„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახალხო დამცველს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. ბ) მე-3-მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას. 3. საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.“. 2. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. მე-2 ვარიანტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ისეთი დებულებების არსებობა, რომლიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით რეგულირების საგანს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საკითხები რომლებიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების სფეროს, დუბლირებებისა და კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით, ამოღებულ იქნეს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების საგანს წარმოადგენს. კერძოდ, ორგანული კანონიდან ხდება ამოღება იმ რეგულაციების, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესსა და პროცედურას. ამასთან, ორგანულ კანონში ხდება მითითება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს, ხოლო განსაზღვრულ შემთხვევებში, იღებს გადაწყვეტილებას მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 6. 1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე. 2. საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში. 3. კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია. 4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის,ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე. 5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნებისას კანდიდატების წარდგენა და არჩეულის გამოვლენა ხდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. 6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ. მუხლი 7. 1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეული იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი. 2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 5 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას. 3. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 1 მუხლი 9. 1.საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 3. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით. მუხლი 10. 1.საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) ნებაყოფილობით გადადგა; ზ) გარდაიცვალა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. 2