„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი სარჩევი თავი I...................................................................................................................................................13 ზოგადი დებულებები......................................................................................................................13 მუხლი 1. რეგლამენტის იურიდიული ძალა და პარლამენტის საქმიანობის პრინციპები ..........................................................................................................................................................13 მუხლი 2. პარლამენტის სასახლე ...............................................................................................13 მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები ......................................................................................14 მუხლი 4. რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები და ვადების ათვლის წესი .............14 თავი II .................................................................................................................................................15 პარლამენტის წევრი .........................................................................................................................15 მუხლი 5. მანდატი ........................................................................................................................15 მუხლი 6. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა ......................................................................................................................16 მუხლი 7. პარლამენტის წევრის სტატუსის შეთავსება სხვა საქმიანობასთან ...................18 მუხლი 8. პარლამენტის წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები ......................................18 მუხლი 9. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება ...........................................................................................................................................21 მუხლი 10. საპარლამენტო თანამდებობები პარლამენტის წევრებისთვის.......................21 მუხლი 11. პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპები.....................................................................................................................................22 მუხლი 12. პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები ............................23 მუხლი 13. პარლამენტის წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ..................................23 მუხლი 14. პარლამენტის წევრის გასამრჯელო.......................................................................23 მუხლი 15. დახმარება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას ...........................................................................24 1 მუხლი 16. პარლამენტის წევრის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა ......................25 მუხლი 17. ყოფილი პარლამენტის წევრის და თანამდებობის პირის გარანტიები.........25 თავი III ................................................................................................................................................26 პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები.........................................................................26 მუხლი 18. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი.......................................................26 მუხლი 19. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები .......................................................................................................................................27 მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო.................................................................................................30 მუხლი 21. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი .............30 მუხლი 22. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.........................31 მუხლი 23. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი..........................31 მუხლი 24. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა .32 თავი IV................................................................................................................................................33 პარლამენტის ბიურო .......................................................................................................................33 მუხლი 25. პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები .....................................................33 მუხლი 26. პარლამენტის ბიუროს სხდომა .............................................................................34 მუხლი 27. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ............................................................35 თავი V .................................................................................................................................................35 პარლამენტის კომიტეტები .............................................................................................................35 მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები ............................................................35 მუხლი 29. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა........................................................36 მუხლი 30. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა............................................38 მუხლი 31. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი..........................................................38 მუხლი 32. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი..............................39 მუხლი 33. კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტა..........................................................................................................................................40 მუხლი 34. კომიტეტის დებულება ...........................................................................................41 მუხლი 35. კომიტეტის სხდომა ..................................................................................................41 მუხლი 36. კომიტეტების ერთობლივი სხდომა ......................................................................43 2 მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებები ....................................................................................................................43 მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები ..........................................................................44 მუხლი 39. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი .............................................45 მუხლი 40. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება46 მუხლი 41. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრება..............................................46 მუხლი 42. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება............................................................47 მუხლი 43. კომიტეტის გადაწყვეტილება.................................................................................47 მუხლი 44. კომიტეტის სამოქმედო გეგმა .................................................................................48 მუხლი 45. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში ........................................................................48 მუხლი 46. კომიტეტის თემატური მომხსენებელი.................................................................49 მუხლი 47. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი...................................................................................50 მუხლი 48. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო ....................................................................50 თავი VI................................................................................................................................................51 ფრაქცია...............................................................................................................................................51 მუხლი 49. პარლამენტის ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი ..........................................51 მუხლი 50. ფრაქციის შექმნა........................................................................................................51 მუხლი 51. ფრაქციის რეგისტრაცია...........................................................................................52 მუხლი 52. ფრაქციის წევრების წარმომადგენლობა პარლამენტის ორგანოებში .............53 მუხლი 53. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში..............................................................53 მუხლი 54. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა.......................................................................54 მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი .....................................................................................54 მუხლი 56. ფრაქციის დაფინანსება...........................................................................................55 მუხლი 57. უმრავლესობის და უმცირესობის შექმნა .............................................................55 მუხლი 58. უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაცია ..............................................55 მუხლი 59. უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები..............................56 მუხლი 60. უმცირესობისა და უმრავლესობის თავისუფალი ტრიბუნა ............................56 მუხლი 61. უმრავლესობისა და უმცირესობის დაფინანსება ...............................................56 თავი VII ..............................................................................................................................................57 3 დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები ........................................................57 მუხლი 62. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები .......................57 მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ..........................................................57 მუხლი 64. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები.............................58 მუხლი 65. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა ..........................................................59 მუხლი 66. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის თანამდებობაზე გამწესება და უფლებამოსილების შეწყვეტა.....................................................................................................59 მუხლი 67. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ..60 მუხლი 68. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა........................60 მუხლი 69. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება ....................................61 მუხლი 70. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა........................................................63 მუხლი 71. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება..........................................................................................................63 მუხლი 72. დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება.......................................64 მუხლი 73. დროებითი საგამოძიებო კომისიის დაფინანსება ..............................................65 მუხლი 74. სხვა დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები ......................................65 მუხლი 75. სხვა დროებითი კომისიის შექმნა .........................................................................66 მუხლი 76. სხვა დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა .......................................66 თავი VIII .............................................................................................................................................67 პარლამენტის სათათბირო ორგანოები .........................................................................................67 მუხლი 77. პარლამენტის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები.....................................67 მუხლი 78. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ...........67 მუხლი 79. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ..........................68 მუხლი 80. სახელმწიფო კომისია ..............................................................................................69 თავი IX................................................................................................................................................69 პარლამენტის სესია და სხდომა .....................................................................................................69 მუხლი 81. პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესია.........................................................70 მუხლი 82. საგანგებო სესია .........................................................................................................71 მუხლი 83. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი .................................................71 4 მუხლი 84. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება ................................................72 მუხლი 85. პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. პარლამენტის წევრის ფიცი...................................................................73 მუხლი 86. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა.......................75 მუხლი 87. მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი......................................................................75 მუხლი 88. მინისტრის საათი......................................................................................................76 მუხლი 89. მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა .............................77 მუხლი 90. პლენარული სხდომის დღის წესრიგი ..................................................................78 მუხლი 91. პლენარული სხდომის თავმჯდომარე ..................................................................79 მუხლი 92. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი ..........................................................................................................................................................80 მუხლი 93. პლენარული სხდომა ................................................................................................81 მუხლი 94. პოლიტიკური დებატები ........................................................................................82 მუხლი 95. პოლიტიკური განცხადებები..................................................................................83 მუხლი 96. ხმის მიცემა.................................................................................................................84 მუხლი 97. კენჭისყრის ფორმა ....................................................................................................84 მუხლი 98. ხმების დათვლა .........................................................................................................85 მუხლი 99. პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა .....86 თავი X .................................................................................................................................................86 საკანონმდებლო პროცესი ...............................................................................................................86 მუხლი 100. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა ..........................................................86 მუხლი 101. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა ....................................87 მუხლი 102. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები .....................................................87 მუხლი 103. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის ................................................................................................................................89 მუხლი 104. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის დასკვნები ........................................................................................................................90 მუხლი 105. წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესი ..................................................................................................................................................91 მუხლი 106. საკანონმდებლო წინადადება ...............................................................................92 5 მუხლი 107. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი .................................93 მუხლი 108. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები ...............94 მუხლი 109. ალტერნატიული კანონპროექტი ........................................................................96 მუხლი 110. ალტერნატიული წინადადება ..............................................................................97 მუხლი 111. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი .............................................97 მუხლი 112. კანონპროექტის I მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე .....................98 მუხლი 113. კანონპროექტის II მოსმენით განხილვა..............................................................99 მუხლი 114. კანონპროექტის III მოსმენით განხილვა...........................................................102 მუხლი 115. პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა...................................................103 მუხლი 116. კანონპროექტის განხილვის დაბრუნება წინა მოსმენაზე..............................103 მუხლი 117. დაჩქარებული წესით კანონის მიღება ..............................................................103 მუხლი 118. გამარტივებული წესით კანონის მიღება ..........................................................104 მუხლი 119. პარლამენტის რიგი გადაწყვეტილებების მიღება ..........................................105 მუხლი 120. მიღებული კანონის პრეზიდენტისთვის გადაცემა ........................................106 მუხლი 121. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები....................................................106 მუხლი 122. კონსტიტუციური კანონის პროექტის რეგისტრაცია .....................................107 მუხლი 123. პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი........................................................................................................................................107 მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი ........................................................................................................................................................107 მუხლი 125. კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა..109 მუხლი 126. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება ........................110 მუხლი 127. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება ......111 მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება...........113 მუხლი 129. კონსტიტუციური გამონაკლისები ....................................................................114 თავი XI..............................................................................................................................................114 პარლამენტის დადგენილება ........................................................................................................114 მუხლი 130. პარლამენტის დადგენილების შინაარსი..........................................................114 მუხლი 131. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი ..................................................114 6 მუხლი 132. პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა................115 მუხლი 133. კონცეფცია ..............................................................................................................115 თავი XII ............................................................................................................................................116 პარლამენტის მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში ..................................116 მუხლი 134. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება..........116 მუხლი 135. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების განხილვა ................................................116 მუხლი 136. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა და ხელმისაწვდომობა......................................................................................................................117 მუხლი 137. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა კომიტეტში...........117 მუხლი 138. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა შესვენების გამოცხადებამდე..................................................................................119 მუხლი 139. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა.......................................................................................................................................120 მუხლი 140. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში.......122 მუხლი 141. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე .....................................................................................................................................123 თავი XIII ...........................................................................................................................................123 პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება....................................................................................123 მუხლი 142. საქართველოს და სხვა სახელმწიფოთა ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციები...............................................................................................................................123 მუხლი 143. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები.............................................124 მუხლი 144. მეგობრობის ჯგუფები .........................................................................................125 მუხლი 145. საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციების განხილვა .............125 მუხლი 146. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების განხილვის წესი .......................................................................................................125 მუხლი 147. პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას ........................................................................................................................................................128 მუხლი 148. საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების საკითხის განხილვა.......................................................................................................................................129 7 თავი XIV ...........................................................................................................................................129 საპარლამენტო ზედამხედველობა, კონტროლი და ანგარიშვალდებულება ......................129 მუხლი 149. პარლამენტის წევრის კითხვა .............................................................................129 მუხლი 150. ინტერპელაცია.......................................................................................................130 მუხლი 151. პრემიერ-მინისტრის მოხსენება .........................................................................131 მუხლი 152. პრემიერ-მინისტრის ანგარიში ...........................................................................131 მუხლი 153. თანამდებობის პირების სავალდებულო მოწვევა ..........................................132 მუხლი 154. თემატური მოკვლევის ჯგუფი...........................................................................133 მუხლი 155. საპარლამენტო კონტროლი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე .....................................................................................................................................134 მუხლი 156. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა .......................................................................134 მუხლი 157. ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი........................................................................135 მუხლი 158. პარლამენტის უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კონტროლის სფეროში ............................................................................................135 მუხლი 159. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.................................137 მუხლი 160. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ....................138 მუხლი 161. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით...............................................................................................................................139 მუხლი 162. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა........................................................................................141 მუხლი 163. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა ........................................................................................................................................................141 მუხლი 164. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა .....142 მუხლი 165. ანგარიშის ფორმა ..................................................................................................143 მუხლი 166. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები და მოხსენებები ..............143 მუხლი 167. აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშების განხილვის პროცედურა ........................................................................................................................................................144 მუხლი 168. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობა ............145 მუხლი 169. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა .................................147 8 მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ..........................................................................................148 მუხლი 171. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა ...........................................................................................148 მუხლი 172. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წლიური ანგარიში..........149 მუხლი 173. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიში...................149 მუხლი 174. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიში.........................................................................................................................150 მუხლი 175. დამოუკიდებელი ორგანოს ანგარიშების განხილვა ......................................150 მუხლი 176. საჯარო ინფორმაციის თაობაზე ანგარიშების განხილვის წესი...................151 მუხლი 177. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა .....152 მუხლი 178. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა 153 მუხლი 179. იმპიჩმენტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.........................................154 მუხლი 180. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება ................................................................................................................................155 მუხლი 181. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება.........................................................................................156 მუხლი 182. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გადაყენება .............................................157 მუხლი 183. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება ..........................................................................................................................157 მუხლი 184. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება ..........................................................................................................................158 მუხლი 185. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება.........................................................................................159 თავი XV ............................................................................................................................................160 განსაკუთრებული პროცედურები...............................................................................................160 მუხლი 186. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ............................160 მუხლი 187. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა .........................................161 მუხლი 188. პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან........................................................................................................................161 9 მუხლი 189. პარლამენტის ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ...............................................................................................................................162 მუხლი 190. რეფერენდუმის საკითხის დასმა .......................................................................162 მუხლი 191. პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება...............................................................162 მუხლი 192. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირება ...............................163 მუხლი 193. პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის ბიუჯეტის ფორმირება .....164 მუხლი 194. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება .......................164 მუხლი 195. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის ფორმირება ........................165 მუხლი 196. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა ........................................................................................................................................................166 მუხლი 197. პეტიცია...................................................................................................................166 თავი XVI...........................................................................................................................................168 საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირების არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა) .................................................................................................168 მუხლი 198. იმ თანამდებობის პირების არჩევის ძირითადი წესები, რომლებზეც არ ცხადდება საპარლამენტო კონკურსი......................................................................................168 მუხლი 199. რეგლამენტის 198-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის პროცედურა ..................................................................................................................170 მუხლი 200. კომიტეტების მიერ ასარჩევი თანამდებობის პირები ....................................173 მუხლი 201. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი ........................................................................................................................................................174 მუხლი 202. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი.177 მუხლი 203. თანამდებობის პირების გადადგომის ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი ............................................................................................................................181 თავი XVII..........................................................................................................................................182 პარლამენტის აპარატი და დაცვა .................................................................................................182 მუხლი 204. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილება ....................................................182 მუხლი 205. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა......................................................182 მუხლი 206. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა ...............................................................182 10 მუხლი 207. დებულებები და წესები.......................................................................................183 მუხლი 208. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი .....................................................................184 მუხლი 209. პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ......................................................................................................................................185 მუხლი 210. პარლამენტის დაცვა ............................................................................................185 თავი XVIII ........................................................................................................................................186 პარლამენტთან არსებული დაწესებულებები ...........................................................................186 მუხლი 211. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა..........................................................186 მუხლი 212. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ......................................................................186 მუხლი 213. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი ...........................................187 თავი XIX ...........................................................................................................................................187 პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. საპარლამენტო ეთიკა ........................187 მუხლი 214. სანქციები რეგლამენტის დარღვევისთვის ......................................................187 მუხლი 215. პარლამენტის წევრისთვის და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება...............................................................................................................188 მუხლი 216. პროტესტი პასუხისმგებლობის ზომაზე ..........................................................190 მუხლი 217. რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ ..........................................................................................................................................191 მუხლი 218. ეთიკის საბჭო........................................................................................................192 მუხლი 219. ეთიკის საბჭოს დებულება ..................................................................................192 მუხლი 220. ზოგადი დებულებები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსზე................192 თავი XX ............................................................................................................................................193 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი ..............................................................................193 მუხლი 221. გარდამავალი დებულებები................................................................................193 მუხლი 222. მისაღები აქტები....................................................................................................194 მუხლი 223. დასკვნითი დებულებები ....................................................................................194 11 12 თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. პრინციპები რეგლამენტის იურიდიული ძალა და პარლამენტის საქმიანობის 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (შემდგომ − რეგლამენტი) აქვს კანონის ძალა. რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების პროცედურას, პარლამენტის სტრუქტურას და პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) მრავალპარტიულობა; ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა; დ) საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა; ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების დაცვა და პატივისცემა; ვ) საჯაროობა; ზ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა; თ) პოლიტიკის და ხალხის ინტერესების ერთიანობა. 3. პარლამენტი მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. მუხლი 2. პარლამენტის სასახლე 1. პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის სასახლის ისტორიის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით პარლამენტის სასახლე ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარლამენტის სასახლის ხელმისაწვდომობის მიზნით პარლამენტი უზრუნველყოფს სასახლის შესაბამისი საჭიროებებით აღჭურვას. 4. პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი. 5. პარლამენტის სასახლეში თვალსაჩინო ადგილზე ინახება საქართველოს კონსტიტუციის დედანი და პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნი. 13 მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები 1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი და პარლამენტის მედალი. 2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ასევე, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის. 3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურე პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 4. პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო პირის პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პირთა თავისუფლების საპარლამენტო ორდენითა და პარლამენტის მედლით დაჯილდოების წესს, სათანადო ფულადი ჯილდოს ოდენობას და თავისუფლების საპარლამენტო ორდენისა და პარლამენტის მედლის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 4. რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები და ვადების ათვლის წესი 1. რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა ა) ანგარიშვალდებული ორგანო - ორგანო, რომელიც პარლამენტს წარუდგენს საქმიანობის ან სხვა სახის ანგარიშს, გარდა სახალხო დამცველისა, ასევე, ორგანო, რომლის დათხოვნის ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის უფლება აქვს პარლამენტს, მთავრობის წევრი, ორგანო, რომლის საპარლამენტო კონტროლსაც ახორციელებს პარლამენტი; ბ) ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი - პირი, რომელიც პარლამენტს წარუდგენს საქმიანობის ან სხვა სახის ანგარიშს, ასევე, პირი რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების ან იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების უფლება აქვს პარლამენტს, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა; გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის 14 სპეციალური სამსახური და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; დ) ოპოზიცია - პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით. ე) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი - გრაფიკი, რომლითაც განისაზღვრება ბიუჯეტის პროექტის განმხილველი პარლამენტის სუბიექტები, მათი ვალდებულებები, განხილვისა და დასკვნების წარმოდგენის ვადები, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს მთავრობის ვალდებულებები ამ პროცესში და ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და მიღების საორიენტაციო ვადები. ვ) წამყვანი კომიტეტი - პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტი, რომელიც კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი მომზადებული იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისათვის. წამყვანი კომიტეტი უძღვება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის. 2. კანონით გათვალისწინებული დასვენების (უქმე) დღეები არ იანგარიშება რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის დროს. თუ რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე. 3. ვადები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის და კანონის მიხედვით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს. თავი II პარლამენტის წევრი მუხლი 5. მანდატი 1. პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის განაწესებითა და დავალებებით. 2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია. 15 3. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან. 4. პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 6. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა 1. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 7 სამუშაო დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში, მორიგი სხდომების ნახევარზე მეტში არ მონაწილეობდა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. 3. თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა ბიუროს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 4. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 5. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. 16 6. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 15 დღის ვადაში ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. 7. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს ცნობას პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ და ამ ცნობის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტი აღნიშნულ ინფორმაციას მოახსენებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. იგი ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. 8. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტის იმავე დადგენილებით შეუწყდება მას ვადამდე უფლებამოსილება. 9. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 10. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 85-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს საპარლამენტო განხილვისათვის. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების 17 ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. მუხლი 7. პარლამენტის წევრის სტატუსის შეთავსება სხვა საქმიანობასთან 1. პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. 2. სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. 3. პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; 4. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. 5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადებრივ ორგანიზაციებში. 6. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა. 7. საომარი მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს თავი აარიდოს საპარლამენტო საქმიანობას საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით. მუხლი 8. პარლამენტის წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს: 18 ა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში), ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, საგამოძიებო ან დროებით კომისიაში, რეგლამენტით განსაზღვრულ საბჭოში, კომისიაში, რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა ჯგუფებში და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში; ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით; გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან და დაწესებულებებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით. 2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიოს ან არჩეულ ან წარდგენილ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე, პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში, საპარლამენტო კომისიის/საბჭოს შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, გადადგეს თანამდებობიდან ან გავიდეს ამ ორგანოებიდან/ გაერთიანებებიდან. ბ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას: გ.ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები; გ.ბ) კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, საქართველოს მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; გ.გ) რეგლამენტით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების საკითხი; გ.დ) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს; გ.ე) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში. დ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტით დადგენილი წესით: დ.ა) დასვას საკითხი განსახილველად; მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა; დ.ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; 19 დ.გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; დ.დ) გააცნოს პარლამენტს მოქალაქეთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები; დ.ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე. გამოსვლის ტექსტი, წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები უნდა დაერთხოს სხდომის ოქმს. დ.ვ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი. ე) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. პარლამენტის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა; ბ) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; გ) რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე; ე) ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს; ვ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; ზ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია. თ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის სტანდარტები. 4. პარლამენტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს პარლამენტის წევრი მისი მოთხოვნით. 5. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ითვლება დამოუკიდებელ პარლამენტის წევრად. 20 მუხლი 9. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება 1. პარლამენტის წევრს შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. 2. პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვთ პარლამენტის კომიტეტებს და დროებით საგამოძიებო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ან მის მიერ კონკრეტული საკითხის შესასწავლად. 3. კომიტეტი, დროებითი საგამოძიებო კომისია მის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების შესახებ წინადადებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. 4. კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადება მოტივირებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების ვადას. 5. პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას. 6. თუ პარლამენტის წევრმა პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე ჩამოართვას მას აღნიშნული უფლება. 7. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდეს სპეციალური ნებართვის გარეშე, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უფლება გადასცეს პარლამენტის წევრს. მუხლი 10. საპარლამენტო თანამდებობები პარლამენტის წევრებისთვის 1. პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან: ა) პარლამენტის თავმჯდომარე; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები; დ) კომიტეტის თავმჯდომარე; ე) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ფრაქციის თავმჯდომარე; ვ) საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები; ზ) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები; 21 2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ 1 ხელმძღვანელ თანამდებობაზე, გარდა უმრავლესობაში, უმცირესობაში, ფრაქციასა და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა. შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა იწვევს მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 3. პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას. მუხლი 11. პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპები 1. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. 2. სესიებს შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. 4. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. 5. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, ასევე, იმ შემთხვევაში თუ გასული არ არის იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 22 მუხლი 12. პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები 1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში. 2. პარლამენტის წევრი წელიწადში სარგებლობს შვებულებით 45 კალენდარული დღის ოდენობით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად. შვებულება ფორმდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცემა დამატებითი შვებულება არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ შემთხვევაში შვებულების თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრის მოტივირებული განცხადების საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ პუნქტით განსაზღვრული შვებულების პერიოდში პარლამენტის წევრს მიეცემა ხელფასისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების 80%. 4. პარლამენტის წევრის მიერ მობილური კავშირგაბმულობითთ სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. 5. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი. 6. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჰყავდეს თანაშემწე. მათი რაოდენობა განისაზღვრება პარლამენტის წევრის მიერ, ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში. 7. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით. მუხლი 13. პარლამენტის წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი ხელყოფის შესახებ, პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ან სხვა შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. პარლამენტის წევრის გასამრჯელო 1. პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეადგენს 4624 ლარს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა. 23 2. პარლამენტის თანამდებობის პირებს დამატებით მიეცემა პარლამენტის თანამდებობის პირის პოზიციისათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემელი. 3. პარლამენტის თანამდებობის პირთა გასამრჯელო კონკრეტული თანამდებობისათვის გამოიანგარიშება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს გამრავლებით პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტზე. პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის თანამდებობათა კოეფიციენტების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პარლამენტის თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით პირველი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის დადგენილ მაქსიმალურ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, ამასთან დაცული უნდა იქნეს თანამდებობებს შორის იერარქიულობის პრინციპი. მუხლი 15. დახმარება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას 1. პარლამენტის წევრის თავდასხმის შედეგად გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. 2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. 3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. 4. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 5. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, წლიური საბიუჯეტო კანონით პარლამენტისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პარლამენტი უფლებამოსილია დააფინანსოს პარლამენტის წევრის დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. 24 მუხლი 16. პარლამენტის წევრის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა 1. პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით. ვაუჩერის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის სახეებია: ა) პარლამენტის წევრის სიცოცხლის დაზღვევა; ბ) პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა. 4. პარლამენტის წევრის გარდაცვალება არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც დგება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის საკითხი. 5. პარლამენტის წევრის ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს საოპერაციო ხარჯებსაც; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტით დაფარვის ხარჯებს. 6. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. 7. საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი წესითა და დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე საქართველოს პარლამენტისათვის შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 17. ყოფილი პარლამენტის წევრის და თანამდებობის პირის გარანტიები 1. პარლამენტის ყოფილი წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად. 25 2. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. 3. ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია და ეძლევა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით. 4. პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 5. ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურებრივი ავტომობილი და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. 7. ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეზე არ ვრცელდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები. თავი III პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები მუხლი 18. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი 1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს. 2. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში და პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს. 3. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე. 26 4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ. 5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით. 6. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 7. თუ არჩევნებში 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით. 8. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. 9. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 10. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. 11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. მუხლი 19. პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლები თავმჯდომარის უფლებამოსილებები და 1. პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციით და რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. პარლამენტის თავმჯდომარე: 27 ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში; ბ) პარლამენტის სასახლეში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; გ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში ექსკურსიების ჩატარების წესს; დ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საქმიანობას; ე) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს; ვ) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს; ზ) ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის შესახებ მიმართვებს; თ) საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტის 121-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; ი) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს; კ) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს; ლ) ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; ნ) საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრული ვადით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას; ო) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტში სვამს საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნის საკითხს; პ) საქართველოს პრეზიდენტს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ; ჟ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას; რ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას; ს) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს; ტ) გასცემს საქართველოს გენერალური პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას; უ) ხელმძღვანელობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს, ამტკიცებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებას; 28 ფ) რეგლამენტის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, ამტკიცებს მათ დებულებებს და შემადგენლობას; ქ) განსაზღვრავს პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას; ღ) ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს; ყ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს; შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს პარლამენტისა და ცალკეული პარლამენტის წევრების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად; ჩ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას; ც) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოს ოდენობას; ძ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელებს; წ) წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ჭ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს; ხ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში; ჯ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს; ჰ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ჰ1) პარლამენტის წევრს რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით გადასცემს ან ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას; ჰ2) ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; 29 ჰ3) იღებს გადაწყვეტილებას პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით და პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ; ჰ4) უზრუნველყოფს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას; ჰ5) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო 1. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, აგრეთვე პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით. 2. ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციათა წარმომადგენლობისა და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში განსაზღვრავს ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობას და კვოტებს და პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, პარლამენტის წევრთაგან ნიშნავს მათ. 3. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 21. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი 1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან. 3. პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. 4. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული. 5. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების 30 საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან 15 დღის ვადაში. 7. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მომდევნო სესიაზე განიხილება. 8. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია. 9. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 10. თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი იმავე სესიაზე განხილვა დაუშვებელია. 11. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი, 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ან რიგგარეშე სესიაზე განიხილება. მუხლი 22. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 1. პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნისას ან მის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს. 2. პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - პარლამენტის თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. მუხლი 23. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი 1. პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს: 31 ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებიდან არა უმეტეს 3 აირჩევა უმრავლესობის წარდგინებით; გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებიდან არა უმეტეს 3 აირჩევა იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში. ამ ფრაქციებს აქვთ უფლება წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არაუმეტეს სამი კანდიდატი. 2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ ახალი კანდიდატი. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობის, კანდიდატებს შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალიწინებით, იმართება ხელახალი კენჭისყრა. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას იმართება ხელახალი არჩევნები. მუხლი 24. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, რეგლამენტის 21-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. 2. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გამოწვევის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის ინიცირების საფუძველზე იხილავს პარლამენტი და გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. რეგლამენტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროსა და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 32 4. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. თავი IV პარლამენტის ბიურო მუხლი 25. პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები 1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციისათვის, კონსტიტუციით დადგენილი შემადგენლობით იქმნება პარლამენტის ბიურო. 2. პარლამენტის ბიურო რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტს; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს პარლამენტის სესიის ორკვირიანი ციკლის სამუშაო გეგმას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს; გ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ; დ) განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევისა და მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პარლამენტს; ე) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ვ) ამტკიცებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს; ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; 33 ი) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების ანგარიშების მოსმენას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე; კ) ამტკიცებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ წინადადებებს; ლ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას; მ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ნ) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე; ო) ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას; პ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 26. პარლამენტის ბიუროს სხდომა 1. პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ. 3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის ან უმცირესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) დადგენილი კვორუმის ნახევრისა. 5. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს სხდომის დახურვის შესახებ საკითხი განიხილება დახურული წესით. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. 6. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა 34 მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. 7. პარლამენტის ბიუროს სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სხვა პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი. 8. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში - ცესკო) თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვან საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა მის განხილვაში. მუხლი 27. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება 1. პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. 2. პარლამენტს შეუძლია გააუქმოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 3. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით. პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერი დანიშნულებისამებრ იგზავნება. თავი V პარლამენტის კომიტეტები მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები 1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. კომიტეტი პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და მუდმივი სუბიექტია. 2. პარლამენტის კომიტეტებია: ა) აგრარულ საკითხთა; 35 ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის; დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; ვ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა; ზ) ევროპასთან ინტეგრაციის; თ) თავდაცვისა და უშიშროების; ი) იურიდიულ საკითხთა; კ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; ლ) საგარეო ურთიერთობათა; მ) საპროცედურო საკითხთა და წესების; ნ) საფინანსო-საბიუჯეტო; ო) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა; პ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა. 3. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტით და კომიტეტის დებულებით. მუხლი 29. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე − პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 2. კომიტეტის შემადგენლობაშია არანაკლებ პარლამენტის 10 წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთან, არ შეიძლება იყოს გაწევრიანებული 2-ზე მეტ კომიტეტში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. 36 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს. 5. კომიტეტში წევრის დანიშვნის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს (დროებით სამანდატო კომისიას) და პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი (დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. 6. იმ პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. 7. უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების თაობაზე ფრაქციათა გადაწყვეტილება ეცნობება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამოწმებს ფრაქციათა გადაწყვეტილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის კვოტები დათმობილად, გაცვლილად ან დაბრუნებულად ითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. 8. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში. 9. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, ფრაქციების თავმჯდომარეების კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად. 10. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 37 მუხლი 30. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. ამის შესახებ უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, ბიუროს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან; დ) რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 31. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი 1. კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი, რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში (შემდგომ – პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფი), კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომიდან ან გადაყენებიდან 7 დღის ვადაში. 3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით. თუ არჩევნებში 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება სახელობითი ბიულეტენებით. 5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. 6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 38 7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 9. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. მუხლი 32. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი 1. კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს), რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში. 3. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 39 4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 5. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. 6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. 7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იმართება ხელახალი არჩევნები. 8. ხელახალი არჩევნების გამართვისას შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. მუხლი 33. კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტა 1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი. 2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც ამ ინფორმაციას შეიტანს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ პარლამენტი ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, რომელიც განცხადებას გააცნობს კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის 40 წარდგენის დღიდან. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას გადადგომის შესახებ პარლამენტის კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 5. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია უმრავლესობის/უმცირესობის/ფრაქციის, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, კვოტით და შეუწყდება ამ გაერთიანების წევრის სტატუსი, შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც. მუხლი 34. კომიტეტის დებულება 1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას. 2. კომიტეტის დებულება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის კონკრეტული უფლებამოსილებების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და მუშაობის ორგანიზაციის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას. 3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. მუხლი 35. კომიტეტის სხდომა 1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. 2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 4. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და ამავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. აგრეთვე ყოველი სესიის ბოლოს საჭიროების შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით 41 გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 5. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე). კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა ასევე, არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეული იქნა ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 6. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს. 7. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომიტეტის წევრებს ეცნობება და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი მასალები (გარდა კანონპროექტებისა) სხდომამდე სულ მცირე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. განსახილველი კანონპროექტი, კომიტეტზე მოსმენისთვის მომზადებისთანავე უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე. 8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან ახალი საკითხი შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 9. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 10. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს 42 დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე. 11. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ პარლამენტის სხვა წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 12. პლენარული სხდომების დღეებში კომიტეტის სხდომები არ იმართება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება. 13. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. მუხლი 36. კომიტეტების ერთობლივი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებები 1. კომიტეტის თავმჯდომარე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს და კომიტეტის სხდომის ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დასრულებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს; ზ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: 43 ა) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის დაკისრების მიზნით კომიტეტის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომიტეტის სიითი შემადგენლობის 1/3-ს ან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს და საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) უფლებამოსილია განხილოს ბიუჯეტის პროექტი და შეიმუშავოს დასკვნა; დ) განიხილავს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; 44 ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) მისი საქმიანობიდან გამომდინარე ამზადებს სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. კ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი. 3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. 4. რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 39. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი 1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად იღებს შესაბამის ზომებს. 3. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია, პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინოს პარლამენტმა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტს წარუდგენს ის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადებისთვის. საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველის მოსმენისთვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო მოსმენის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს: ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით; 45 ბ) ნორმატიულ აქტში სათანადო ცვლილების შეტანის დავალება შესაბამისი კომიტეტისათვის; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი. მუხლი შემოწმება 40. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. 2. კომიტეტი, მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 41. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრება 1. მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი კომიტეტის სხდომას სავალდებულო წესით უნდა დაესწროს კომიტეტის წევრების უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე. ფრაქციას კომიტეტზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი. 3. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. 46 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, კომიტეტი უსმენს მოწვევიდან პირველივე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა (კომიტეტი, ფრაქცია) და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. 6. სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე. 7. მოწვეული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს უმცირესობას, უმრავლესობას და უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს/პარლამენტის წევრებს შორის. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალცალკე უპასუხებს. მუხლი 42. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. მუხლი 43. კომიტეტის გადაწყვეტილება 1. კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას - დასკვნის, რეკომენდაციის, წინადადების ან სხვა გადაწყვეტილების სახით. 2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, ასევე, კანონპროექტის განხილვის შემდგომ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. 47 3. კომიტეტის დასკვნის ნიმუშ(ებ)ი მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. კომიტეტი, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, ასევე, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს. მუხლი 44. კომიტეტის სამოქმედო გეგმა 1. კომიტეტები, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენენ შესაბამისი კომიტეტის მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა. 2. კომიტეტის სამოქმედო გეგმა მტკიცდება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. კომიტეტის სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებით, საზედამხედველო და სხვა ფუნციების, მათ შორის, რეგლამენტის 39-ე, მე-40 მუხლებით და 195-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ. სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრ(ებ)ი. აღნიშნული წევრ(ებ)ი ავტომატურად წარმოადგენენ რეგლამენტის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ თემატურ მომხსენებლებს. მუხლი 45. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 1. კომიტეტების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი კვირისა პარლამენტს წარუდგენენ კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს და შესაბამის მოხსენებას, ყოველი წლის შედეგების მიხედვით. 2. კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშზე თანამომხსენებელია უმცირესობის წარმომადგენელი კომიტეტის წევრი და უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციების და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა მიერ ერთობლივად განსაზღვრული კომიტეტის წევრი. 3. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, 48 უმცირესობას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, აგრეთვე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 4. ანგარიშის განხილვის საკითხი პარლამენტის ბიუროს შეაქვს საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში, გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე. 6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან თანამომხსენებლები. თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 20 წუთამდე. 7. მომხსენებლის და თანამომხსენებლების გამოსვლების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, ანგარიშის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მათ. კითხვა-პასუხი და პარლამენტის წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. 8. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს. მუხლი 46. კომიტეტის თემატური მომხსენებელი 1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, ასევე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის წევრი, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ითავსებს თემატური მომხსენებლის ფუნქციას. 2. პარლამენტის კომიტეტი ფორმირებიდან ერთი თვის ვადაში განსაზღვრავს კომიტეტის სამუშაო სფეროებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო სფეროებში, კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. ყოველ სამუშაო სფეროზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებლი უმრავლესობის წევრთაგან და ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციებიდან და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრებიდან, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში. ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში მესამე და ყოველი მომდევნო თემატური მომხსენებლის დანიშვნა დასაშვებია კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 4. თუ კონკრეტულ სამუშაო სფეროში არავინ გამოთქვამს თემატურ მომხსენებლად ყოფნის სურვილს, კომიტეტის თავმჯდომარე თავად განსაზღვრავს თემატური მომხსენებლების ვინაობას. 49 5. თემატური მომხსენებლების ერთიანი სია, შესაბამისი სამუშაო სფეროს მითითებით ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 6. პარლამენტის წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს თემატურ მომხსენებელზე რეგლამენტით დაკისრებული მოვალეობები. 7. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები (მათ შორის კანონპროექტები) მისთვის მიკუთვნებული სამუშაო სფეროს მიხედვით გააანალიზოს და მოამზადოს მოხსენება, რომელსაც საკითხის/კანონპროექტის განხილვისას წარუდგენს კომიტეტს. მუხლი 47. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი პარლამენტისა და მისი კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი, კომიტეტის წევრთაგან ქმნის სამუშაო ჯგუფებს. მუხლი 48. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 1. კომიტეტს შეუძლია შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის სპეციალისტებისგან. 2. კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს შეუძლია წარმოადგინოს ინიციატივა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე და შესაბამისი კომიტეტი დამსწრეთა ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ. 3. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის წევრს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, ასევე შესაბამის სფეროში არსებულ პროფესიულ გაერთიანებას ან არასამთავრობო ორგანიზაციას. 4. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრს ირჩევს შესაბამისი კომიტეტი კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 5. შესაბამისი კომიტეტი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესს და განიხილავს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დასკვნას. 6. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 50 თავი VI ფრაქცია მუხლი 49. პარლამენტის ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი 1. ფრაქცია არის პარლამენტის საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიც პარლამენტის წევრები ერთიანდებიან საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით. 2. ფრაქციის პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით შექმნა აკრძალულია. მუხლი 50. ფრაქციის შექმნა 1. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია, ამასთან, პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ იმ ფრაქციაში, რომელიც შექმნილია მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის წევრთა გაერთიანებით. 2. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა. 3. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას. 4. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები საქართველოს კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად. 5. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, ფრაქციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, აგრეთვე წესდების გადასინჯვის პროცედურა. 6. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების (სტრუქტურის) ცვლილების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ასევე, თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შესახებ, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 7. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის მდივანი. მათი უფლებამოსილება და არჩევის, 51 გადაყენებისა და გადადგომის წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს უფლება ფრაქციის შემადგენლობის ყოველ 20 წევრზე ჰყავდეს ერთი მოადგილე. 8. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან. 9. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციამდე ახალშექმნილი ფრაქცია ახორციელებს რეგლამენტის 51-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. მუხლი 51. ფრაქციის რეგისტრაცია 1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან. 2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. 3. ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია 52 რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-2 და 50-ე მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით ფრაქცია მიიჩნიოს რეგისტრირებულად. მუხლი 52. ფრაქციის წევრების წარმომადგენლობა პარლამენტის ორგანოებში 1. პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, გარდა კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციისთვის რეგისტრაციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გაწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატურა. 3. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანო. მუხლი 53. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში 1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს და ამ მიმართვიდან 3 დღის ვადაში ატყობინებს პარლამენტის 53 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. 2. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. 3. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. 4. ამ მუხლში აღნიშნული ცვლილებების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ერთი კვირის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 5. ბოურო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ დასკვნას იღებს ცნობად, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი დასკვნაში აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება რეგლამენტს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 54. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება აქვს, ერთი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას. მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი 1. პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მომზადებისას ან განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი. 2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის თაობაზე საკუთარი მოსაზრებით ან წინადადებით მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს. 54 მუხლი 56. ფრაქციის დაფინანსება 1. ფრაქციის ხარჯები ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ფრაქციის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობა, ფრაქციისათვის პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. 2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად, ან ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობის შემთხვევაში ფიქსირებულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 57. უმრავლესობის და უმცირესობის შექმნა 1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმრავლესობის სტატუსს. 2. უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს. 3. უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობა. 4. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს. 5. უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. 6. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებებისა და პოლიტიკურ პლატფორმებსა და დებულებებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს. მუხლი 58. უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაცია 1. უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე – პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. 55 რეგისტრაციისათვის უმრავლესობის ლიდერი და უმცირესობის ლიდერი პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს შესაბამისად უმრავლესობის ლიდერისა და უმცირესობის ლიდერის და მათი წევრების ვინაობა. განცხადებებს უნდა დაერთოს უმრავლესობისა და უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმები და დებულებები, რომლებიც ხელმოწერილია შესაბამისად უმრავლესობის ლიდერისა და უმცირესობის ლიდერის და უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ. 2. უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. მუხლი 59. უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები 1. უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები არიან: ა) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები; ბ) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები; გ) უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები. 2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში ცვლილებების შეტანის წესი, მათი თანამდებობის პირების არჩევისა და გადაყენების წესი, წევრთა უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება უმრავლესობისა და უმცირესობის დებულებებით. 3. იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობის ანდა უმცირესობის შემადგენლობა ემთხვევა ფრაქციის შემადგენლობას, უმრავლესობის ანდა უმცირესობის ლიდერის თანამდებობებს იკავებენ შესაბამისი ფარქციების თავმჯდომარეები. მუხლი 60. უმცირესობისა და უმრავლესობის თავისუფალი ტრიბუნა უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ, ერთი სესიის განმავლობაში ოთხჯერ ისარგებლონ 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა უმრავლესობასა და უმცირესობას შეუძლიათ საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მათ. მუხლი 61. უმრავლესობისა და უმცირესობის დაფინანსება უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები. უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება მათში გაერთიანებული პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს. 56 თავი VII დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები მუხლი 62. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები 1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის საქმიანობის დროებითი სუბიექტია. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ. 3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე. 4. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. 5. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს, ნდობის ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს კომისიის შექმნის საჭიროების შესახებ სათანადო დასაბუთებას. დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ 57 მიიღება. პარლამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც პარლამენტის ბიურო ამტკიცებს უახლოეს სხდომაზე. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ამასთან, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. 4. ფრაქციები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, პარლამენტის ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით ნიშნავენ კომისიის წევრებს, რის შესახებაც აცნობებენ პარლამენტის ბიუროს. მუხლი 64. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას; ბ) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას; ე) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით; 58 ბ) კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. გ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას; ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; გ) თუ კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც ვერ ახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას; დ) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 65. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ირჩევს კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ კომისიის წევრთა 1/3-ზე მეტს. 3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობას, კომისიის სიითი შემადგენლობის 1/3-ზე მეტის ინიციატივის შემთხვევაში უფლება აქვს ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი საგამოძიებო კომისია. მუხლი 66. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის თანამდებობაზე გამწესება და უფლებამოსილების შეწყვეტა 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანია კომისიის უხუცესი წევრი. 59 2. კომისიის სიითი შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივის შემთხვევაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის გადაყენების უფლება აქვს კომისიას, სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი საგამოძიებო კომისია. 4. ამ მუხლით და რეგლამენტის 65-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების და ინფორმაციის შესახებ კომისიამ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს. მუხლი 67. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტს. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 52-ე მუხლით. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი წევრის კანდიდატურა. მუხლი 68. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 1. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არა უმეტეს 3 თვის ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 2. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 60 3. შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიშები. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ ვადამდე ვერ მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც რეგლამენტის 63-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის აპარატს. მუხლი 69. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. 2. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის კონკრეტული დავალების შესრულების ვადით, თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას საკითხი. 5. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია წერილობით მოითხოვოს და საქართველოს გენერალური პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის 61 სამართლის საქმეს, აგრეთვე გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში შეიძლება მოიპოვებოდეს მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები. 6. გამომძიებელი ვალდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის სისხლის სამართლის საქმისა და მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა. 7. არასრულწლოვნისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 14 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ ახსნაგანმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. 8. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები. თუ თარჯიმანი ან ის პირი, რომელმაც იცის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სალაპარაკო ნიშნები, შეგნებულად არასწორად თარგმნის, იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად. 9. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. 10. დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 11. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტს მიმართოს წინადადებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვების შესახებ. 12. დროებით საგამოძიებო კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრების და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. 62 მუხლი 70. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვის ადგილს და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი საგამოძიებო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათავლისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება. 3. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის სხვა წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით. 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 71. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები. 3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მასალის), მისი სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, თუ ისინი შეიცავენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაიშვება საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის ან სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 63 5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში, ვალდებული არიან, დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება. მუხლი 72. დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება 1. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი. 2. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს გადაწყვეტილებას - დასკვნის, რეკომენდაციის, წარდგინების ან სხვა გადაწყვეტილების სახით. 3. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილებას განიხილავს საჯაროდ, სავალდებულო პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით, გარდა გადაწყვეტილებაში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს თავისი გადაწყვეტილება რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაგზავნოს. 5 კომისიის გადაწყვეტილების ქვემდებარეობით გადაგზავნის შემთხვევაში, საკითხის განხილვის შედეგებისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში. 6. დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან. 7. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. 64 პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის გადაწყვეტილების განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული სხდომა. გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ მიიღება დახურული წესით. დახურული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებს და დახურულ სხდომაზე რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს კომისიის, გამოძიების მონაცემების, საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ. 8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით). 9. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და პარლამენტის წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. 10. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე. 11. დროებითი საგამოძიებო კომისია გადაწყვეტილებასთან ერთად პარლამენტს წარუდგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. თუ დასკვნას ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები, პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომის გასამართად აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ცნობების საჯარო პლენარულ სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით. მუხლი 73. დროებითი საგამოძიებო კომისიის დაფინანსება დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. კომისიის ხარჯების ოდენობას პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს. მუხლი 74. სხვა დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები 1. სხვა დროებითი კომისია არის პარლამენტის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება პარლამენტის წინაშე მდგარი სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი 65 მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით, რომლის განხორციელებაც საჭიროებს საკითხის კოლეგიურ შესწავლას და გადაწყვეტას. 2. დროებითი კომისიის საქმიანობაზე ვრცელდება დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის რეგლამენტით დადგენილი წესები გარდა რეგლამენტის 69-ე მუხლის მე3, მე-4 და მე-7-მე-11 პუნქტების და 72-ე მუხლის მე-11 პუნქტისა. მუხლი 75. სხვა დროებითი კომისიის შექმნა 1. დროებითი კომისიის შექმნის საკითხის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. 2. პარლამენტი დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა. მუხლი 76. სხვა დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 1. დაუშვებელია დროებითი კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე. 2. პარლამენტში იქმნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია. ამ კომისიის საქმიანობის ვადა განისაზღვრება პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით და მასზე არ ვრცელდება დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადისთვის რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შექმნილი დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ მაინც, აგრეთვე კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლისას და უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისას, წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი პარლამენტს არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის შესახებ. 66 თავი VIII პარლამენტის სათათბირო ორგანოები მუხლი 77. პარლამენტის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები 1. პარლამენტში იქმნება პარლამენტის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ განსაზღვრულ სფეროებში პარლამენტის წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინაციას. 2. პარლამენტის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოებია: ა) გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; ბ) ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. მუხლი 78. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს პარლამენტში, გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო. 3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას შესაძლებელია კვოტების დათმობა ან გაცვლა რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 4. საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს საბჭო. საბჭოს დებულებას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. საბჭოს დებულებით გათვალისწინებული უნდა იქნეს საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები: ა) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; 67 გ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; დ) შეიმუშაოს და დანერგოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ე) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ზ) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; თ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 5. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ამზადებს ანგარიშებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში. 6. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. მუხლი 79. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 1. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით პარლამენტის სისტემური, კოორდინირებული მუშაობა. 2. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება და შემადგენლობა მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულების პროექტს 68 შეიმუშავებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. 3. საბჭოს დებულებით განისაზღვრება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მისი მუშაობის ორგანიზაციული საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საბჭოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობის წესი. 4. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისას შესაძლებელია კვოტების დათმობა ან გაცვლა რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 5. ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. მუხლი 80. სახელმწიფო კომისია 1. მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებისგან შექმნას სათათბირო ორგანო – სახელმწიფო კომისია. 2. პირი, სახელმწიფო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. 3. სახელმწიფო კომისია იქმნება პარლამენტის დადგენილებით. ამავე დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და წესი. 4. სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. თავი IX პარლამენტის სესია და სხდომა 69 მუხლი 81. პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესია 1. პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. 2. მორიგი სესიის გახსნისას და დახურვისას, სესიის პირველ და ბოლო პლენარულ სხდომაზე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 3. პარლამენტი მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად პარლამენტის ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე. 4. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას. 5. პარლამენტის მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. პარლამენტის რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 6. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას. 7. პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 24 საათში. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა. 8. პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. 9. საქართველოს მთავრობა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 10. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს მთავრობის მოთხოვნაში განსაზღვრულ ვადაში, რაც პარლამენტის წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ. 11. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება რეგლამენტის 90-ე მუხლებით დადგენილი წესით. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. 12. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების მოთხოვნები. 70 13. პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. მუხლი 82. საგანგებო სესია 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე წყდება პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია და პარლამენტი იკრიბება საგანგებო სესიაზე. საგანგებო სესია გრძელდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. 2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების, პრეზიდენტის დეკრეტების დამტკიცების, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავდაცვის ძალების გამოყენების, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხები პარლამენტში განიხილება დაუყოვნებლივ და კენჭი ეყრება წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე. 3. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით: ა) ძირითად მომხსენებლად გამოდის საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი; ბ) თანამომხსენებლებად გამოდიან საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები − 10-10 წუთით; გ) კამათი არ მიმდინარეობს; დ) დასკვნითი სიტყვით გამოდის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი. 4. თანხმობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს პარლამენტის დადგენილებას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ანდა ზავის დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 5. თუ პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ანდა ზავის დადების შესახებ არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. მუხლი 83. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი 1. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში (შემდგომში - სხდომათა დარბაზი) სხდომის პრეზიდიუმის ცენტრში ადგილს იკავებს სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს პრეზიდენტისათვის. 71 3. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მანდატურთუხუცესი აცხადებს. 4. სხდომის პრეზიდიუმის წინ განთავსებულია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 5. სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრი იკავებს საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს. ასევე, ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი. 6. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები საქართველოს მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის, პლენარულ სხდომაზე მოწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, პარლამენტის ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის, პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი პირისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. 7. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლოსაქმიანი ან ეროვნული. 8. პარლამენტის მუშაობის გაცნობის მიზნით, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები. მუხლი 84. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება 1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ. 2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ესწრება ცესკოს თავმჯდომარე. 3. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. 4. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოს და საზოგადოების წარმომადგენლები. 72 მუხლი 85. პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. პარლამენტის წევრის ფიცი 1. პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა: ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე; ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. 2. პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე. 3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ). 4. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. 5. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში; ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის დროებითი 73 სამანდატო კომისიის დასკვნის, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ არ დადგინდება ამ პირის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელისშემშლელი გარემოება; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 7. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. 8. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 9. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლებამოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 10. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა მეორე ტურში ან გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს კითხულობს და ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 11. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შექმნის თაობაზე. 74 12. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო. 13. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით. 14. თუ ფრაქციის შექმნისას იგი იძენს უმრავლესობის ან უმცირესობის სტატუსს, მის რეგისტრაციას ახორციელებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. მუხლი 86. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა 1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს; ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომიტეტების თავმჯდომარეებს; გ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ბიულეტენებით. 3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა, პარლამენტის გადაწყვეტილებით რეგლამენტით დადგენილი წესით გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. მუხლი 87. მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი 1. პარლამენტის სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას. 2. პლენარული სხდომების კვირის მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის. შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები. 3. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე; 15 საათიდან 16 75 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. 4. მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. პლენარული სხდომების კვირაში, ორშაბათ დღეს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო. 5. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში. 6. საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის რეგლამენტის 81-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. ახალი პარლამენტის არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტის მორიგი სესიები არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლით, 72-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 88. მინისტრის საათი 1. მინისტრის საათი გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი კომპონენტის შესახებ მოხსენებით გამოსვლას. მოხსენება, ასევე, უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე იქნება დასმული. 76 2. მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტში წარდგენის განრიგს, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს პარლამენტის ბიურო. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა ნებისმიერ დროს, ისე, რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადა. განრიგი უნდა შედგეს ისე, რომ სულ მცირე პლენარული სხდომების ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გარდა პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირისა, იყოს მინიმუმ ერთი მინისტრის საათი მაინც. 3. მთავრობის შესაბამის წევრს პარლამენტში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე. 4. მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც ეძლევა 45 წუთი. 5. მთავრობის ცალკეული წევრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ 30 წუთის განმავლობაში მიმართონ მას დამაზუსტებელი კითხვით ერთხელ, არა უმეტეს 2 წუთით. რის შემდეგაც მთავრობის წევრი 30 წუთის განმავლობაში კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 6. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები. მუხლი 89. მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა 1. მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს პარლამენტი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს პარლამენტისადმი მიმართვა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის დაუყოვნებლივ გაგზავნას ფრაქციებისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ასევე დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთათვის. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. იგი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით. 77 4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ, თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით დადგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად. მუხლი 90. პლენარული სხდომის დღის წესრიგი 1. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს. 2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი. 3. უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს, უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევის დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან პარლამენტის დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტში მითითებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა. 5. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანამიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ. 6. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრს ეძლევა თითოეულს 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება. 7. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, ფრაქცია, უმცირესობა ან უმრავლესობა მოითხოვს პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე 78 გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება. მუხლი 91. პლენარული სხდომის თავმჯდომარე 1. პარლამენტის პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთერთ მოადგილეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს სხდომა. 2. სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას; დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) რეგლამენტის 214-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს ან მოწვეულ პირს; თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის/სხვა საკითხების განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას; ლ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე. 4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს პარლამენტის 79 წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარლამენტის წევრი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს. მუხლი 92. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი 1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 2. დილის სხდომის გახსნის წინ, ასევე, კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. 3. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის. 4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 5. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაცია იმავე პროცედურით ტარდება საღამოს სხდომაზე. 6. უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, უმცირესობაში ან ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე თვითონ აცნობებს წერილობით მანდატურთუხუცესს. 80 7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება. 8. პარლამენტის წევრი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი, პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც. 9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა. 11. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით აგრეთვე, გაცდენილად არ ეთვლება საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 12. პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნის პარლამენტის წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს. მუხლი 93. პლენარული სხდომა 1. პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს. 2. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით. 81 3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, გენერალური პროკურორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან, საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას. 4. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს საზოგადოების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები, რომლებიც სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებენ. 5. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 6. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. 7. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე დამსწრეთ ჩაქუჩის ორი დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური. 8. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის წევრებისა გარდა, სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ მანდატურებს, აგრეთვე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებიც განსხვავებულ სამკერდე ნიშნებს ატარებენ. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება აქვს განსახილველ საკითხზე კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს, აგრეთვე, შესაბამისი საკითხის განხილვისას საკითხის ინიციატორს, მომხსენებელს/თანამომხსენებელს. მუხლი 94. პოლიტიკური დებატები 1. პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატების დღე. 82 2. თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, თითოეულ ფრაქციას 15 წუთი, ხოლო, თითოეულ განსხვავებული აზრის გამოთქმის მსურველ პარლამენტის წევრს – 3 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, შემდეგ უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის გამოსვლების პარალელურად პარლამენტის წევრები პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. პარლამენტის წევრს, უფლება არ აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. 3. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15 წუთიანი გამოსვლის უფლებით. მუხლი 95. პოლიტიკური განცხადებები 1. პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, გარდა რიგგარეშე სხდომებისა, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 20 პარლამენტის წევრიდან თითოეულს ამ მუხლით დადგენილი წესით ეთმობა 3 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით. 2. დაუშვებელია განცხადებით გამოსვლა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეტანილია დღის წესრიგში. ასეთ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს პარლამენტის წევრს შეაწყვეტინოს სიტყვით გამოსვლა. 3. განცხადებებისათვის პარლამენტის წევრები პლენარული სხდომის დღეს, დღის წესრიგის დამტკიცებამდე პირადად ან ელექტრონულად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს, პირადად ან ელექტრონულად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს გამოსვლის 83 უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია განმცხადებელთა სიაში, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. მუხლი 96. ხმის მიცემა 1. კენჭისყრის პროცედურის დაწყების დრო უნდა გამოცხადდეს ამ პროცედურის დაწყებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე. 2. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 3. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოწმდება კვორუმი. თუ პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს. 4. თუ კენჭისყრაზე დასაყენებელ კანონპროექტს/საკითხს საბოლოო მოსმენით ეყრება კენჭი და განხილვების შედეგად საჭიროებს რედაქტირებას ან არსებობს სხვა მიზეზი, რაც შეუძლებელს ხდის კანონპროექტის/საკითხის მოცემულ კენჭისყრაზე დაყენებას, ინიციატორი ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს. პლენარული სხდომის თავმჯდომარე მიზეზის განმარტებით აყენებს წინადადებას კენჭისყრის გადადების შესახებ, რასაც პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 5. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთანავე, უმცირესობას, უმრავლესობას უფლება აქვს, პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ოთხჯერ, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, – ორჯერ, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს – ერთხელ. 6. ფრაქციის/ფრაქციების მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ 5 წუთით. 7. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია. 8. პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. 9. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს. მუხლი 97. კენჭისყრის ფორმა 1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი 84 ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში). 2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ფარული კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას. მუხლი 98. ხმების დათვლა 1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. 2. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ განცხადება კენჭისყრის შედეგების გაყალბების მიზნით არის გაკეთებული, ეს გავლენას არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა. 3. ფრაქციის, პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, უმცირესობის, უმრავლესობის სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება. 4. ყველა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე. ისინი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 85 5. ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შესახებ პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის აპარატს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრს ხმის მისაცემი დროებითი ბარათი გადაეცემა. მუხლი 99. პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა დაუშვებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების პროექტის, სხვა სამართლებრივი აქტის, ოქმის, პარლამენტის სხვა დოკუმენტის გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. ამ ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. თავი X საკანონმდებლო პროცესი მუხლი 100. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა 1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და პარლამენტისათვის წარდგენით, მათ შორის ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით. 2. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს. 3. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონისა და მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები. 4. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი და ფრაქცია არიან უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინონ რეგლამენტის პროექტი. 5. კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა. 86 მუხლი 101. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა 1. მთავრობა ვალდებულია თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარმოუდგინოს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა არაუგვიანეს 31 აგვისტოსი. 2. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც არ შედის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, თან უნდა ახლდეს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. მუხლი 102. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები 1. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს: ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს; ბ) პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს რეგლამენტის 103-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნების მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნებთან ერთად საორგანიზაციო დეპარტამენტი გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი ბიუროს მომდევნო სხდომას გადაეცემა; გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს; დ) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას 87 გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად; ვ) პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით; ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; თ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად; ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; კ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად; ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. 2. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე. 3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ და განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტებზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვნილად ითვლება. 4. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში. 88 5. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე. მუხლი 103. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის 1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური ან ადვილად დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას. 2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი, ხოლო ელექტრონულად არასამუშაო დღეს წარდგენის შემთხვევაში წარდგენის თარიღად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 3. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ რეგლამენტის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული და საორგანიზაციო დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის ინიციატორი; გ) კანონპროექტის ავტორი; დ) კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის პერიოდი; ე) წამყვანი კომიტეტი; ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო პერიოდი; ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს; თ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი. 4. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე. 5. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობას, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი − „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 89 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს. 6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე. 7. თუ საქართველოს მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო და გადასცემს მას წამყვან კომიტეტს. 8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, მოთხოვნის შემთხვევაში – დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 9. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების მიზნით ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა კომენტარის სახით. 10. თუ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა კანონპროექტის პირველ პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადება, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო. მუხლი 104. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის დასკვნები 1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები. 2. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; 90 ბ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს; გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია; დ) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა დამატებით სხვა საკანონმდებლო აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის საჭიროება, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია არ შეიტანოს კანონპროექტი პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში და წამყვან კომიტეტს დაავალოს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება. ამგვარად მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, თავდაპირველი კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით განიხილება შესაბამის საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. 4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებზე: ა) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; გ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. მუხლი 105. განხილვის წესი წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების 1. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები, პარლამენტის პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 6 თვისა ადგენენ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას (წამყვანი კომიტეტების მიხედვით), რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად მიაჩნიათ, და მას განსახილველად წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პარლამენტის პლენარულ სხდომას. 2. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო ყოფილი პარლამენტის წევრი ან ფრაქცია, კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატორად ჩაითვლება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე თვითონ განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი. 91 4. ის კანონპროექტები, რომლებზედაც პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. მუხლი 106. საკანონმდებლო წინადადება 1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს. 3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. 4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას. 5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მისი ავტორი. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე. 6. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი 92 საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. 7. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი და პარლამენტის მორიგ სესიებს შორის პერიოდი. 8. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს. 9. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. 10. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე. 11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი. მუხლი 107. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი 1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი. 2. პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი მომხსენებლად (თანამომხსენებლად) გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად (თანამომხსენებლად) შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ იქნება დანიშნული. ფრაქციის, კომიტეტის, პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და ამომრჩეველთა მიერ 93 ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. 3. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. 4. პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად მთავრობის მოთხოვნით შეიძლება გამოვიდეს მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი. 5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს კანონპროექტის განხილვას. 6. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება პრეზიდენტის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით. მუხლი 108. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები 1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 3 კვირისა, საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 2. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 5 კვირისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს და საქართველოს მთავრობა, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. 3. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის 94 თავმჯდომარეს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში. 4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი, ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისთვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ ინიციატორი კომიტეტში კანონპროექტის I მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყოფს ინიციატივაზე მოხსენების კომიტეტის წინაშე წარდგენას, კანონპროექტი გათხოვილად ჩაითვლება. 6. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია. თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი. 7. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში პარლამენტის ბიუროს წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის 95 საკითხს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება, რის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი აწვდის პარლამენტის ბიუროს. 9. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე. 10. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ. 11. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში - შენიშვნების ფურცელი). მუხლი 109. ალტერნატიული კანონპროექტი 1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განხილველ წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად. 2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან. 3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს. 96 მუხლი 110. ალტერნატიული წინადადება 1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრს. 2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. 3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს. 4. ალტერნატიული წინადადების, რომელსაც არ ეთანხმება ინიციატორი, პარლამენტის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, ინიციატორს უფლება აქვს უარი თქვას კანონპროექტზე. ამ შემთხვევაში, კანონპროექტის ინიციატორი ხდება ალტერნატიული წინადადების ავტორის მიერ განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირი, ამ პირის თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 111. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი 1. პარლამენტი წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები. 3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე. 4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. 97 მუხლი 112. კანონპროექტის I მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით. 3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე). 4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა/ალტერნატიული წინადადება (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ. 5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ. 6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. 7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. 8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის 98 წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს. 9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან. 11. პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი. 12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს პარლამენტი. იმისთვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით. 13. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ; ბ) ალტერნატიული წინადადებების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ. 14. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. მუხლი 113. კანონპროექტის II მოსმენით განხილვა 1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს მას. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში 99 პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი. 2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების მიხედვით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 4 კვირის ვადაში რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. 3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, ასევე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წამყვან კომიტეტს წარედგინა. 4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით), შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ. 5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. 6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა 100 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს, ერთხელ ისარგებლოს 1-წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე. 8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს. 9. წამყვანი კომიტეტისა ან/და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 94ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან. 11. პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი. 12. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას. 13. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან თუ იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება. 14. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ; ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ. 15. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. 16. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო 101 რაოდენობას. ამის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცნობებს პარლამენტს. აღნიშნული ფაქტი ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით. მუხლი 114. კანონპროექტის III მოსმენით განხილვა 1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 5 დღის ვადაში განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 2. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ეგზავნება კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები. 3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების ფურცელი, ასევე წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები. 4. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. 5. გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციული შენიშვნებზე პასუხისათვის სიტყვით გამოდის მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს და პარლამენტის წევრებს აცნობებს მისი მესამე მოსმენით კენჭისყრის თარიღს. 6. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები. 7. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგება მესამე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების ასახვით. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის აპარატის 102 პასუხისმგებელი პირის და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ. 8. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი. 9. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება რეგლამენტის 113-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი წესი. 10. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში. მუხლი 115. პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა 1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დგება სხდომის ოქმი და სტენოგრამა. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა, საიდუმლო საკითხების გამოკლებით, განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 2. პარლამენტის დახურული პლენარული სხდომის ოქმისა და სტენოგრამის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ. მუხლი 116. კანონპროექტის განხილვის დაბრუნება წინა მოსმენაზე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტმა შეიძლება დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის ან მეორე მოსმენიდან პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. მუხლი 117. დაჩქარებული წესით კანონის მიღება 1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით. კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას. 103 2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით მაგრამ არაუმეტეს ორისა, განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ერთი და იმავე დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მე-2 და მე-3 მოსმენით განხილვა და მიღება. 3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის პლენარული სხდომა. 4. პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. 5. პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე არ განიხილავს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს და მომდევნო დღეს. 6. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 7. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა შესაძლებელია გაიმართოს მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს. ამასთანავე, პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მისი საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი. მუხლი 118. გამარტივებული წესით კანონის მიღება 1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, რეგლამენტის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. 104 2. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. 3. პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. 4. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს რეგლამენტით გათვალისწინებული დასკვნები. მუხლი 119. პარლამენტის რიგი გადაწყვეტილებების მიღება 1. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვისა და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. 2. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა. 3. ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. პარლამენტის რეგლამენტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. კანონის მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე. 105 მუხლი 120. მიღებული კანონის პრეზიდენტისთვის გადაცემა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში, კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 121. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 1. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. 2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, რეგლამენტის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველ რიგში კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ - კანონის პირვანდელ რედაქციას. 3. თუ პარლამენტი მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში. 4. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონისა, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ მცირე ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. 5. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე. 6. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 106 7. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება. პარლამენტს შეუძლია მომდევნო მორიგ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს დადგენილი წესით მის განხილვას. მუხლი 122. კონსტიტუციური კანონის პროექტის რეგისტრაცია კონსტიტუციური კანონის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი და დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის ბიუროს. მუხლი 123. პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტის ბიურო პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც 1 კვირის ვადაში ამოწმებს მას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. მუხლი 124. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი 1. ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამომრჩეველთა ინიციატივით კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელებამდე და მის შემდეგ. 2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ამ მასალებს პარლამენტის ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საინიციატივო ჯგუფის პარლამენტის ბიუროს მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. 107 4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება. 5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება. 6. ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ისინი პირადად აღნიშნავენ შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს. 7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც უახლოესი სხდომიდან 3 დღეში გადასცემს მათ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. თუ ხელმოწერების ფურცელი მიღებულია არასასესიო პერიოდში ან სესიის დასრულებამდე 1 თვით ადრე, ამ ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო სესიის გახსნის დღიდან. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, პარლამენტის ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. 9. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი. 108 10. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება. 11. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს. 12. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და 200000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. ბიუროს ამავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს. მუხლი 125. კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 1. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე. 2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი. 3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ იმ ფრაქციის (ფრაქციების) წარმომადგენლები, რომელიც (რომლებიც) არ არის (არ არიან) გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. 4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ მისი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია. 5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს. 6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის 109 მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების ჩატარების გრაფიკი ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. შეხვედრების ჩატარების გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, შესაბამისი შეხვედრის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა. 8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კონსტიტუციის გადასინჯვის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება პარლამენტის ვებ გვერდზე და ასევე დარიგდება შეხვედრების დროს. 9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს. 10. შეხვედრის ოქმები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული შეხვედრის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი საყოველთაოსახალხო განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 126. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება 1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ ერთი თვის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 2. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომას წარუდგენს ინიციატორის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი. 3. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პარლამენტი განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით თუ ამ მუხლით სხვა რამ არის გათვალისწინებული. 110 4. დაუშვებელია დაჩქარებული ან გამარტივებული წესით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება. 5. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა. მუხლი 127. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება 1. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამომრჩეველთა ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელებამდე და მის შემდეგ. 2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. 4. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება. 5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება. 6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება: ა) ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით; ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების (შემდგომ − ელექტრონული ხელმოწერები) შეგროვებით. 111 7. მატერიალური ხელმოწერების შეგროვება ხდება რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. 8. ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმა განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ ფორმის შესაბამის ველებში ამომრჩეველი ელექტრონულად აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ამომრჩეველი ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს. 9. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: ა) არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს; ბ) ინფორმაციას არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ელექტრონული ხელმოწერის შეგროვების შესახებ; გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს. 10. პარლამენტის ბიურო შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. 11. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების და შეგროვებული ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 25000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება. 12. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, ხოლო ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში − ამავე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; 112 გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს; დ) ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 13. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს. 14. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, ხოლო ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. 15. პარლამენტი არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით, რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. 3. თუ პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, ამ კანონპროექტის უარყოფიდან 5 დღის ვადაში აღნიშნულის თაობაზე ეცნობება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის უარყოფიდან 2 თვის განმავლობაში პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადამუშავებულ რედაქციას და შესაბამის ორგანული კანონის პროექტს. 113 მუხლი 129. კონსტიტუციური გამონაკლისები პარლამენტი, კონსტიტუციით დადგენილი განსაკუთრებული წესით ან/და კვორუმით იღებს „სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონს და კონსტიტუციური კანონს, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თავი XI პარლამენტის დადგენილება მუხლი 130. პარლამენტის დადგენილების შინაარსი 1. პარლამენტის დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. 2. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტით, პარლამენტი წყვეტს დადგენილებით. 3. პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს კონსტიტუციური კანონი, დაამტკიცოს კონსტიტუციური შეთანხმება, მიიღოს ორგანული კანონი, კანონი, რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, კონცეფცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია. მუხლი 131. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი 1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილების პროექტი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ. 4. დადგენილების პროექტთან დაკავშირებული წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს დადგენილების პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, პარლამენტი მას, ინიციატორის მოთხოვნით, განიხილავს 114 პროექტთან ერთად. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. 5. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ. 6. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და მიმართვა განიხილება და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 7. პარლამენტის თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით. 8. დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9. დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე. მუხლი 132. პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა 1. პარლამენტის დადგენილება, გარდა ნორმატიული ხასიათის დადგენილებისა, ძალაში შედის მიღებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. 2. პარლამენტის დადგენილება განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. მუხლი 133. კონცეფცია 1. კონცეფცია არის პარლამენტის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრის შესახებ ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 2. კონცეფციის პროექტი პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის რეგლამენტით დადგენილი წესით. კონცეფციას პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით, რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათავლისწინებული. 3. პარლამენტისათვის წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა პარლამენტის 115 აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კონცეფციას განსახილველად გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს. 4. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ და კონცეფციასთან დაკავშირებით მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 5. პარლამენტი კონცეფციას ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თავი XII პარლამენტის მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში მუხლი 134. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი. მუხლი 135. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების განხილვა 1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე პარლამენტს წარუდგენს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. 116 2. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან. 3. პარლამენტის კომიტეტები, როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არაუგვიანეს 18 ივნისისა წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 20 ივნისისა. მუხლი 136. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა და ხელმისაწვდომობა 1. საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს პარლამენტისათვის წარდგენისთანავე. აღნიშნული დოკუმენტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ. მუხლი 137. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა კომიტეტში 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს, პარლამენტის ვებგვერდზე 117 გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში როგორც წესი განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, მიღებიდან მეორე დღეს ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ. 4. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე. ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 6. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს, წინადადებებსა და მოსაზრებებს განიხილავს, აფასებს და კომიტეტის საბოლოო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს, არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა. 7. პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას, მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას. სახელმწიფო 118 ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. 8. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განსახილველად წარუდგენს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 9. წინადადებები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში. 10. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 11. მიღებიდან 2 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ. 12. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს და კომიტეტის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. მუხლი 138. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა შესვენების გამოცხადებამდე 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს 119 მთავრობის რომელიმე წევრი (წევრები) საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის (წევრების) გამოსვლის (გამოსვლების) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს. მისი გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ; ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე; გ) პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს ამ კომიტეტის დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თაობაზე. 5. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 6. კამათის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენებას აცხადებს. მუხლი 139. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა, განხილვაში საკუთარი სურვილით მონაწილე კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, თავიანთ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ აფასებს და თავის დასკვნას 4 დღის ვადაში უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს. 120 2. პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას, მიღებიდან 1 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას. 3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გადაცემის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, წარუდგენს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომლებიც მომდევნო დღეს ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კანონპროექტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა ატარებს შემაჯამებელ სხდომას და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ მისი საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან არა უადრეს 5 დღისა. პროექტის განხილვა გრძელდება საქართველოს მთავრობის წევრის (წევრების) მოხსენებით (მოხსენებებით), რომლის (რომელთა) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს. 6. პარლამენტის წევრებს, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, უფლება აქვთ, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შეკითხვის დასმისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით. 7. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის (გამოდიან) მთავრობის წევრი (წევრები). მას (მათ) უფლება აქვს (აქვთ), შესთავაზოს (შესთავაზონ) პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიღება. 8. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. 9. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 10. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის 121 პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა. 11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. 12. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას. მუხლი 140. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 137-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი საქართველოს მთავრობიდან მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო განიხილავს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის განხილვის გრაფიკს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. 3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისათვის წარდგენიდან 20 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისათვის წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და 1 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 122 მუხლი 141. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე 1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 138-ე მუხლით და 139-ე მუხლით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 2. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის უფლებამოსილი პირი. მას უფლება აქვს, შესთავაზოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღება. 3. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით. 4. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. თავი XIII პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება მუხლი 142. საქართველოს და სხვა სახელმწიფოთა ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციები 1. საგარეო ურთიერთობებში პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე. 2. საქართველოს ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი. 3. საქართველოს პარლამენტის წევრები სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის 123 შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. 4. სხდომათა დარბაზში სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის შემოსვლას და მის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მანდატური. 5. პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის მიერ დასმული საკითხების საპარლამენტო განხილვის შესახებ. პარლამენტი უფლებამოსილია იმავე გადაწყვეტილებით ნება დართოს სხვა სახელმწიფოს ოფიციალურ დელეგაციას ან მის წევრს, დაესწროს საკითხების საპარლამენტო განხილვას. 6. პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის ინიციატივით უახლოეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ. 7. პარლამენტი უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ. 8. საქართველოს პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე. მუხლი 143. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები 1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით. 2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. კვოტებს განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 3. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია უფლებამოსილია პარლამენტის სახელით მიიღოს გადაწყვეტილებები, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 124 4. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. ანგარიშის მოსმენის დროს თანამომხსენებელია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი. მუხლი 144. მეგობრობის ჯგუფები 1. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები. 2. მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობას დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. მუხლი 145. საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციების განხილვა პარლამენტი განიხილავს საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი შესრულების შესახებ. ამ რეკომენდაციებს წინასწარ განიხილავს შესაბამისი კომიტეტი და სათანადო დასკვნებს რეკომენდაციებთან ერთად განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. მუხლი 146. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების განხილვის წესი 1. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ მიმართავს საქართველოს მთავრობა. 125 2. რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ერთოდეს ოფიციალური ტექსტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს: ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის დასაბუთებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის განსაზღვრას; გ) შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას; დ) მისი საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში − შესაბამის აქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თაობაზე. 3. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად წინასწარ განიხილავს რატიფიცირებისთვის ან დენონსირებისათვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 4. საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის მოსამზადებლად და მას დასკვნისათვის უგზავნის თანდართულ მასალებს. 5. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის მომზადებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვა კომიტეტებმაც. 6. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ არის წამყვანი კომიტეტი. 7. წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის მომზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან. 8. საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიცირებას. 9. წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან (შეთანხმებასთან) დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა წარუდგინოს პარლამენტს. 10. კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი 126 მონაწილეობით, რომელსაც საკომიტეტო განხილვის თაობაზე ეცნობება არაუგვიანეს 48 საათისა. მისი არმონაწილეობა ხელს ვერ შეუშლის საკითხის განხილვას, თუ კომიტეტი აუცილებლად არ მიიჩნევს საკითხის მხოლოდ მისი მონაწილეობით განხილვას. ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვა კომიტეტის მომდევნო სხდომამდე გადაიდება. 11. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული ხორციელდება დათქმით. 12. წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ, წინადადებას – აუცილებლად მოხდეს რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება ან დათქმა, ასევე მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მისაღებ რეკომენდაციებს. 13. თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება აუცილებლად დათქმით უნდა მოხდეს, იგი უნდა შეუთანხმდეს საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება მოხდება შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი წინააღმდეგი იქნება, საკითხს კვლავ განიხილავს წამყვანი კომიტეტი უახლოეს სხდომაზე. თუ საქართველოს მთავრობა კვლავ აუცილებლად მიიჩნევს დათქმას, საკითხი განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დათქმით. 14. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები. 15. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი. თანამომხსენებლებად შეიძლება გამოვიდნენ პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. 16. რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. 17. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო 127 საზღვრის შეცვლას, პარლამენტი ახორციელებს სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით. 18. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, ითვლება, რომ საკითხმა ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა და იგი ხელახლა განსახილველად უბრუნდება წამყვან კომიტეტს. წამყვანი კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულების პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ხელახლა წარდგენის შესახებ საკითხს წყვეტს 1 თვის ვადაში. 19. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის განხილვის გადადების შესახებ. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხის განხილვის გადადების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, დასაბუთებული და მიღებული უნდა იქნეს დადგენილებით. 20. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ, მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა გადაიდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. 21. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებული და ხელმოწერილია საქართველოს მთავრობის სახელით, აგრეთვე ხელშეკრულებებს, რომლებიც არ საჭიროებს რატიფიცირებას და რომლებთან შეერთებაც მოხდა საქართველოს მთავრობის სახელით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის შესახებ ამგვარ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით. მუხლი დადებისას 147. პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების 1. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან, ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, პარლამენტს აცნობოს მისი დადებიდან 1 თვის ვადაში და გადასცენ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი ან პარლამენტმა მიიღოს ცნობად, რაც გულისხმობს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას პარლამენტის ბიუროს 128 უახლოესი სხდომისათვის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული. 2. პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 3. პარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას. მუხლი 148. საკითხის განხილვა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ საკითხის პარლამენტისთვის წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან ერთად ამზადებს დასკვნას ამ თავით დადგენილი წესით და საკითხს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციის 47ე მუხლის და რეგლამენტის 146-ე მუხლის შესაბამისად. თავი XIV საპარლამენტო ზედამხედველობა, კონტროლი და ანგარიშვალდებულება მუხლი 149. პარლამენტის წევრის კითხვა 1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. 2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი ჩამოყალიბებული უნდა იქნეს მაქსიმალურად კონკრეტულად და მკაფიოდ და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. 3. კითხვა ბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და დაუყოვნებლივ აქვეყნებს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. კითხვას პარლამენტის აპარატი ადრესატს გადასცემს არაუგვიანეს 1 დღისა. 4. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით. პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი. 129 5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა. 6. კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, პასუხისთვის დადგენილი ვადის გადაცილების აღნიშვნით (ასეთი გადაცილების შემთხვევაში). მუხლი 150. ინტერპელაცია 1. პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომში - ადრესატები). 2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი, მისი შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. შეკითხვას შეიძლება ერთვოდეს განმარტებითი ფურცელი. 3. შეკითხვის ტექსტი ბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გასცემს შეკითხვის მიღების დამადასტურებელ ცნობას. 4. შეკითხვის ადრესატები ვალდებულნი არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინონ პლენარულ სხდომას. პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი. 5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარსდგება როგორც წესი ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, კერძოდ, მარტის, მაისის, სექტემბრის და ნოემბრის თვეში, თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. 6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარსდგება. 7. ინტერპელაციის წესით დასმულ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხონ ადრესატებმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დღეს. შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8-მე10 პუნქტებით გათვალისწინებულ დროებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა. 8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ, შეკითხვის ადრესატს - 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთით. 9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს განესაზღვრება 10 წუთი. 130 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ცხადდება შესვენება 1 საათით. შესვენების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, თითოეულ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში და უმცირესობაში და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს - 15 წუთი, თავდაპირველად სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, შემდეგ უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები - ამ თანამიმდევრობით. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის. 11. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. მუხლი 151. პრემიერ-მინისტრის მოხსენება 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და შესაბამისი წერილობითი ანგარიში. 2. პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ, მოხსენების განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. მუხლი 152. პრემიერ-მინისტრის ანგარიში 1. პარლამენტს უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ წერილობით ანგარიშს და შესაბამის მოხსენებას პარლამენტს წარუდგენს სათანადო 131 მოთხოვნის მიღებიდან სამი კვირის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვა ხდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. მუხლი 153. თანამდებობის პირების სავალდებულო მოწვევა 1. პარლამენტი, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით სავალდებულო წესით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი პარლამენტის წინაშე წარსდგება როგორც წესი ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით, თანამდებობის პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 30 წუთი. 4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლის და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 94-ე მუხლით დადგენილი წესით, რის შემდეგაც თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის. 6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. 132 მუხლი 154. თემატური მოკვლევის ჯგუფი 1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, პარლამენტის წევრთაგან კომიტეტის ან პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს მომხსენებელი (თემატური მოკვლევის მომხსენებელი) ან მომხსენებელთა ჯგუფი (თემატური მოკვლევის ჯგუფი), რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. 2. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხების ნუსხა. კომიტეტის წევრები საკითხთა ნუსხიდან ირჩევენ მოსაკვლევ საკითხებს. აღნიშნულ საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრების მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხებიდან მუდმივმოქმედი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საკითხთა ნუსხის და მოკვლევის მომხსენებლების დანიშვნის შესახებ. 4. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია იმ პარლამენტის წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობა მოკვლევაში, წარედგინება ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომიტეტში, ბიუროს გადაწყვეტილებით მოკვლევაში მონაწილე პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ. 5. მოკვლევის მომხსენებელი/მომხსენებელთა ჯგუფი ვალდებული უზრუნველყოს მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე, მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, საკითხზე მომუშავე პარლამენტის წევრ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, ასევე, დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებების და მტკიცებულებების წარდგენის წესსა და ვადებს. 6. საკითხზე მომუშავე მოკვლევის მომხსენებლები ადგენენ საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავენ მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობენ საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელი არიან საკითხის დამუშავებასა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაზე, სწავლობენ დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებს/მტკიცებულებებს, უფლება აქვთ ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვონ და მიიღოს ინფორმაცია და ახსნა-განმარტება ნებისმიერ საკითხზე. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები/მტკიცებულებები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 7. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა ჩატარდეს საკითხზე მოსმენა, სადაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, 133 რომლებსაც უშუალოდ ეხებათ საკითხი. მოსმენის ჩატარების შესახებ ინფორმაცია 1 კვირით ადრე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 8. მოკვლევის მომხსენებლები მოკვლევის დაწყებიდან როგორც წესი 2 თვის ვადაში ამზადებენ დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტს. დასკვნა ბიუროს წარედგინება იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელთა ჯგუფი სხვადასხვა კომიტეტის წევრებისგან შედგენა ან საკითხზე მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი ან პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომიტეტის, პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ან/და დავალებები ეგზავნებათ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. მუხლი 155. საპარლამენტო უსაფრთხოების სექტორზე კონტროლი საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის და დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით. მუხლი 156. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა 1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტში, ამ მუხლით დადგენილი წესით იქმნება ნდობის ჯგუფი. 2. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე პარლამენტის წევრი. 3. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგენენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით და უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ 134 გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. 4. მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების კვოტით, ხოლო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით შეუძლიათ ხელი მოაწერონ მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას. 5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენამდე, ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 7. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მოქმედებს ნდობის ჯგუფის სახელით. 8. ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, ნდობის ჯგუფში წარდგინების უფლებამოსილების მქონე სუბიექტების მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარდგენის მომენტიდან. მუხლი 157. ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი 1. ნდობის ჯგუფი არის კოლეგიური ორგანო. ნდობის ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობით. ნდობის ჯგუფის სხდომა დახურულია. 2. ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ. ნდობის ჯგუფის სხდომას იწვევს და წარმართავს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე. ნდობის ჯგუფის სხდომა შესაძლოა მოწვეული იქნეს ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის ჩატარებას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა. 3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მოწვევის შემთხვევაში მის სხდომას შეიძლება დაესწრონ პარლამენტის სხვა წევრები, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებიდან მოწვეული პირები. მუხლი 158. პარლამენტის უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კონტროლის სფეროში 1. ნდობის ჯგუფი, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და 135 სისხლისსამართლებრივ დევნასთან და მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა), აგრეთვე ახორციელებს სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლს. 2. ნდობის ჯგუფის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გარდა, ვალდებულნი არიან ნდობის ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესასწავლად აუცილებელი მასალები. 3. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენენ მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო საქმიანობის შესახებ. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო საქმიანობის შესახებ. 5. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ნდობის ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან წინასწარი ინფორმირებით განახორციელონ ვიზიტები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. 6. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები ვალდებულნი არიან მოთხოვნიდან 2 კვირის განმავლობაში წარუდგინონ ნდობის ჯგუფს საიდუმლო ნორმატიული აქტები, გარდა იმ აქტებისა, რომლებიც დაკავშირებულია ხსენებული უწყებების საქმიანობის ფარულ ფორმებთან და მეთოდებთან, ხოლო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საინფორმაციო, ანალიტიკური და სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტები. 7. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, ნდობის ჯგუფს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა წარუდგენენ წინა წლის საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო ანგარიშს, ხოლო საჯარო 136 სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს. 8. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ და შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის 1 წევრს შეარჩევს ნდობის ჯგუფი კანონით დადგენილი წესით. 9. ნდობის ჯგუფი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები. 10. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებს წარუდგინოს რეკომენდაციები უწყებების საქმიანობის დახვეწის თაობაზე. 11. თუ ნდობის ჯგუფი, სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის ფარგლებში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანო ან მისი ხელძღვანელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრს ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით. 12. საქართველოს პარლამენტის განსახილველი საკითხი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად მიეკუთვნება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას. მუხლი 159. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 1. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, ან პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით ნდობას უცხადებს საქართველოს მთავრობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია 2 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი 4 დღის ვადაში წარადგენს პარლამენტში საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. 3. პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები, პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს მთავრობის 137 შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის ჩატარება ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. 4. პარლამენტის ბიურო პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შეაქვს იგი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 5. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 6. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. 7. თუ არ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ან მთავრობამ კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, ამ ვადის ამოწურვისთანავე პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს უფლება აქვს 2 დღის ვადაში წამოაყენოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომელიც არაუმეტეს 4 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. ერთზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს პრემიერ-მინისტრის იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი. საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება ამ მუხლის 3-6 პუნქტებით დადგენილი წესით. 8. თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა. მუხლი 160. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება 1. პარლამენტი უფლებამოსილია კონსტიტუციით უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას. დადგენილი წესით 138 2. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი 4 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. 3. პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები, პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის ჩატარება ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. 4. პარლამენტის ბიურო პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შეაქვს იგი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 5. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 6. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. მუხლი 161. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერმინისტრის ინიციატივით 1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია კონსტიტუციით დადგენილი წესით პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები, პრემიერმინისტრის მიერ ნდობის საკითხის დასმიდან 7 დღის ვადაში, განიხილავენ საქართველოს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის ჩატარება ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. 139 3. პარლამენტის ბიურო პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის ნდობის საკითხის დასმიდან 10 დღის ვადაში, განიხილავს საქართველოს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს და შეაქვს იგი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 4. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 5. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას ამ მუხლის 1-4 პუნქტებით დადგენილი წესით და ვადაში, ამ ვადის ამოწურვიდან 1 დღის ვადაში პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს უფლება აქვს წამოაყენოს პრემიერმინისტრობის კანდიდატურა, რომელიც არაუმეტეს 2 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. ერთზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატურას, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები, მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 5 დღის ვადაში განიხილავენ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის ჩატარება ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. პარლამენტის ბიურო, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 6 დღის ვადაში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შეაქვს იგი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 7. რეგლამენტის 159-ე-161-ე მუხლებში დღეებით მითითებული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით. 140 მუხლი 162. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა 1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ − სპეციალურ მოხსენებას, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის რეკომენდაციებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს. 2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია დასვას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი ან მიიღოს სხვა გადაწყვეტილება. მუხლი 163. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა 1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით. 2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. 3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, როგორც წესი განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც − მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით. ისინი უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვის შედეგები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით წარედგინება პარლამენტს და შეიძლება მისი განხილვის საგანიც გახდეს. 141 მუხლი 164. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 45 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას განიხილავენ: ა) პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც − როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით; ბ) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. 4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა. 5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს და უგზავნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. სურვილის შემთხვევაში მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით კომიტეტები (გარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა), ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს/მოსაზრებებს, რომელსაც წარუდგენენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების გადაცემიდან 3 კვირის განმავლობაში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის დასკვნებს/შენიშვნებს და შეიმუშავებს დასკვნას. 142 7. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მუხლი 165. ანგარიშის ფორმა რეგლამენტის ამ თავით გათვალისწინებული პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშების ფორმებს ამტკიცებს პარლამენტი, დადგენილებით. მუხლი 166. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები და მოხსენებები 1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების წინადადებებს. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია, პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით საგამოძიებო კომისიას გადასცეს რევიზიისა და შემოწმების მასალები. 143 6. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას. 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განხორციელებაზე ვრცელდება რეგლამენტის 168-ე მუხლის მე-9-მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი. მუხლი პროცედურა 167. აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშების განხილვის 1. პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით. 2. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით კომიტეტის წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. 3. აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. სამუშაო ჯგუფის დებულება მტკიცდება კომიტეტის გადაწყვეტილებით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვა, შეფასება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა. 5. აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია სესიის განმავლობაში სულ მცირე 2-ჯერ წარუდგინოს საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენება. 6. სამუშაო ჯგუფის სხდომები არის საჯარო, სამუშაო ჯგუფი ვალდებულია მოიწვიოს თვეში ერთი სხდომა მაინც. 7. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს და წარუდგენს კომიტეტს. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის რეკომენდაციებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს. ამ საკითხზე პლენარულ სხდომაზე მომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო თანამომხსენებელია ამ 144 კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 9. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობას უწევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულებას და აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას. პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც უნდა აისახოს პარლამენტის შეფასება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების დავალება კომიტეტისათვის ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი. მუხლი 168. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობა 1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას. 2. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობის და ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშებს. ამ ანგარიშებს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს დადგენილებით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, აძლევს მას რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად ან სვამს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს. 4. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. 5. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი, განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ან/და ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საქართველოს მთავრობიდან, 145 საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან. 6. პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. 7. პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. 8. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დადგენილების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 9. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 სექტემბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 10. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამისი წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის (ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს. 11. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო პირობებს, მოთხოვნებს, წესებსა და სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 146 12. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. დადგენილების პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9 წევრისა), საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები, პარლამენტის სახელით განსახორციელებელი ღონისძიებები და კონკურსის შედეგად გამოვლენილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისათვის წარდგენის ვადა. მუხლი 169. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა 1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. 2. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. 3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 4. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 5. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 147 6. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 7. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას. მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ 1. საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, ამავე კომიტეტის დამფუძნებელი ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა ანგარიშის პროექტს წარუდგენს პარლამენტს. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ შესაბამის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისმენს მოთხოვნისამებრ. 3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 აპრილისა, წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს. 4. პარლამენტი ამ მუხლში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 6. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას. მუხლი 171. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა 1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან 148 დაკავშირებით, რომლებზედაც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია; ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების სამოქმედო გეგმას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ საქმეების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და შუალედურ რეზოლუციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადების მიზნით წამყვანი კომიტეტი ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 4. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 5. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას. მუხლი 172. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წლიური ანგარიში წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 მარტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 175-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 173. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიში 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომ − იურიდიული დახმარების სამსახური) დირექტორი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს იურიდიული დახმარების სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2. სავალდებულოა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი−მე-5 და მე-9 პუნქტებით 149 დადგენილი წესით. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს ამ ანგარიშს ან იურიდიული დახმარების სამსახურს მოსთხოვს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას ან/და საქმიანობის გაუმჯობესებას. მუხლი 174. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიში 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით აფასებს სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსი ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს. მუხლი 175. დამოუკიდებელი ორგანოს ანგარიშების განხილვა 1. პარლამენტისათვის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ანგარიშს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. 2. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს და სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას. 150 3. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს ანგარიშის თაობაზე. 4. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას, ანგარიშთან ერთად განიხილავს კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის შენიშვნებს, ამზადებს დასკვნას და განსახილველად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 5. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში პარლამენტის მონაწილეობა. 6. თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში პარლამენტის მონაწილეობა, დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 7. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში. 8. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით. 9. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი. 10. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება. 11. კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 176. საჯარო ინფორმაციის თაობაზე ანგარიშების განხილვის წესი 1. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ერთიან დასკვნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ. პარლამენტის ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 151 2. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნოს საჯარო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები. პარლამენტის კომიტეტი უფლებამისილია მოამზადოს დასკვნა ანგარიშების შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით წარმოდგენილი ანგარიშების განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის ანგარიშების და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ პარლამენტში შესულ მოქალაქეთა და ორგანიზაცათა განცხადებებს. 4. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უფლებამოსილია დაიბაროს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი და მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ანგარიშის შესახებ. მუხლი 177. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა 1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და მითითებული უნდა იყოს არსებული მასალები. 3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში კონსტიტუციური წარდგინების სახით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასკვნისათვის უნდა შეიტანონ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წერილობითი მოთხოვნა. 4. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებით პარლამენტში გამოიყოფა ადგილი ხელმოწერების შესასრულებლად. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს შესაბამის დასკვნას. 152 5. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე. 6. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება. მუხლი 178. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა 1. პარლამენტის მიერ რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს. 2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ სასამართლოდან დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 კალენდარული დღისა პარლამენტი იღებს დადგენილებას დასკვნის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკის თაობაზე. 3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ სასამართლოდან დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას. 4. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, პარლამენტი სასამართლოდან 153 დასკვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. 5. პარლამენტში რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს თანამდებობის პირი, ხოლო ამ თანამდებობის პირის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი. 6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ დაადასტურა არც რეგლამენტის 177-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ამ თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება. მუხლი 179. იმპიჩმენტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს მთავრობის წევრი, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია. 4. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება იმ თანამდებობის პირს, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც განიხილებოდა. 5. თუ პარლამენტმა რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულმა რაოდენობამ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია აღნიშნული თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა. 154 მუხლი 180. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება 1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში. 2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში. 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭოს წევრი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს, ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ან 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას. 4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი იღებს ცნობად. 5. პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 6. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. 7. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია. 155 მუხლი 181. საქართველოს თანამდებობიდან გათავისუფლება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის 1. თუ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება, პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას მოქმედებს რეგლამენტის მე-6 მუხლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი პროცედურები. კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: ა) ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში; ბ) ზედიზედ 15 სამუშაო დღეზე ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში. 4. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. 5. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. 6. დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. 7. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. 8. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია. 156 მუხლი 182. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გადაყენება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის ან/და ზედიზედ 4 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის წევრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 183. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა ან დაიკავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის ინიციატივით ან საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვის საფუძველზე, მას უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. 157 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. მუხლი 184. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინების ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ იგი დაასკვნის, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. 2. თუ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, ანგარიშის მოსმენის დასრულებიდან 3 დღის ვადაში დასვას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 3. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია წერილობით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმხილველ კომიტეტსა და განხილვის ვადას. შესაბამისი კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ 158 პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მუხლი 185. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, საკითხის დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება. 3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით 159 გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება. 4. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი ფაქტის გამოვლენიდან ან მის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში, რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით შეისწავლის მისი ნამდვილობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას. დასკვნაში აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ცნობად მიღების მომენტიდან სამსახურის უფროსს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება. 5. თუ პარლამენტმა ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება. თავი XV განსაკუთრებული პროცედურები მუხლი 186. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს 160 შესვენება არა უმეტეს 2 საათისა. შესვენების შემდეგ იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო, ან შეიძლება გაიმართოს დებატები. დებატების დროს გამომსვლელთა წრე და გამოსვლების ხანგრძლივობა განისაზღვრება რეგლამენტის 94-ე მუხლის შესაბამისად. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია. მუხლი 187. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა ორგანოს 1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან მის დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას, რომლებიც მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის I მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და იღებს დადგენილებას. მუხლი 188. პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან 1. პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო. 2. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაშია პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული 3-3 წევრი. 3. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს ხმის უფლების გარეშე ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. 161 მუხლი 189. პარლამენტის ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების ან მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი. მუხლი 190. რეფერენდუმის საკითხის დასმა 1. პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მეხუთედს შეუძლია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი. 2. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი დასმიდან არაუგვიანეს 20 დღისა. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს მიმართვას რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. 3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ საკითხზე კენჭისყრა აღარ შედგება. 4. თუ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ან საქართველოს მთავრობის ან 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე დასვამს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება. მუხლი 191. პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება 1. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 15 ივნისისა. 2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი ფორმირდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოსა და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. მას პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. 162 პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისათვის (პროგრამული კლასიფიკაციის კოდი 0101) გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება. ბიუჯეტის პროექტი უნდა ასახავდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური ოპერაციების და არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციას. 3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე. თუ სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში – პარლამენტი დადგენილებით. 4. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინების და ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტში საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელშიც აისახება რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის ბიუროს. მუხლი 192. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირება 1. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირებას უზრუნველყოფს და მათ საქართველოს მთავრობას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენენ 163 მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. 3. წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში და სათანადო გადაწყვეტილებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს სათანადო გადაწყვეტილებით უგზავნის საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 15 ივნისისა. მუხლი 193. პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის ბიუჯეტის ფორმირება 1. პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი. 2. პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის დირექტორი პარლამენტს და საქართელოს ფინანსთა სამინისტროს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, რომლის შესახებაც საქართელოს ფინანსთა სამინისტრო 2 კვირის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს თავის პოზიციას. 3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს. 4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის ბიუჯეტი არა უგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად. 5. პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი არ უნდა იყოს წინა საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები; ამასთანავე, პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით. მუხლი 194. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი. 164 2. გენერალური აუდიტორი პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. 3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება. 4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი არ უნდა იყოს წინა საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები; ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით. მუხლი 195. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის ფორმირება 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი. 2. ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს და საქართელოს ფინანსთა სამინისტროს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. 3. საქართელოს ფინანსთა სამინისტრო 2 კვირის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს თავის პოზიციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადის შესახებ. 4. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს. 5. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი არა უგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად. 165 მუხლი ურთიერთობა 196. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან 1. პარლამენტის წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს). 2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. პარლამენტის წევრები, კომიტეტი, პარლამენტის სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს 1 თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 4. დაინტერესებულ პირთა წერილობით კომუნიკაციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ინსტრუქცია მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციასთან წერილობითი კომუნიკაციების შესაბამისობას ამოწმებს და შესაბამის რეაგირებას ახდენს პარლამენტის აპარატი. მუხლი 197. პეტიცია 1. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს. 2. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას. 3. პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი: ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ანდა ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს; ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს; გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა. 4. პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება 166 მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული. 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე, პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. 5. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 300 პირის მიერ, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. 6. პარლამენტის ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პეტიციის შესასწავლად და განსახილველად დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 7. შესაბამისი კომიტეტი ან დროებითი კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას უშუალოდ; ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის; გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ვადა, კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის ბიურომ შესაძლებელია გააგრძელოს არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 10. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი კომისიის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, პარლამენტი იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 167 11. პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს რეზოლუციას ან სხვა დადგენილებას. 12. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს. თავი XVI საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირების არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა) მუხლი 198. იმ თანამდებობის პირების არჩევის ძირითადი წესები, რომლებზეც არ ცხადდება საპარლამენტო კონკურსი 1. პარლამენტი ირჩევს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს. 2. პარლამენტს: ა) საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს კანდიდატურებს შემდეგ თანამდებობებზე: ა.ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ა.ბ)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ა.გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ა.დ) ცესკოს 5 წევრის ისე, რომ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა იქნეს წარდგენილი; ბ) პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს კანდიდატურებს შემდეგ თანამდებობებზე: ბ.ა) გენერალური აუდიტორის, ბ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის; გ) ფრაქცია და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა შვიდკაციანი ჯგუფი, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში, წარუდგენს კანდიდატურებს შემდეგ თანამდებობებზე: გ.ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის; გ.ბ) საქართველოს სახალხო დამცველის. დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს კანდიდატურებს შემდეგ თანამდებობებზე: დ.ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, დ.ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრი: 168 ე.ა) წარუდგენს კანდიდატურებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად, ვ.ბ) წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის (შემდგომ − საქსტატი) საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას. ვ) საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. 3. საქართველოს პარლამენტი იმ თანამდებობის პირებს, რომელთა უფლებამოსილების ვადაც კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ირჩევს შემდეგი ვადით: ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს - 6 წლით; ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს - 6 წლით. ამ კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა აირჩეს 6-წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით; გ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს - 3 წლით; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს - 6 წლით; ე) ცესკოს წევრებს - 5 წლით. 4. პარლამენტი: ა) სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს, ბ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს, გ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკოს წევრს. იმ შემთხვევაში თუ ამგვარ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე. დ) სრული შემადგენლობის ერთი მესამედის და ამავდროულად სხვა კანდიდატებზე მეტი ხმით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 169 ე) პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნაზე. 5. თანამდებობის პირების არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას. 6. თანამდებობის პირების არჩევისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები: ა) გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ, ბ) არჩევნების ერთ ციკლში საქართველოს სახალხო დამცველის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ, გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. 7. პარლამენტი ამ მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს ირჩევს როგორც წესი 2 კვირის ვადაში, შესაბამისი კანდიდატურის წარმოდგენიდან. გამონაკლისია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ვადა, რომელიც საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული წარდგინებიდან 7 დღის ვადაში უნდა აირჩეს. მუხლი 199. რეგლამენტის 198-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის პროცედურა 1. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს რეგლამენტის 198-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის/დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმსაზღვრელ კომიტეტ(ებ)ს. 2. ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი ადგენს წარმოდგენილი კანდიდატების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან. ამ მიზნით, თანამდებობის პირების შესაბამის კანდიდატებზე საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას კომიტეტი მოიძიებს/გადაამოწმებს. თავის მხრივ, თავად კანდიდატები ან მათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან კომიტეტს მიაწოდონ მათ შესახებ არსებული ინფორმაცია, სრულყოფილად. 3. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. 170 4. კომიტეტის სხდომაზე კანდიდატების მოსმენების შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. დასკვნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პირი პარლამენტის მიერ აირჩევა ფარული კენჭისყრით, კომიტეტი დასკვნას იღებს ასევე ფარული კენჭისყრით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას რეგლამენტის 198-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირ(ებ)ის კანდიდატურის მიმართ. კომიტეტის დასკვნა, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის ბიუროს, ასევე, ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 5. სავალდებულოა კომიტეტის დასკვნა იმ თანამდებობის პირთა კანდიდატების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი. 6. პლენარულ სხდომაზე პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად იხილავს და უსმენს რეგლამენტის 198-ე მუხლის მიხედვით დასახელებულ თითოეულ კანდიდატს. 7. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას. პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ ცესკოს წევრობის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის, სახალხო დამცველის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატებიდან თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. 8. ცესკოს წევრობის კანდიდატების არჩევის დროს კენჭისყრის შედეგად თუ არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატურას. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. 9. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატურებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პარლამენტის არანაკლებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატურების არარსებობის შემთხვევაში. 10. საქსტატის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებიდან თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი 171 კანდიდატი მიიღებს, ჩაითვლება, რომ თანხმობა მიეცა მათგან საუკეთესო შედეგის მქონე იმდენ კანდიდატს, რამდენი ვაკანტური თანამდებობაცაა. 11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და გამარჯვებული/გამარჯვებულები ხმათა ფარდობითი უმრავლესობით გამოვლინდება/გამოვლინდებიან. 12. საქსტატის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას თუ პარლამენტმა თანხმობა არ მისცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა პირთა კანდიდატურებს. აღნიშნულ კანდიდატურებს თანხმობა მიეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი. ხელახალი კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთა კანდიდატურებს თანხმობა მიეცემათ ამ მუხლით და 198-ე მუხლით დადგენილი წესით. 13. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა 3-ზე მეტი კანდიდატი და კანდიდატთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს. 14. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატებმა ვერ მიიღეს საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა. 15. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება სახალხო დამცველის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა იმართება ხელახალი არჩევნები. 172 მუხლი 200. კომიტეტების მიერ ასარჩევი თანამდებობის პირები 1. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/საბჭოების (შემდგომ – ადგილობრივი საბჭო) მუშაობაში მონაწილეობის მიზნით ირჩევს1 პარლამენტის წევრს. 2. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომიტეტის თითოეულ წევრს. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნები იმართება რეგლამენტის 26-ე მუხლის შესაბამისად. 4. ადგილობრივი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიზნით არჩეული პარლამენტის წევრი ექვემდებარება როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ. ამ მუხლით დადგენილი წესით არჩეული პარლამენტის წევრის შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იწყებს ახალი წევრის არჩევის პროცედურას. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას შესაბამისი კომიტეტი ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან უმრავლესობის, უმცირესობისა და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო კომისიის დებულებას და საკონკურსო პირობებს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 7. კომიტეტის და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ამ მუხლში მითითებული საქართველოს პარლამენტის კომიტეტები აცნობებენ პარლამენტის ბიუროს. 173 მუხლი 201. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი 1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ წევრებს პარლამენტი ირჩევს ამ ორგანოთა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. 4. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი 174 იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. 5. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 7. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 8. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, უნდა დაასრულოს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს. 10. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან: ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; 175 ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 11. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს. 12. პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე13−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით. 13. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელმაც მიიღო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ის ხმები. 14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც არსებულ ვაკანსიაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს. 15. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით. 16. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების 176 დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში. 17. პარლამენტში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 2 ტურად. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე18 და მე-19 პუნქტებით დადგენილი წესით. 18. თუ კენჭისყრის პირველ ტურში იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ, არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 19. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრება დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით. 20. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 202. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. 2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში 177 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. 4. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. 5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციებს), საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას. 7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც 178 გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. 8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. ერთ პარლამენტის წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 9. თუ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, მეურვის 6 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც ყველაზე ნაკლები წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა საპარლამენტო ფრაქციები მათში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ. 10. თუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ და ვაკანსიის გამოცხადების დროს საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმით იყო არჩეული მეურვე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი. 179 11. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. 12. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით. 13. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს. 14. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 15. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით. 180 16. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი. მუხლი 203. თანამდებობის სხვაგვარად შეწყვეტის წესი პირების გადადგომის ან უფლებამოსილების 1. გენერალური აუდიტორის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი ცნობად იღებს მის გადადგომას, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. გენერალური აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი განცხადების პარლამენტისათვის წარდგენის დღიდან. 2. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობის დადგენის შესახებ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რა მომენტიდანაც საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან. 4. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ხოლო, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 181 თავი XVII პარლამენტის აპარატი და დაცვა მუხლი 204. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილება 1. პარლამენტის აპარატი ახორციელებს პარლამენტის, პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის წევრების, პარლამენტის კომიტეტებისა და პარლამენტის სხვა სუბიექტების, საბჭოების და ნდობის ჯგუფის საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 2. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე პარლამენტის ბიუჯეტის მართვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში პარლამენტის წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება. 3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით და პარლამენტის აპარატის დებულებით. 4. პარლამენტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 205. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა 1. პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი. 2. პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. 4. პარლამენტის აპარატის უფროსი არის პარლამენტის თანამდებობის პირი. 5. პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა. 6. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 206. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახური, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატები, საპარლამენტო 182 უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების აპარატები, ნდობის ჯგუფის აპარატი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნო, საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, საბიუჯეტო ოფისი. მუხლი 207. დებულებები და წესები 1. პარლამენტის აპარატის, დეპარტამენტებისა და სამსახურის დებულებებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისა და სამსახურის უფროსებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 6. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. 7. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისად უმრავლესობის ან უმცირესობის ლიდერის წარდგინებით დებს პარლამენტის აპარატის უფროსი. საპარლამენტო ფრაქციების აპარატების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით დებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 8. საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატებში შეიძლება მოწვეულ იქნენ ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებთანაც ვადიან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით დებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 9. საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისად საბჭოს ან სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით დებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 183 10. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოს აღწერილობით. 11. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთა სამუშაოს აღწერილობებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 12. პარლამენტის აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 13. პარლამენტის აპარატში სტაჟირება 6-თვიანია. სტაჟირების პერიოდი პირს ეთვლება შრომის სტაჟში. სტაჟირება ანაზღაურებადია. სტაჟირების ანაზღაურების ოდენობას ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 208. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 1. პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. 2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს (1 წევრს – უმრავლესობის წევრთაგან, 184 1 წევრს – უმცირესობის წევრთაგან, 1 წევრს – მეტი მხარდაჭერის მქონე დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთაგან, თითო წევრს − იმ ფრაქციების წევრთაგან, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ხოლო უმრავლესობის ან/და უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში თითო წევრს − ფრაქციების წევრთაგან) წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, უმცირესობისა და იმ ფრაქციების, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს. თუ უმცირესობისა და იმ ფრაქციების, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, წარმომადგენლობა გადააჭარბებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს, უმრავლესობას უფლება აქვს, დამატებით წარადგინოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი თანაფარდობის გათვალისწინებით. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიისა და საშემოდგომო სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, – წერილობით ინფორმაციას შესაბამის სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 209. პარლამენტის ჯანმრთელობის დაზღვევა აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და 1. პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. 2. პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 210. პარლამენტის დაცვა 1. პარლამენტისა და კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური სამსახური. პარლამენტის წევრთა დაცვას საქართველოს წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის 185 2. პარლამენტის აპარატი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით შესაბამისი კომიტეტი შეისწავლის და განიხილავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფის ნაწილში. 4. პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით. 5. საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის მიერ არჩეულ ან დამტკიცებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირს, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა თანხმობა მისცა, პარლამენტის სასახლეში გადასაადგილებლად ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად. თავი XVIII პარლამენტთან არსებული დაწესებულებები მუხლი 211. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა − არის პარლამენტის ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა რეგულირდება „ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა კანონებით და შესაბამისი დებულებით. 2. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების პირობებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 212. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო 1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებანი და სტრუქტურა, აგრეთვე საბჭოს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო 186 სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისი დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 213. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი 1. პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობისა და ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, პარლამენტის სახელწიფო კონტროლის ქვეშ იქმნება საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. 2. პარლამენტის კვლევითი ცენტრის ადგილსამყოფელია პარლამენტის სასახლე. 3. პარლამენტის კვლევითი ცენტრის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი, ცენტრისა და პარლამენტის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება პარლამენტის კვლევითი ცენტრის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 4. პარლამენტის კვლევითი ცენტრის საშტატო ნუსხას ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, შემოწირულობები, გრანტები, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. თავი XIX პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. საპარლამენტო ეთიკა მუხლი 214. სანქციები რეგლამენტის დარღვევისთვის რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები: ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა; ბ) გაფრთხილება; გ) სხდომათა დარბაზის დატოვებინება; დ) ხელფასის დაკავება. 187 მუხლი 215. პარლამენტის წევრისთვის და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება 1. რეგლამენტის 215-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომის თავმჯდომარეს, ხოლო, „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის - პარლამენტის თავმჯდომარეს. 2. სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი: ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის; ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე; გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო; დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს. 2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას; ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის; გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას. 3. კომიტეტის ან პლენარული სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს იმავე ქმედებას; ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით; გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის წევრებს. 4. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის დარბაზის ან პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას. 5. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც საკომიტეტო მოსმენის დარბაზის ან პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 6. რეგლამენტის 83-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ჩაცმულობის წესის უგულებელყოფის შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პირი არ დაუშვას 188 სხდომათა დარბაზში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს შეცვალოს მანდატურის გადაწყვეტილება. 7. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას, აგრეთვე იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც მის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 8. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი, სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად, 9. თუ პარლამენტის წევრი, გარდა რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირისა, არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად. 10. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას შესაბამისად, ყოველი მომდევნო არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%. 11. პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორზე მეტი გაცდენილი თითოეული, ხოლო, რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. 12. თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება 189 ხელფასის 5% (მაგრამ არა უმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა), გარდა რეგლამენტის 92-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და პლენარული სხდომების საპატიო ან არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში. 13. თუ კომიტეტის თავმჯდომარე არასაპატიო მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას,მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზს და სესიის განმავლობაში ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. 14. ამ მუხლი მე-5, მე-7, მე-10-მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს. 16. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 რიცხვისა ადგენს იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომა და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 17. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე. 18. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე. მუხლი 216. პროტესტი პასუხისმგებლობის ზომაზე 1. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც გამოიყენეს რეგლამენტის 215-ე მუხლის მე-5-მე−13 პუნქტებით დაწესებული ზემოქმედების რომელიმე ფორმა, უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი პარლამენტის მომდევნო პლენარული სხდომის დაწყებამდე. პროტესტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 190 2. პარლამენტის წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, კამათის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდების საკითხი. მუხლი 217. რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ 1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება პარლამენტის მიერ არჩეულ თანამდებობის პირებს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა. 2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის: ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს პარლამენტის წევრის კითხვა/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; დ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; ე) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ვ) დაბრკოლებებს უქმნის პარლამენტის წევრს რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში. 3. კომიტეტის ანდა პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის პარლამენტს ან პარლამენტის წევრს ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი. 4. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარლამენტი თანამდებობის პირის მიმართ (გარდა მთავრობის წევრისა), მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. 191 მუხლი 218. ეთიკის საბჭო 1. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლისა და მონიტორინგის მიზნით, პარლამენტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, საბჭოში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს. 2. ეთიკის საბჭოს შემადგენლობის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 3. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად, ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს, კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში, შესაბამისი ფრაქციები წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. 4. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. მუხლი 219. ეთიკის საბჭოს დებულება 1. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეთა არჩევის წესი, მათი უფლებამოვალეობები, საბჭოს საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება ეთიკის საბჭოს დებულებით, რომელსაც ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 2. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; 3. განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ინფორმაცია. 4. პარლამენტის წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან და სრულად და ობიექტურად აწვდის საბჭოს მის ხელთ არსებულ შესაბამის ინფორმაციას. მუხლი 220. ზოგადი დებულებები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსზე 1. პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოქმედებანი და უხამსი გამოსვლები. პარლამენტში ქცევისა და ეთიკის 192 საკითხები განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით. 2. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს: ა) სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება ბ) ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით) გ) საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში). თავი XX გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 221. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე: ა) საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდება არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრი. ბ) ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. გ) პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვს ისარგებლოს რეგლამენტით პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფისთვის გათვალისწინებული უფლებამოსილებებით, გარდა რეგლამენტის 150-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა. 2. მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე: ა) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე, რეგლამენტის 23-ე მუხლით დადგენილი წესით აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრების უმრავლესობას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრების უმრავლესობას უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს 193 პარლამენტის ბიუროსა და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. ბ) მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო. მისი ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან და ექვემდებარება ჩამოწერას ბიუროს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისთანავე. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. პარლამენტის ბიურო ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას. გ) პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახური, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების აპარატები, ნდობის ჯგუფის აპარატი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნო, საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, საბიუჯეტო ოფისი, მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროები. მუხლი 222. მისაღები აქტები 1. პარლამენტმა რეგლამენტის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს რეგლამენტის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების ნიმუშების დამტკიცება; 2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს კომიტეტის დასკვნის ნიმუშის დამტკიცება. მუხლი 223. დასკვნითი დებულებები 1. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 194 ა) 2012 წლის 22 ივნისის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009); ბ) 1998 წლის 05 მარტის საქართველოს კანონი „პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201); გ) 1999 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონი „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160); დ) 1997 წლის 16 სექტემბრის საქართველოს კანონი „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36); ე) 2013 წლის 24 სექტემბრის საქართველოს კანონი „იმპიჩმენტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010210030.05.001.017113). ვ) 1998 წლის 04 მარტის საქართველოს კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ რეგლამენტთან მათ შესაბამისობამდე. 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 195
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: დღეს მოქმედმა პარლამენტის რეგლამენტმა პრაქტიკაში ბევრი ხარვეზი გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო პროცესის კუთხით. არსებული ნორმები გათვლილია მეტწილად დაჩქარებულ საკანონმდებლო საქმიანობაზე, რაც ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ხარისხიან კანონშემოქმედებას. პარლამენტის საზედამხედველო და სხვა ფუნქციები არაერთგვაროვნად და არასისტემურადაა მოწესრიგებული, რაც ხშირ შემთხვევაში მათ სრულ უფუნქციობას იწვევს. საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის პრინციპებს და შესაბამისად, მოითხოვს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ინსტიტუტის როლის ზრდას და მისი საქმიანობის ახლებურ მოწესრიგებას. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია: 1. პარლამენტის ფორმირება საპარლამენტო მმართველობის ქვეყნისთვის დამახასიათებელ ძლიერ ინსტიტუციად; 2. პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი და ეფექტური კანონმდებლობის შექმნის შესაძლებლობას; 3. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობა და არსებული ხარვეზების დროული და ეფექტური გამოვლენის შესაძლებლობა; 4. პარლამენტის სტრუქტურის დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს საპარლამენტო საქმიანობის გაჯანსაღებას; 5. საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხების სრულყოფა; 6. პარლამენტთან დაკავშირებული რეგულაციების სისტემური ერთიანობის უზრუნველყოფა, რეგლამენტიდან გამომდინარე პარლამენტთან დაკავშირებული რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. 1 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი მოიცავს თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის ქვეყნის პარლამენტისთვის დამახასიათებელ ყველა აუცილებელ ნიშანთვისებას. პროექტით განმტკიცებულია საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციები. პარლამენტის საქმიანობა ეფუძნება ღიაობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, შრომის განაწილების, პროპორციულობისა და სამართლიანობის საწყისებს. დასაწყისშივე, ორიოდე სიტყვით უნდა აღინიშნოს რეგლამენტის, როგორც საკანონმდებლო აქტის სამართლებრივი ბუნების შესახებ. პარლამენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და სიძლიერის ერთ-ერთი გარანტია თავად პარლამენტის რეგლამენტია, რომელსაც ჰყავს სპეციალური ინიციატორები (პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია), რომლის შექმნის პროცესი იწყება და სრულდება პარლამენტში, კერძოდ, მიღების შემდეგ მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე (ნაცვლად პრეზიდენტისა). კონსტიტუციის ახალი რედაქციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაიზარდა პარლამენტის რეგლამენტის მისაღებად საჭირო ქვორუმი და ნაცვლად არანაკლებ 50 დეპუტატისა, მის მიღებას სჭირდება არანაკლებ 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის პროცედურულ ნორმებს, თავად პარლამენტის შიგნით მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს. პარლამენტის მოქმედი (22/06/2012) რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც XIV კარისა და LVIII თავისგან შედგება, წარმოდგენილი პროექტის სტრუქტურა გამარტივებულია და მოიცავს მხოლოდ XX თავს, კარებად დაყოფის გარეშე. თავები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დაჯგუფებული - იწყება ზოგადი დებულებებით, რასაც თან მოსდევს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის ორგანიზაციულ/სტრუქტურული საკითხები, პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა განსაკუთრებულ საქმიანობისთან დაკავშირებული საკითხები, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული დაწესებულებების მარეგულირებელი ნორმები, რეგლამენტის დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხები, გარდამავალი და დასკვნითი დებულებები. რეგლამენტის სტრუქტურის შექმნისას გათვალისწინებული იქნა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პარლამენტის მარეგულირებლი ნორმების და შესაბამისად, სუბიექტების თუ თანამდებობის პირების თანმიმდევრობა. წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტში თითოეული მუხლი დასათაურებულია, რაც ამარტივებს დოკუმენტის აღქმადობას და ნორმათა ინტერპრეტაციას. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტთან მიმართებით მთელ რიგ სიახლეებს ადგენს, რაც ზედმიწევნითაა ასახული წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტში. 2 საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, აღმოფხვრილია როგორც რეგლამენტის შიგნით, ისე სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებით არსებული დუბლირებები და კოლიზიები. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი შექმნილია პრინციპით, რომ პარლამენტის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული ძირეული საკითხები უნდა იყოს მოწესრიგებული პარლამენტის რეგლამენტით და არა სხვა საკანონმდებლო აქტებით. თავი I. ზოგადი დებულებები მოცემულ თავში განმტკიცებულია პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. არსებულ პრინციპებს ემატება გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა. აღნიშნული პრინციპები პრაქტიკულ ასახვას ჰპოვებს მთლიან დოკუმენტში, კერძოდ, გაზრდილია პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება, გამარტივებულია მოქალაქეთა კომუნიკაცია პარლამენტთან ელექტრონული რესურსების გამოყენების გზით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარლამენტის სასახლის ხელმისაწვდომობის მიზნით პარლამენტი უზრუნველყოფს სასახლის შესაბამისი საჭიროებებით აღჭურვას. პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. ამავე თავში განსაზღვრულია რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ისეთი ტერმინების განმარტება, როგორიცაა, ანგარიშვალდებული ორგანო, ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, თავდაცვისა დაუსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები, ოპოზიცია, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი, წამყვანი კომიტეტი. ანგარიშვალდებული ორგანოსა და ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის განმარტების საჭიროება პირდაპირ უკავშირდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, ამავე დროს, აღნიშნულ ტერმინს ამკვიდრებს კონსტიტუციის ახალი რედაქციაც. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას უკავშირდება უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების სწორი იდენტიფიცირების საჭიროებაც. ნოვაციას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე ოპოზიციის ტერმინის განმარტებაც. აღნიშნული განმარტება საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ კონსტიტუციითა და რეგლამენტით ოპოზიციისთვის გათვალისწინებული პრივილეგიებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა წრე. ოპოზიციად ჩაითვლება პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით. თავი II. პარლამენტის წევრი 3 აღნიშნული თავი მოიცავს პარლამენტის წევრის სტატუსთან, მის უფლება-მოვალეობებთან და საქმიანობის გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს. საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, შემოთავაზებული ვერსიით უქმდება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონები და იქ მოცემული საკითხები ერთიანდება რეგლამენტის მოცემულ თავში. ვინაიდან პარლამენტის წევრი, პარლამენტის პირველადი და უმნიშვნელოვანესი სუბიექტია, მასთან დაკავშირებული ნებიმისერი საკითხი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება პარლამენტის ხარისხიან მუშაობას, შესაბამისად, ცალკე კანონით ინდემნიტეტის საკითხის მოწესრიგება, სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორია. ამ თავით რეგულირდება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს საკითხიც, რომელიც შეადგენს 4624 ლარს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა. ხოლო პარლამენტის თანამდებობის პირებს დამატებით მიეცემა პარლამენტის თანამდებობის პირის პოზიციისათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემელი. რეგლამენტი ადგენს პარლამენტის თანამდებობის პირთა გასამრჯელოს დაანგარიშების პრინციპსაც - პარლამენტის თანამდებობის პირთა გასამრჯელო კონკრეტული თანამდებობისათვის გამოიანგარიშება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს გამრავლებით პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტზე. პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის თანამდებობათა კოეფიციენტების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პარლამენტის თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით პირველი სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირისთვის დადგენილ მაქსიმალურ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, ამასთან დაცული უნდა იქნეს თანამდებობებს შორის იერარქიულობის პრინციპი. აღსანიშნავია, რომ რეგლამენტში გადმოტანილია პარლამენტის წევრის დღეს არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. ამ თემაზე მოკლე შესავლის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურის სფეროში რეფორმის განხორციელებამდე ცალკე კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ ადგენდა პარლამენტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. ამას ემატებოდა დანამატები და ასე შემდეგ - მაშინდელი შრომის ანაზღაურების სისტემის შესაბამისად. 2017 წელს, აღნიშნული კანონი გააუქმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელმაც დაადგინა პარლამენტის წევრის არა კონკრეტული ოდენობის გასამრჯელო, არამედ სარგოს დაანგარიშების პრინციპი და კოეფიციენტები. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი იღებს საკანონმდებლო აქტით დადგენილ 4 გასამრჯელოს. ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრის ინდემნიტეტის ნაწილია საკანონმდებლო აქტმა პირდაპირ განსაზღვროს მისი გასამრჯელოს ოდენობა. ასეთი საკანონმდებლო აქტი კი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტი. რაც შეეხება პარლამენტის თანამდებობის პირებს (პარლამენტის წევრებს) - პარლამენტის რეგლამენტი იცავს ქვეყანაში მოქმედ შრომის ანაზღაურების ზოგად სისტემას, ლიმიტებს და ადგენს შესაბამის ზღვრებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ პარლამენტის წევრების და თანამდებობის პირების ხელფასი არ შეცვლილა და ვერც შეიცვლება ისე, რომ დღეს მოქმედ ზღვრებს აცდეს, რეალურად მხოლოდ კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, გასამრჯელოს ის კონკრეტული ოდენობა იწერება რეგლამენტში, რომელსაც დღესაც იღებს პარლამენტის წევრი. ამ თავში განხორციელებულ სხვა ცვლილებებს რაც შეეხება - პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებასთან მიმართებაში მოიხსნა კომიტეტების მიმართ შეზღუდვა და ახლა უკვე ყველა კომიტეტის შუამდგომლობით შეიძლება პარლამენტის წევრისთვის ამ უფლების მინიჭება. გარდა ამისა, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გადმოტანილი იქნა მოქმედი ნორმები, ასევე, გასწორებული იქნა რიგი უმოქმედო ნოერმების რედაქციები. თავი III. პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები მოცემული თავი განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების წესებს, მათ უფლებამოსილებებს. კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარეობა, რომელიც ძირეულად უკავშირდება კოლეგიური სხდომების გაძღოლას და სხვა პროცედურული საკითხების გადაწყვეტას, მოითხოვს გარკვეულ მოქმედების თავისუფლებას. იმისთვის, რომ ეს უფლებამოსილებები განხორციელდეს ჯეროვნად, წარმოდგენილი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციით და რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეებიდან არა უმეტეს 3 აირჩევა უმრავლესობის წარდგინებით და არა უმეტეს 3 აირჩევა იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში. 5 იცვლება პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნისას ან მის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი - როგორც წესი პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, თავმჯდომარე ბრძანებით ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს. სხვა შემთხვევებში, როცა მსგავსი დავალების გაცემა ობიექტური მიზეზით ვერ განხორციელდება, მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - პარლამენტის თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. მოცემულ თავშია რეგულირებული ხაზინადართა საბჭოს საკითხიც, ვინაიდან ის წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს და დაკავშირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებასთან. ხაზინადართა საბჭოს და აგრეთვე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით პარლამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის საფინანსო საქმიანობას. საბჭოს წევრთა რაოდენობა და კვოტები განისაზღვრება ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. მნიშვნელოვანია, რომ მთელ რეგლამენტში გასწორდა ხაზინადართა საბჭოს ფუნქციასთან დაკავშირებული დებულებები - განისაზღვრა რომ საბჭო, როგორც თავმჯდომარის სათათბირო ორგანო თავმჯდომარეს წარუდგენს თავის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს, ხოლო შემდეგ, თავმჯდომარე, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავის გადაწყვეტილებებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. თავი IV. პარლამენტის ბიურო მოცემული თავი განსაზღვრავს პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს. ბიუროს შექმნის მიზანი პარლამენტის მუშაობის ორგანიზებაა. ბიუროს შემადგენლობა განისაზღვრება კონსტიტუციით. პარლამენტს შეუძლია გააუქმოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დებულებები, რომლებიც კონსტიტუციაში ასახული სახით დამატებით იმპლემენტაციას კანონმდებლპობაში არარ საჭიროებს, არ არის გადმოტანილი პარლამენტის რეგლამენტში - რიგ შემთხვევაში კი რეგლამენტიდანაც ამოღებულია მსგავსი ჩანაწერები. თავი V. პარლამენტის კომიტეტები რეგლამენტით დგინდება, რომ კომიტეტი პარლამენტის მუდმივმოქმედი სუბიექტია, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობას და კონტროლს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობას. 6 კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა. კომიტეტის სხდომების გეგმაზომიერად და ნაყოფიერად მოშაობის მიზნით, პლენარული სხდომების დღეებში კომიტეტის სხდომები არ იმართება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება. საკომიტეტო მუშაობის გამჭვირვალობისა და არსებული საკითხების ეფექტიანად განხილვის მიზნით, კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომიტეტის წევრებს ეცნობება და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი მასალები სხდომამდე სულ მცირე 2 დღით ადრე, ხოლო კანონპროექტის შემთხვევაში – მისი მომზადებისთანავე, განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, ხოლო საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან ახალი საკითხი შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, ასევე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის ფარგლებში იქმნება თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი. პარლამენტის კომიტეტი ფორმირებიდან ერთი თვის ვადაში განსაზღვრავს კომიტეტის სამუშაო სფეროებს. სამუშაო სფეროებში კომიტეტის წევრთა გადანაწილება ხდება იმგვარად, რომ ყოველ სფეროზე პასუხისმგებელი იყოს ერთი თემატური მომხსენებლი უმრავლესობის წევრთაგან და ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციებიდან და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრებიდან, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები (მათ შორის კანონპროექტები) მისთვის მიკუთვნებული სამუშაო სფეროს მიხედვით გააანალიზოს და მოამზადოს მოხსენება, რომელსაც საკითხის/კანონპროექტის განხილვისას წარუდგენს კომიტეტს. სრულყოფილი პოლიტიკური ციკლის უზრუნველყოფის მიზნით, კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად იღებს შესაბამის ზომებს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო მთავრობის, მინისტრის, უწყების ხელმძღვანელის 7 ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. კომიტეტები, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენენ შესაბამისი კომიტეტის მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას. იმისთვის, რომ კომიტეტის მნიშნელოვანი ფუნქციები არ დარჩეს ყურადღების მიღმა, სავალდებულო ხდება, რომ სამოქმედო გეგმა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის კანონშემოქმედებით, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესახებ, მათ შორის, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესახებ კომიტეტის დაგეგმილ საქმიანობას, კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის შესახებ კომიტეტის მიერ დაგეგმილ საქმიანობას, მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების გადამუშავების და რეაგირების შესახებ კომიტეტის მიდგომებს. კომიტეტის სამუშაო გეგმის შემუშავებისას თითოეულ აქტივობაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შესაბამისი თემატური მომხსენებელი. კომიტეტების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი კვირისა პარლამენტს წარუდგენენ კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს და შესაბამის მოხსენებას, ყოველი წლის შედეგების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიხედვით, კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშზე თანამომხსენებელია უმცირესობის წარმომადგენელი კომიტეტის წევრი და უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციების და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა მიერ ერთობლივად განსაზღვრული კომიტეტის წევრი. ანგარიში განიხილება საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე. იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტები დარგობრივად ზედამხედველობენ სხვადასხვა აღმასრულებელ უწყებებს, რეგლამენტის მოცემულ თავში დადგენილია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების წესი. მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. აღნიშნული პირი კომიტეტის სხდომას სავალდებულო წესით უნდა დაესწროს კომიტეტის წევრების უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ფრაქციას კომიტეტზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი. შესაბამისად, კომიტეტის ერთი წევრი ფრაქციის წარმომადგენლის მოთხოვნაც საკმარისია, რომ ხსენებული პირი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდეს და წარადგინოს მოხსენება რეგლამენტით დადგენილი წესით. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. გამოსვლის შემდეგ იმართება კითხვა-პასუხი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა 8 განაწილდეს უმცირესობას, უმრავლესობას და უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციებს/პარლამენტის წევრებს შორის. თავი VI. ფრაქცია აღნიშნული თავი არეგულირებს ფრაქციის სტატუსს, მისი შექმნისა და გაუქმების წესს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის გარანტიებს. აქვეა მოცემული საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მარეგულირებელი ნორმები. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით შეიძლება განისაზღვროს. შესაბამისად, უქმდება „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონი და იქ არსებული საკითხები ინტეგრირებულია მოცემულ თავში. ფრაქცია არის პარლამენტის საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიც პარლამენტის წევრები ერთიანდებიან საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ფრაქციის პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით შექმნა აკრძალულია. კონსტიტუციის ახალი რედაქციით ფრაქციასთან დაკავშირებული ცვლილებები ასახულია წარმოდგენილ პროექტში. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია, ამასთან, პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ იმ ფრაქციაში, რომელიც შექმნილია მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის წევრთა გაერთიანებით. თუმცა, თავისთავად ეს ცვლილება ამოქმედდება კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილების ამოქმედებასთან ერთად, მანამდე მოქმედი დებულებები კი მოცემულია ახალი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში. თავი VII. დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები მოცემულ თავში განსაზღვრულია საგამოძიები და სხვა დროებითი კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები. კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩამოწია დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის ქვორუმი, ხოლო ახალმა რეგლამენტმა ამასთან ერთად მნიშვნელოვნად გაამარტივა დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა, რაც ასახულია წარმოდგენილ პროექტში. დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ საკითხის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დაყენების უფლება დამატებით აქვს ნდობის ჯგუფსაც. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს კომისიის შექმნის საჭიროების შესახებ სათანადო დასაბუთებას. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. მოცემული კენჭისყრისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესების სასარგებლოდ გათვალისწინებულია განსხვავებული მიდგომა, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას 9 მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარია შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთმა მესამედმა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი პარლამენტის წევრი მისცემს ხმას წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით სრულიად მოხსნილია ის ბარიერები, რომლებიც საგამოძიებო კომისიის შექნის პროცედურულ დაბრკოლებებს ქმნიდა. ნაცვლად ორი კენჭისყრისა, დატოვებულია მხოლოდ ერთი კენჭისყრა, ასევე, გაუქმებულია კომისიის წევრების პარლამენტის გადაწყვეტილეით დანიშვნის და აცილების საკითხი. შემოთავაზებული პროცედურით პარლამენტი 50 დეპუტატის მხარდაჭერით შექმნის კომისიას. შემდეგ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებით დადგინდება კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები. კომისიის წევრებს კი თავად ფრაქციები და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები დანიშნავენ თავიანთი გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც ეს კომიტეტების შემადგენლობის ფორმირების დროს ხდება. კომისიის თავმჯდომარესაც, ნაცვლად პარლამენტისა (როგორც დღს მოქმედ რეგლამენტშია გათვალისწინებული), თავად კომისია აირჩევს. რაც შეეხება სხვა დროებითი კომისიის შექმნას, პარლამენტი მისი შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა. დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ამასთან, კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები, რაც მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს საპარლამენტო ოპოზიციისთვის და გამომდინარეობს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. წარმოდგენილი პროექტით ფართოვდება სხვა დროებითი კომისიების შექმნის შესაძლებლობები. განისაზღვრება, რომ სხვა დროებითი კომისია არის პარლამენტის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება პარლამენტის წინაშე მდგარი სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით, რომლის განხორციელებაც საჭიროებს საკითხის კოლეგიურ შესწავლას და გადაწყვეტას. შესაბამისად, ყველა ამგვარი ამოცანისთვის შესაძლებელი იქნება სხვა დროებითი კომისიის შექმნა, ნაცვლად რეგლამენტის დღეს მოქმედი დებულებისგან, რომელიც კომისიის შექმნას მხოლოდ სამი თემის გარშემო მიიჩნევს შესაძლებლად. სხვა დროებით კომისიებზე ვრცელდება ყველა ის ზოგადი ნორმები, რაც გათვალისწინებულია დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის, გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც თავისი სპეციფიკით საგამოძიებო პროცედურებს უკავშირდება. 10 დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არა უმეტეს 3 თვის ვადით. ეს ვადა რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის მიერ შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. გამონაკლისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, რომლის საქმიანობის ვადა განისაზღვრება პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით. თავი VIII. პარლამენტის სათათბირო ორგანოები პარლამენტში იქმნება პარლამენტის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ განსაზღვრულ სფეროებში პარლამენტის წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინაციას. წარმოდგენილი პროექტით შენარჩუნებული და განმტკიცებულია ორი ასეთი საბჭო − გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო. აღსანიშნავია, რომ მოქმედ რეგლამენტში სრულიად გაუგებარი იყო მითითებული ორი საბჭოს სტრუქტურული როლი საპარლამენტო საქმიანობაში. წარმოდგენილი რედაქციით კი მათი ფუნქცია მკაფიოდ ყალიბდება და ხდება საბჭოების აღჭურვა ყველა საჭირო რესურსით, მათ შორის, პარლამენტის თავში საგანგებოდ აღინიშნება საბჭოების სამდივნოების აპარატის შემადგენლობაში არსებობის საჭიროების შესახებ. რეგლამენტის ამ თავში განისაზღვრება თითოეული საბჭოს დებულებისთვის ჩარჩო-მოთხოვნებიც. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საბჭოებს პირველად ენიჭებათ კონკრეტული საზედამხედველო მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა - მათ აქვთ უფლება შექმნან თემატური მოკვლევის ჯგუფი და ჩაატარონ თემატური მოკვლევა რეგლამენტის შესაბამისად. ამავე თავში მოცემულია რეგულაცია სახელმწიფო კომისიებზე, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისგან და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებისგან შექმნას სათათბირო ორგანო – სახელმწიფო კომისია. სახელმწიფო კომისია იქმნება პარლამენტის დადგენილებით. ამავე დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და წესი. თავი IX. პარლამენტის სესია და სხდომა მოცემული თავი აერთიანებს პარლამენტის სესიისთვის და სხდომებისთვის გათვალისწინებულ რეგულაციებს, რომლებიც საერთოა და გამოიყენება პარლამენტის სხვადასხვა საქმიანობის ფარგლებში. 11 რეგლამენტში ზუსტდება, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მისი მაღალი ღირებულებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე შესრულებულ იქნება მორიგი სესიის გახსნისას და დახურვისას, სესიის პირველ და ბოლო პლენარულ სხდომაზე. საკანონმდებლო საქმიანობა გათვლილია მუშაობის ორკვირიან ციკლზე, საიდანაც პირველი კვირა ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას. გაზრდილია პლენარული სხდომების დღეების ოდენობა, კერძოდ, პლენარული სხდომები ჩატარდება შესაბამისი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ხოლო ამავე კვირის ორშაბათს, პლენარული სხდომა შეიძლება ჩატარდეს ბიუროს გადაწყვეტილებით. პარლამენტის სასესიო მუშაობის განუყოფელი ნაწილი ხდება მინისტრის საათი, რაც გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი კომპონენტის შესახებ მოხსენებით გამოსვლას. მოხსენება, ასევე, უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც დადგენილი წესით მინისტრის წინაშე იქნება დასმული, კერძოდ, მთავრობის შესაბამის წევრს პარლამენტში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე. მინისტრის სიტყვით გამოსვლას თან მოსდევს დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც იმართება პოლიტიკური დებატები. მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტში წარდგენის განრიგს, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს პარლამენტის ბიურო. განრიგი უნდა შედგეს ისე, რომ სულ მცირე პლენარული სხდომების ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გარდა პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირისა, იყოს მინიმუმ ერთი მინისტრის საათი მაინც. პარლამენტი ვალდებულია მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმინოს. აღნიშნული პირი ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს პარლამენტისადმი მიმართვა, რაც ეგზავნება ფრაქციებს, უმრავლესობას და უმცირესობას, ასევე დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს. პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ, თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება და კითხვა-პასუხი მიმდინარეობს რეგლამენტით დადგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად. პლენარული სხდომის დღის წესრიგში საკითხების არასამართლიანად გადანაწილების თავიდან აცილების მიზნით, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული 12 უმრავლესობაში ან უმცირესობაში, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს, უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევის დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან პარლამენტის დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. წარმოდგენილი რეგლამენტით პლენარულ სხდომის დღეს დილის სხდომის გახსნის წინ, ასევე, კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი, პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ხსენებული ორი რეგისტრაციიდან ერთ რეგისტრაციას მაინც. პარლამენტის წევრთა მხრიდან სხდომების საპატიო გაცდენის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გამორიცხვის მიზნით, დაკონკრეტებულია საპატიო გაცდენის შემთხვევები. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა) დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით აგრეთვე, გაცდენილად არ ეთვლება საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ თავში განსაზღვრულია პოლიტიკური დებატების გამართვის ერთიანი წესი, რომელიც რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვადასხვა შემთხვევების დროს სტანდარტულად გამოიყენება. დებატებისას სიტყვით გამოსვლის დრო პროპორციულად და სამართლიანადაა გადანაწილებული უმრავლესობასა და უმცირესობაზე, ფრაქციებსა და თითოეულ განსხვავებული აზრის გამოთქმის მსურველ პარლამენტის წევრებზე. რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატების დღე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გულისხმობს დებატების დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვან გამარტივებას. აქამდე თუ პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდებოდა პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნას, ახალი რეგლამენტით მხოლოდ 30 დეპუტატის მოთხოვნა საკმარისი იქნება. 13 პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, გარდა რიგგარეშე სხდომებისა, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 20 პარლამენტის წევრიდან თითოეულს ეთმობა 3 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით. პარლამენტის წევრს საშუალება აქვს გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს როგორც პირადად, ისე ელექტრონულად. თავი X. საკანონმდებლო პროცესი აღნიშნულ თავში თავმოყრილია კანონშემოქმედებითი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები − საკანონმდებლო ინიციატივის დაყენების, სამი მოსმენით განხილვის, გადაწყვეტილების მიღების წესები და საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო კვორუმის სიითი შემადგენლობიდან გამოთვლის წესს. შესაბამისად, რეგლამენტის ამ და სხვა თავებში გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილებისთვის კვორუმი გამოითვლება პარლამენტის სრული შემადგენლობიდან. ვინაიდან მთავრობა საკანონმდებლო პროცესში მთავარი ინიციატორია, საქმიანობის გეგმაზომიერად წარმართვის მიზნით, მთავრობა ვალდებულია თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარმოუდგინოს წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც არ შედის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, თან უნდა ახლდეს გეგმაში გათვალისწინების შეუძლებლობის შესახებ შესაბამისი დასაბუთება. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით საკანონმდებლო პროცესის ვადები გათვლილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს არა ნაჩქარევი, არამედ კარგად გათვლილი და ხარისხიანი კანონმდებლობის მიღება. ამ თავში მოცემული რეგულაციების გარდა ამავე მიზანს ემსახურება ის ფაქტი, რომ კომიტეტები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას პლენარული სხდომების კვირაში გამართონ კომიტეტის სხდომები. ხარისხიანი საკანონმდებლო საქმიანობის მიზნიდან გამომდინარეობს დაჩქარებული წესით კანონის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაც. დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის მოთხოვნის შემთხვევაში ინიციატორი ვალდებულია წარადგინოს წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნა. დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბიურო, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის პლენარული სხდომა. თუმცა თვით დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის შემთხვევაშიც საკანონმდებლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილია გარკვეული შეზღუდვები − პარლამენტი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე არ განიხილავს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღეს და მომდევნო დღეს. ამასთანავე, ერთი და იმავე დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მე-2 და მე-3 მოსმენით განხილვა და 14 მიღება. ეს განპირობებულია იმით, რომ კანონპროექტის არსებითად განსახილველი მოსმენებია I და II, შესაბამისად, ეს ორივე მოსმენა არ შეიძლეა ერთ დღეს დაემთხვეს. კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობისა და პარლამენტის წევრის მიერ შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება, შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე. დგინდება, რომ ალტერნატიული წინადადებები, იმისათვის, რომ მათ მოჰყვეთ რეგლამენტით გათვალისწინებული შედეგი, აუცილებლად წერილობითი სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი. პარლამენტის მიერ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი მაქსიმალურად სინქრონიზირებულია. განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესი, რადგანაც მოცემული წესი გამოიყენება რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხის განხილვის დროსაც. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტმა შეიძლება დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის ან მეორე მოსმენიდან პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. მოქმედი რეგლამენტით აღნიშნული შესაძლებლობა არსეობს მხოლოდ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზნით. ეს კი ხშირად აიძულებს პარლამენტის წევრებს, მეორე მოსმენის დროს შეცვალონ კანონპროექტის პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, რაც რეგლამენტის დარღვევაა. რეგლამენტის პროექტით დადგენილია საკანონმდებლო წინადადებების პარლამენტისთვის როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების წესიც. საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტის განმარტებით ბარათთან დაკავშირებულ საკითხებს აღარ ეხება რეგლამენტი და მოცემული ნორმები ასახულია მხოლოდ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში. თავი XI. პარლამენტის დადგენილება მოცემული თავით რეგულირდება პარლამენტის დადგენილების განხილვისა და მიღების წესები. აღნიშნული თავის ცალკე გამოყოფა, ახალი რეგლამენტის ერთ-ერთი სიახლეა. 15 ახალი რეგლამენტით პარლამენტის ყველა გადაწყვეტილების აქტს - პარლამენტის დადგენილებას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. დღეს მოქმედ რეგლამენტში ფაქტობრივად ჩაკარგულია მისი გამოყენების არეალი და დანიშნულება. მკაფიოდ მიეთითება, რომ პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით. ასევე, პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტით, პარლამენტი წყვეტს დადგენილებით. დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილების პროექტი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს ორი მოსმენით. ამავე თავით არის რეგულირებული კონცეფციის მიღება. კონცეფცია არის პარლამენტის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის შესახებ ერთერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. თავი XII. პარლამენტის მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში აღნიშნული თავით რეგულირდება სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილების შეტანის საკითხები. ახალი რეგლამენტის ერთ-ერთი სიახლე და პარლამენტის გაძლიერების ერთ-ერთი მექანიზმია, ის, რომ პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომლის როლი და დანიშნულება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით გაზრდილია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს, წინადადებებსა და მოსაზრებებს განიხილავს, აფასებს და შეიმუშავებს ერთიან საბოლოო დასკვნას. ხარისხიანი საბიუჯეტო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის საპარლამენტო ვადები. აღნიშნული საკითხის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოცემულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში. 16 თავი XIII. პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება მოცემული თავი არეგულირებს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებს, როგორიცაა პარლამენტის წარმომადგენლობა სხვადასხვა სამსახურებრივ ვიზიტებსა და დელეგაციებში, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების რეგულაციებს. რეგლამენტის პროექტი ადგენს საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილე პარლამენტის წევრების ანგარიშვალდებულების საკითხს. საქართველოს პარლამენტის წევრები სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, რომელსაც ადგენს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დასამყარებლად პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. ცალკე მუხლადაა გამოყოფილი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რეკომენდაციების განხილვის ვალდებულება. პარლამენტი განიხილავს აღნიშნულ რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი შესრულების შესახებ. ამ რეკომენდაციებს წინასწარ განიხილავს შესაბამისი კომიტეტი და სათანადო დასკვნებს რეკომენდაციებთან ერთად განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. თავი XIV. საპარლამენტო ზედამხედველობა, კონტროლი და ანგარიშვალდებულება 17 საპარლამენტო ზედამხედველობის, კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის ძირეულ მიზანს და გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული თავი მოიცავს არსებულ, მაგრამ დახვეწილ და ასევე, ნოვაციურ ზედამხედველობის, კონტროლისა და ანგარიშალდებულების მექანიზმებს. საპარლამენტო ზედამხედველობის, კონტროლისა და ანგარიშვალდებულების საკითხები არ შემოიფარგლება მხოლოდ მოცემული თავით. ამ მიზანს ემსახურება ასევე რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული სხვა რეგულაციებიც, მაგალითად, მინისტრის საათი, მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე მოსმენის წესი, კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი თანამდებობის პირის სავალდებულოდ დასწრების წესი, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულებასა და კანონქვემდებარე საქმიანობაზე კონტროლი, აგრეთვე, თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც წინასწარ შერჩეულ სფეროში მუდმივად ახორციელებს საკითხების შესწავლას. პარლამენტის წევრისთვის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენების ინდივიდუალურ მექანიზმს წარმოადგენს პარლამენტის წევრის კითხვა. ის უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი ჩამოყალიბებული უნდა იქნეს მაქსიმალურად კონკრეტულად და მკაფიოდ და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და აგრეთვე ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, პასუხისთვის დადგენილი ვადის გადაცილების აღნიშვნით (ასეთი გადაცილების შემთხვევაში). საგანგებო აღნიშვნას საჭიროებს ინტერპელაციის წესი, რომელიც კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ შემოიღო, ხოლო ახალი რეგლამენტის დანიშნულებაა ამ წესის სწორი იმპლემენტაცია, იმისათვის რომ ხარისხიან და ეფექტიან საზედამხედველო ინსტრუმენტად ჩამოყალიბდეს. ინტერპელაციის დროს პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი, მისი შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. შეკითხვას შეიძლება ერთვოდეს განმარტებითი ფურცელი. შეკითხვის ადრესატები ვალდებულნი არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინონ პლენარულ სხდომას. რეგლამენტის ახალი ჩანაწერის მიხედვით ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარსდგება როგორც წესი ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ, კერძოდ, მარტის, მაისის, სექტემბრის და ნოემბრის თვეში, თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. მნიშვნელოვანია რეგლამენტის ჩანაწერის მზადყოფნა იმისათვის, რომ ინტერპელაციის წესით დასმული არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პლენარულ სხდომაზე უპასუხოდ. ამავდროულად გასათვალისწინებელია თავად ამ ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნება, რომლის 18 მიხედვითაც, როგორც წესი, მისი გამოყენება საპარლამენტო ქვეყნებში არ ხდება რუტინულად. მას ძირითადად იყენებენ ადრესატის მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების არსებობის დროს. რეგლამენტის ახალი რედაქციით დადგენილია, რომ პლენარულ სხდომაზე შეკითხვის ადრესატის მიერ სიტყვით გამოსვლის შემდეგ იმართება დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი შეკითხვის ავტორსა და ადრესატს შორის, რასაც ავტომატურად თან მოსდევს დებატები, შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული წესით. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. ახალი რეგამენტის მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, ივნისის თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და შესაბამისი წერილობითი ანგარიში. ასევე, პარლამენტს უფლება აქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. პრემიერ-მინისტრის მიერ პლენარულ სხდომაზე როგორც მოხსენების, ისე ანგარიშის წარმოდგენისას იმართება მათი განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად, რაც პოლიტიკურ დებატებსაც გულისხმობს. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. პარლამენტი, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით სავალდებულო წესით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. აღნიშნული პირი პარლამენტის წინაშე წარსდგება როგორც წესი ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები, რის შემდეგაც იმართება პოლიტიკური დებატები. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება. აქტუალური მომზადების საკითხის მიზნით, შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის პარლამენტის წევრთაგან კომიტეტის ან პარლამენტის 19 მუდმივმოქმედი საბჭოების გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს მომხსენებელი (თემატური მოკვლევის მომხსენებელი) ან მომხსენებელთა ჯგუფი (თემატური მოკვლევის ჯგუფი). აღნიშნული ტიპის საზედამხედველო ფორმატის შესახებ ჩანაწერი მოქმედ რეგლამენშიც იყო, თუმცა ახალი რეგლამენტით ეს შესაძლებლობა გაცილებით უფრო დახვეწილია, ამასთან, ამ შესაძლებლობით აღჭურვილია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოებიც. ამ მიზნით, კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხების ნუსხა. კომიტეტის წევრები საკითხთა ნუსხიდან ირჩევენ მოსაკვლევ საკითხებს. აღნიშნულ საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იგივე წესი გამოიყენება მუდმივმოქმედი საბჭოს შემთხვევაშიც. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა ჩატარდეს საკითხზე მოსმენა, სადაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ საკითხი, აგრეთვე მოკვლევის ფარგლებში ხდება სხვადასხვა დოკუმენტაციის თუ ინფორმაციის შესწავლა. მოკვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომიტეტი ან პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და დადგენილია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება. პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერების კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია პარლამენტის გაძლიერება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. დგინდება, რომ მითითებულ სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობას პარლამენტი აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის და დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით. უქმდება „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონი და იქ არსებული რეგულაციები, შესაბამისი ცვლილებებით ასახულია რეგლამენტის პროექტში. წარმოდგენილი პროექტით ნდობის ჯგუფის მანდატი გაზრდილია და ის, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან და მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა), აგრეთვე ახორციელებს სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლს. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტდება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებების ჩამონათვალი და მთელი რიგი ვალდებულებები დგინდება არა მხოლოდ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, არამედ სექტორის ყველა უწყების მიმართ. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ნდობის ჯგუფის წევრები უფლებამოსილი იქნებიან წინასწარი ინფორმირებით განახორციელონ 20 ვიზიტები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. ასევე, დგინდება საიდუმლო ნორმატიული აქტების ნდობის ჯგუფისთვის და საინფორმაციო, ანალიტიკური და სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტების პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის მიწოდების ვალდებულება. სექტორში შემავალი უწყებები საიდუმლო ანგარიშებს ნდობის ჯგუფს წარუდგენენ, ხოლო სუს-ი საჯარო ანგარიშს - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს, რომელიც საბოლოო ჯამში ზედამხედველობას გაუწევს იმ დადგენილების შესრულებას, რომელსაც პარლამენტი სუს-ის საჯარო ანგარიშზე მიიღებს. აღნიშნულ თავშია მოცემული საქართველოს მთავრობისთვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების რეგულაციები, რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან, ასევე, მინიმუმამდე შემცირებული ერთ დღეს კომიტეტების და ფრაქციების ყველა მოსმენის ჩატარების შესაძლებლობა, რა მიზნითაც დადგენილია, რომ ერთ დღეს შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ორი მოსმენა. იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა და პირებმა ჯეროვნად შეასრულონ ანგარიშგება და პარლამენტს წარუდგინონ არა მათთვის მნიშვნელოვანი, არამედ პარლამენტისთვის ღირებული ინფორმაცია, სიახლეა ისიც, რომ პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშების ფორმებს. აღნიშნული თავი, ასევე, მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის წესებს. ამავე თავშია მოცემული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების და მოხსენებების, აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშების განხილვის პროცედურები, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობის საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის პარლამენტში წარდგენის საკითხები. რეგლამენტის პროექტში დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვის ერთგვაროვანი წესია განსაზღვრული. ამ წესის თანახმად, ბიურო ასახელებს წამყავნ კომიტეტს, რომელიც ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას და ანგარიშთან ერთად განიხილავს კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის შენიშვნებს, ამზადებს დასკვნას და განსახილველად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ორგანოს დაკომპლექტებაში პარლამენტის მონაწილეობა. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება. 21 მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვის მიზნით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავის წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. აღნიშნული ჯგუფი ანგარიშვალდებულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. სამუშაო ჯგუფის სხდომები არის საჯარო, სამუშაო ჯგუფი ვალდებულია მოიწვიოს თვეში ერთი სხდომა მაინც. სწორედ ეს სამუშაო ჯგუფია პასუხიმგებელი იმაზე, რომ შეისწავლოს აუდიტის სამსახურის ანგარიშები და კომიტეტთან ერთად თვალი მიადევნოს ამ ანგარიშების შესაბამისად პარლამენტის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტით დგინდება საჯარო ინფორმაციის შესახებ საჯარო დაწესებულებების ანგარიშების განხილვის წესი. აღნიშნული წესის მიხედვით განსაკუთრებული როლი ადამიანის უფლებებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ეკისრება. ამ თავით რეგულირდება იმპიჩმენტისა და სხვადასხვა თანამდებობის პირების გადაყენების/უნდობლობის გამოცხადების საკითხები, როგორც კონტროლისა და ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმი. უქმდება „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი და იქ არსებული რეგულაციები ასახულია წარმოდგენილ პროექტში. ამავე თავშია საქართველოს მთავრობისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებიდან გამომდინარე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხები. თავი XV. განსაკუთრებული პროცედურები მოცემული თავი არეგულირებს პარლამენტისთვის მიკუთვნებულ განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცედურებს, მათ შორის, კონსტიტუციიდან გამომდინარე საკითხებს (საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა, პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან, პარლამენტის ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეფერენდუმის საკითხის დასმა), რომლებიც მოყვანილია შესაბამისობაში კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. ამავე თავით რეგულირდება პარლამენტის, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, პარლამენთან არსებული კვლევითი ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტების ფორმირების საკითხები. 22 აღნიშნული თავი განსაზღვრავს მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებსაც. პარლამენტის წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის წევრები, კომიტეტი, პარლამენტის სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს 1 თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამომრჩეველთა პარლამენტთან ურთიერთობის განსაკუთრებულ ფორმას წარმოდაგენს პეტიცია. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ხორციელდება ელექტრონულად. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ან დროებითი კომისია ვალდებულია განიხილოს პეტიცია. პეტიცია შეიძლება გაეგზავნოს შესაბამის სამინისტროს ან სხვა უწყებას. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს პეტიციიდან გამომდინარე შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს რეზოლუციას ან სხვა დადგენილებას. თავი XVI. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირების არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა) მიუხედავად იმისა, რომ თითოეული თანამდებობის პირის გამწესებას გარკვეული თავისებურებები გააჩნია, მოცემული თავი შეძლებისდაგვარად აჯგუფებს პარლამენტის მიერ თანამდებობაზე გასამწესებელ პირთა არჩევის მსგავს წესებს. რეგლამენტი გამოყოფს იმ პირების არჩევის წესს, რომელთა კანდიდატურებსაც სპეციალური სუბიექტები წარადგენენ (მაგ: პრეზიდენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სხვა), იმ პირების არჩევის წესს, რომლებზეც საპარლამენტო კონკურსი ცხადდება და კომიტეტების მიერ ასარჩევი პირების არჩევის წესს. თანამდებობის პირთა არჩევისას მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი, რომელიც ადგენს წარმოდგენილი კანდიდატების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან. ამ მიზნით, კომიტეტი მოიძიებს/გადაამოწმებს კანდიდატებზე საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას. თავის მხრივ, თავად კანდიდატები ან მათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან კომიტეტს მიაწოდონ მათ შესახებ არსებული ინფორმაცია, სრულყოფილად. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს, რის შემდეგაც შეიმუშავებს დასკვნას. დასკვნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პირი პარლამენტის მიერ აირჩევა ფარული კენჭისყრით, კომიტეტი დასკვნას იღებს ასევე 23 ფარული კენჭისყრით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას რეგლამენტის თანამდებობის პირ(ებ)ის კანდიდატურის მიმართ. პლენარულ სხდომაზე პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად იხილავს და უსმენს კანდიდატებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიიის ასარჩევი პირების მიმართ ცალსახად დგინდება როგორც კომიტეტზე, ასევე, პლენარულ სხდომაზე ყველა კანონმდებლობასთან ფორმალურად შესაბამისი კანდიდატის მოსმენის ვალდებულება. თავი XVII. პარლამენტის აპარატი და დაცვა საკანონმდებლო ტექნიკის გათვალისწინებით, მოცემულ თავში თავმოყრილია პარლამენტის აპარატთან და ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების აპარატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების აპარატები, ნდობის ჯგუფის აპარატი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნო, საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, საბიუჯეტო ოფისი. რეგლამენტი თავისუფლდება პარლამენტის აპარატთან დაკავშირებული ზედმეტი დებულებებისგან - აღნიშნული საკითხების რეგულირება მოხდება პარლამენტის აპარატის დებულებით. თავი XVIII. პარლამენტთან არსებული დაწესებულებები მოცემული თავით რეგულირდება პარლამენტთან არსებული დაწესებულებების საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ძირეული საკითხები. ნოვაციას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნა, რაც გულისხმობს კვლევითი საქმიანობის რეფორმირებას სამართლებრივი პროცესის მხარდაჭერის, პარლამენტის საერთო კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების და პარლამენტის მიერ მისი საკანონმდებლო და ზედამხედველობის ფუნქციების შესრულების პოტენციალის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით. კვლევითი ცენტრი იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმით, პარლამენტის სახელწიფო კონტროლის ქვეშ. ცენტრი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც კომიტეტებს, ისე ცალკეულ პარლამენტის წევრებს ობიექტური, სამეცნიერო-კვლევითი, სტატისტიკური, კანონმდებლობის ხარჯებისა და გავლენის ანალიზისა თუ სხვა კრიტიკული მოსაზრებებისა და ინფორმაციების მიწოდების გზით. ამასთან, მისი ინფორმაცია იქნება ობიექტური და სანდო. 24 თავი XIX. პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. საპარლამენტო ეთიკა რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები: ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა; ბ) გაფრთხილება; გ) სხდომათა დარბაზის დატოვებინება; დ) ხელფასის დაკავება. აქედან, ხელფასის დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო სხვა დანარჩენზე პლენარული თუ კომიტეტის სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც გამოიყენეს ხელფასის დაკავების ზომა, უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი, რომელზე გადაწყვეტილებასაც იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით და როგორც ყოველთვიურად, ისე სესიის ბოლოს უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე. მოცემული თავი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის საკითხებს იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა. ამ მიზნით, პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული რეაგირების ზომების მისაღებად ან სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლისა და მონიტორინგის მიზნით, პარლამენტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, ქმნის ეთიკის საბჭოს. დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეთიკის საბჭოს ჰყავს ორი თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი უმცირესობიდან ან სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან). პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოქმედებანი და უხამსი გამოსვლები. პარლამენტში ქცევისა და ეთიკის საკითხები განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით. თავი XX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 25 კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტთან მიმართებით მასში არსებული რეგულაციების სხვადასხვა დროს ამოქმედების დათქმები, საჭიროს ხდის რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში გარკვეული დროებითი რეგულაციების დადგენას. გარდამავალი რეგულაციები დადგენილია როგორც მოქმედი, ისე მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვისაც. გარდამავალი დებულებების არსებობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია ფრაქციების განუსაზღვრელი ოდენობით შექმნის შესაძლებლობის შეზღუდვა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის შვიდკაციანი ჯგუფით ჩანაცვლება და სხვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.: ბ.ა) კანონპროექტის წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების აუცილებელ ხარჯებს წარმოშობს სსიპ-საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფუძნება. კვლევითი ცენტრის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, შემოწირულობები, გრანტები, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან რეგლამენტით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები დაფარული იქნება პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. რაც შეეხება პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის სსიპ - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრად გარდაქმნის საკითხს, სსიპ-ისთვის გათვალისწინებული ფინანსური რესურსი პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებიდან იქნება გამოყოფილი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 26 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი რაიმე დადგენილ გადასახადს, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს არ ითვალისწინებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებეთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უზრუნველყოფს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან მე-16 მიზნის მიღწევას - მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე. 16.6 და 16.7 ქვემიზნები: 16.6 ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა ყველა დონეზე; 16.7 ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფა. 27 გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველო მიერთებულია ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წლიდან. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც დაიწყო 2011 წელს საერთაშორისო პლატფორმის უზრუნველყოფის მიზნით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას ხელისუფლება გახადონ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო არის ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა. 2015 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეადგინა და მიიღო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა და ასევე ხელი მოაწერა დეკლარაციას ღია პარლამენტის შესახებ. წარმოდგენილი რეგლამენტი პარლამენტს აყალიბებს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ინცტიტუციად, რაც პირდაპირ შეესაბამება ღია მმართველობის მიზნებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ცვლილებების ყველა ძირითადი მიმართულების განხილვა ხდებოდა პარლამენტის რამდენიმე წევრის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, პარლამენტის აპარატის შესაბამისი თანამდებობის პირების ჯგუფთან. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რეფორმის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და საპარლამენტო პროცედურების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი - სერ ევან პოლ სილქი და ადგილობრივი ექსპერტი - კახაბერ ურიადმყოფელი. სერ ევან პოლ სილქი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა და ის, ადგილობრივ ექსპერტ - კახაბერ ურიადმყოფელთან ერთად შეხვდა პარლამენტის კომიტეტების, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სფეროს შესაბამის სპეციალისტებს. მათ მიეცათ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოესმინათ და გაეანალიზებინათ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების და დარგობრივი სპეციალიზაციის სხვადასხვა ექსპერტების, სპეციალისტების თუ პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების მოსაზრებები და რეკომენდაციები. რომლის შედეგადაც, ექსპერტებმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოამზადეს. სერ ევან პოლ სილქი ახალი რეგლამენტის პროექტზე ამზადებს საბოლოო ანგარიშს, რომელიც რეგლამენტის საპარლამენტო განხილვების დროისთვის იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, ასევე, რეგლამენტის რეფორმის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ორი ექსპერტის მხრიდან მიღებული წინადადებები. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი დებრა ანგუსის (ადვოკატი და 28 საერთაშორისო კონსულტანტი, ახალი ზელანდია) და ირაკლი ჩიქოვანის (კონსულტანტი, საქართველო) მიერ. რეფორმაზე მუშაობის პროცესში ეტაპობრივად ხდებოდა ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სფეროს ექსპერტებთან:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)  ნატოს სამოკავშირეო ოფისი  ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში  საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD)  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფარგლებში  ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)  ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD)  სფეროს ექსპერტი - ვახუშტი მენაბდე მათგან ხდებოდა მოქმედი რეგლამენტის ხარვეზების და გამოსწორების გზების შესახებ წინადადებების მიღება, ასევე პარლამენტის გაძლიერების მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების მოსმენა-გაანალიზება და რეგლამენტის ახალ პროექტში ასახვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი, ამ ეტაპზე არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: 29 კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი. 30