„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 მუხლი: „მუხლი 58. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ინსპექტორის სამსახურის გათვალისწინებულ პროექტის სხვა შექმნას. მომზადებით, რომელიც აღნიშნულ სამსახურს, უფლებამოსილებებთან ითვალისწინებს მისთვის ერთად, სახელმწიფო ამავე კანონპროექტით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ფუნქციაც დაეკისრება. აქედან გამომდინარე, ხსენებული სამსახურის გამომძიებლებს, სხვა საგამოძიებო უწყებების თანამშრომელთა მსგავსად, საჭიროა მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სპეციალური წოდებების განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონს ემატება 58 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს. 2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; გ) (ამოღებულია). დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ე1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ზ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652); თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი. 4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.