„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 ნაწილი:
„321. ამ კოდექსის XVI1 თავის მიზნებისთვის, ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის
მიერ
განსაზღვრული
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს მოსამართლე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ
სისხლის სამართლის საქმეებზე ამ კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში აკონტროლებს:
ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით
განხორციელებას
კონტროლის
ელექტრონული
სისტემითა
და
კონტროლის
სპეციალური
ელექტრონული სისტემით;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ღონისძიების განხორციელებას გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის
სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.
2. 34-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
და
სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“;
3. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მუხლი 35. საგამოძიებო ქვემდებარეობა
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს
მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 36. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას
საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის
მინისტრი.“.
4. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული
აქტივობების
კონტროლის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით - იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც სახელმწიფო ინსპექტორს;“.
5. 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის
არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ
შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა
მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის
უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი
პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც კანონის თანახმად,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ
დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება
გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ
გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ
დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება.
დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების
თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც კანონის
თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი
პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
სასამართლოში.“.
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
6. 106-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის
შეწყვეტის
შესახებ
პროკურორის
დადგენილება
ერთჯერადად
გაასაჩივროს
ზემდგომ
პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც
კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ
ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“;
7. 1433 მუხლის:
ა) მე-5 და 51 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო,
თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს
შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს
შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას
ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს
და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4
ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ
პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან
ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ
მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48
საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის
გაცემაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მოსამართლემ მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (მე4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების
გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური)
სახით მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.
51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი
მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის
სახით,
კონტროლის
ელექტრონული
ელექტრონული
ეგზემპლარის
სისტემის
სახელმწიფო
მეშვეობით.
ინსპექტორის
მოსამართლის
სამსახურისათვის
განჩინების
პროგრამულად
მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული
ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება
სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;
ბ) 54-56 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54.
თუ
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურისათვის
ელექტრონული
სახით
და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში
მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე
ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
55. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით ან/და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული
სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
56. ამ მუხლის 54, 55, 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე
პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის
მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანებაუზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო
ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24
საათის ვადაში უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის 54
და 55 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ განჩინების
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება;
ბ) ამ მუხლის 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ განჩინების
ზედამხედველი მოსამართლისათვის მიწოდება.“;
გ) 56 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-510 ნაწილები:
„57. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე
მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის
ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის
ზედამხედველი მოსამართლისათვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო
იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებას.
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული
ელექტრონული ეგზემპლარის
მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური
შესაძლებლობა.
58. თუ ზედამხედველი მოსამართლესათვის ელექტრონული სახით და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი
ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული
სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
59. თუ ზედამხედველი მოსამართლესათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის
შესახებ
მოსამართლის
განჩინების
რეკვიზიტები
ან/და
სარეზოლუციო
ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული
სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
510. ამ მუხლის 51, 54, 55 და 62 ნაწილები არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევებზე.“;
დ) 62 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული
დაწყების
დროიდან
არაუგვიანეს
12
საათისა
პროკურორი
ან
პროკურორის
დავალებით
გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე
მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის
ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის
პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ
ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;
ე) 63 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 64 ნაწილი:
„64 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე,
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან
არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარუდგენს ზედამხედველ მოსამართლეს. ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო
ნაწილს,
სააგენტოს
მიერ
მისი
მიღებისთანავე
მიეწოდება
ზედამხედველ
მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის
მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების
დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებას.
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული
ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება
სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;
ვ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის
განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების
ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს
48
საათისა,
მატერიალური
(დოკუმენტური)
სახით.
თუ
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ
განჩინება მოსამართლემ მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის
სამართლის საქმეზე, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ,
მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ
მოსამართლეს.“.
8. 1434 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობის
გამოყენებით
განხორციელება კონტროლდება ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის ელექტრონული
სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.
9. 1436 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს სახელმწიფო ინსპექტორმა
კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ:
ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის
შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს;
გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
პროკურორის
დადგენილების
ელექტრონული
ეგზემპლარი,
რომელიც
შეიცავს
მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენილი
პროკურორის
დადგენილების
რეკვიზიტები
ან/და
სარეზოლუციო
ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ვ)
მისთვის
ელექტრონული
სისტემის
მეშვეობით
წარდგენილი
პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა
და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი
ერთმანეთს არ ემთხვევა.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-510 ნაწილები:
„51. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს ზედამხედველმა
მოსამართლემ ელექტრონული სისტემით, თუ:
ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 57 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის
შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს;
გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 64 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
პროკურორის
დადგენილების
ელექტრონული
ეგზემპლარი,
რომელიც
შეიცავს
მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 64 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტალური) სახის ეგზემპლარი, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენილი
პროკურორის
დადგენილების
რეკვიზიტები
ან/და
სარეზოლუციო
ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ვ)
მისთვის
ელექტრონული
სისტემის
მეშვეობით
წარდგენილი
პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა
და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი
ერთმანეთს არ ემთხვევა.
52.
მიმდინარე
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ამ
მუხლის
51
ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ
დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის პროკურორს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
53. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას,
კერძოდ,
ზედამხედველი
მოსამართლისათვის
მოსამართლის
განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.
54. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ,
ზედამხედველი
მოსამართლისათვის
განჩინების
ეგზემპლარის
მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.
55. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის
პროკურორის
დადგენილების
მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
56. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით
გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და დადგენილების სააგენტოსა და
ზედამხედველი მოსამართლისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური.
57. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის
დადგენილების
ელექტრონული ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლესათვის ამ კოდექსით დადგენილი
ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
58. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას
სააგენტო აგრძელებს ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით
სასამართლოს განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
59. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის ელექტრონული
სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
510. ამ მუხლის მე-5 და მე-7-მე-13 ნაწილები არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შემთხვევებზე.“.
გ) მე-7-მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.
8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.
9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის პროკურორის დადგენილების მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი
წარმომადგენელი.
10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით
გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და დადგენილების სააგენტოსა და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი
საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების
ელექტრონული
ეგზემპლარის
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურისათვის
ამ
კოდექსით
დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას
სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული
სისტემით სასამართლოს განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონტროლის
ელექტრონული
სისტემით
პროკურორის
დადგენილების
მიღების
პროგრამულად
დადასტურებისთანავე.
14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო
მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა და
დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე
და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო
მოქმედების განხორციელებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური
იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც
დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო
რეესტრს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. თუ ამ ნაწილით განსაზღვრული ოქმი შედგენილ
იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე
განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების თაობაზე, ოქმი გადაეცემა
შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას
პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და ზედამხედველ
მოსამართლეს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა
აგრეთვე დაცვის მხარეს.“.
10. 1438 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო
მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე
საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან
მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით,
რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების
გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ
შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში
არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე - ზედამხედველ მოსამართლეს და აისახება ფარული
საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“.
11. 167-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
თუ
საქართველოს
პარლამენტმა,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს საქართველოს სახალხო
დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს
პარლამენტის
წევრის,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს
სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო
დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის,
დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი
უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების
შესაბამისად
სარგებლობს
იმუნიტეტით,
სისხლის
სამართლის
პასუხისგებაში
მიცემის,
დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების
გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებები
და
შეთანხმებები,
ეს
კოდექსი
და
საქართველოს
სხვა
საკანონმდებლო აქტები.“.
12. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის
შესახებ
პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც კანონის
თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი
პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
13. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სახალხო
დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა.
საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.“.
14. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას
არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის
წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი,
საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, მოსამართლე. ეს აკრძალვა,
საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების
გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაზე.“.
15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1911 მუხლი:
„მუხლი
1911.
მოსამართლის
უფლებამოსილება
წამების,
დამამცირებელი
ან/და
არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაში
1. თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი,
რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულია წამება, დამამცირებელი ან/და
არაადამიანური მოპყრობა, ან აღნიშნულის თაობაზე თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა
განუცხადა სასამართლოს, იგი რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.
2. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლე ან
ჯანმრთელობა
საფრთხეშია,
ან/და
მოსამართლეს
გაუჩნდა
ეჭვი,
რომ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა ან შესაძლოა განხორციელდეს წამება,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, იგი უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორს
ასეთი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება.“.
მუხლი 2.
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად
ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გამოძება დასრულდეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე
მოქმედი საგამოძიებო ქვემდებარეობის წესების შესაბამისად.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კოდექსის მე-3 მუხლის 321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოდექსის მე-3
მუხლის 321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ არასათანადო
მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ნაკისრი ეფექტიანი რეფორმების გატარების ეროვნული და
საერთაშაროსი
ვალდებულებების
სათანადოდ
შესრულების
აუცილებლობით.
ამ
მიზნით
მომზადებულია საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“,
რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა
ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულთა
ეფექტიანი
გამოძიების
უზრუნველსაყოფად
დამოუკიდებელი
საგამოძიებო
მექანიზმის
ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანით არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა და ამ მიზნით მათი
პროცესუალური უფლებებისა და გარანტიების გაფართოება, ისევე, როგორც ამ პროცესში
მოსამართლის როლის გაზრდა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომლის
გათვალისწინებაც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობის მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ელექტრონული
სისტემების
მეშვეობით
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებისა
და
მონაცემთა
ბანკებში
განხორციელებულ აქტივობებზე სათანადო გარე კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფის
მიზნით, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ
სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებაზე კონტროლს
განახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მთავარი მიზანია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ,
ადამიანის წამებასთან, არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ან ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე
დარღვევებთან
დაკავშირებულ
დანაშაულთა
ეფექტიანი
გამოძიების
უზრუნველსაყოფად
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და არასათანადო მოპყრობის
სავარაუდო მსხვერპლთათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
პროცესუალური უფლებების გაფართოება. კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს არასათანადო
მოპყრობასთან ბრძოლის პროცესში მოსამართლის როლისა და ჩართულობის გაზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება 1911
მუხლი, რომლითაც განისაზღვრება მოსამართლის უფლებამოსილება წამების, დამამცირებელი ან/და
არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაში. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ სისხლის სამართლის
პროცესის
ნებისმიერ
სტადიაზე
მოსამართლეს
გაუჩნდება
ეჭვი,
რომ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულია წამება, დამამცირებელი ან/და
არაადამიანური მოპყრობა,
ან აღნიშნულის თაობაზე თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა
განუცხადა სასამართლოს, იგი რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს. გარდა
ამისა, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლე ან
ჯანმრთელობა
საფრთხეშია,
ან/და
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ
მოსამართლეს
გაუჩნდება
ეჭვი,
რომ
განხორციელდა ან შესაძლოა განხორციელდეს წამება,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, იგი უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის
დირექტორს
ასეთი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად
აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება.
ამასთანავე, კანონპროექტით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
35-ე, 36-ე, 56-ე, 106-ე და 168-ე მუხლებში. აღნიშნული ცვლილებებით პირის დაზარალებულად
ცნობის შესახებ უარის, დაზარალებულის სტატუსის გაუქმების, სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებაზე
უარის
ან
სისხლისსამართლებრივი
დევნის
შეწყვეტის
შესახებ
პროკურორის
დადგენილების გასაჩივრების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
დანაშაულები
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულებს
გაუთანაბრდება,
დაზარალებულზე
კი
შესაბამისი საპროცესო უფლებები და გარანტიები გავრცელება.
კოდექსის 34-ე მუხლში, რომლითაც განსაზღვრულია გამოძიების ორგანოები, ემატება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
კოდექსის 50-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „ე1“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, მოწმედ
დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის,
ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება სახელმწიფო ინსპექტორს
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო
მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული
აქტივობების
კონტროლის
ფუნქციების
განხორციელებასთან
დაკავშირებით - იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახელმწიფო ინსპექტორს.
პროექტით ცვლილებები შედის კოდექსის იმ ნორმებში, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორს
უკავშირდება
და
მის
ნაცვლად
მიეთითება
სახელმწიფო
ინსპექტორი/სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე
განხორციელებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებას გააკონტროლებს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე). ამ მიზნით, კოდექსს ემატება მთელი რიგი
პროცესუალური ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს ზედამხედველობის განხორციელების წესსა და
პირობებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის
1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
2. ახლო ნათესავი – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია,
შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები
პირი.
4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც
მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის
არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ
შეუძლია დაიცვას თავი, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული.
5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი,
პროკურორი.
6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.
7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.
8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი.
9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის,
მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას.
10.
გამოძიება
–
უფლებამოსილი
პირის
მიერ
ამ
კოდექსით
დადგენილი
წესით
განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული
მტკიცებულებების შეგროვება.
11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული
სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა
დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარებისთვის
ან/და
აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენებისთვის
გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.
111. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები –
მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა
დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
12.
ალბათობის
მაღალი
ხარისხი
–
წინასასამართლო
სხდომაზე
საქმის
არსებითად
განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო
სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ
მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ
საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის
საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის
ბრალეულობაში.
14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.
15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ
საკითხზე.
16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.
17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე.
18. საპატიო მიზეზი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა, რაც
გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული
ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის
პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ
ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე
გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე
შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის
დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან
ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა
დასადგენად
საჭირო
მონაცემი.
პირი
მოწმის
სტატუსსა
და
უფლება-მოვალეობებს
იძენს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.
21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი,
რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის
ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით
სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს
მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური,
ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.
23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ
ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც
მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ,
ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო
ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის
პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე
გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და
ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის
სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას.
დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა
ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის
საქმის გარემოებათა შესახებ.
25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც
წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით
დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის
აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.
26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის
ადგილი.
27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ
მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ
შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე
მობილური ტელეფონი).
28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი
ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს
კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული
სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ
მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა
სახელით.
30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული
სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა
ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს,
თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს.
31. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება
ფარული საგამოძიებო მოქმედება.
32. ამ კოდექსის XVI1 თავის მიზნებისთვის, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
ორგანო:
ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც არის ამ ფარული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო;
ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების
განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
33.
ინფორმაციის
მოხსნა
და
ფიქსაცია
კავშირგაბმულობის
არხიდან
−
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული
ფოსტა), კავშირგაბმულობის ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო სისტემიდან
მიმდინარე, გადაცემული, მიღებული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის
მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.
34.
ინფორმაციის
მოხსნა
და
ფიქსაცია
კომპიუტერული
სისტემიდან
−
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან გადაცემული,
მიღებული, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე, შეკრებილი, დამუშავებული ან
დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა
გამოყენებით.
35. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა − მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის
გეოგრაფიული
ადგილმდებარეობის
რეალურ
დროში
მაქსიმალურად
შესაძლო
სიზუსტით
განსაზღვრა. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)
36. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა − „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირის საერთო
სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.
37. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ფარული
საგამოძიებო მოქმედების ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის
მაიდენტიფიცირებელი
აღჭურვილობის
მონაცემი
(ნებისმიერი
ინდივიდუალური
მონაცემი,
იდენტიფიცირების
რომელიც
საშუალებას
იძლევა
ან
საკომუნიკაციო
ხელს
უწყობს
მის
ინდივიდუალურ იდენტიფიცირებას (მათ შორის, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტპროტოკოლის
მისამართი (IP-მისამართი), მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMEI),
მობილურის მომხმარებლის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMSI), MAC-მისამართი და სხვა)) ან
მომხმარებლის სახელი.
მუხლი 34. გამოძიების ორგანოები
1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების
გამომძიებლები.
2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა საგამოძიებო
მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.
3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს,
პროკურორის
დავალებით
აღნიშნულ
საქმესთან
დაკავშირებით
ჩაატაროს
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.
მუხლი 35. საგამოძიებო ქვემდებარეობა
საგამოძიებო
ქვემდებარეობას
საქართველოს
მთავარი
პროკურორის
წარდგინებით
განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 36. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა
ტერიტორიულ
საგამოძიებო
ქვემდებარეობას
საქართველოს
მთავარი
პროკურორის
წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე
1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის,
დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:
ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში
ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ
გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან
დაკავშირებით;
გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების
ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს;
ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;
ზ)
მოსამართლეს
–
იმ
გარემოების
შესახებ,
რომელიც
სასამართლოს
თათბირის
საიდუმლოებაა;
თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების
შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება;
ლ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.
2. არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან
ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.
3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს:
ა)
სამედიცინო
მუშაკი,
თუ
მას
პროფესიულად
ევალება
საექიმო
(სამედიცინო)
საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და
მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული
ინფორმაციის წყარო და შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს
კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ
მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის
ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ −
მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ – იმ შემთხვევაში, თუ მათ
საქართველოს
კანონმდებლობით
კონფიდენციალურობის
დაცვის
აკისრიათ
თავიანთი
ვალდებულება
და
საქმიანობის
იმავდროულად
განხორციელებისას
აქვთ
ინფორმაცია
არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით ან
2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში,
გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება
ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.
მუხლი 56. პირის დაზარალებულად ცნობა
1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს
წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება
დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
3.
იმ
დანაშაულის
საქმეში,
რომელსაც
დაზარალებულის
სიკვდილი
მოჰყვა,
დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს
(„დაზარალებულის უფლებამონაცვლე“). გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არა
აქვთ, უარი უთხრან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაზარალებულისათვის მინიჭებული
რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში
დაზარალებულის უფლებამონაცვლე წილისყრით განისაზღვრება.
4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო,
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის
არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ
შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა
მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის
უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი
პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ
დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება
გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
51. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ
დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ
ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს
ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს,
შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება
ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ
გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ
დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება.
დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების
თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი
პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
სასამართლოში.
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
7. მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხებზე 15
დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. მოსამართლის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილება
1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას,
გარდა
ამ
მუხლის
დადგენილებით.
ამ
მე-3
ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა,
დადგენილების
ასლს
პროკურორი
იღებს
უგზავნის
პროკურორი
დაზარალებულს
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი
ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე
მუხლის 5 1 ნაწილით დადგენილი წესით.
11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის
შეწყვეტის
შესახებ
პროკურორის
დადგენილება
ერთჯერადად
გაასაჩივროს
ზემდგომ
პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ
ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება
ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით
შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.
მუხლი 1433. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი
1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას
პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის
მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს,
რომ:
ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 143 3 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 255 1, 259 4 და 284-ე მუხლები, 285-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-
ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 306 1 მუხლები, 318ე მუხლის პირველი ნაწილი, 322 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს
ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან
გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე
ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო
საშუალებებს;
გ)
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარება
გამოწვეულია
გადაუდებელი
საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის
მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
უწესრიგობის
ან
დანაშაულის
ჩადენის
თავიდან
ასაცილებლად,
ქვეყნის
ეკონომიკური
კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად −
აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება;
დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება
გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე
ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით
მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების
შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ
კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
4. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო:
ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც
საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში
მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა;
ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც
საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში
მოპოვების
სტაციონარული,
ნახევრად
სტაციონარული
ან
არასტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობა;
[გ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების
უზრუნველსაყოფად
უფლებამოსილია
გამოიყენოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან/და არასტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობა. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)]
5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო,
თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს
შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს
შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას
ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს
და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4
ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ
პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან
ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ
მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48
საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.
51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი
მიღებისთანავე
მიეწოდება
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორს
ელექტრონული
ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის პროგრამულად
მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული
ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება
სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის
თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
53. განჩინების გამომტანი სასამართლო პროკურორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე,
მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის
განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით
დადგენილი წესით.
54. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში
მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის
მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
55. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით ან/და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით
აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს
პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე
პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის
მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანებაუზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო
ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24
საათის ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის
მიწოდება.
6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს
საქმისთვის
(გამოძიებისთვის)
მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი
მონაცემების
განადგურება
ან
შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება
ჩატარდეს/დაიწყოს
დადგენილებით.
მოსამართლის
პროკურორის
განჩინების
დადგენილება
გარეშე,
უნდა
პროკურორის
შეიცავდეს
მოტივირებული
შესაბამის
რეკვიზიტებს
(დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება; პროკურორის სახელი და გვარი,
ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების სარეზოლუციო
ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების,
აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ და უნდა
განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების
თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 1431
მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი
უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების
ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემის
შესახებ.
პროკურორი
ვალდებულია
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
დადგენილებაში
მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული
საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით
გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერად ცნობის შესახებ. შუამდგომლობაში პროკურორმა უნდა დაასაბუთოს როგორც ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა,
რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე,
გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს მისი
სასამართლოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი
წესით.
შუამდგომლობის
განხილვისას
მოსამართლე
ამოწმებს,
შეესაბამება
თუ
არა
ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს,
აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად
ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების
ვადის არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება პროკურორის
დადგენილებაში მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან;
გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი
შეწყვეტის,
შედეგების
გაუქმების
და
მის
შედეგად
მოპოვებული
მასალის/ინფორმაციის
განადგურების შესახებ.
61.
ამ
მუხლის
მე-6
ნაწილით
გათვალისწინებული
გადაწყვეტილების
მისაღებად
მოსამართლეს შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის
მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის გაცნობის შემდეგ
მოსამართლე უზრუნველყოფს დადგენილი წესით მის განადგურებას.
62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული
დაწყების
დროიდან
არაუგვიანეს
12
საათისა
პროკურორი
ან
პროკურორის
დავალებით
გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე
მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით,
კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული
ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ
ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების
მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი
საგამოძიებო
ორგანოს
უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
პროკურორი
უზრუნველყოფს
დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის
განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის
განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორს
წარედგინება
განჩინების
გამოტანისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.
8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას
ჩატარებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
შედეგად
მოპოვებული
ინფორმაციის
მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ
მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს,
რომლის
სამოქმედო
ტერიტორიაზედაც
ჩატარდა
აღნიშნული
საგამოძიებო
მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი
განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია
დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 1438 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები,
რომელზედაც არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად
მოპოვებული ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი,
ხოლო ამ ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი გადაწყდება ამ
კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის ამ მუხლის მე-2
ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გაუთვალისწინებლად.
10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან
გადაუდებელი
აუცილებლობის
ჩატარებული/მიმდინარე
ფარული
შემთხვევაში
საგამოძიებო
მოსამართლის
მოქმედების
განჩინების
კანონიერად
ცნობის
გარეშე
შესახებ
განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე,
გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინება უნდა შეიცავდეს
შესაბამის რეკვიზიტებს (განჩინების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი
და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის განჩინების
სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა;
ბ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი, რომელზედაც უნდა ჩატარდეს, ჩატარდა ან
მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული
საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განკარგულება, რომელშიც ზუსტად უნდა
იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან რომელი
ფარული საგამოძიებო მოქმედებაა კანონიერად ცნობილი;
დ) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით)
უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება;
ე) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი/ობიექტები;
ვ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში − ფარული საგამოძიებო
მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/ იდენტიფიკატორების სულ
მცირე ერთი შესაბამისი მონაცემი, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ფარული
საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ადგილი;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება;
ი)
შესაბამისი
უფლებამოსილების
მქონე
სახელმწიფო
ორგანო,
რომელმაც
უნდა
განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
კ) უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა;
ლ) ფარული საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში − იმ განჩინების
რეკვიზიტები, რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
მ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო სხვა მონაცემები.
11.
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარების
ნებართვის
გაცემაზე
ან
ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის
შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით არ
დასტურდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული
საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების
აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა აღინიშნოს: ამ მუხლის მე-10 ნაწილით
გათვალისწინებული რეკვიზიტები; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;
მოსამართლის გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე
უარის თქმის ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე
უარის თქმის და მის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ.
12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა
იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა
საკმარისი
არ
აღმოჩნდება,
დასაშვებია
მისი
გაგრძელება
პროკურორის
მოტივირებული
შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს
2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ
მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს მთავარი
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის
შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება.
მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის
განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.
14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას
ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია
ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს შესაბამისი
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების
გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო
სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ
კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო
სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ
კოდექსის
მე-7
მუხლის
მე-3
ნაწილით
გათვალისწინებულ
მოთხოვნას
პირისთვის
მისი
პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით
ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ
ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია
ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო
სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების
უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ
იქნეს ამ კოდექსის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ
გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად
მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო სასამართლოს მიერ
საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის
მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ
ცნობების/პერსონალური
მონაცემების
უკანონოდ
მოპოვებით,
შენახვით
ან
გამჟღავნებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ.
საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო სასამართლო
შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის მონაწილეობას საჩივრის
განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივარზე მიღებული
გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და ბრალდების მხარეს
გადაეცემა.
17. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე
პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
მუხლი 1434. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების მქონე
ორგანო
1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით
განხორციელება
კონტროლდება
კონტროლის
ელექტრონული
სისტემითა
და
კონტროლის
სპეციალური ელექტრონული სისტემით.
მუხლი 1436. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პროკურორი გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. პროკურორი
ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს,
რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ:
ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული
კონკრეტული ამოცანა;
ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო
მოქმედების
შესახებ
განჩინებით
გათვალისწინებული
კონკრეტული
ამოცანის
შესრულება
ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისთვის
არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს;
გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) აღარ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი
საფუძველი.
3. თუ გავიდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა ან ფარული საგამოძიებო
მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ამ ნაწილში
მითითებული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო
წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.
4. თუ სასამართლომ უკანონოდ ცნო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში
დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ან ამოიწურა გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დადგენილებაში
მითითებული 48-საათიანი ვადა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო
სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ან გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 48-საათიანი ვადის
ამოწურვისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.
5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ:
ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის
შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს;
გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
პროკურორის
დადგენილების
ელექტრონული
ეგზემპლარი,
რომელიც
შეიცავს
მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენილი
პროკურორის
დადგენილების
რეკვიზიტები
ან/და
სარეზოლუციო
ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ვ)
მისთვის
ელექტრონული
სისტემის
მეშვეობით
წარდგენილი
პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა
და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი
ერთმანეთს არ ემთხვევა.
6.
მიმდინარე
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ამ
მუხლის
მე-5
ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ
დაუყოვნებლივ
ატყობინებს
შესაბამის
პროკურორს
ან
შესაბამისი
საგამოძიებო
ორგანოს
უფლებამოსილ წარმომადგენელს.
7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.
8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ,
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორისთვის
განჩინების
ეგზემპლარის
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.
9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას,
კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის პროკურორის დადგენილების
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილი წარმომადგენელი.
10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით
გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და დადგენილების სააგენტოსა და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან
შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების
ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ამ კოდექსით
დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას
სააგენტო
აგრძელებს
ელექტრონული
პერსონალურ
სისტემით
მონაცემთა
სასამართლოს
დაცვის
ინსპექტორის
განჩინების
მიერ
მიღების
კონტროლის
პროგრამულად
დადასტურებისთანავე.
13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ კონტროლის
ელექტრონული
სისტემით
პროკურორის
დადგენილების
მიღების
პროგრამულად
დადასტურებისთანავე.
14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო
მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა და
დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე
და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო
მოქმედების განხორციელებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური
იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც
დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო
რეესტრს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.
15. ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურორის/მოსამართლის
მოთხოვნის შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო
ვალდებულია გასცეს შუალედური ოქმი.
16. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი
შეჩერების საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა
ნადგურდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი
1438.
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
შედეგად
მოპოვებული
ინფორმაციის/მასალის განადგურება
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის
გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების
შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე
დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული
ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა
და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ
სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად
მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს
ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს.
2.
ფარული
სასამართლო
საგამოძიებო
დაუშვებელ
მოქმედების
მტკიცებულებად
შედეგად
ცნობს,
მოპოვებული
განადგურდება
მასალა,
რომელსაც
საბოლოო
ინსტანციის
სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს
მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ
აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო
უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა.
3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს
ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება
სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ
აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
შედეგად
მოპოვებული
მასალის
სათანადოდ
დაცვისათვის
პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა
ეს მასალა.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო
მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე
საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან
მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით,
რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების
გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ
შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების
სასამართლო რეესტრში.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ
სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება
აღნიშნული
ფარული
აუცილებლობისას
საგამოძიებო
მოსამართლის
მოქმედების
განჩინების
ჩატარების
გარეშე
თაობაზე
ჩატარებული
ან
გადაუდებელი
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.
მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და
შეჩერება
1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად
ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).
2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა
შეჩერდეს:
ა)
თუ
საქართველოს
პარლამენტმა,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს საქართველოს სახალხო
დამცველის,
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის,
გენერალური
აუდიტორის,
მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს
იმუნიტეტი;
ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის
დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;
დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში
გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის
შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო
განხილვის შეჩერების შესახებ.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს,
სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.
5.
საქართველოს
პრეზიდენტის,
საქართველოს
პარლამენტის
წევრის,
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს
სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო
დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე
პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც
თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის,
დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების
გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებები
და
შეთანხმებები,
ეს
კოდექსი
და
საქართველოს
სხვა
საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 168. დისკრეციული დევნა
1. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებაზე უარს პროკურორი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია
კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51
ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გაუგზავნოს მისი ასლი
დაზარალებულს დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.
2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის
შესახებ
პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი
პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
3. თუ ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ გასულა სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ამ
შემთხვევაში
საქართველოს
მთავარი
პროკურორი
ან
მის
მიერ
უფლებამოსილი
პირი
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების
ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
4. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება დაზარალებულს.
მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა
1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ
მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ
პირმა დანაშაული ჩაიდინა.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი,
რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის
რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას)
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი,
04.02.2015წ.
2.
ბრალის
წაყენებისათვის
საკმარისი
საფუძვლის
არსებობისას
პროკურორი
უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის
შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა
იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი,
პირადი ნომერი;
ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის
ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის
მითითებით;
გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული
ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი,
რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
4.
ბრალდების
შესახებ
დადგენილების
სარეზოლუციო
ნაწილი
უნდა
შეიცავდეს
გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე.
5. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდების შესახებ დადგენილებას
გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი იცავს),
რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს.
დადგენილების ასლი ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა
ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს . თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს
დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე,
დადგენილებაზე აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო
ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს,
ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით
გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების
შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით
ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. საქართველოს სახალხო
დამცველის,
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
ინსპექტორის,
გენერალური
აუდიტორის,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს
პარლამენტის თანხმობა. საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის
აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა.
8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი
ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის
დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას
აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული
ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია
მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.
9. პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ამ
კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად
გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის
ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის
დაკმაყოფილება არის ამ პირის მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა
იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს,
მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი
საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება შეიძლება ამ
კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს შესაბამისი სააპელაციო
სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას
არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის
წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი,
საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მოსამართლე. ეს
აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი
ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაზე.