„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 11.11.1997, სარეგისტრაციო კოდი: 010.320.050.05.001.000.268)
მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. პარლამენტის წევრზე ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო
არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
ახალმა პროექტმა, რომელიც სხვა ფუნდამენტურ ცვლილებებთან ერთად,
საქართველოს კონსტიტუციასთან რეგლამენტის შესაბამისობას გულისხმობს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით
დადგენილია, რომ პარლამენტის წევრთან მიმართებაში შეუთავსებლობის
შემთხვევებს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი, შესაბამისად, პროექტის
შემუშავების მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს
კონსტიტუციასთან და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტთან,
რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის
შემთხვევებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი, საქართველოს
კონსტიტუციის ახალი რედაქციის
39-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
განსაზღვრავს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს.
ვინაიდან სწორედ პარლამენტის რეგლამენტია ის კონსტიტუციური დოკუმენტი,
რომელმაც
უნდა
დაადგინოს
პარლამენტის
წევრის
თანამდებობრივ
შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები,
„საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13
მუხლში კეთდება დათქმა, რომელიც აცხადებს, რომ რეგლამენტს აქვს უპირატესობა
ამ კანონთან მიმართებაში და ხსენებული მე-13 მუხლის დებულებები მხოლოდ იმ
შემთხვევაში მოქმედებს, თუ არ ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებეთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ
ჩუგოშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე,
თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია,
მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ
მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 13
1. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს
კონსტიტუცია, ორგანული კანონი, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად
სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა),
ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო
სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი
ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე
თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის
მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ
იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
3. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იღებდეს შემოსავალს იმ
ორგანიზაციიდან, რომელსაც სამსახურებრივად ზედამხედველობს.
4. საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე
სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი
ოჯახის წევრი საქმიანობს.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე
საწარმოში.
6. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე,
სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში
არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი
(აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის
სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და
სარევიზიო ორგანოების წევრი.
8. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების
უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.
9. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური პირის ან
იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს
წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან
ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე რომელიმე საჯარო დაწესებულების
წინაშე ან წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის ამ ფიზიკური
პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი.
10.
განთავისუფლებულ
საჯარო
მოსამსახურეს
უფლება
არა
აქვს,
განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო
დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი
ბოლო
3
წლის
განმავლობაში
სისტემატურად
ზედამხედველობდა
სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს
შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.
1
11. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე
თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ
იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის
პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
12. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს
ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ
თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
13. არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ
მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან
შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ
თანამდებობის პირის ახლო ნათესავი.
14. თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის
მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ საქართველოს
კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს
შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
15. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის
აღმოფხვრის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს იმ ზემდგომ
თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი
იმყოფება, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს.
16. თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა განთავისუფლდეს დაკავებული
თანამდებობიდან, თუ:
ა) მან ან მისმა ოჯახის წევრმა დაარღვია ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები;
ბ) სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ იგი უკანონო ან/და
დაუსაბუთებელი ქონების მფლობელია.
17. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საკრებულოს იმ წევრზე,
რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირი არ არის.
2