„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ვადის
გასვლის
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
სასამართლოების
მოსამართლეებს,
პირებს,
აგრეთვე
საქართველოს
საქართველოს
უზენაესი
და
საკონსტიტუციო
პროკურატურის,
საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები
ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივსაშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს
მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას
(მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ
სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების
გამო.“.
2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის,
შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ
სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულსამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.“.
3. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო
მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს
ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების
სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის
წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტრო,
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური,
აგრეთვე
აღნიშნულ
სამინისტროებსა
და
სამსახურში
შემავალი
საქვეუწყებო
დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ
კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში
განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შექმნას. აღნიშნულ სამსახურს, მისთვის ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა
ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა
ეფექტიანი გამოძიების ფუნქციაც დაეკისრება. აქედან გამომდინარე, ხსენებული სამსახურის
გამომძიებელთა და, ზოგადად, სამსახურის უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების
მიზნით, სხვა საგამოძიებო უწყებების თანამშრომელთა მსგავსად, საჭიროა სამსახურებრივ იარაღთან
დაკავშირებული
უფლება-მოვალეობები
სახელმწიფო
ინსპექტორის
გამომძიებლებსაც
განესაზღვროთ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
„სახელმწიფო
ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს
კანონის
პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისათვის
სამსახურებრივ იარაღთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილ პირებს
(გამომძიებლებს)
ენიჭებათ
სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის
ტარების
უფლება.
ამასთან,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე
იარაღის ტარების უფლება შეუნარჩუნდებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს,
რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური
წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
სხვა დაწესებულებების მსგავსად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც ვალდებული იქნება
უზრუნველყოს კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიამასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში
განსათავსებლად გადაგზავნა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით
განსაზღვრულ
პირებს
მათ
მიერ
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;
დ1)
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
სისტემის
უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) მოსამართლეებს;
ი) სასამართლოს მანდატურებს;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი
დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;
კ1) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №487);
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და
მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ლ1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ
პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და
სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ)
სამოქალაქო
ავიაციის
საავიაციო
უშიშროების
სტრუქტურული
ქვედანაყოფის
თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრემიერმინისტრს,
საქართველოს
მთავრობის
სხვა
წევრს,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს;
პ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და
უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები;
რ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1703).
3.
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
ვადის
გასვლის
შემდეგ,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან
ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
სასამართლოების
პირებს,
მოსამართლეებს,
საქართველოს
აგრეთვე
საქართველოს
უზენაესი
და
საკონსტიტუციო
პროკურატურის,
საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის,
სახელმწიფო დაცვის
სპეციალური
სამსახურისა
და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის
სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს
სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის
განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი წარდგინებით.
ამ
ნუსხაში
შესატან
ცვლილებებსა
და
დამატებებს
საქართველოს
მთავრობას
წარუდგენს
დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი
1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან
საქმეთა,
იუსტიციის,
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროების,
საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის,
სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და
უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების
განხორციელებისათვის.
2. (ამოღებულია - 29.11.2013, №1685).
3. სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებულ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც
აქვთ სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
4.
აკრძალულია
გადაადგილება
ამ
დისლოკაციის
მუხლის
ადგილების
პირველი
პუნქტით
გარდა
სამხედრო-საბრძოლო
გათვალისწინებულ
იარაღით
დაწესებულებათა
ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის
გარეშე.
5. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გარდა, სამხედრო-საბრძოლო იარაღი ასევე მოიცავს
შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას.
მუხლი 20. იარაღის შენახვა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული
აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და
სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში
არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით.
11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული
პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი
დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა ამ
მუხლის მე-5 პუნქტით და ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იარაღისა და
შესაბამისი საბრძოლო მასალისა) ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერების
მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში
მოძალადისათვის მისი კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის
ან აღნიშნულ პერიოდში მისი დროებით ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება შესაბამისი
ორდერით. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის
ორდერების მოქმედების შემთხვევებში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ
შემთხვევებში მოძალადისათვის ჩამორთმეული პირად საკუთრებაში არსებული იარაღის შენახვის
წესი და პირობები, აგრეთვე სამსახურებრივ-საშტატო იარაღით შეზღუდულად სარგებლობის ან/და
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჩამორთმევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და
სამსახურში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები
ვალდებული არიან, უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის
ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი,
სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და
პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.