„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახურის შემადგენლობა; სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა“. არჩევა და მისი 2. მე-6 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის არჩევისთანავე.“. 3. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახურის უფროსის არჩევა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და ირჩევს სამსახურის უფროსს.“. დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ სამსახურის უფროსი კვლავ ვერ აირჩა, გამეორდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურა. ეს პროცესი გაგრძელდება სამსახურის უფროსის არჩევამდე.“; 1 ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი უფლებამონაცვლე არ აირჩა, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღიდან სამსახურის ახალი უფროსის ე არჩევამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამსახურის ახალი უფროსის არჩევის შემთხვევაში იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგება სამსახურის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.“; ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება. პირი, რომელიც არჩეული იყო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა აირჩეს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.“; ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.“. 4. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახური უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისათვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ 2 საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.“. გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. დ) მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, რის შემდეგაც სამსახურის უფროსის არჩევის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.“. 6. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: პროექტის შემუშავების მიზეზია კანონში არსებული ტერმინოლოგიური ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, წარმოადგენს დასანიშნ თანამდებობის პირს, მაშინ როდესაც, ის აირჩევა პარლამენტის მიერ, კენჭისყრის გზით. ამასთან, კანონი შეიცავს ჩანაწერებს, რომლებიც წარმოადგენს არა ამ კანონით, არამედ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით რეგულირების საგანს. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიზანია გასწორდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზი და მთელ რიგ მუხლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნის ნაცვლად, მითითებულ იქნეს არჩევის თაობაზე. ამასთან, საკითხები რომლებიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგულირების სფეროს, დუბლირებებისა და კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით, ამოღებულ იქნეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა, იცვლება კანონში არსებული ჩანაწერები და „დანიშვნის“ ნაცვლად მიეთითება „არჩევა“. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების საგანს წარმოადგენს. კანონიდან ხდება იმ რეგულაციების ამოღება, რომლებიც ეხება საქართველოს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების საკითხს, აგრეთვე იმ რეგულაციის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებეთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები 1. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. წარმართავს და სამსახურს 2. სამსახურის უფროსი: ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა კანდიდატურებს; ვ) მოსამსახურეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, წარადგენს მას სახელმწიფო ჯილდოზე, აგრეთვე პირის მიმართ იყენებს ამ კანონის 36ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს; თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ი) წარმოადგენს ურთიერთობებში; სამსახურს საერთაშორისო და სხვა კ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს; ლ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; ორგანიზაციებთან მ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის; ნ) ახორციელებს უფლებამოსილებებს. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა 3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნისთანავე. მუხლი 7. სამსახურის უფროსის დანიშვნა 1. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 2. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და იღებს განკარგულებას საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ. 3. თუ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 3 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობას განმეორებით წარუდგენს იმავე ან სხვა კანდიდატურას, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურას. 4. თუ საქართველოს მთავრობამ კვლავ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, გამეორდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურა. 5. საქართველოს მთავრობისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ნიშნავს სამსახურის უფროსს. თუ ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. 7. თუ სამსახურის უფროსის კანდიდატურამ ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას, რის შემდეგაც სრულდება ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურები. 8. თუ სამსახურის უფროსი კვლავ ვერ დაინიშნა, გამეორდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურა. ეს პროცესი გაგრძელდება სამსახურის უფროსის დანიშვნამდე. 9. საქართველოს პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 10. თუ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი უფლებამონაცვლე არ დაინიშნა, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღიდან სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნის შემთხვევაში იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგება სამსახურის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. 11. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ეს ვადა იწყება წინამორბედი სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. 12. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ დანიშვნა არ შეიძლება. პირი, რომელიც დანიშნული იყო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დაინიშნოს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 13. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მუხლი 9. სამსახურის უფროსის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა 1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე. 2. სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს საქართველოს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, კომიტეტმა, კომისიამ. 4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეაფასოს სამსახურის უფროსის მიერ გაწეული საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაამტკიცოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. მუხლი 10. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო; ე) დაიკავა ან უკავია სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით; პარლამენტმა საქართველოს თ) გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ იღებს ცნობად, რის შემდეგაც სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც მისი მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. თუ პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 5. სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. თუ საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება. 7. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. 8. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, რის შემდეგაც სამსახურის უფროსის დანიშვნის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით. მუხლი 45. საპარლამენტო კონტროლი 1. სამსახურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია სამსახურისაგან შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.