„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სამსახურს, მისთვის ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა გამოძიების ფუნქციაც ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ გამომძიებლის საქმიანობა სპეციფიკური უფლებამოსილებების განხორციელებას უკავშირდება, მიზანშეწონილია, ხსენებული სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, სხვა საგამოძიებო სამსახურის ანალოგიური თანამშრომლების მსგავსად, არ გავრცელდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელების გამორიცხვა, რათა შესაბამისი პირებისათვის შრომის ანაზღაურების სათანადო წესი იქნეს დადგენილი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. აღნიშნული ცვლილებით, ცხადია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა, ისევე, როგორც სხვა საჯარო დაწესებულების ანალოგიურ თანამშრომელთა, შრომის ანაზღაურების საკითხი რეგულაციის გარეშე არ დარჩება, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შესაბამისი მოსამსახურის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობები (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით). ამასთან, ასეთ მოსამსახურეზე სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამავე კანონის დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად კანონის დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან შესაბამისი რეგულაცია 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალონდელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება 2018 წლის განმავლობაში გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება და საქმიანობას დაიწყებს 2019 წლის 1 იანვრიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს ანაზღაურების, კანონი აწესრიგებს საჯარო ადმინისტრაციული დაწესებულებაში ხელშეკრულებით დასაქმებულ დასაქმებულ პირთა პირთა შრომის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე; ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე; გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე; დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე); ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე; ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეებზე; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებსა და იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ახორციელებენ; თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ი) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატების თანამშრომლებზე; კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე; ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მის მოადგილეებზე, პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე; მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე; ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე; ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; პ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; რ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირზე; ს) წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული: ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს. 6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად. 7. ამ კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით). ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრალურ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში ხელისუფლებასთან დასაქმებული შეთანხმებით, ხოლო პირებისათვის – მუნიციპალიტეტების შესაბამის (გარდა აღმასრულებელ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, სათანადო საჯარო დაწესებულების ზემდგომი უწყების (ასეთი უწყების არსებობის შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების (მისი ზემდგომი უწყების არარსებობის შემთხვევაში) წარდგინებით. 8. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში. 9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებიც გათვალისწინებულ „დიპლომატიური შემთხვევებში სამსახურის ადგილსამყოფელ შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოში ან/და კანონით საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენენ ან/და მივლინებული ან/და დანიშნული არიან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში.