„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის:
ა) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე
წარდგენილი კანდიდატის არჩევა ხდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით.“.
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის
წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს
პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს,
რომლებიც შეირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით.“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილი
წესით.
2.
კომისიის
წევრის
თანამდებობიდან
გათავისუფლების
შესახებ
გადაწყვეტილება
შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს
თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი
წესების შესაბამისად. კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების
აუდიტის ჩატარების უფლება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესის შესაბამისად აქვს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლით
გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის
საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.“.
4. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის
წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის
არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს –
საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ
ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.“.
5. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 27-ე მუხლის მე-2 − მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ისეთი ჩანაწერების არსებობა, რაც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით რეგულირების საგანს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საკითხები, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების სფეროს, დუბლირებებისა და
კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით, ამოღებულ იქნეს „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღნიშნული პროექტის მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან
ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომლებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
რეგულირების საგანს წარმოადგენს. კერძოდ, კანონიდან ხდება საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრების არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული იმ
საკითხების ამოღება, რომელიც ადგენს პარლამენტის მიერ განსახორციელებელ
პროცედურებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებეთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ
ჩუგოშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე,
თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია,
მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ
მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 9. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება 5 წევრისაგან.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
3. პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით.
4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი
უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს
განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და
ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების,
ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან
ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და
არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ
თანამდებობაზე.
7. ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კომისიის წევრის კანდიდატურა კონკურსის
გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.
8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე
არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ
მუხლით დადგენილი წესით.
9. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და
მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები ქვეყნდება საქართველოს
პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
10. კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი
ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით
საქართველოს მთავრობას უთანხმებს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად
წარსადგენი კანდიდატურების სიას. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს
მთავრობა 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას შეარჩევენ.
11.
საქართველოს
პრეზიდენტსა
და
საქართველოს
მთავრობას
შორის
კანდიდატურების სიის შეთანხმების კონტრასიგნაციას ახდენს საქართველოს
1
პრემიერ-მინისტრი შეთანხმებიდან 3 დღის ვადაში, რის შემდეგაც საქართველოს
პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
12. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის
ვადაში საქართველოს პარლამენტი ირჩევს კომისიის წევრებს. თუ საქართველოს
პარლამენტში კანდიდატურების განხილვის პერიოდი მთლიანად ან ნაწილობრივ
ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს, კომისიის წევრის არჩევის პროცესი,
შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება პარლამენტის მორიგი სესიის დაწყებისთანავე
ან რიგგარეშე სესიაზე, რომლის მოწვევის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე.
13. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად
ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ
საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა. ამ
მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
14. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სიითი
შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის
წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს
პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს,
რომლებიც შეირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით. კომისიის წევრის ვაკანტურ
თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა
ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მესამედის ხმებისა.
15. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით,
3
წლით,
მოქმედი
თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობრივი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების
შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ
იქნეს კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით.
16. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ
კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის
უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა
დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.
17. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.
2
18. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია
კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო
წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების
გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვისათვის.
19. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ
მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
20.
კომისია
უფლებამოსილია
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით
თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის
თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება
აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. კომისია
ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების
საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის
წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ არ გადააყენა თანამდებობიდან
კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე
გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან
თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, ან თუ
აღნიშნული კომისიის წევრი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება,
საქართველოს პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში
იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას
მოქმედებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლით საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი
პროცედურები. კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება,
თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს
შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:
ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის
შემთხვევაში;
3
ბ) ზედიზედ 15 სამუშაო დღეზე ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით
არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის
შემთხვევაში.
4. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის
ინიციატორმა
საქართველოს
პარლამენტის
წევრებმა
დოკუმენტური
მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
5. ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს
კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
6. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში საქართველოს
პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების
საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა
საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.
7. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან თუ საქართველოს პარლამენტი არ
ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის
წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.
8. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების
საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.
9. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 13. კომისიის ანგარიში
1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს
თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების
შესაბამისად . საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ
დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში
ერთხელ . ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე
შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს . სატენდერო კომისიის
შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი . ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად
შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია .
4
2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი , რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს , უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას :
ა ) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის
შესახებ ;
ბ ) სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ ;
გ ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ ;
დ ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ ;
ე ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ ;
ვ ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ ;
ზ ) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ ;
თ ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ;
ი ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ;
კ) აუდიტის დასკვნას;
ლ) ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ;
მ) მედიაწიგნიერების
შესახებ.
ხელშეწყობისათვის
განხორციელებული
ღონისძიებების
3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს,
საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს
გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.
მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა
1. სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან.
2. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ
მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო
უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –
საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის
გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით,
ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
5
3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი
აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის
გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის
უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო,
სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
4. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. მეურვის
უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის
მომდევნო დღეს.
5. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად
არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის
უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.
6. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ,
როტაციის წესით.
7. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით.
8. სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეურვეს ეძლევა ჰონორარი და
აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.
9. მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად
საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი
მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ
უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს.
მუხლი 25. მეურვეობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო საკონკურსო კომისიის
მიერ
1. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან
მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის
გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ
განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
6
3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს
პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან,
საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო
დამცველთან
კონსულტაციების
შედეგად
საქართველოს
პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს.
საკონკურსო
კომისიის
შემადგენლობაში
უნდა
შედიოდნენ
სამოქალაქო
საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას
ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია
შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო
და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
განვითარების
კონცეფციების
შეფასების
კრიტერიუმები.
4. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს
საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.
5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის
კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს
კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების
წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ
ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო
მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები
განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები
შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების
კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ
საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას (საპარლამენტო უმრავლესობის
არარსებობის
შემთხვევაში
–
საპარლამენტო
ფრაქციებს),
საპარლამენტო
უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო
დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს
ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.
7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის
კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების
საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა
გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც
გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.
7
მუხლი 26. მეურვის არჩევა
1. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს
საქართველოს
სახალხო
დამცველი,
სამს
საპარლამენტო
უმრავლესობა
(საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო
ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის
წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული
სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი
რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო
უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო
უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –
საპარლამენტო ფრაქციები). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული
კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს
სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების
წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი
საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ
დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც
თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. ერთ პარლამენტის წევრს მხოლოდ ერთი
პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის
წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2. თუ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, მეურვის 6
კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო
ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის საპარლამენტო ფრაქცია,
რომელსაც ყველაზე ნაკლები წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ
სხვა საპარლამენტო ფრაქციები მათში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.
3. თუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც წარდგენილი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის
შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ და ვაკანსიის გამოცხადების დროს
საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის
კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი განისაზღვრება იმის
8
მიხედვით, თუ რამდენი ხმით იყო არჩეული მეურვე, რომელსაც უფლებამოსილება
შეუწყდა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.
4. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3
კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები
კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.
5. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10
სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო
უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და
საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ
ერთი მეოთხედის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –
საპარლამენტო ფრაქციების) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე
მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და
საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტებით,
ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ –
კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ
– კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის
წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.
6. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები,
საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის
შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ
დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (საპარლამენტო
უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) 10
კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ
კანდიდატურებს.
7. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ
საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის
მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის
ორჯერ წარდგენა.
8. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად
ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ
საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.
ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის,
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს,
საპარლამენტო
9
უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –
საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.
9. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური
ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.
მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი,
რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების
აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
დღიდან;
ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;
გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს
მეურვის უფლებამოსილებას;
დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ
განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;
ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება
თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად
წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;
ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში მეურვის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ
ინფორმაცია მიიღება ცნობად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს
10
პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის
უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ
მეხუთედს.
5. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30
კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს –
მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მეურვის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
6. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მეურვის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.
7. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ:
გამოუცხადოს
ა) არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა
გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ
განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;
ბ) არ შესრულდა ამ კანონის საფუძველზე მიღებული ბიუჯეტი და საბჭომ არ
განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.
8. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის
უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ
მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ
სამი მეხუთედი. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის
მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის
დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
11