„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, სახელმწიფო ინსპექტორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“. 2. 38-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, გარდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურატურა.“; საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. პროკურატურის მუშაკის მიერ (გარდა მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა) ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია.“. 3. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროკურატურის მუშაკის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს, ხოლო პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ სამსახურს, მისთვის ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ფუნქციაც დაეკისრება. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ან მოსამსახურის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა დაზარალებული სხვა მხრივ იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. ზემოხსენებული კანონპროექტით „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელში“ პროკურატურის მუშაკიც (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა) მოიაზრება, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას დაექვემდებარება პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი შესაბამისი დანაშაულიც, გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა. იმის გათვალისწინებით, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს მთავარი პროკურატურა იძიებს, საჭიროა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით სახელმწიფო ინსპექტორი, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილი სამსახურის ხელმძღვანელი, მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარანტიებით არის აღჭურვილი, რის გამოც, მსგავსი სამართლებრივი გარანტიების მქონე მაღალი რანგის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეების მსგავსად, მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მთავარმა პროკურორმა განახორციელოს. გარდა აღნიშნულისა, მიზანშეწონილია მთავარმა პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიმართაც, მისი მაღალი რანგიდან გამომდინარე, ხოლო შესაბამისი კატეგორიის დანაშაული, რომელიც ჩადენილია სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მიერ (გარდა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), წარმოდგენილი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად დაექვემდებარება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დანაშაულის ჩადენისას, სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეების მსგავსად, სისხლისსამართლებრივი დევნას განახორციელებს მთავარი პროკურორი. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, გარდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა. საგამოძიებო პროკურატურის მუშაკის მიერ (გარდა მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა) ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, იძიებს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. კანონპროექტით ზუსტდება კანონის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში არსებული ხარვეზი და მიეთითება, რომ პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. მთავარი პროკურატურა 1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. 11. მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. 12 . მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შედეგად. 2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 3. მთავარი პროკურორი: ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს; გ) განსაზღვრავს თავისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს; დ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას; ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; ვ1) იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენციას; ზ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში; თ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; ი) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; კ) წყვეტს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხს, გარდა ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს; მ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა შექმნისა და გაუქმების, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის და სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციის დადგენის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს; ო) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს; პ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ჟ) კანონით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; რ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მათ იუსტიციის მინისტრს; ს) ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიმუშავებს შესაბამის ზომებს; ტ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას; ტ1) ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, საპროკურორო საბჭოს წარუდგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, მის სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს; უ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს; ფ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს; ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 41. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესებასთან დაკავშირებული, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები და ქვედანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები. მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა 1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით. 2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად. 3. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა. 4. პროკურატურის გადაწყვეტილების მუშაკის მიღებამდე, მიმართ საქმის პროკურატურის გამოძიების მუშაკს დადგენილი წესით გადააყენებს მთავარი პროკურორი. პერიოდში, დაკავებული საბოლოო თანამდებობიდან 5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) პროკურატურიდან დათხოვნა. 6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს მთავარი პროკურორი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი. 8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური. 9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია იმ დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომლის დადებაც მხოლოდ მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებას შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე. 10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი. 11. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. 12. დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით, ამ კანონის 81 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე კანონის 92 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება/საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება/საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება. 13. პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი. 14. პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით/გადაწყვეტილებით. ეს ბრძანება/გადაწყვეტილება უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ მუშაკს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება/გადაწყვეტილება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში ინახება. 15. პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის/მისი მოადგილისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ – სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში. 16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას. მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება 1. პროკურატურის მუშაკის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს, ხოლო პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება – თანამდებობრივ სარგოს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს. 2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.