„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება,
განცხადების განხილვა).“.
2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე
და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის
ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც უქმდება პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, მის ნაცვლად კი იქმნება ახალი ინსტიტუტი - სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური,
რომელიც
არის
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის
უფლებამონაცვლე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით მე-8 მუხლის მე-6 პუნქტსა და 82 მუხლში პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის, ნაცვლად მიეთითება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მე-8 მუხლის მე-6
პუნქტის
თანახმად,
ელექტრონული
კომუნიკაციების
სფეროში
დასაქმებული
სუბიექტის
ვალდებულება, დაიცვას ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის
შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის
საიდუმლოება, არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება,
განცხადების განხილვა).
კანონის 82 მუხლის ცვლილების მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა
აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა
მიაწოდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
1. ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე
აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და
მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია
დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის
საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო ატარებს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებს,
ახორციელებს
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს და ამ კანონის 8 3 მუხლით
განსაზღვრულ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირებას.
4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია საგამოძიებო ან ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს გადასცეს ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე
მუხლით დადგენილი წესით.
5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლის მიერ განხორციელებული
კომუნიკაციის
შინაარსის
შესახებ
ინფორმაცია
მისი
გადაცემისთანავე,
დაუყოვნებლივ,
ავტომატურად უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული
სუბიექტისათვის.
6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს
(შემოწმება, განცხადების განხილვა).
მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე
და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის
ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.