„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) 57-ე მუხლის მე-5
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
ამ
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებულ
მოქმედებათა
განხორციელებისას
დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის
მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გადასცემს საქართველოს
მთავარ პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ სამსახურს, მისთვის ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ
სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა
ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა
ეფექტიანი გამოძიების ფუნქციაც დაეკისრება. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
1441-1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3
ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
განსაზღვრული
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლის (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლისა
საგამოძიებო
და
მოსამსახურისა)
ქვემდებარეობა
მიერ.
ვრცელდება
ამასთან,
სახელმწიფო
„სახელმწიფო
ინსპექტორის
ინსპექტორის
სამსახურის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
ასევე
სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ან
მოსამსახურის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის
მოსპობა და დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული იმყოფებოდა დროებითი
იზოლატორში
ან
პენიტენციურ
დაწესებულებაში,
ან
ნებისმიერ
სხვა
მოთავსების
ადგილას,
სადაც
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ,
საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება,
ანდა დაზარალებული სხვა მხრივ იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
ზემოხსენებული კანონპროექტით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლად ან/და
მოხელედ ან მასთან გათანაბრებულ პირად პოლიციელი და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სხვა თანამშრომელიც მოიაზრება, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საგამოძიებო ქვემდებარეობას პოლიციელისა და აღნიშნული თანამშრომლის მიერ ჩადენილი
შესაბამისი დანაშაულიც დაექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალური ინსპექცია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად
დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს
საქართველოს მთავარ პროკურატურას. მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს პროკურატურა
არც ამჟამად, „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო
ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის
№34 ბრძანებიდან გამომდინარე, არ არის ის საგამოძიებო უწყება, რომელიც საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ყველა
თანამშრომლის
მიერ
ჩადენილი
დანაშაულის
გამოძიების
უფლებამოსილება გააჩნია, ხოლო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის ამოქმედების შემთხვევაში, აღნიშნული სამსახური უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს მის
საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები, რაც პროკურატურის საგამოძიებო
ქვემდებარეობის ცვლილებასაც გამოიწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, საგამოძიებო ქვემდებარეობის თვალსაზრისით, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის განისაზღვრება, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის
მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომელთა
დისციპლინური
წესდების“
ნორმების
დარღვევის,
მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სხვ.) დანაშაულის ნიშნების
გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ,
საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას ან
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
ცვლილებებს.
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი
ნაწილის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 57. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი
1.
პოლიციელისა
და
სამინისტროს
სხვა
მოსამსახურის
საქმიანობას
აკონტროლებს
სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
2.
სამინისტროს
გენერალური
ინსპექცია
თავის საქმიანობაში
დამოუკიდებელია
და
დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ან თანამდებობის
პირის ჩარევა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის
წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე
სამსახურებრივ ზედამხედველობას.
3. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება
სტრუქტურულ
ქვედანაყოფებზე,
ტერიტორიულ
ორგანოებზე,
სამინისტროს
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო
პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებზე.
4. სამინისტროს გენერალური ინსპექცია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში
„პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა
დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის
ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას;
ბ) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო
საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა
და მიზანშეწონილობას;
გ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, სამინისტროს სისტემაში
შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას,
აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების
შემუშავებას;
დ) ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის
ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს
დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.