„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს (www.matsne.gov.ge), 27/03/2017, კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ი) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – კონტროლის ელექტრონული სისტემა) – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გაგზავნის შესაძლებლობას; ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას; ი.გ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას; კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ლოგირების მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გაგზავნას;“; ბ) „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული აღჭურვილობის შეტყობინების მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ და ინიციატორი მობილური მონაცემების გამოთხოვის მობილური საკომუნიკაციო თაობაზე საკომუნიკაციო აღჭურვილობის ლოგირების მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის რეალურ დროში მიწოდებას;“; გ) „ო.ა“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის რეალურ დროში მიწოდებას.“; 2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს.“. 3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს: ა) სააგენტოს მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს იმავე კანონის 14 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური 6 საშუალებების გამოყენებით: ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე: ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; ბ.ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით; ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიების განხორციელებას გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“. 4. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კონტროლი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1433 მუხლების, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, მის ნაცვლად კი იქმნება ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე. აღნიშნული სამსახური ასევე აღჭურვილი იქნება განსაზღვრული კატეგორიის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისა და საგამოძიებო უფლებამოსილებით. აღნიშნული ცვლილებით ერთი მხრივ, არსებული კანონის ტერმინები შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებისა და მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე სათანადო გარე კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფას. კერძოდ პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულ ფარული საგამოძიებო მოქმედება - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებაზე და ჩაწერაზე ელექტრონული სისტემით კონტროლს განახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - (ზედამხედველი მოსამართლე), რომელსაც საშუალება ექნება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეაჩეროს ფარული საგამოძიებო მოქმედება. გარად ამისა, ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ზედამხედველი მოსამართლე გააკონტროლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ და გეოლოკაციის რეალურ დროში დადგენასთან დაკავშირებული აქტივობების სამართლებრივი საფუძვლების შეფასებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ასევე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და მონაცემთა ბანკებში აქტივობებზე სათანადო კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონის იმ ნორმებში, რომლებშიც მითითებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მითითება კეთდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე. ცვლილება შედის კანონის 28-ე მუხლშიც და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის ნაცლად, მიეთითება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულ სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებაზე და ჩაწერაზე ელექტრონული სისტემით კონტროლს განახორციელებს ზედამხედველი მოსამართლე, რომელსაც საშუალება ექნება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეაჩეროს ფარული საგამოძიებო მოქმედება. გარდა ამისა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზედამხედველი მოსამართლე ასევე გააკონტროლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს მიერ მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ და გეოლოკაციის რეალურ დროში დადგენასთან დაკავშირებული აქტივობების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო- ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით; ბ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ კონკრეტული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის მეშვეობით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო შეტყობინებების მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო- ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით; გ) ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებები: გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; გ.ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; გ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება; დ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა სააგენტოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით; ე) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი დასრულებისთანავე, ორგანოს ელექტრონული მიერ კომუნიკაციის კომუნიკაციის კომპანიის მიმდინარეობისას ქსელურ ან/და ან მისი სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ვ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით; ზ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით; თ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია; ი) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – კონტროლის ელექტრონული სისტემა) – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გაგზავნის შესაძლებლობას; ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას; კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გაგზავნას; ლ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის (შემდგომ – მონაცემთა ცენტრალური ბანკი) კონტროლის ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს: ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული აღჭურვილობის შეტყობინების მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ და ინიციატორი მობილური მონაცემების გამოთხოვის მობილური აღჭურვილობის საკომუნიკაციო თაობაზე საკომუნიკაციო ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის რეალურ დროში მიწოდებას; მ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული საკომუნიკაციო არქიტექტურითა აღჭურვილობის და დადგენილი გეოგრაფიული ინტერფეისებით ადგილმდებარეობის მობილური რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული პროგრამული ან/და უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ნ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით; ო) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში უზრუნველყოფს: ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის რეალურ დროში მიწოდებას. მუხლი 9. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა 1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებას სააგენტო ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. 2. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად; გ) ნორმატიული აქტებით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები. 3. თუ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური ან სასადგურე ინფრასტრუქტურა არ იძლევა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების საშუალებას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს სათანადო აპარატურა ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესი და პროცედურა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს. 5. სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. 6. სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. 7. სააგენტო ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებასა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებას ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. მუხლი 26. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი ზედამხედველი მოსამართლე აკონტროლებს სააგენტოს მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14 მუხლით გათვალისწინებული 7 საფუძვლით მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს იმავე კანონის 146 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მუხლი 28. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აკონტროლებს სააგენტოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1433 მუხლების, აგრეთვე „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.