„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტატუსს, მისი საქმიანობის
ძირითად პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა
და
თანამდებობიდან
გათავისუფლების
წესებს
და
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები
ამ კანონის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი
სახელმწიფო ორგანო, რომლის მიზანია განახორციელოს:
ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ბ)
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
გ)
ამ
კანონის
მე-19
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრული
დანაშაულების
მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სახელმწიფო ინსპექტორი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი,
რომელიც თანამდებობაზე ირჩევა ამ კანონით დადგენილი წესით და ახორციელებს ამ კანონით
მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
1431 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედება;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
(შემდგომ – სააგენტო) – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო;
დ) კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;
ე) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის
კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სისტემა;
ვ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული
სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სისტემა;
ზ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;
თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი
- საქართველოს პროკურატურის მუშაკი
(გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურატურის
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფში
გამოძიების
საპროცესო
ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა), საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსისა),
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
საგამოძიებო დანაყოფისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფის,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საგამოძიებო
დანაყოფის,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
ი) მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა,
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა და
მოსამსახურისა);
კ) სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირი - საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი, აგრეთვე პირი, რომლის
გადაადგილების თავისუფლება და მოცემული ადგილმდებარეობის თავისი ნების შესაბამისად
დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება ასეთი პირი - საქართველოს ტერიტორიაზე თუ მის
ფარგლებს გარეთ.
2. ამ კანონის III თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
თავი II. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპები, ზოგადი
უფლებამოსილებები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევა, ხელშეუხებლობა და
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
შეთანხმებებით,
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით,
საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით, „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტებით
და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ე) პროფესიონალიზმი;
ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
მუხლი 5. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებები
1. სახელმწიფო ინსპექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს
სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ბ) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული
ერთეულებისა და თანამშრომელთა უფლებამოსილებებს;
გ) ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და
შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების
ფუნქციურ მოვალეობებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის თანამშრომლებს;
ვ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებს ანიჭებს და
ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს კანონით დადგენილი წესით;
ზ)
წარმოადგენს
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურს
სახელმწიფო
ორგანოებთან,
საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო
ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ი) ახორციელებს ამ კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულებით და
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სახელმწიფო
ინსპექტორი
საკუთარი
უფლებამოსილების
ფარგლებში
გამოსცემს
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - ბრძანებას - შეტყობინების, ნებართვისა და განცხადების
განხილვის თაობაზე, ინსპექტირების მეთოდის და ჩატარების შესახებ, მისი ქვემდებარე დანაშაულის
გამოძიებასთან, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა
საკითხებზე.
3. სახელმწიფო ინსპექტორი ამ კანონის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულებისა და
სხვა
შესაბამისი
ნორმატიული
აქტების
საფუძველზე
და
მათ
შესასრულებლად
გამოსცემს
ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას.
მუხლი 6. სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა
1. სახელმწიფო ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს
მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან
სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის
არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ასეთი პირი უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული და
მორალური რეპუტაციით.
2. სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი;
ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის წევრთაგან დანიშნული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის
უფლებათა ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
3. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 11 და
არაუგვიანეს
10
კვირისა,
ხოლო
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შემთხვევაში
−
უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები
და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ სახელმწიფო ინსპექტორის
შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრების ვინაობას. კომისიის ყველა წევრის წარდგენიდან 3 დღის
ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს კომისიის პირველ სხდომას. კომისია პირველ
სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის
ვადაში ამტკიცებს კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება კომისიის საქმიანობის წესი,
აგრეთვე მისთვის ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი.
4. სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს
სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს
პრემიერ-მინისტრს. შერჩეული კანდიდატების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად
თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი განსხვავებული სქესის კანდიდატების წარდგენა.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2
კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად.
6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით,
კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს სახელმწიფო ინსპექტორს. თუ ეს ვადა
მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, სახელმწიფო
ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.
თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს
ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.
თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.
7. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
8. სახელმწიფო ინსპექტორი უნდა შეირჩეს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
9. ახლადარჩეული სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი
სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი არჩეულ
იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან − თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის
შემდეგ ან თუ ვადამდე შეწყდა წინა სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება.
10. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის გასვლისთანავე ან
მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
11. სახელმწიფო ინსპექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც იგი
თანამდებობაზე ნიშნავს საკუთარი ბრძანებით. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების
შეწყვეტისას სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლებამოსილება
შეუწყდებათ,
როგორც
კი
ახალი
სახელმწიფო
ინსპექტორი
შეუდგება
უფლებამოსილების
განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით.
12. სახელმწიფო ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების შეუსრულებლობის,
შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს
სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში - ერთერთი მოადგილე. სახელმწიფო ინსპექტორის მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო
ინსპექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სახელმწიფო ინსპექტორისთვის
მინიჭებული უფლებამოსილებითა და სამართლებრივი გარანტიებით.
მუხლი 7. სახელმწიფო ინსპექტორის ხელშეუხებლობა
1. სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ხელშეუხებლობით. სახელმწიფო ინსპექტორის
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი
თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს
თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.
2. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ
თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება
უფლებამოსილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების
გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
3. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დადგენილი წესით უზრუნველყოფენ სახელმწიფო
ინსპექტორის პირად უსაფრთხოებას.
მუხლი 8. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო და საჯარო
სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო,
პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობისა. იგი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას,
უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის,
სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას.
იგი ასევე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ
საქმიანობაში.
2. სახელმწიფო ინსპექტორს ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებებსა და მანიფესტაციებში.
3. სახელმწიფო ინსპექტორი ვალდებულია თანამდებობაზე არჩევიდან 1 თვის ვადაში
შეწყვიტოს
თანამდებობასთან
შეუთავსებელი
საქმიანობა.
სანამ
სახელმწიფო
ინსპექტორის
თანამდებობაზე არჩეული პირი არ შეწყვეტს თანამდებობრივად შეუთავსებელ საქმიანობას, იგი არ
არის უფლებამოსილი შეუდგეს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელებას. თუ
სახელმწიფო ინსპექტორი მითითებულ ვადაში არ შეასრულებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნას,
მისი უფლებამოსილება ვადამდე წყდება.
მუხლი 9. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი ვერ ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას
ზედიზედ 4 თვის განმავლობაში;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) ის სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული), აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ე) მან დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან
შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ის ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან;
ზ) ის გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ინსპექტორის
უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის
შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს
პარლამენტს.
ასეთ
შემთხვევებში
საქართველოს
პარლამენტი
სახელმწიფო
ინსპექტორის
უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად
მიღების საფუძველზე.
მუხლი
10.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
ორგანიზაციული
და
ფინანსური
უზრუნველყოფა
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობისა და თანამშრომელთა
შორის უფლებამოსილებების განაწილების წესი დადგენილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები
და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით
სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო ინსპექტორის სხვა თანამშრომლები არიან საჯარო
მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედება.
3. სახელმწიფო ინსპექტორი ამტკიცებს ეთიკის კოდექსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლებისათვის.
ეთიკის
კოდექსის
დარღვევა
იწვევს
დამრღვევის
დისციპლინურ
პასუხისმგებლობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების მიმართ დისციპლინური
წარმოება ხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საქმიანობისათვის
საჭირო
ასიგნებები
განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება
წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო
ინსპექტორის წინასწარი თანხმობით.
მუხლი 11. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობა
1.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
უფლებამოსილების
განხორციელებისას
დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. სახელმწიფო
ინსპექტორზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურესა და გამომძიებელზე რაიმე
ზემოქმედება ან საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით
სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.
3. სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
კონტროლის,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის
ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც სახელმწიფო ინსპექტორს. ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების
შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი 12. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში
1. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31
მარტისა, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული
საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული
აქტივობების
კონტროლის,
აგრეთვე
სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ
მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული
საქმიანობის შესახებ.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო
პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში
განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ქვეყანაში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის ზოგად
შეფასებებს,
დასკვნებსა
და
რეკომენდაციებს,
აგრეთვე
ინფორმაციას
წლის
განმავლობაში
გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ზოგად
სტატისტიკურ
ინფორმაციას
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებზე
კონტროლის
სფეროში
განხორციელებული საქმიანობის შესახებ; აგრეთვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
დანაშაულის შესახებ ზოგად ინფორმაციას, მისი კომპეტენციის სფეროში წარმოებული გამოძიების
სტატისტიკას, ზოგად ტენდენციებსა და შეფასებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა და სხვა შესაბამის
საკითხებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას
ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან
დაკავშირებულ საკითხებზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
136-ე–138-ე მუხლებით
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების
შესახებ ანგარიშს სახელმწიფო ინსპექტორი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
4. საქართველოს პარლამენტს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლება აქვს
ნებისმიერ დროს მიიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის და/ან საპარლამეტო კომიტეტის
სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად,
რომელიც არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმის
გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არავის აქვს უფლება სახელმწიფო
ინსპექტორს მოთხოვოს ანგარიში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ან
ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიების მსვლელობას.
6. ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის
შესახებ, ამ მუხლში დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საზოგადოებას მიეწოდება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.
თავი III. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სფეროში
მუხლი 13. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს კონტროლს საქართველოში პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე. ამ სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;
გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
დ)
საქართველოში
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
მდგომარეობისა
და
მასთან
დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მუხლი 14. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების
განხილვა
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის
განცხადება პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზომები.
2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და ამის შესახებ აცნობებს
განმცხადებელს.
3.
სახელმწიფო
განცხადებასთან
ინსპექტორის
დაკავშირებული
სამსახური
გარემოებების
უფლებამოსილია
მონაცემთა
სუბიექტის
შესწავლისა
გამოკვლევის
მიზნით
და
განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, გადასცეს მას
შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის
ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასაბუთებული
გადაწყვეტილებით განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით.
5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების
განხილვისას
შეაჩეროს
საქმის
წარმოება
დამატებითი
მასალის
ან/და
ინფორმაციის
ან/და
დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა
სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების
შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების
განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა
დაბლოკვის მიუხედავად, შეიძლება გაგრძელდეს ამ მონაცემთა დამუშავება, თუ ეს აუცილებელია
მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ასევე სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისათვის.
7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების
გამოყენების შესახებ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში უნდა ეცნობოს მონაცემთა
სუბიექტსა და მონაცემთა დამმუშავებელს.
მუხლი 15. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, როგორც საკუთარი ინიციატივით,
ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა
დამმუშავებლისა ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ მუხლით გათვალისწინებული
შემოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს:
ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი
საფუძვლების არსებობის დადგენას;
ბ) მონაცემთა დაცვისათვის მიღებული პროცედურებისა და ორგანიზაციული და ტექნიკური
ზომების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;
გ) ფაილური სისტემის კატალოგის, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრისა და
მონაცემთა გაცემის აღრიცხვის შესახებ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების
შემოწმებას;
დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის
კანონიერების შემოწმებას;
ე) ამ კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა
ნორმატიული აქტებით დადგენილი მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული წესების დაცვის
შემოწმებას.
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, შემოწმების განხორციელებისას
ნებისმიერი
დაწესებულებისაგან,
ფიზიკური
ან/და
იურიდიული
პირისაგან
გამოითხოვოს
დოკუმენტები ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული,
პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობისა
და
დანაშაულის
გამოძიების
ამსახველი
მასალა
ან/და
დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და
აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად.
4. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურს
ნებისმიერი
მასალა,
ინფორმაცია
ან/და
დოკუმენტი
მიაწოდოს
დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა
მოითხოვს:
ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში
მოძიებასა და
დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიებასა და დამუშავებას.
5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებლის ან/და
უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული
ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.
6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად
შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და
ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული
საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულსამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას ან/და დოკუმენტაციას ან/და
ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და
შენახვის ფორმისა.
7.
შემოწმების
შედეგების
გათვალისწინებით,
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან
ნებისმიერი სახის საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნონ
საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების დროს. ეს ვალდებულება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდებათ.
მუხლი 16. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოყენებული ღონისძიებები
1. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღმოაჩენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების
მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს ერთერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოჩამოთვლილი ღონისძიება:
ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების
მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება;
ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა
დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები
და პროცედურები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს;
გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან
დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონმდებლობის
დარღვევით;
დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
გადაცემის შეწყვეტა, თუ მათი გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობის დარღვევით;
ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია მონაცემთა დამმუშავებელსა ან/და
უფლებამოსილ პირს მათ მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ
დარღვევის შემთხვევაში.
2. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და აღნიშნულის
შესახებ აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
3. თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი არ ასრულებს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია
მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს ან/და შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით
განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას.
4.
თუ
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
გამოავლენს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი
და
შესაბამისად
მონაცემთა
დამმუშავებელს
ან/და
უფლებამოსილ
პირს
დააკისროს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
5. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობის პროცესში მიიჩნევს, რომ არსებობს
დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს კანონით
დადგენილი წესით, თუ საქმე მისი ქვემდებარე არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საქმე სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იწყებს გამოძიებას.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ
სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 17. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონსულტაციის
გაწევა და
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის
შემთხვევაში
კონსულტაცია
გაუწიოს
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
მუნიციპალიტეტის
ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ
პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას
მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თავი IV. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები ფარულ საგამოძიებო
მოქმედებებზე კონტროლის სფეროში
მუხლი
18.
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის
ფარული მიყურადებისა და ჩაწერის – განხორციელების დროს (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედებისა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს:
ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, მონაცემთა დამუშავების კანონიერებას;
ბ)
კონტროლის
სპეციალური
ელექტრონული
სისტემით,
მონაცემთა
დამუშავების
მონაცემთა
დამუშავების
კანონიერებას;
გ)
მონაცემთა
დამმუშავებლის/უფლებამოსილი
პირის
მიერ
კანონიერებას (ინსპექტირება).
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
136-ე−138-ე მუხლებით
გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების
მიმწოდებლის
მიერ
მიწოდებული
ინფორმაციის
შედარებით
და
მონაცემთა
დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით
(ინსპექტირებით).
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“,
„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას
(გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
ჩატარებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებისა)
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების
კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე ზედამხედველობას (გარდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს მონაცემთა
დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით
(ინსპექტირებით), ამ კანონით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
შემოწმებისას (ინსპექტირებისას) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირის
(გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა და პროკურორისა) ვინაობის შესახებ ინფორმაციის
გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით
გათვალისწინებული
ფარული
საგამოძიებო
ოპერატიულ-ტექნიკური აღჭურვილობის
მოქმედებისას
მახასიათებლების
გამოყენებული
შესახებ
ოპერატიული
და
ინფორმაციის გამოთხოვა
შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის
თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმება (ინსპექტირება) არ მოიცავს
ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/განხორციელების პროცესში უშუალო მონაწილეობას
და შენიღბული საცხოვრებელი ან სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული ობიექტისა და შენობანაგებობის ადგილზე შემოწმებას.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ღონისძიებას (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის
კონტროლის
სპეციალური
ელექტრონული
სისტემითა
მონაცემთა
და
დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით
(ინსპექტირებით).
6. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებულ აქტივობებს (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) სახელმწიფო
ინსპექტორის
მონაცემთა
სამსახური
აკონტროლებს
ცენტრალური
ბანკის
ელექტრონული
კონტროლის
კომუნიკაციის
ელექტრონული
მაიდენტიფიცირებელ
სისტემითა
და
მონაცემთა
დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით
(ინსპექტირებით).
7. სააგენტოს შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური უფლებამოსილია:
ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს
უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას;
ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების
შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს;
გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისათვის გამოყენებული
ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა;
დ)
სააგენტოს
მოსამსახურეებისაგან
მოითხოვოს
ახსნა-განმარტებები
შემოწმების
(ინსპექტირების) პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
ე) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
8. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურთან და სრულად მიაწოდონ მას მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე მისცენ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში
გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.
თავი V. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების სფეროში
მუხლი 19. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეები
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3
ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე
მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ;
ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული
პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და
დანაშაულის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი
მოთავსების
იზოლატორში ან
პენიტენციურ დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ,
აკრძალული ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვა მხრივ
იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
2. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა
ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.
3. დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან მეტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე არ არის, პროკურორის გადაწყვეტილებით,
რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე,
რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა და საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით ის გამოსაძიებლად გადაეცემა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს. გამოძიების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, პროკურორს შეუძლია
მიიღოს გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის
სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვისთვის გადაცემის შესახებ.
4. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ რომელიმე საგამოძიებო
ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ
სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის ის მოადგილე, რომელიც სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების საქმიანობას კურირებს (შემდგომში - სახელმწიფო
ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე), უფლებამოსილია დასაბუთებული წინადადებით წერილობით
მიმართოს ზედამხედველ პროკურორს სხვა საგამოძიებო ორგანოდან მის საგამოძიებო ქვემდებარეობას
მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. თუ ზედამხედველი
პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის
გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ
დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურორს.
5.
სახელმწიფო
ინსპექტორის
შესაბამისი
მოადგილე
უფლებამოსილია,
სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე
დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს:
ა)
სისხლისამართლებრივი
დევნის
დაწყების,
სისხლისამართლებრივი
დევნის
ან/და
გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობას;
გ) სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა
შეტანის შესახებ.
6. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი
მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებთან
დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, ამავე საკითხებზე დასაბუთებული
წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურორს.
მუხლი 20. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება გამოძიების სფეროში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების
მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, ამ კანონით და
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობა;
ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული
ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;
გ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს სხვა სახელმწიფო ორგანოს კუთვნილი ტექნიკური
აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, გარდა იმ უწყებისა, რომლის
თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს გამოძიებას;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები და
მოქმედებები.
მუხლი 21. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებელს უფლება აქვს, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი
წესით, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ
საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-
ე მუხლით (გარდა პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო
აქტებით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებელს უფლება აქვს, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. სახელმწიფო
ინსპექტორის
მოადგილისა
სახელმწიფო
და
ინსპექტორის
სამსახურის
გამომძიებლების
განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შენახვის,
ტარებისა და გამოყენების წესებს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა
და საბრძოლო მასალების ნუსხას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.
მუხლი 22. პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საქართველოს მთავარი
პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების
საპროცესო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეული,
რომელიც
უშუალოდ საქართველოს მთავარ პროკურორს ექვემდებარება, კანონით დადგენილი წესით
ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ
დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებზე,
რომელიც ჩადენილია პროკურატურის მუშაკის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ
ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია.
მუხლი 23. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის შერჩევა და დანიშვნა.
გამომძიებლის უფლებამოსილება
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები თანამდებობაზე ინიშნებიან
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით, კონკურსის საფუძველზე.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის
არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს
სამართალწარმოების
ენას,
საქართველოს
იუსტიციის
სასწავლო
ცენტრში
ჩაბარებული აქვს
საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში - საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, და რომელსაც
აქვს საქმიანი და მორალური მაღალი თვისებები. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან
თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდა
საერთო
საკვალიფიკაციო
სპეციალიზაციით.
ან
სისხლის
გამოცდა
ან
სამართლის
ადვოკატთა
სპეციალიზაციით,
ტესტირება
საერთო
პროკურატურის
ან
სისხლის
მუშაკთა
სამართლის
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების
მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და განსაზღვრავს მისი საქმიანობის
წესს. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ უნდა იქნენ სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებათა
სფეროს სპეციალისტები.
4.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
გამომძიებელზე
ვრცელდება
ამ
კანონით,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.
მუხლი 24. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
თანამშრომლის
კანონიერი
მოთხოვნის
შესრულება
ყველასთვის სავალდებულოა.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის
სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
თანამშრომლისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის
გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
პასუხისმგებლობას.
სამსახურებრივი
უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო
ინსპექტორის შესაბამისი მოადგილისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების ან
მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის
მიღების
შემთხვევაში
სახელმწიფო
ორგანოები
ვალდებული
არიან,
მიიღონ
კანონით
გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო
ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის
შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან
განკარგულების მიღების შემთხვევაში უნდა აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორს.
6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს
აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან
განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და
თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა,
რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი.
10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტი.
მუხლი 25. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის გამომძიებლის
სოციალურ დაცვას.
2. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისათვის
გათვალისწინებული სოციალურ დაცვასთან, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
დაღუპვასთან ან სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიები.
3. სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის გამომძიებელი იღებს:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს;
ბ) მუხლის მე-5 პუნქტითა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;
გ) წოდებრივ სარგოს სპეციალური წოდების შესაბამისად;
დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
4.
სახელმწიფო
ინპექტორის
სამსახურის
გამომძიებელს,
რომელიც
გათავისუფლდა
სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის
გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო
კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.
5. სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურების წესი და
ოდენობები, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე
კანონმდებლობით
განისაზღვრება
გათვალისწინებული
სახელმწიფო
სხვა
ინპექტორის
დანამატებისა
და
კომპენსაციების
ნორმატიული
აქტებითა
და
ოდენობა
საქართველოს
კანონმდებლობით.
6. სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის გამომძიებელი ექვემდებარება სავალდებულო
სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ
საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სახელმწიფო ინპექტორი.
მუხლი 26. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების სპეციალური წოდება
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომლების
სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს
კანონით.
თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 27. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლეობა
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
თანამდებობა. სახელმწიფო ინსპექტორი ჩაითვლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
უფლებამონაცვლედ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაითვლება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის
თანამშრომლები
გადაინიშნებიან
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
თანამშრომლებად
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას იძენს ამ
კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 28. კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2018 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს „სისხლის
სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის
თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების ამ კანონთან
შესაბამისობა.
2. 2019 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა
უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები
იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული
სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელება
ამ
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად განსახორციელებლად საჭირო რაოდენობის
გამომძიებლების თანამდებობაზე დასანიშნად.
4. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის
რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება.
მუხლი 29. საგამოძიებო ქვემდებარეობა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1
იანვრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.
მუხლი 30. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტისა და
28-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის
30 მარტიდან.
3. ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მოპყრობასთან
მიღება
ბრძოლის
ვალდებულებების
განპირობებულია
მიზნით
სათანადოდ
ეფექტიანი
შესრულების
საქართველოს
მიერ
რეფორმების
აუცილებლობით.
ნაკისრი
გატარების
კერძოდ,
არასათანადო
საერთაშორისო
„საქართველოსა
და
ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ სხვადასხვა ნაწილები
(„ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები“ მოუწოდებს სახელმწიფოს, მიიღოს
ყველა შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეეწყოს სამართალდამცავი უწყებების წარმოამდგენლების მიერ
ჩადენილ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან და დამოუკიდებელ
გამოძიებას.
ამასთანავე, არაერთი საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციის, საერთაშორისო
ექსპერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის (2013-2017 წლების ანგარიშები) რეკომენდაციაა
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017-2018 წლების ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის
აქტივობა 2.3.1. ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციის დაწესებულებებსა და სხვა
დახურულ დაწესებულებებში წამებასა და სხვა სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული
ბრალდებების გამოძიების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად
საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას. ეს აქტივობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის
№338 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წწ.
სამთავრობო სამოქმედო გეგმაშიც გვხვდება (5.1.5.1.).
ყოველივე
ზემომითითებულიდან
გამომდინარე,
საჭიროა
შეიქმნას
დამოუკიდებელი
ინსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა), საქართველოს პროკურატურის (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, აგრეთვე
საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული
ერთეულის
პროკურორისა),
საქართველოს
საქართველოს
სახელმწიფო
სახელმწიფო
უსაფრთხოების
უსაფრთხოების
სამსახურის
სამსახურის
უფროსისა),
(გარდა
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფისა და სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის,
საქართველოს
სპეციალური
სამართალდამცავი
სამინისტროს
საგამოძიებო
თავდაცვის
სტრუქტურული
დანაყოფის,
სამინისტროს
ქვედანაყოფის,
საქართველოს
ფინანსთა
გენერალური
შტაბის
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საგამოძიებო
სამსახურის წარმომადგენელი), მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის
მიუკერძოებელ
და
ეფექტურ
კანონიერების,
აგრეთვე
გამოძიებას,
ფარულ
აგრეთვე,
საგამოძიებო
პერსონალურ
მოქმედებებთან
მონაცემთა
დამუშავების
დაკავშირებული
საქმიანობის
კონტროლს უზრუნველყოფს. ამავე კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია წინამდებარე
კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ სამართალდამცავი ორგანოების
ხელმძღვანელების მიერ, როგორიცაა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს მთავარი პროკურორი,
გავრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის წესი. აგრეთვე, ამავე კანონის 92
მუხლითა და „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძოებო
ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის
№34
ბრძანებით
გათვალისწინებული
საგამოძიებო
ქვემდებარეობის
წესები,
რომელშიც,
კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 1 დეკემბრამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის
მიზნით
ეფექტიანი
შესრულების,
რეფორმების
სხვადასხვა
გატარების
საერთაშორისო
საერთაშორისო
ვალდებულებების
სამთავრობოთაშორისი
სათანადოდ
ორგანიზაციისა
თუ
დამოუკიდებელი ექსპერტის, აგრეთვე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დამტკიცებული
ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული
შესაბამისი ვალდებულებების აღსრულებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და
ერთიანი,
დამოუკიდებელი
ინსტიტუციის
შექმნა,
რომელიც
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას,
აგრეთვე
პერსონალურ
მონაცემთა
დამუშავების
კანონიერებისა
და
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლს უზრუნველყოფს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
განისაზღვრება
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის,
როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპქეტორის საქმიანობის პრინციპები,
უფლებამოსილებები და გარანტიები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევისა და
უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.
კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური,
რომელიც
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის
უფლებამონაცვლედ
განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი,
აგრეთვე,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.
გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ინპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა უმნიშვნელოვანესი
ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ (გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) ადამიანის უფლებებისა
და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
კანონპროექტის
თანახმად,
სახელმწიფო
ინსპექტორად
შეიძლება
არჩეულ
იქნეს
ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული
განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ასეთი პირი უნდა
სარგებლობდეს მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციით.
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერმინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი
მოადგილე ან მოადგილე, საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის
წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის წევრთაგან დანიშნული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს
ადამიანის უფლებათა ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5
კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე
ასარჩევად.
პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის
კანდიდატურებიდან,
სახელმწიფო
ინსპექტორს,
ნაცვლად
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის უფლებამოსილების ვადისა - 3 წლისა, აირჩევს 6 წლის ვადით. აქვე განისაზღვრება, რომ
ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ
ორჯერ.
სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ხელშეუხებლობით. საქართველოს პარლამენტის
თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან
დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა ისეთ საქმესთან
დაკავშირებით, რომელიც უაკვშირდება მის სამსახურეობრივ საქმიანობას. გამონაკლისია დანაშაულზე
წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ
საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო
ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან
დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს
პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლებრივი დევნის
შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლამდე.
კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები,
კერძოდ:
თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება
არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. სახელმწიფო ინსპექტორზე და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მოხელზე რაიმე ზემოქმედება ან სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა
აკრძალულია და კანონით ისჯება. სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის
მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.
სახელმწიფო
კანონიერების
ინსპექტორს
კონტროლისა
და
უფლება
ფარული
აქვს,
პერსონალურ
საგამოძიებო
მონაცემთა
მოქმედებებისა
და
დამუშავების
ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების
კონტროლის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო,
რომელიც მას გაანდეს, როგორც ინსპექტორს. ეს უფლება მას უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც
უნარჩუნდება.
არავის აქვს უფლება სახელმწიფო ინსპექტორს მოთხოვოს ანგარიში კონკრეტულ სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი
შეუშალოს გამოძიების მსვლელობას.
კანონი აწესრიგებს სახელმწიფო ინსპექტორის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის
საკითხებს, რომლებიც, დიდწილად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქართველოს
პარლამენტთან ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების მსგავსია, თუმცა, მცირედით განსხვავდება
მისგან. კერძოდ:
სახელმწიფო ინსპექტორი ყოველ წელს, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს
ანგარიშს წინა წელს ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ხოლო
პარლამენტი აღნიშნულ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტით
დადგენილი წესით (ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს
იგივე ანგარიშს წარუდგენს არაუგვიანეს 1 მარტისა). ამასთანავე, განისაზღვრება, რომ საქართველოს
პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიიწვიოს
სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის და/ან საპარლამეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო
ინსპექტორის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად.
სახელმწიფო
ინსპექტორი
ვალდებული
იქნება
წელიწადში
ერთხელ
წარუდგინოს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
(სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია
კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან,
სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან
(როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია) კონტროლის შედეგების შესახებ
ანგარიში.
თუ სახელმწიფო ინსპექტორი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის
მოვალეობას ან დაიკავებს სახელმწიფო ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობას ან
განახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის ინიციატივით ან პარლამენტის
თავმჯდომარის
მიმართვის
საფუძველზე,
მას
უფლებამოსილება
შეუწყდება
პარლამენტის
გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
კანონპროექტით სახელმწიფო ინპექტორს, პრაქტიკულად, უცვლელი სახით განესაზღვრება
პერსონალურ
მონაცემის
უფლებამოსილებები,
დაცვასთან
რომელიც
დაკავშირებული
პერსონალური
საქმიანობის
მონაცემების
ის
დაცვის
მიმართულებები
ინპექტორს
და
გააჩნდა
„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული საქმიანობის
ძირითადი მიმართულებებია: საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური
პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; მონაცემთა
დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა
დამუშავების
კანონიერების
შემოწმება
(ინსპექტირება);
საქართველოში
მონაცემთა
დაცვის
მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების
ინფორმირება.
კანონპროექტში „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გადმოტანილია ის ძირითადი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის
მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვას; სახელმწიფო ინსპექტორის მიერ როგორც
საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ნებისმიერი
მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის შემოწმების განხორციელებას; სახელმწიფო
ინსპექტორის
მიერ
პერსონალური
მონაცემების
დამუშავებასთან
დაკავშირებული
წესების
დაცვისათვის კანონის აღსრულების მიზნით გამოსაყენებელ ღონისძიებებს; ფარული საგამოძიებო
მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული
აქტივობების
კონტროლს;
სახელმწიფო
ინსპექტორის
მიერ
კონსულტაციების გაწევასა და საგანმანათლებლო საქმიანობას; სახელმწიფო ინსპექტორის სხვა
ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობას.
კანონპროექტით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს სახელმწიფო
ინსპექტორის აპარატისათვის მინიჭებული უფლებამოილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური განახორციელებს კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ
გამოძიებას. ამ ფუნქციის განხორციელებაში გამოიხატება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის
არსი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლებით (წამება, წამების მუქარა,
დამამცირებელი მოპყრობა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე
სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან
იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 333-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის
პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი
ღირსების შეურაცხყოფით), 335-ე მუხლით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით,
მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების
მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის) ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით
(პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების
მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის
შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია
კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა
დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის
დროს დაზარალებული იმყოფებოდა დროებითი მოთავსების
იზოლატორში ან
პენიტენციურ
დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული
ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა დაზარალებული სხვა მხრივ იმყოფებოდა
სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
მიერ
გამოსაძიებელ
საქმეებზე
საპროცესო
ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფში
გამოძიების
საპროცესო
ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. იგივე
ერთეული უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივ დევნას და მხარს დაუჭერს სახელმწიფო
ბრალდებას.
აღნიშნული
სტრუქტურული
ერთეული
უშუალოდ
მთავარ
პროკურორს
დაექვემდებარება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებზე,
რომელიც ჩადენილია პროკურატურის მუშაკის მიერ, ზემომითითებულ ფუნქციებს საქართველოს
მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
ქვემდებარეობას
მიკუთვნებულ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს:
- სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების
შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;
- მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობას;
- სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის
შესახებ;
თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი
მოადგილის
დასაბუთებულ
წინადადებას
ზემომითითებულ
საკითხებთან
დაკავშირებით,
სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, ამავე საკითხებზე დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურორს.
გარდა ამისა, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ რომელიმე
საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას
მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის ის მოადგილე, რომელიც
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების საქმიანობას კურირებს (შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე), უფლებამოსილია დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს სხვა საგამოძიებო ორგანოდან მის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ.
თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისათვის გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, საქმის გამოსაძიებლად
გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს მთავარ
პროკურორს.
კანონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის
შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები:
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
ნაწილის
გამომძიებლები
თანამდებობაზე ინიშნებიან სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით;
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
გამომძიებლად
შეიძლება
დაინიშნოს
ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში - საკონსტიტუციო სამართალი,
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის
პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, და
რომელსაც აქვს საქმიანი და მორალური მაღალი თვისებები. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან
თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდა
საერთო
საკვალიფიკაციო
ან
სისხლის
გამოცდა
ან
სამართლის
ადვოკატთა
სპეციალიზაციით,
ტესტირება
პროკურატურის
საერთო
ან
სისხლის
მუშაკთა
სამართლის
სპეციალიზაციით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების
მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და განსაზღვრავს მისი საქმიანობის
წესს. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ უნდა იქნენ სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებათა
სფეროს სპეციალისტები.
კანონპროექტში
მოცემულია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
თანამშრომლის
სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.
კანონპროექტით
მოსაწესრიგებელი
საკითხის
შინაარსიდან
გამომდინარე,
საკმაოდ
მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდი, რომელიც კანონონის სრულად ასამოქმედებად გასატარებელ
ღონისძიებებს უკავშირდება. კანონის ამოქმედებისთანავე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის თანამდებობა, სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
უფლებამონაცვლედ ჩაითვლება, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლედ. ამასთან, კანონის ამოქმედებისთანავე
სახელმწიფო
ინსპექტორის
უფლებამოსილებას
შეიძენს
კანონის
ამოქმედების
დროისთვის
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მას
აღნიშნული უფლებამოსილება საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება, რომ
პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორის მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ
შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. ამავე გარდამავალი
დებულებებით
განისაზღვრება
სახელმწიფო
ინსპექტორის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითები.
სამსახურის
შექმნასა
და
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2019 სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბაბამისი ხარჯების
გათვალისწინებას იმ ოდენობით, რაც აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და
საქართველოს პროკურატურისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური
რესურსების გადასაცემად, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად
შესასრულებლად
საჭირო
რაოდენობის
გამომძიებლებისა
და
გამოძიებაზე
საპროცესო
ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორების თანამდებობაზე დასანიშნად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
ან/და