„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ სამსახურს, მისთვის ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ფუნქციაც დაეკისრება. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ან მოსამსახურის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა დაზარალებული სხვა მხრივ იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. ზემოხსენებული კანონპროექტით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლად ან/და მოხელედ ან მასთან გათანაბრებულ პირად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეც მოიაზრება, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას ამ მოსამსახურის მიერ ჩადენილი შესაბამისი დანაშაულიც დაექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, იგი შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას ან ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საგამოძიებო ქვემდებარეობის თვალსაზრისით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის განისაზღვრება, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სხვ.) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას ან ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 50. მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი 1. მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია. 2. სამსახურის გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია. დაუშვებელია სამსახურის გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამსახურის გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე, აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. 4. სამსახურის გენერალური ინსპექცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავლენს სამსახურში მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას; ბ) აკონტროლებს სამსახურში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) ადგენს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობ მიზეზებს და ახორციელებს ღონისძიებებს მათი თავიდან აცილებისთვის, ავლენს სამსახურში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებულ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღმოჩენილი ხარვეზების და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად; დ) ასრულებს სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.