„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/173/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3521 მუხლი: „მუხლი 3521. სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო მოსამსახურეზე ზემოქმედება ინსპექტორის სამსახურის 1. სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მათი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ სამსახურს, მისთვის ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების ფუნქციაც დაეკისრება. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, მის ნაცვლად კი იქმნება ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. სახელმწიფო ინსპექტორზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე რაიმე ზემოქმედება ან საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. მხედველობაშია მისაღები, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დღესაც არის ანალოგიური ჩანაწერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიმართებით, თუმცა, განსაზღვრული არ არის შესაბამისი პასუხისმგებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 3521 მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედებისათვის მათი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის სახით და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. აღნიშნული ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ცვლილებით დამატებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა დამოკიდებული იქნება ჩადენილი დანაშაულის რაოდენობაზე და მოსამართლის მიერ დანიშნული ჯარიმის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ცვლილებით დამატებული დანაშაულის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, რაც დაკავშირებული იქნება საპატიმრო ხარჯებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოექმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩაიდენენ პროექტით განსაზღვრულ დანაშაულს, ვინაიდან ცვლილებით დამატებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახდელს ან მოსაკრებელს, თუმცა კოდექსით განსაზღვრული ახალი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება და კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.