„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური პარლამენტის წევრისა;“. თანამდებობის პირზე, გარდა საქართველოს 2. დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილი N3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3 ცხრილი №3“ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი 10.00 10.00 8.50 საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8.50 თავმჯდომარე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 8.50 თავმჯდომარე საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის 7.50 პირველი მოადგილე საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის 7.25 მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 6.50 თავმჯდომარის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 6.00 კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი 6.00 1 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი 5.25 მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5.00 კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე 5.00 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5.00 წევრი მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: პროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები და მასთან შესაბამისობაში მყოფი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტი, რომელიც პირდაპირ ადგენს პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც პარლამენტის წევრი გამწესებულია კონკრეტულ საპარლამენტო თანამდებობაზე. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: პროექტის შემუშავების მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტთან. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ადგენს, რომ პარლამენტის წევრი იღებს საკანონმდებლო აქტით დადგენილ გასამრჯელოს (მუხლის 39, პუნქტი 3), აღნიშნულის შესაბამისად კი, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის წევრის გასამრჯელოს კონკრეტულ ოდენობას, რომელიც განსხვავებულია საპარლამენტო თანამდებობებზე გამწესებული პარლამენტის წევრებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: გამომდინარე იქიდან, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი, შესაბამისი ცვლილება აისახება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და N3 დანართით გათვალისწინებულ N3 ცხრილში. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იცავს საჯარო დაწესებულებებისთვის დადგენილ შრომის ანაზღაურების ზღვრებს და არ იძლევა ანაზღაურების იმგვარი ოდენობების დადგენის შესაძლებლობას, რომლებიც გასცდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ლიმიტებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებეთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე; ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე; გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე; დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე); ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე; ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეებზე; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებსა და იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ახორციელებენ; თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ი) ეროვნული მარეგულირებელი თანამშრომლებზე; ორგანოების წევრებსა და აპარატების კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე; ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მოადგილეებზე, პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე; მის მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე; ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე; ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; პ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; რ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირზე; ს) წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული: ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს. 6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად. 7. ამ კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით). ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრალურ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის – შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, სათანადო საჯარო დაწესებულების ზემდგომი უწყების (ასეთი უწყების არსებობის შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების (მისი ზემდგომი უწყების არარსებობის შემთხვევაში) წარდგინებით. 8. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში. 9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენენ ან/და მივლინებული ან/და დანიშნული არიან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში. დანართი №3 ცხრილი №3 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები თანამდებობრივი ზედა ზღვრის კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტი 10.00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 10.00 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10.00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მოადგილე 9.20 9.00 საპარლამენტო 8.80 უმცირესობის ლიდერი საქართველოს თავმჯდომარე პარლამენტის კომიტეტის სარგოს 8.60 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები საქართველოს მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი 8.50 8.50 8.50 8.50 8.50 8.30 8.20 8.10 8.00 პირველი მოადგილე საქართველოს თანამდებობრივი 7.50 7.25 6.50 6.00 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი მოადგილე რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი 6.00 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი ავტონომიური თანამდებობრივი 5.25 5.00 5.00 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 5.00