. ,,თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან’’, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს ,,რუსენერგოსერვისი’’, შპს ,,პატარა კახი’’, სს ,,გორგოტა’’, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო ,,ფერმერი’’ და შპს ,,ენერგია’’ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ).

 

6.9. კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს შეადგენს მხარეთა თანასწორობა, რის გამოც ენიჭება მის მონაწილე სუბიექტებს ე.წ. ,,ნების ავტონომია’’, რომ სწორედ მხარეთა თანასწორობის საწყისიდან გამომდინარე დაარეგულირდეს კერძო სამართლებრივი ურთიერთობები. სამართალი კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეს ანიჭებს შესაძლებლობას კანონის ფარგლებში იმოქმედოს თავისუფლად, პრინციპით, რაც აკრძალული არ არის ნებადართულია, განსხვავებით საჯარო სამართლისაგან, სადაც კანონი პირდაპირ განსაზღვრავს ნებადართულ ქმედებათა ჩამონათვალს. თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე არ გვაქვს მხარეთა თავისუფალი ნება და ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი, ყოველგვარი ზემოქმედებისაგან თავისუფლად მოქმედებს და აწესებს გაუმართლებელ ტარიფებს ამ დროს ვლინდება სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპის მხარეთა თანასწორობის დარღვევის რეალური საფრთხე, რა დროსაც ურთიერთობის დასარეგულირებლად გამართლებულია სასამართლოს ჩარევა, ნების ავტონომიის ფორმირებისათვის, რაც თავის მხრივ განპირობებულია ურთიერთობის მონაწილე სუსტი მხარის დაცვი ინტერესიდან. თავად მიზანი, ამგვარი ჩარევისა არის მეტად ზოგადი, რაც პრევენციის ელემენტებს შეიცავს, სამომავლოდ დომინირებული მდგომარეობაში მქონე სუბიექტების მხრიდან ბაზრის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისათვის.

 

6.10. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება დომინირებული მდგომარეობად ან როგორ უნდა შეფასდეს შესაბამისი ბაზარი, სადაც უნდა დადგინდეს დომინირებული მდგომარეობა. კოდექსის 319.2 მუხლი კონკურენციას მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების კონტროლის კუთხით ახორციელებს – იძულებითი კონტრაჰირებით იცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესებს. კონკურენციის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობა უფრო კომპლექსურად და სრულყოფილად მოწესრიგდეს.

 

6.11. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ეს ეწინააღმდეგება კონკურენციის მიზნებს. მითითებული კანონი, ისევე როგორც ,,ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ’’ ხელშეკრულების 102-ე მუხლი კრძალავს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და არა თავად დომინირებულ მდგომარეობას. სამართლის სუბიექტის დომინირებული მდგომარეობის შეფასებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ურთიერთობების მოწესრიგებისთვის, რამეთუ კოდექსი ზღუდავს ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე (სსკ-ს. 319.2 მუხლი).

 

6.12. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტის მიხედვით დომინირებული მდგომარეობა არის შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. დომინირებული მდგომარეობა არის ეკონომიკური სიძლიერის მდგომარეობა, რომელსაც ფლობს საწარმო და რომელიც მას საშუალებას აძლევს, შეაფერხოს ეფექტური კონკურენციის შენარჩუნება შესაბამის ბაზარზე იმ გზით, რომ ამ საწარმოს შეუძლია იყოს სხვა კონკურენტებისა და მომხმარებლების გადაწყვეტილებებისგან დამოუკიდებელი (NV NederlandscheBandenIndustrie Michelin v Commission of the European Communities, C-322/81 - Michelin v Commission, [1983], § 30).

 

6.13. მოხმობილი კანონის 5.1 მუხლის თანახმად, ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი ამტკიცებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრება მნიშვნელოვანია, რათა შევაფასოთ, აქვს თუ არა ეკონომიკურ აგენტს შესაძლებლობა, შეაფერხოს ეფექტიანი კონკურენცია და იმოქმედოს თავისი კონკურენტებისგან, კლიენტებისა თუ მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად“. (NV NederlandscheBandenIndustrie Michelin v Commission of the European Communities, C-322/81 - Michelin v Commission, [1983], § 37)

 

6.14. მოქმედი ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, იმისთვის, რომ დადგინდეს ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს შესაბამისი ბაზარი. სათანადო ბაზრის განსაზღვრა უმთავრესია დომინირებული მდგომარეობის დასადგენად, რადგან დომინირებული მდგომარეობა შესაძლებელია, არსებობდეს მხოლოდ კონკრეტულ ბაზარზე. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-3 ბრძანებით დამტკიცებული ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ბაზრის ანალიზი გულისხმობს კანონით დადგენილ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრას, სასაქონლო ბაზრის სტრუქტურის, კონცენტრაციის ხარისხის, დომინირებული მდგომარების, ჯგუფური დომინირებისა და კანონით განსაზღვრული ანტი-კონკურენციული ქმედების გამოვლენასა და შეფასებას. მითითებული ბრძანება მიმართულია სააგენტოს საქმიანობის განსასაზღვრად, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით წარმოებს ინკვიზიციურობის პრინციპით (ბრძანების 3.2 მუხლი), სააგენტო თავად იკვლევს აგენტის დომინირებულ მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც შეეხება სასამართლოს, სამოქალაქო საქმის განხილვისას მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ეფუძნება მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6.15. „კონკურენციისა“ და „ეკონომიკური აგენტის“ ცნებების ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა „შესაბამისი ბაზრის“ განსასაზღვრად. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე ეკონომიკური აგენტი არის პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით შესაბამისი ბაზარი არის საქონლის, ურთიერთჩანაცვლებადი საქონლის ან მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება საქონლის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების გამოყენების გზით: ა) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის პროდუქციული საზღვრები; ბ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები; გ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის დროითი ჩარჩოები. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-3 ბრძანება „ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრავს თითოეულ პარამეტრს. სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები შეიძინონ მოცემული საქონელი/მომსახურება. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას გაითვალისწინება: ა) საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის, თავისუფალი გადაადგილების, ტრანსპორტირების შესაძლებლობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში; ბ) საქონლის გადატანის, გადაადგილების შესაძლებლობა შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებში (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების განსაკუთრებულობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა), გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე ფასების ჰომოგენურობა, ერთგვაროვნება.

 

6.16. დომინირებული მდგომარეობა ნათლად არის განმარტებული როგორც პრეცენდენტულ სამართალში [ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU)], ასევე ევროპული თანამეგობრობის შექმნის ხელშეკრულების 82-ე მუხლის გამოყენების გზამკვლევში. დომინირებული მდგომარეობა არის პროცესი, როცა ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური სიძლიერე განისაზღვრება ეკონომიკური და სამართლებრივი ფაქტორებით. ამ მხრივ, სასამართლოს პრაქტიკას განმარტების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია თითოეულ საქმეში. United Brands v Commission საქმეზე მსჯელობისას, UBC ფლობდა თუ არა დომინირებულ მდგომარეობას ბანანებზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ „დომინირებული მდგომარეობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბაზარზე არსებულ კონკურენტთა რაოდენობისა და სიძლიერის გათვალისწინებით (ამ საქმეში, UBC -ს ჰყავდა ორი კონკურენტი Castle და Cooke). …საწარმოს მიერ არ უნდა მოხდეს კონკურენციის ყველა შესაძლებლობის აღმოფხვრა იმ მიზნით, რომ დაიკავოს დომინირებული მდგომარეობა. ამასთან, საწარმოს ეკონომიკური სიძლიერე არ განისაზღვრება მისი მოგების მიღების უნარით; შემცირებული მოგების მარჟა ან ზარალი რაღაც დროის განმავლობაში არ შეესაბამება დომინირებულ მდგომარეობას, ისევე როგორც დიდი მოგება შეიძლება ეფექტიანი კონკურენციის პირობებშიც მივიღოთ. ... უმნიშვნელოვანესია იმის აღმოჩენა, რომ UBC-მ რაც არ უნდა გააკეთოს, მომხმარებლები გააგრძელებენ მისგან მეტი საქონლის შესყიდვას, ვინაიდან მათთვის UBC ყველაზე ძვირფასი გამყიდველია. და ეს ფაქტი დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელია და აღნიშნულ საქმეში ამის დამტკიცება, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.“ (C-27/76, United Brands v Commission[1978],§ 126)

 

6.17. საქმეში Hoffmann-La Roche & Co. v Commission დამატებით განიმარტა, რომ „ისეთი მდგომარეობა, სადაც მონოპოლიაა ან კვაზი-მონოპოლიაა, არ გამორიცხავს კონკურენციას, განსხვავებით მდგომარეობისგან, რომელიც საწარმოსთვის მომგებიანი ხდება და მას შესაძლებლობას აძლევს, იმ შემთხვევაში თუ არ გააკონტროლებს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მაინც მოახდინოს პირობებზე, რომელიც კონკურენციას ავითარებს და ნებისმიერ შემთხვევაში, იმოქმედოს იმის საწინააღმდეგოდ, რომ არ მიიღოს დანაკარგი. (C-85/76, Hoffmann-La Roche v Commission [1979], პარ. 39)

 

6.18. მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოადგენს დომინანტ საწარმოს რეგიონში, რაშიც იგულისხმება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციისა და ,,აჭ--------------------------------–---ს შესახებ’’ კონსტიტუციური კანონის შესაბამისად. შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოადგენს ერთადერთ ეკონომიკურ აგენტს საქმიანობის კონკრეტულ სფეროში მითითებულ ტერიტორიაზე და შავ ზღვაზე არსებული სხვა ტე-------–ების მოხმობა არსებულ ვითარებაში გაუმართლებელია. საგულისხმოა, რომ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ დომინანტური მდგომარეობა დასტურდება სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განხორციელებული მოკვლევითაც (იხ. 06.06.2015წ. N34 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული მოკვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ - „შავი ზღვის ნა----------------–ების საქმიანობის შემოწმების მიზნებისათვის განსაზღვრულ ნა------------------ების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სასაქონლო ბაზრებს - ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტს წარმოადგენდა შპს ,,ბა--------------------------–ი’’, რადგან მისი საბაზრო წილი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტიკულ, ფორმალურ ზღვარზე - 40%-ზე მეტი იყო სამივე წლის განმავლობაში ორივე სასაქობლო ბაზარზე - როგორც ნა------------------ების გადმოტვირთვის, ასევე ჩატვირთვის სასაქონლო ბაზარზე“). გარდა მითითებულისა, ბა-----ის მარშუტს, კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ ალტერნატივა არ გააჩნია, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის კონტრაგენტები ნავთობის გადაზიდვას ახდენენ სწორედ ბა-----ის გავლით და მათ ინტერესშია სწორედ ბა-----ის ნა---------------––ი განხორციელდეს მათი მომსახურება და იქ მოხდეს ნა------------------ების ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. აღსანიშნავია, რომ გადასაზიდი ნავთობი ბა-----ში მიდის ,,ლი----------------ისაგან’’ დამოუკიდებლად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ექსპედიტორი ან ტვირთმფლობელი და არა კომპანია. შპს „ბა--------------------------–ის“ საკუთრებასა და/ან სარგებლობაშია ის ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომლებიც აუცილებელია ნა------------------ების გადასატანად, კერძოდ კი მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ესტაკადები, ნავთობრეზერვუარები, სარკინიგზო ლიანდაგები და ლიანდაგის მისასვლელი ჩიხები, რომელთა გამოყენებთაც ხდება ბა--------------------------–ში სარკინიგზო ვაგონებით შესული ნა------------------ების ესტაკადის მეშვეობით ნავთობრეზერვუარებში ჩასხმა, მილსადენებისა და ნავმისადგომების გავლით ნავსადგურში მცურავ საშუალებებში გადატვირთვა და პირიქით. შესაბამისად, კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ მნიშვნელოვანია საქმიანობის გაფართოება სწორედ ამ გეოგრაფიულ რეგიონში და არა სხვა ნა----------------–ის მეშვეობით, რაც ცნობილია შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’, რომელიც სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აწესებს არაგონივრულ ფასებს ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებით.

 

6.19. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეკონომიკაში, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობით, დომინირებული მდგომარეობის ქონა შესაბამის ბაზარზე არ არის უკანონობა. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე განიხილება ერთი და იგივე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რაც ნებას აძლევს მათ იმოქმედონ სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისაგან, მიმწოდებლებისაგან, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად და ამ მდგომარეობის გამო, არსებით გავლენას ახდენენ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის ზოგად პირობებზე და ზღუდავენ კონკურენციას. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მართალია დომინირებული მდგომარეობა არ არის კანონსაწინააღმდეგო და ნებისმიერი საწარმო უფლებამოსილია, იყოს კონკურენციაში მის კონკურენტებთან, თუმცა მათ აქვთ განსხვავებული პასუხისმგებლობა, რომ მათმა ქცევამ არ დააზიანოს კონკურენცია. ევროპის სასამართლოები ბევრ საქმეში ხაზს უსვამენ იმ საკითხს, რომ ბაზარზე, სადაც ეკონომიკურ აგენტები დომინირებულ მდგომარეობას ფლობენ, კონკურენციის პროცესის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ და ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმ მდგომარეობას, რომ თავიანთი ქმედებით არ დაამახინჯონ კონკურენცია.

 

6.20. კანონის 6.1 მუხლის შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა. მოხმობილი ნორმის თანახმად, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დასადგენად საჭიროა ორი კუმულაციური პირობა: 1) ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის არსებობა და 2) ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ბაზარზე.

 

6.21. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ ბოროტად იყენებს საბაზრო ძალაუფლებას, რაც მდგომარეობს მისი მხრიდან მომსახურების გაწევისათვის გაუმართლებელი ტარიფების დაწესებაში. სასამართლოსათვის მეტად საყურადღებოა ფაქტი, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’ უკვე იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში კომპანია ,,ლი----------------თან’’ და არ არსებობს შეთანხმებული ტარიფების ცვლილების საფუძველი. შესაბამისად გაუმართლებელია საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტის მხრიდან ცალმხრივად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმგვარი ტარიფის შეთავაზება რაც არ შეესაბამება განსახორციელებელ მომსახურებას.

 

6.22. სსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამავე კოდექსის 10.3 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. 8.3 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

6.23. უნდა განიმარტოს, რომ სსკ-ის 8.3 მუხლი დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს (იხ. სუსგ, 21.05.2012წ, საქმე Nას-221-213-2012). კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე (იხ. სუსგ. 24.05.2011წ, საქმე Nას-23-18-2011). ამასთანავე, უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა 8.3 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე ,,სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას’’. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს და სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ (იხ. სუსგ, 13.02.2007წ., საქმე Nას-505-889-06). კერძო ავტონომიის შეზღუდვა გამოიხატება ასევე სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების დაკისრებასა (8.3 მუხლი) და უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობაში (10.3 მუხლი). ორივე შემთხვევაში ამ შეზღუდვის მიზანი არის სხვათა თავისუფლების დაცვა. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანს სამოქალაქო კოდექსი აღწევს, ერთი მხრივ, იმპერატიული ნორმების დაწესებით, რომლებიც ბათილად მიიჩნევენ უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, შიკანის აკრძალვით (115-ე მუხლი). 8.3 მუხლის შესაბამისად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, რაც ,,ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა’’. თავის მხრივ, 115-ე მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის ,,კეთილსინდისიერების პრინციპის’’ გამოხმაურებაა.

 

6.24. სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ბა--------------------------–ის’’ ვალდებულება გარდა ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონისა წარმოიშობა ასევე სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე და იმ შემთხვევაშიც, თუ არ დადასტურდებოდა სუბიექტის დომინანტური მდგომარეობა, აღნიშნული ვერ გაამართლებდა ტე-------–ის თვითნებობას ხელშეკრულების შეთავაზებული პირობებით დადებასთან მიმართებით. დაუშვებელია, შპს ,,ბა--------------------------–ი’’, როგორც კონკრეტულ რეგიონში საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტი უფლებას ბოროტად იყენებდეს და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ კონტრაგენტისათვის აწესებდეს იმგვარი პირობებს, რაც არ შეესაბამება ობიექტურ გარემოებებს და მნიშვნელოვნად აღემატება გასაწევი მომსახურების რეალურ ღირებულებას. შპს ,,ბა-----ის ნა----------------–ს’’ კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ არ შეუთავაზებია ობიექტური გარემოებებით ნაკარნახევი სამართლიანი ტარიფი, რაც მისაღები იქნებოდა სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და ამავდროულად გონივრული და ადეკვატური იქნებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებისათვის. დაუშვებელია მხარე ითხოვდეს იმ ოდენობის ტარიფის დაწესებას, რის საპირწონე მომსახურებასაც არ სწევს და ამგვარად უსაფუძვლოდ მდიდრდებოდეს. ამასთანავე გაუმართლებელია შეუსაბამო ტარიფის დაწესებით ბაზრიდან იდევნებოდეს სხვა სუბიექტები, რაც უარყოფითი გავლენის მომხდენია კონკურენციის თვალსაზრისით და პირდაპირ კავშირშია საბოლოო მომხმარებლის ინტერესებთან მიმართებითაც, რამეთუ იმ ვითარებაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, ამით უპირველესად ზარალდება მომხმარებელი, რის გამოც არსებულ ვითარებაში გამართლებულია სასამართლოს ჩარევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის ოპტიმალური წესით დარეგულირება.

 

6.25. კომპანია ,,ლი----------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნის მე-2 კომპონენტი ეხება 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან ტანკერების დროულად დატვირთვის ვალდებულების დარღვევას, რამაც წარმოშვა კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ ზიანი, ჯამში 1 265 984.04--–– დოლარის ოდენობით.

 

6.26. სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

6.27. საზღვაო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა (სტალიური დრო), განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ასეთი შეთანხმების უქონლობისას კი – დატვირთვისა და გადმოტვირთვის ნავსადგურებში მიღებული ნორმებით. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად, მხარეების შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დამატებითი დრო (კონტრსტალიური დრო) და კონტრსტალიური დროის განმავლობაში ტვირთის გადამზიდავისათვის გემის მოცდენის გამო საფასურის ოდენობა (დემერეჯი), აგრეთვე ჯილდო (დისპაჩი) სტალიური დროის გასვლამდე გემის დატვირთვა - გადმოტვირთვის დამთავრებისათვის. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტველის ან გამგზავნისათვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ნავსადგურში ჩვეულებრივ მიღებული ვადისა და განაკვეთების შესაბამისად. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.

 

6.28. ტე-------–მა, როგორც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირმა ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილი ნების საფუძველზე იკისრა ვალდებულება შეთანხმებულ ვადებში უზრუნველეყო ტანკერების დატვირთვა, რისი განუხორციელებლობაც საზღვაო კოდექსის შესაბამისად წარმოშობს დემერეჯის მოთხოვნის საფუძველს. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა თავისი კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე ექცევა ასევე საზღვაო კოდექსის რეგულირების სფეროში, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ხელშეკრულების ფარგლებში დატვირთვისათვის კონკრეტულ დროზე შეთანხმება, რისი დარღვევაც ბუნებრივია წარმოშობს დემერეჯის მოთხოვნის წინაპირობას.

 

6.29. ხელშეკრულების 8.14 პუნქტის შესაბამისად, ,,პრეტენზია ტანკერის დაყოვნებაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნის 90 დღის განმავლობაში საბოლოო დატვირთვის დღიდან, სხვა შემთხვევაში პრეტენზია გაუქმებულად ითვლება’’. ამდენად, ხელშეკრულების სიტყვა-სიტყვითი განმარტების შესაბამისად, 90 დღიანი ვადის ათვლა იწყება საბოლოო დატვირთვის დღიდან და სწორედ აღნიშნული საფუძვლით ტე-------–ი უარს აცხადებს დემერეჯის ანაზღაურებაზე. თავის მხრივ მოსარჩელის მტკიცებით მოთხოვნის ვადის ათვლა იწყება, მისთვის პრეტენზიის წარდგენის მომენტიდან, ხოლო სადავო შემთხვევაში UN-------------M------------------ის მიერ თანხები მოთხოვნილია 2017 წლის წერილით, რა დროიდანაც უნდა აითვალოს 90 დღიანი ვადა.

 

6.30. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 338-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

 

6.31. უნდა განიმარტოს, რომ ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს ,,გონივრული განსჯა’’ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. საგულისხმოა ისიც, რომ ,,ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება’’ და ,,ხელშეკრულების შევსებითი განმარტება’’ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან.

 

6.32. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.

 

6.33. ხელშეკრულების კონკრეტული ჩანაწერის შინაარსისა და შესაბამისად მხარეთა ნამდვილი ნების დასადგენად მნიშვნელოვანია, მისი განმარტება მოხდეს სისტემურად, სხვა ნორმებთან კონტექსტში და არა მხოლოდ სიტყვა-სიტყვით გადმოცემული განმარტების შესაბამისად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას და აღნიშნულ 90 დღიან ვადას ვერ აითვლის ტვირთის საბოლოო დატვირთვის დღიდან, რამეთუ ხელშეკრულების სხვა პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული მოთხოვნისა და პრეტენზიის წარდგენის უფლება კომპანია ,,ლი----------------ს’’ მინიჭებული ჰქონდა, თუ მას თავის მხრივ პრეტენზიას წარუდგენდნენ თავისი კონტრაგენტები, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარედგინა კომპანიას შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’. შესაბამისად, ხელშეკრულების სადავო ჩანაწერის სიტყვა-სიტყვით განმარტება არსებულ ვითარებაში ვერ გამოდგება და იგი უნდა განიმარტოს სისტემურად ხელშეკრულების ზოგადი ბუნებისა და მისი სხვა ნორმებთან კავშირში განხილვის გზით, შესაბამისად მოთხოვნის არსიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ 90 დღის ვადა უნდა აითვალოს კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ მისი კონტრაგენტების მხრიდან წარდგენილი პრეტენზიის შემდგომ, რამეთუ თავად ხელშეკრულებით კონკრეტული მოთხოვნის უფლების არსებობისათვის განისაზღვრა სხვა პირთა მხრიდან მოთხოვნის წარდგენა კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ და ბუნებრივია მოთხოვნის წარმოშობა და მისი რეალიზება სრულად არის დამოკიდებული კონტრაგენტების მხრიდან უშუალოდ კომპანია ,,ლი----------------ისათვის’’ წარდგენილ პრეტენზიაზე.

 

6.34. და ბოლოს, კომპანია ,,ლი----------------ი’’ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, ასევე ითხოვს ნავთობის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის (480 189,33 აშშ დოლარი) ანაზღაურებას.

 

6.35. საზღვაო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტვირთის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეულ ზიანს გადამზიდავი ანაზღაურებს შემდეგნაირად: ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისისათვის – ტვირთის დანაკლისის ღირებულებას; ბ) ტვირთის დაზიანების ან გაფუჭებისათვის – იმ თანხის ოდენობით, რამდენითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება.

 

6.36. მხარეთა შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ბა--------------------------–ი’’ საპასუხისმგებლო შენახვის პირობით იღებს კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ მიწოდებულ ნავთობს, რასთან მიმართებითაც გადაცემის ეტაპზე ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება ტვირთის ხარისხის განსაზღვრა. ტვირთის საპასუხისმგებლო შენახვა, თავის მხრივ გულისხმობს გადაცემული ნავთობის ხარისხის შენარჩუნებას, რაც რიგ შემთხვევებში დარღვეულია შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მხრიდან. კერძოდ, 12.09.2014წ. მომსახურების ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, ოპერატორი პასუხს აგებს ესტაკადაზე მიღებული ტვირთის რაოდენობასა და ხარისხზე მე-6 და მე-8 მუხლების თანახმად და მე-5 მუხლით დადგენილ ფარგლებში. ასეთი პასუხისმგებლობა დგება პირდაპირ დამტკიცებული გულგრილობითა ან გადაცდომით, ზუსტად განსაზღვრული დანაკარგის ფარგლებში. ხელშეკრულების 5.4 მუხლის თანახმად, ნავთობისა და ნა------------------ების გადაზიდვისას მხედველობაში მიიღება ნავთობის და ნა------------------ების ბუნებრივი დანახარჯი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

6.37. დადგენილია, რომ 2016 წელს ტე-------–მა მიიღო და ჩაიბარა ჩე-–-----ს მარკის ნავთობის რამდენიმე პარტია, მიღებული ტვირთი სათანადოდ იყო ტესტირებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად და გადაეცა ბა--------------------------–ს საპასუხისმგებლო შენახვის პირობით. ვაგონცისტერნების ყოველ პარტიაზე გაფორმებულია შესაბამისი აქტი. თუმცა, როდესაც ტე-------–ის ლაბორატორიამ და დამოუკიდებელმა ინსპექტორმა განახორციელეს ტვირთის ტესტირება სანაპირო ტე-------–ებში, დადგინდა, რომ ნავთობის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, გაიზარდა ნავთობის სიმკვრივე რამდენიმე ერთეულით. სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით (დენადობის ტემპერატურისა და გოგირდის შემცველობის, რომლებიც არსებითად განსხვავდება ჩე-–-----ს მარკის ნავთობის პარამეტრებისაგან) მტკიცდება, რომ ჩე-–-----ს მარკის ნავთობი დაბინძურდა საპასუხისმგებლო შენახვის დროს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,S-- G-----A’’-ს მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები, რომლებითაც დგინდება შპს ,,ბა--------------------------–ისათვის’’ საპასუხისმგებლო შენახვის პირობით გადაცემული ნავთობის ხარისხის გაუარესება (ნიმუშის აღების მეთოდი: ზედა-შუა-ქვედა, ,,გ-----’’ სტანდარტის მიხედვით). ამავდროულად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ხარისხის გაუარესებით განცდილი ზიანის დეტალური გაანგარიშება, რომელიც განსაზღვრულია ნავთობის სიმკვრივის გაზრდისა და ხარისხის გაუარესების შედეგად შემცირებული ბარელის და შესაბამისად დამდგარი ზიანის ოდენობა განსაზღვრულია - 458 774. 33 აშშ დოლარით.

 

6.38. ამავდროულად, ნავთობის ხარისხის გაუარესების გამო, 2016 წლის 1 აპრილიდან საჭირო გახდა ლაბორატორიის S---ის ინსპექტორები ყოველდღიური კონტროლისთვის, მათ შორის სინჯების ასაღებად და ტე-------–ის სინჯებთან მათ შესადარებლად. ლაბორატორიის ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 285--–– დოლარს. ასევე საჭირო გახდა სინჯების შენახვა და ვადის გახანგრძლივება, რისი ვალდებულებაც გააჩნდა ტე-------–ს, მაგრამ ვერ ასრულებდა. 2016 წლის 7 ივნისის მდგომარეობით, ტე-------––ი ხარისხის ყოველდღიურ კონტროლზე დახარჯულია 21 415--–– დოლარი. სასამართლო კონკრეტულ ხარჯებთან მიმართებითაც ვალდებულ პირად მიიჩნევს შპს ,,ბა--------------------------–ს’’, რომლის ვალდებულებასაც შეადგენს მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს გადაცემული ნავთობის ხარისხის და რაოდენობის შენარჩუნება, ასევე მომსახურების ხელშეკრულების 9.8 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი ანალიზის ღირებულება შეიძლება შევიდეს ხარისხზე საბოლოო პრეტენზიაში. რაც გულისხმობს პრეტენზიის წარმდგენი მხარის უფლებას მოითხოვოს იმ თანხების ანაზღაურება, რომელიც მისი მხრიდან გაწეულია მეორე მხარის დაუდევარი ქცევის საფუძველზე ტვირთის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით.

 

6.39. რაც შეეხება, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ იგი წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით ითხოვს კომპანია ,,ლი----------------ს’’ დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 3 110 728.64 აშშ დოლარისა და 79 837.42 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.40. უნდა განიმარტოს, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სსკ-ის 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს.

 

6.41. დღეის მდგომარეობით, კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული მიღებული მომსახურების საფასური, მისი მხრიდან არაჯეროვნად არის შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ეკისრება დავალიანება. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალიანების არსებობის ნაწილში კომპანია ,,ლი----------------ი’’ სარჩელს ნაწილობრივ ცნობს, სასამართლო ფართო მსჯელობის განვითარებას აღნიშნულ ნაწილში მიზანშეუწონლად მიიჩნევს, ზოგადად დავის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. კერძოდ კომპანია ,,ლი----------------ი’’ სარჩელს ცნობს 1 301 549.5--–– დოლარის (ძირითადი დავალიანება - 1 179 974.5--–– დოლარი და პირგასამტეხლო - 121 575--–– დოლარი) ნაწილში, შესაბამისად სარჩელის ცნობა (ვალდებულების აღიარება), როგორც შეუქცევადი სამართლებრივი შედეგი, წარმოადგენს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მიმართ აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს (სსსკ-ის მე-3, 208-ე მუხლები).

 

6.42. კომპანია ,,ლი----------------ი’’ წარმოდგენილი შედავების ფარგლებში სადავოდ ხდის მოთხოვნას 2 061 845--–– დოლართან მიმართებით, რაც შესაბამისი გადარიცხვების განხორციელების გზით დაფარულია აქვს შპს ,,კა-----------------ს’’.

 

6.43. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების შეწყვეტის წესს და მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების კანონიერ გზად აწესებს რამდენიმე ალტერნატივას (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით; დეპონირებით; ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით; ვალის პატიებით; სხვა საფუძვლებით. / იხ. სკ-ის 427-454-ე მუხლები). კერძოდ, სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 361-382-ე მუხლებით რეგულირებულია ვალდებულების შესრულების საფუძვლები და ზოგადი წესის შესაბამისად სამართალი დასაშვებად მიიჩნევს ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულებას, კერძოდ სსკ-ის 371-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია. მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება ხდება, როგორც წესი, მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებით. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი შეთანხმებისათვის კრედიტორის თანხმობა საჭირო არ არის. მოვალესა და მესამე პირს შორის შესრულების შესახებ შეთანხმების ფაქტი არ ხელყოფს კრედიტორის ინტერესებს, რამეთუ კრედიტორის მოთხოვნის უფლება განისაზღვრება არა ამ შეთანხმებით, არამედ მისი მოვალესთან შეთანხმებით.

 

6.44. დადგენილია, რომ კომპანია ,,ლი----------------ის’’ ვალდებულება 2 061 845--–– დოლარის ოდენობით შესრულებულია შპს ,,კა------------------ს’’ მიერ, რაც მითითებული მოცულობით განაპირობებს ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს. ამავდროულად, არ არსებობს კრედიტორის მხრიდან შესრულების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რასთან მიმართებითაც სასამართლომ ვრცლად იმსჯელა გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.5 პუნქტში. კერძოდ, შპს ,,კა------------------ს’’ მიერ ვალდებულების შესრულება ვერ მიიჩნევა სკ-ს 204-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის გადაკისრების შესახებ გარიგებად, რომელიც, როგორც სანივთო სამართლებრივი გარიგება, აბსოლუტურად ცვლის ურთიერთობის სუბიექტებს, რის გამოც იგი მოითხოვს კრედიტორის თანხმობას მისი ნამდვილობისათვის, მაშინ როდესაც, მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის თანხმობას არ საჭიროებს, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან მოვალის მიერ ვალდებულების უშუალოდ შესრულების მოვალეობა არ გამომდინარეობს. სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ვალის გადაკისრება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს, ვალის გადაკისრების შედეგად ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში მოვალე იცვლება, მესამე პირის მიერ, ვალდებულების შესრულება კი კრედიტორის მიმართ მოვალის ვალდებულების შეწყვეტას იწვევს (სკ-ს 427-ე მუხლი). ვალის გადაკისრებისას სახელშეკრულებო ურთიერთობაში შემოდის ახალი სუბიექტი, ხოლო სახელშეკრულებო ურთიერთობის უმთავრესი დებულება, სწორედ პირის შესაძლებლობაა ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდეს იმ სუბიექტთან, რომელიც მისთვის მისაღებია და დაუშვებელია მისი ნების საწინააღმდეგოდ მოვალე ჩაანაცვლოს სხვა პირმა.

 

6.45. ამდენად, შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მოთხოვნა კომპანია ლი----------------ისათვის 2 061 845--–– დოლარის დაკისრებასთან მიმართებით უსაფუძვლოა, რამეთუ კონკრეტული ვალდებულება მისი შესრულების საფუძვლით შეწყვეტილია.

 

6.46. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. კანონი ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს წერილობითი შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

6.47. ამასთანა, კანონმდებელი პირგასამტეხლოსთან მიმართებით ადგენს იმპერატიულ წესს, რომელიც მისი დაკისრებისათვის მოითხოვს მხარეთა ცალსახა შეთანხმების არსებობას კონკრეტულ ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებასთან მიმართებით, რაც თავის თავში მოიცავს მათ, შორის პირგასამტეხლოს ოდენობის მკაფიოდ განსაზღვრის ვალდებულებას, კერძოდ სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.48. სადავო შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლო, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ,,ლი----------------ი’’ დატვირთვის თარიღიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში არ გადაიხდის ხელშეკრულების შესაბამისად წარდგენილ გაწეული მომსახურების და დემერეჯის საფასურს, დადგენილი ვადის გადაცილების თითოეული დღისათვის მას დაეკისრება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 5%-ისა.

 

6.49. მართალია კომპანია ,,ლი----------------ის’’ მიერ დარღვეულია თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის ვალდებულება, რაც სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად აპრიორი წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა აღნიშნული არ ანიჭებს კრედიტორს ნებისმიერი ოდენობით პირგასამატეხლოს მოთხოვნის უფლებას და იგი საფუძვლიანია მხოლოდ დარღვევის შესაბამისად შეთანხმებული ოდენობის ფარგლებში. სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულის არადროულად გადახდისათვის, განისაზღვრა პირგასამტეხლო (საურავი), ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, შესაბამისად პირგასამტეხლოს მოცულობა დამოკიდებულია, მომსახურების მიმღების მიერ საფასურის გადახდის ვალდებულების ვადაგადაცილებაზე და თავად ამ ვალდებულების მოცულობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურდა ძირითადი ვალდებულების მოთხოვნილი ოდენობით არსებობა, რაც გავლენის მომხდენია პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არსებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, რამდენადაც იგი სსკ-ის 153.1 მუხლის შესაბამისად დაკავშირებულია ძირითადი ვალდებულების მოცულობაზე. ამდენად, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ევალებოდა დაედასტურებინა პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით საფუძვლიანობა, რაც მხოლოდ კრედიტორის მიერ შედგენილი ცნობითა და ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდება. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალება მოითხოვს მასთან მიმართებით მხარეთა ცალსახა-მკაფიო ნების გამოვლენას. სადავო შემთხვევაში ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს სახით კონკრეტული თანხა არ შეთანხმებულა, არამედ განისაზღვრა მზარდი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც დაკავშირებულია ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულების ოდენობასა და ვადის გადაცილების ხანგრძლივობაზე, შესაბამისად მისი ოდენობის სადავოობა, გამორიცხავს კონკრეტულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

6---. და ბოლოს, შპს ,,ბა--------------------------–ი’’ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს ვალდებულების დარღვევის საფუძვლით მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურებას. ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ, სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის შეფასებისათვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს სსკ-ის შემდეგ ნორმებზე:

- 394.1-ე მუხლი: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

- 404-ე მუხლი: კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

- 408.1-ე მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

- 411-ე მუხლი: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

- 412-ე მუხლი: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

6.51. მიუღებელ შემოსავალის სახით განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და რაც მთავარია ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

6.52. ყურადსაღებია, რომ ტე-------–მა მიუღებელი შემოსავლის არსებობა, დაუკავშირა იმგვარ ფაქტს, რაც არ წარმოადგენს მის ჩვეულებრივ საქმიანობას, კერძოდ შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით იგი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში მიღებულ თანხას განათავსებდა სადეპოზიტო ანგარიშზე და ამგვარად მიიღებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისათვის განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოთხოვნის ავტორს მითითებულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ტე-------–ის მხრიდან მიღებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას და შემოსავლის გარდაუვალად მიღების ფაქტს. არ დგინდება, რომ ტე-------–ის ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს დაუდასტურებელი ზიანი, რამეთუ სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ ნაცვლად იმისა, რომ შემოსავლის წყაროდ მიეთითებინა მისი ჩვეული საქმიანობა, რაც მდგომარეობს ნა------------------ების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაში, მიუთითა იმგვარ გარემოებაზე, რაც მხოლოდ მისი ზეპირი მითითების საფუძველზე ვერ დადასტურდებოდა და ვერ გახდებოდა აღნიშნულის გაზიარების საფუძველი. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ბა--------------------------–ი’’, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მეწარმე იურიდიული პირები მოგებას იღებენ სწორედ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 1.2 მუხლი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის მტკიცება თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებასთან და ამ გზით შემოსავლის მიღებასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რამეთუ მეწარმე იურიდიული პირის საქმიანობისათვის არ არის დამახასიათებელი მიღებული თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება და ამ გზით შემოსავლის მიღება. არ დგინდება, რომ ტე-------–ის ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს დაუდასტურებელი ზიანი, თანახმად სსკ-ს 412-ე მუხლის დანაწესისა. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიუღებელი შემოსავალი, როგორც მეორადი ვალდებულება, დაკავშირებულია თავდაპირველი (ძირითადი) ვალდებულების დარღვევასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა შპს ,,ბა--------------------------–მა’’ ვერ უზრუნველყო ვალდებულების მოთხოვნილი ოდენობით არსებობის დადასტურება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით არსებული მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრისათვის. ამდენად, მოთხოვნა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებითაც საფუძველს მოკლებულია.

 

6.53. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მხარის მიერ კონკრეტული მოთხოვნა ჩამოყალიბებულია ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი მოიცავს განსაზღვრული ოდენობით ზიანს, ხოლო მეორე ნაწილი ეხება სამომავლო არა-ზუსტად გამოსახულ ზიანს, რასაც მხარე უკავშირებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს. მართალია მოთხოვნის ავტორი ზიანის გამოთვლის კონკრეტულ მეთოდს სთავაზობს სასამართლოს, თუმცა პროცესით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ნათელი იყოს მოთხოვნა და შესაბამისად შესაძლებელი იყოს სათანადო შედავების განხორციელება, მხარეს ევალება ფულადი მოთხოვნა განსაზღვროს კონკრეტული ოდენობით, ან თუ საქმე ეხება მზარდ ფულად ვალდებულებას, მოთხოვნა ჩამოყალიბდეს სულ მცირე იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამომავლოდ მისი ოდენობის განსაზღვრა დროსთან შესაბამისობაში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს ,,ბა--------------------------–ის’’ მტკიცებას მიუღებელი შემოსავლის არსებობასთან მიმართებით, რამეთუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ დასაბუთებას.

 

6.54. შეჯამების სახით უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. სსსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

7.3. ჩვენს შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს იგი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ (მოპასუხის ცნობის ნაწილში), შესაბამისად, შეგებებული სარჩელის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1568.5 ლარი.

 

7.4. შეგებებული სარჩელით ასევე მოთხოვნილია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა სარჩელის ფარგლებში არ არის მითითებული მისი ოდენობა და არც დავის განხილვის შემდგომ ეტაპზე არის დაზუსტებული აღნიშნული. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამგვარი ხარჯის გაწევის ფაქტს. ამასთან, სასამართლო კონკრეტული დავის სირთულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სავარაუდოა ამგვარი ხარჯის გაღება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ფაქტის სახითაც არ არის მითითებული ამ ხარჯის ოდენობა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკისროს მოპასუხეს მისი ანაზღაურების ვალდებულება. ასევე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილებულია მხოლოდ მოპასუხის მიერ ცნობის ნაწილში, რაც ამ მხრივაც უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან მიმართებით, რამეთუ მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილი სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად მხარის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე გაუმართლებელია ამ ხარჯის მისთვის დაკისრება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, კომპანია ,,ლი----------------ის’’ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, რომლითაც ა) შპს ,,ბა--------------------------–ს’’ დაევალა, შეასრულოს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არ გამოიყენოს დომინანტური მდგომარეობა ბოროტად, არ დაუწესოს უსამართლო და დისკრიმინაციული ტარიფი და არ შეუცვალოს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ს’’; ბ) სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შპს ,,ბა--------------------------–ს’’ აეკრძალა თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------თან’’ დადებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა; და გ) შპს ,,ბა--------------------------–ს’’ დაევალა მხარეთა შორის არსებული ფინანსური ურთიერთობის მიუხედავად უზრუნველყოს თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ მოთხოვნის შესაბამისად - ა. ბა-----ის პორტში შემოსული გემებიდან ნავთობისა და ნა------------------ების გადატვირთვა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ კუთვნილ რეზერვუარებში და შენახვა, შემდგომი გადატვირთვა ვაგონცისტერნებში და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სს ,,სა---------–-------------ის’’ კუთვნილ ლიანდაგამდე ან/და ავტოცისტერნებში და მათი ნა----------------–ის ტერიტორიიდან გაყვანის უზრუნველყოფა, ბ. სს ,,სა---------–-------------ის’’ კუთვნილ ლიანდაგიდან ვაგონცისტერნების ტრანსპორტირება ტე-------–ის ესტაკადამდე, ნავთობისა და ნა------------------ების გადატვირთვა და შენახვა შპს ,,ბა--------------------------–ის’’ კუთვნილ რეზერვუარებში და მათი გადატვირთვა ბა-----ის პორტში შემოსულ გემ(ებ)ში. გ. განახორციელოს ყველა ქმედება, რაც საჭიროა ამ პუნქტის პირველ და მეორე ქვეპუნქტებში მითითებული ოპერაციების შესასრულებლად არსებული ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

 

8.4. სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს შპს ,,ბა--------------------------–ს’’ შეასრულოს თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------თან’’ დადებული 2014 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაუწიოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფებით:

მაზუთი:

90 000-მდე ტონა წელიწადში - 1---- აშშ დოლარი ტონაზე;

90 001-ზე მეტი ტონა წელიწადში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

ნავთობი:

თვეში 42 000-მდე ტონა თვეში-6--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 42 001-83 000 ტონა თვეში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 83 001-125 000 ტონა თვეში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 125 001-167 000 ტონა თვეში - 4--- აშშ დოლარი ტონაზე;

თვეში 167 0001-ზე მეტი ტონა თვეში - 4--- აშშ დოლარი ტონაზე;

მსუბუქი პროდუქტები (ექსპორტი):

450 000-მდე ტონა წელიწადში - 6--- აშშ დოლარი ტონაზე;

450 000-ზე მეტი ტონა წელიწადში - 5--- აშშ დოლარი ტონაზე;

 

2. შპს „ბა--------------------------–ს’’ თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1 265 984.04--–– დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

3. შპს „ბა--------------------------–ს’’ თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 480 189.33 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

4. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ სასარგებლოდ გადახდეს 5000 ლარის სარჩელის აღძვრისას და 150 ლარის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ თა---------–----------------------------------ა „ლი----------------ის’’ დაეკისროს 1 301 549.5--–– დოლარი (საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 1 179 974.5--–– დოლარი და პირგასამტეხლო 121 575--–– დოლარი).

 

7. შპს ,,ბა--------------------------–ის’’ სასარგებლოდ თა---------–----------------------------------ა ,,ლი----------------ის’’ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. შპს ,,ბა--------------------------–ს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 1568.5 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს ,,ხა-–-------------------ლო’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე