„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა; მ) მესამე პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სახელმწიფო ინსპექტორი − „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე;“; გ) „ფ“-„შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კანონის აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კანონის აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული განხორციელებული კომუნიკაციის აქტივობების მაიდენტიფიცირებელ კონტროლთან მონაცემთა დაკავშირებული „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. ცენტრალურ საკითხები ბანკში განისაზღვრება 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისათვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიაწოდოს იგივე ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს, კერძოდ, მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.“. 4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით მის გამოქვეყნებას.“. 5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება 1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი გადაცემიდან 24 საათში. 5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. 6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“. 6. მე-22 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“. 7. მე-24 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა დამმუშავებლის ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.“. 8. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა სუბიექტის მიმართვას განიხილავს ამ კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.“. 9. V თავი ამოღებულ იქნეს. 10. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნებართვის შემდეგ.“. 11. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.“. 12. 53-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა, მათ შორის, ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 13. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი. 3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. ხსენებული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინპექტორი სამსახური (იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება) განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ, ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას. შესაბამისად, ყველა საკითხი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის სტატუსს, თანამდებობაზე არჩევასა და უფლებამოსილების შეწყვეტას, აგრეთვე, თანამდებობრივი გარანტიებისა და მის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა განისაზღვროს, როს გამოც საჭიროა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული იქნება V თავი და, შესაბამისად, ყველა ის რეგულაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სტატუსს, არჩევასა და უფლებამოსილების შეწყვეტას, თანამდებობრივ გარანტიებს, მის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის, შემოწმების განხორციელებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საკითხებს უკავშირდება. კანონპროექტი ტერმინლოგიურ ცვლილებებსაც ითვალისწინებს, კერძოდ, კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად, მითითება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე კეთდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებე ლი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით; ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; გ) ბიომეტრიული მონაცემი − ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, ტერფის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი); გ1) გენეტიკური მონაცემი − მონაცემთა სუბიექტის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება; დ) მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; ე) მონაცემთა ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება; ე1) მონაცემთა ნახევრად ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და არაავტომატური საშუალებებით დამუშავება; ვ) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება; ზ) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სა ტელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება; თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად თ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით ; ი) მონაცემთა დამმუშავებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას; კ) უფლებამოსილი პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით; ლ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა; მ) მესამე პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა; ნ) ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშ იც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით; ო) ფაილური სისტემის კატალოგი − ფაილური სისტემის სტრუქტურისა და შინაარსის დეტალური აღწერილობა; პ) ფაილურ სისტემათა კატალოგებ ის რეესტრი − რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ფაილური სისტემების დეტალურ აღრიცხვას; ჟ) მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება; რ) მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს; ს) საიდენტიფიკაციო ნომერი − პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ან კანონით განსაზღვრული, ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც შესაძლებელია ფაილური სისტემიდან (სადაც საიდენტიფიკაციო ნომერი ასევე დამუშავებულია) მონაცემთა მოძიება ან გამჟღავნება; ტ) პერსონალურ პასუხისმგებელია მონაცემთა მონაცემთა დაცვის დაცვის ინსპექტორი − მარეგულირებელი თანამდებობის პირი, კანონმდებლობის რომელიც შესრულების ზედამხედველობაზე; უ) პირდაპირი მარკეტინგი − ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება; ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო; ქ) კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ღ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; [ყ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)] შ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ჩ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია. მუხლი 10. ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისათვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა მიაწოდოს იგივე ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს, კერძოდ, მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. მუხლი 19. ფაილური სისტემის კატალოგი 1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ფაილური სისტემის სახელწოდება; ბ) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის დასახელებები და მისამართები, მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) მონაცემთა სუბიექტის კატეგორია; ე) მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში; ვ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა შენახვის ვადა; თ) მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და საფუძვლები; ი) ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები; კ) ინფორმაცია მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შესახებ და ასეთი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი; ლ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა. 2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემატური განახლება. მუხლი 20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება 1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, წარედგინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მათი გადაცემიდან 24 საათში. 5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მუხლი 22. მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების მოთხოვნის უფლება 1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. 2. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიმღები მხარე ვალდებულია შესაბამისად გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები. მუხლი 24. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვა 1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-15, 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება შეიზღუდოს, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას: ა) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; გ) დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას; დ) ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ) ინტერესებს; ე) მონაცემთა სუბიექტისა და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა დამმუშავებლის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს. მუხლი 26. გასაჩივრების უფლება 1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. 2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე. 3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 4. მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი. თავი V. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მუხლი 27. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი 1. საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (შემდგომ − ინსპექტორი). ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; გ) საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); დ) საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. 2. ინსპექტორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. ინსპექტორის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა და დაცვა; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) პროფესიონალიზმი; ვ) პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 4. ინსპექტორი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, შეტყობინების, ნებართვისა და განცხადების განხილვის თაობაზე, ინსპექტირების მეთოდისა და ფორმის შესახებ, ინსპექტორის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 5. ინსპექტორი ამ კანონის, ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, ინსტრუქციას, მითითებას. 6. ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 7. ინსპექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კონკურსის წესით თანამდებობაზე ნიშნავს ინსპექტორი. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ინსპექტორის მოადგილე ასრულებს ინსპექტორის მოვალეობას და სარგებლობს ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებებითა და სამართლებრივი გარანტიებით საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი ინსპექტორის არჩევამდე. მუხლი 28. ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა 1. ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები. 2. ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე); დ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; ე) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან დანიშნული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 11 და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს. კომისიის ყველა წევრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს კომისიის პირველ სხდომას. კომისია პირველ სხდომაზე თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. 4. ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს ინსპექტორს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. 6. ინსპექტორი ინიშნება 3 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 7. ინსპექტორი უნდა შეირჩეს თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 8. ახალდანიშნული ინსპექტორის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი დაინიშნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო დანიშვნის მომდევნო დღიდან − თუ იგი დაინიშნა ამ ვადის გასვლის შემდეგ ან თუ ვადამდე შეწყდა წინა ინსპექტორის უფლებამოსილება. 9. ინსპექტორის უფლებამოსილება წყდება დანიშვნიდან 3 წლის გასვლისთანავე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას. 10. ინსპექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ინსპექტორი. მუხლი 29. ინსპექტორის თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 2. ინსპექტორი ვალდებულია არჩევიდან 1 თვის ვადაში შეწყვიტოს მის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ ინსპექტორი ამ ვადაში არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, მისი უფლებამოსილება ვადამდე წყდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ კანონით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ახალ კანდიდატურებს. მუხლი 30. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა. 2. ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 3. ინსპექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მან დაიკავა ან უკავია ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ის ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) ის გარდაიცვალა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული გარემოების დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტორს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე. მუხლი 31. ინსპექტორის დამოუკიდებლობა 1. ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. 2. ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. 3. ინსპექტორს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც ინსპექტორს. ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014 წ. მუხლი 32. ინსპექტორის საქმიანობის ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. ინსპექტორი თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს ინსპექტორის აპარატის (შემდგომ − აპარატი) დახმარებით. 2. აპარატის სტრუქტურას, საქმიანობისა და თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებების განაწილების წესს ადგენს ინსპექტორი აპარატის დებულებით. 3. აპარატს ხელმძღვანელობს უშუალოდ ინსპექტორი ან მისი დავალებით ინსპექტორის მოადგილე. 4. ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯთაღრიცხვის პროექტს კანონით დადგენილი წესით წარადგენს ინსპექტორი. ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებები განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. 5. ინსპექტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად და მოვალეობების შესასრულებლად მიიღოს გრანტები და შემოწირულებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 33. ინსპექტორის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. ინსპექტორი ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. 2. ინსპექტორი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 34. ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა 1. ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ზომები. 2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და ამას აცნობებს განმცხადებელს. 3. ინსპექტორი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი ინსპექტორის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული არიან, გადასცენ მას შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი. 4. ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. ინსპექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით. 41. ინსპექტორი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს საქმის წარმოება დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 5. ინსპექტორი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, შეიძლება გაგრძელდეს ამ მონაცემთა დამუშავება, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისათვის. 6. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტსა და მონაცემთა დამმუშავებელს. მუხლი 35. ინსპექტორის მიერ შემოწმების განხორციელება 1. ინსპექტორი უფლებამოსილია, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის შემოწმება. 2. ინსპექტორის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს: ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; ბ) მონაცემთა დაცვისათვის მიღებული პროცედურებისა და ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; გ) ფაილური სისტემის კატალოგის, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრისა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვის შესახებ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას; დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; ე) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული წესების დაცვის შემოწმებას. 3. ინსპექტორი უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისაგან, ფიზიკური თუ იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულსამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად. 4. მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან, ინსპექტორს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი მიაწოდონ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიებასა და დამუშავებას. შენიშვნა: მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ინსპექტორმა ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არაუმეტეს 10 დღისა. 5. ინსპექტორი უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულსამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა. 6. (ამოღებულია - 01.08.2014, №2636). 7. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ინსპექტორი უფლებამოსილია მიიღოს ამ კანონის 39ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 8. ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. მუხლი 351. ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის – განხორციელებას ინსპექტორი აკონტროლებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას ინსპექტორი ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე ზედამხედველობას ინსპექტორი ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით), ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმებისას (ინსპექტირებისას) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირის (გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა და პროკურორისა) ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური აღჭურვილობის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმება (ინსპექტირება) არ მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/განხორციელების პროცესში უშუალო მონაწილეობას და შენიღბული საცხოვრებელი ან სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული ობიექტისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე შემოწმებას. [32 . საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას ინსპექტორი აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემითა და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)] 4. ელექტრონული განხორციელებულ კომუნიკაციის აქტივობებს მაიდენტიფიცირებელ ინსპექტორი აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალურ ელექტრონული ბანკში კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემითა და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 41. სააგენტოს შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებსა და ტექნიკურ ინსტრუქციებს; გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისათვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა; დ) სააგენტოს მოსამსახურეებისაგან მოითხოვოს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 42. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ ინსპექტორთან და სრულად მიაწოდონ მას მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე მისცენ ინსპექტორს ახსნაგანმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან 136-ე–138-ე მუხლებით დაკავშირებით. 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს ინსპექტორი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. აღნიშნული კონტროლის შედეგების ამსახველი სტატისტიკური ინფორმაცია შეიტანება ინსპექტორის წლიურ ანგარიშში. მუხლი 36. ინსპექტორის მონაწილეობა სამართალშემოქმედებით პროცესში ინსპექტორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით საქართველოს პარლამენტსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს წარუდგინოს წინადადებები კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით და მოამზადოს დასკვნები იმ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა დამუშავებასთან. მუხლი 37. ინსპექტორის თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან ინსპექტორი უფლებამოსილია ითანამშრომლოს სხვა დაწესებულებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებასთან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. მუხლი 38. ინსპექტორის წლიური ანგარიში 1. ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ინსპექტორის ანგარიში საჯაროა. ინსპექტორის ანგარიშის გამოქვეყნებას ინსპექტორი უზრუნველყოფს. 2. ინსპექტორის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მუხლი 39. ინსპექტორის მიერ კანონის აღსრულების მიზნით გამოყენებული ღონისძიებები 1. თუ ინსპექტორი აღმოაჩენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დარღვევას, იგი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები და პროცედურები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მათი გადაცემა ხორციელდება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაციები მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს მათ მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში. 2. მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან, ინსპექტორის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულონ მისი მოთხოვნები და ეს აცნობონ ინსპექტორს. 3. თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი არ ასრულებს ინსპექტორის მოთხოვნებს, ინსპექტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. 4. თუ ინსპექტორი გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად მონაცემთა დამმუშავებელს ან უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 5. თუ ინსპექტორი საქმიანობის პროცესში მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ეს აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს კანონით დადგენილი წესით. 6. ინსპექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით. მუხლი 40. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი 1. ინსპექტორი ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა და ინსპექტორი უზრუნველყოფს მის სათანადო წესით გამოქვეყნებას. მუხლი 41. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა 1. მონაცემთა სხვა სახელმწიფო სა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და თუ შესაბამის სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები. 2. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, შეიძლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ: ა) მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით; ბ) მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს და მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებების დაცვას მონაცემთა დამმუშავებელსა და შესაბამის სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ ინსპექტორის ნებართვის შემდეგ. მუხლი 42. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტორი მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. მუხლი 53. ინსპექტორის მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ ინსპექტორისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა, მათ შორის, ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს ინსპექტორს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ინსპექტორი. 3. ინსპექტორის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.