„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის
ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ
მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს.“.
2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის
წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული
მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და
მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს) და აისახება ფარული საგამოძიებო
მოქმედებების რეესტრში.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და
გამომძიებლების
სახელმწიფო
(მხოლოდ
ინსპექტორის
ოპერატიულ-სამძებრო
სამსახურის
ღონისძიებების
გამომძიებლების
(მხოლოდ
ჩატარებისას),
აგრეთვე
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების
ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.
4. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის თანამდებობა, მის ნაცვლად კი იქმნება ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური, რომელიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე.
აღნიშნული სამსახური ასევე აღჭურვილი იქნება განსაზღვრული კატეგორიის საქმეებზე ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განხორციელებისა და საგამოძიებო უფლებამოსილებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად, მიეთითება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების
მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და
წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების
გამოითხოვის
შედეგად
მოპოვებული მასალის განადგურებაზე სათანადო გარე კონტროლის მექანიზმის უზრუნველსაყოფად,
ახალი რედაქციის ყალიბდება კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტი, რომლის თანახმად, ამავე კანონით
გათვალისწინებული
(ელექტრონული
ოპერატიულ-სამძებრო
კომუნიკაციის
ღონისძიების
მაიდენტიფიცირებელი
შედეგად
მონაცემები)
მოპოვებული
უნდა
მასალა
განადგურდეს
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ
მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის
სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის
მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება
შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ
სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ
განსაზღვრულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს)
და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს ექნებათ
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება. ამ მიზნით, ცვლილება შედის კანონის
მე-9 და მე-12 მუხლებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი
ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის
ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ
მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორს და მის მიერ უფლებამოსილ პირს.
11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგენილებით მოახდინოს ოპერატიულსამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
მტკიცებულებების
სახით
დოკუმენტებისა
გამოყენების
მიზნით,
და
მასალებისა)
თუ
ამ
განსაიდუმლოება
დოკუმენტებისა
და
მათი
მასალების
განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს თავდაცვის,
ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის
დაცვის სფეროში.
2. იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც
ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა
მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო
საიდუმლოების გახმაურებისათვის.
3. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).
4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის ან
ინფორმაციის
მიმწოდებელი
წყაროს
გახმაურება-გამჟღავნება
აკრძალულია
გასული
დროის
მიუხედავად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).
მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის
სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში
1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად,
რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
2. პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ - სამძებრო
ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია
ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო
ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ - სამძებრო
ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების
ტვირთი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს)
ეკრძალებათ
ფარული
მონაწილეობა
საქართველოს
საკანონმდებლო,
აღმასრულებელი
და
სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობაში.
აკრძალულია
ფარული
მონაწილეობა
ოფიციალურად
რეგისტრირებული
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში,
თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან
ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ
ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია
საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა.
4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება
პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ
შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა
დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს . აღნიშნული ინფორმაციის განადგურების
შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების
ადგილის მიხედვით .
41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის
წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული
მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და
მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და
აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.
5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის)
მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა
იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები
1. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი,
საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი
ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).
3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და
გამომძიებლების
(მხოლოდ
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების
ჩატარებისას)
გამართულ
საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ
კანონის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 12. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების
უფლება აქვთ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო
დანაყოფებს;
ა1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ დანაყოფებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;
დ)
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
ანალიტიკურ
დეპარტამენტს, საგამოძიებო დეპარტამენტს, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური
დაწესებულებების უსაფრთხოების სამსახურებს;
ე)
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
ოპერატიულ,
საგამოძიებო
და
სადაზვერვო
ქვედანაყოფებს;
ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;
ზ) პროკურატურის გამომძიებლებს;
თ) (ამოღებულია – 03.06.2011, №4732);
ი)
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
შესაბამისი
დანაყოფის
გამომძიებლებს
და
ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება
შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ
ამოცანებს
წყვეტენ
ხელშეწყობით.
დამოუკიდებლად,
ურთიერთმოქმედებით,
აგრეთვე
ცალკეულ
პირთა