„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.“ 2. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.“. 3. 47-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს.“ ბ) მე-7-მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“– „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე..“. 5. 7519 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით. ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, რომლებიც ვალდებული არიან, შეამოწმონ სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ისინი უფლებამოსილი არიან, სხდომაზე მიიწვიონ შესაბამისი წევრი და მოისმინონ მისი მოსაზრება. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას 2 იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას − კენჭს უყრის გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში იმ ჩანაწერების არსებობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით რეგულირების საგანს წარმოადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საკითხები რომლებიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების სფეროს, დუბლირებებისა და კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით, ამოღებულ იქნეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების საგანს წარმოადგენს. კერძოდ, ორგანული კანონიდან ხდება პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული საკითხი დეტალურადაა დარეგულირებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, ორგანული კანონში ხდება მხოლოდ მითითება, რომ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს. გარდა აღნიშნულისა, ორგანული კანონიდან ხდება ამოღება იმ რეგულაციის, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტისათვის სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებეთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა) 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 41. სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. ეს მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო რაოდენობის ხმების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის) ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევაში. იმ მოქმედი მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 10 წლის ვადით, იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში. 42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის 1 თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 43. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ამ კანონის 367 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მოსამართლეს, რომლის შესახებაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. 44. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 364 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. 45. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში. 5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ 2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება. 6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს. მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით. 2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 3. უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3 4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები. 4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება), უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე. 5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 4 საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, მათი ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კანდიდატურების განხილვისა და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა. 7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალცალკე ეყრებათ. 8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც არსებულ ვაკანსიაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა 5 რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს. 10. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. 11. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლის მე-5–მე10 პუნქტებით დადგენილი წესით. 111. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა. 12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს 6 პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. 13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. 15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც. 16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7 18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ზ) გარდაცვალება; თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“– „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის 8 უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება). მუხლი 7519. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი 1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ასეთი წევრები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს თითო კანდიდატურა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით. 2. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. 9 სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა. 3. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი თანამდებობა; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 5. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. 6. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) გარდაცვალება; ზ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა. 7. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა. 8. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, 10 რომლებიც ვალდებული არიან, შეამოწმონ სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ისინი უფლებამოსილი არიან, სხდომაზე მიიწვიონ შესაბამისი წევრი და მოისმინონ მისი მოსაზრება. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას − კენჭს უყრის გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 9. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. 11