„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე
საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის
მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც
მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
განისაზღვრება
პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების პროცედურა, პარლამენტის
სტრუქტურა და პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის
თავმჯდომარე.“.
2. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს
კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას).
ა.ზ) საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების შემთხვევაში, ინფორმაცია სხვა
საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილების შესახებ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი), მასში აღინიშნება:
1
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;“;
ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
სამუშაო
ჯგუფი,
რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა.გ“ ქვეპუნქტში მითითებული უნდა იქნეს კანონპროექტის თითოეული
ახალი დებულების შინაარსის შესახებ ინფორმაცია;
ბ) „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითება, როგორც
წესი, უნდა მოხდეს საკანონმდებლო პაკეტის მთავარი საკანონმდებლო აქტის
განმარტებით ბარათში. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ინიციატორი მთავარი
საკანონმდებლო აქტის განმარტებით ბარათში მიუთითებს აღნიშნულ ინფორმაციას,
2
თანმდევ საკანონმდებლო აქტებზე საჭირო აღარ არის განმარტებითი ბარათების
დართვა.
გ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კანონპროექტის ფინანსური გავლენის
მეთოდოლოგიას დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.“.
დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული
ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გ) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის
იმ შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ
იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
დ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი
წყარო, რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ე) თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას,
მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.“.
ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი მთავრობის სხდომის ოქმიდან, რომელშიც
მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი წარმომადგენლობითი
ორგანოს სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილება.“.
3. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.
მუხლი 2. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია
დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
3
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაზე მუშაობის პროცესმა აჩვენა, რომ
საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში საჭირო იყო
პარლამენტის რეგლამენტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის დებულებების გამიჯვნა. კანონპროექტის მიღების მიზეზია დუბლირებული
და კოლიზიური ჩანაწერების გაუქმება, კანონის შესაბამისობა საქართველოს
პარლამენტის ახალ რეგლამენტთან და ცვლილებების ნაწილში „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის სწორი საკანონმდებლო ტექნიკით
ჩამოყალიბება.
გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარე
მოითხოვს გაუმჯობესებას, რაც საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის
სამოქმედო გეგმით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. დროთა განმავლობაში
ინიციატორებისთვის
განმარტებითი
ბარათი იქცა მეტად ფაკულტატურ
დოკუმენტად, რომლის შევსებაც მხოლოდ ფორმალურად და ზედაპირულად ხდება,
ეს კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ხარისხიან კანონშემოქმედებით პროცესს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონში არსებული ჩანაწერების პარლამენტის ახალ რეგლამენტთან შესაბამისობაში
მოყვანა, დუბლირებებისა და კოლიზიების აღმოფხვრა, ასევე, კანონპროექტის
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის დახვეწა, ამ გზით კი
კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და საქართველოს ღია
პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულების
შესრულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის ძირითად ცვლილება ეხება კანონპროექტების განმარტებითი ბარათს,
რომლის შემადგენელი კომპონენტებიც მნიშვნელოვნად იცვლება. ეს კი იმ მიზნით
ხდება, რომ განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარე გაუმჯობესდეს.
მოქმედ კანონმდებლობაში განმარტებითი ბარათის შინაარსის შესახებ ორ
საკანონმდებლო აქტში გვხვდება ჩანაწერი - პარლამენტის რეგლამენტში და
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში. ისინი ერთმანეთის
იდენტური უნდა იყოს, მაგრამ მცირე სხვაობა, დროთა განმავლობაში ორი სხვადასხვა
ტიპის საკანონმდებლო აქტის ჩანაწერებს შორის მაინც გაჩნდა, რაც
კანონშემოქმედებით პროცესში ჩართულ პირებს გარკვეულ პრობლემებს უქმნით.
სწორი საკანონმდებლო ტექნიკის მიზნებიდან გამომდინარე არანაირი გამართლება არ
აქვს დუბლირებულ ჩანაწერებს, შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტზე რეფორმის
პროცესში თავიდანვე იქნა გადაწყვეტილი განმარტებითი ბარათის დატოვება ერთერთ აქტში. ვინაიდან კანონპროექტების ინიცირება მხოლოდ პარლამენტის და მისი
სუბიექტების კონსტიტუციური უფლება არ არის, აღნიშნული უფლებით
აღჭურვილია მთავრობა და 25 000 ამომრჩეველი (30 000 ამომრჩევლის ნაცვლად მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ), მეტიც, პარლამენტში წარმოდგენილი
კანონპროექტების ნახევარზე მეტი განეკუთვნება საქართველოს მთავრობის
ინიციატივებს, განმარტებითი ბარათის ადგილად განისაზღვრა არა პარლამენტის
რეგლამენტი, არამედ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი,
რომელიც სულ მალე ორგანულ კანონად გარდაიქმნება.
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესების პროცესში,
უპირველესყოვლისა, ყურადღება იქნა გამახვილებული სამართალშემოქმედებით
საქმიანობაში
მის დანიშნულებაზე. ამასთან, შესწავლილ იქნა საერთაშორისო
გამოცდილებაც. ჩვენს ქვეყანაში (და არა მხოლოდ) დამკვიდრებული სამართლებრივი
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ განმარტებითი ბარათი კანონპროექტის ინიციატორის
შეხედულებისამებრ
შექმნილი
საინფორმაციო
დოკუმენტია,
კონკრეტული
ინიციატივის შესახებ, რომელიც შემდეგ ცვლილებას აღარ განიცდის, მიუხედავად
იმისა, რომ კანონპროექტი იცვლება ყოველი საკომიტეტო თუ პლენარული სხდომის
შემდეგ, გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
განმარტებითი ბარათის გაცნობით ვიგებთ რა სურდა ინიციატორს ინიცირების
მომენტში და არა იმას, რაში მდგომარეობს კანონმდებლის ნება, შესაბამისი
ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში. კანონმდებლის ნების გამოსარკვევად
ოქმდება პარლამენტის პლენარული და საკომიტეტო სხდომები და მზადდება
შესაბამისი სტენოგრამები.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განმარტებითი ბარათის შინაარსი იმ
სტანდარტით უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, რომ არ შეზღუდოს ინიციატორების
კონსტიტუციური უფლება, საკანონმდებლო ინიციატივაზე. ამის საპირისპიროდ,
დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ ინიციატორები განმარტებით ბარათებს
ნაჩქარევად და ზედაპირულად ამზადებენ, რის გამოც ხშირად შეუძლებელი ხდება
საკანონმდებლო ცვლილების არსში გარკვევა. ნორმის ჩამოყალიბებული
ფორმულირება და ინიციატორის სურვილი ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა, თუნდაც
ლინგვისტური მიზეზების გამო, რის გამოც კანონპროექტების საპარლამენტო
მოსმენებისას იქმნება პრობლემა.
სწორედ
ზემოაღნიშნულის
მხედველობაში
მიღებით,
წარმოდგენილი
კანონპროექტით იცვლება განმარტებითი ბარათის შინაარსი. ცვლილების თანახმად,
კანონპროექტზე ზოგად ინფორმაციაში, ნაცვლად სამი კომპონენტისა (მიზეზი,
მიზანი, არსი), საჭირო ხდება შვიდი კომპონენტის ჩამოყალიბება. ესენია:
ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტის შემთხვევაში);
ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს
კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას).
ამასთან, კანონპროექტის მიღების მიზეზში საჭიროა ორ მნიშვნელოვან საკითხზე
ყურადღების გამახვილება - რა არის ის კონკრეტული პრობლემა, რომლის გადაჭრასაც
მიზნად ისახავს კანონპროექტი და რატომ არის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარევა
ამ პრობლემის გადასაჭრელად. აქ მნიშვნელოვანია სწორად იქნას დანახული
პრობლემა და გამოირიცხოს ამ პრობლემის გადასაჭრელად სხვა გზები, გარდა კანონის
მიღებისა, ვინაიდან კანონის მიღება არის პრობლემის გადასაჭრელი უკიდურესი
აუცილებლობა
და არა
ჩვეულებრივი
რუტინა,
რომელის გამოყენებაც
შეხედულებისამებრ შეიძლება.
შემდეგ პუნქტში ინიციატორმა უნდა ასახოს ის რეალური შედეგები, რომელთა
მიღწევასაც მიზნად ისახავს, ან რომლებიც მიზნადდასახულის გარდა მოყვება
საკანონმდებლო ცვლილებას.
რაც შეხება კანონპროექტის ძირითადი არსს, საკანონმდებლო ცვლილება
აკონკრეტებს, რომ ამ პუნქტში ინიციატორმა უნდა განმარტოს შემოთავაზებული
ყველა ახალი დებულების შინაარსი, იმისათვის რომ პარლამენტისთვის
არასამართლებრივ ენაზეც გასაგები იყოს ყველა ცვლილების შინაარსი.
ცვლილებით შემოთავაზებული სიახლეა ის, რომ განმარტებით ბარათში,
საქართველოს მთავრობის ინიციატივების შემთხვევაში უნდა აისახოს ინფორმაცია
კანონპროექტის კავშირის შესახებ სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ბარათის ეს კომპონენტი მხოლოდ საქართველოს
მთავრობის, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების პირის მიერ ივსება.
განმარტებითი ბარათის ზოგად ნაწილში, ასევე სიახლეა, რომ ყველა ინიციატორმა,
თუკი მისი ინიციატივა გულისხმობს ჩვეულებრივი წესისგან განსხვავებულ დროს
კანონპროექტის ძალაში შესვლას, მიუთითოს აღნიშნულის მიზეზებზე და განმარტოს
რა პრინციპით იქნა შერჩეული კანონის ძალაში შესვლის თარიღი. დასაბუთების
ვალდებულება შემოდის კანონისთვის უკუძალის მინიჭების ინიცირების
შემთხვევისთვისაც.
ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც ინიციატორს სურს მისი კანონპროექტი
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს, განმარტებით ბარათშივე უნდა
დაასაბუთოს ამის მიზეზი.
წარმოდგენილი ცვლილებით ინიციატორებისთვის შემოდის საკანონმდებლო
პაკეტზე მხოლოდ ერთი განმარტებითი ბარათის დართვის შესაძლებლობა.
რეალურად საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ერთ ძირითად კანონპროექტს,
რომელსაც თან ერთვის მისგან გამომდინარე კანონპროექტები, შესაბამისად, ყველა
ძირითადი ცვლილება ისედაც ძირითადი კანონპროექტის განმარტებით ბარათში
აისახება და აქვე შესაძლებელია მიეთითოს ის ინფორმაციაც, რამაც თანმდევი
კანონპროექტები გამოიწვია.
გარკვეულწილად იცვლება განმარტებითი ბარათის შემდეგი პუნქტი, რომელიც ეხება
კანონპროექტის ფინანსური გავლენის დასაბუთებას. ვინაიდან ამ პუნქტის მომზადება
შედარებით უფრო სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, ინიციატორებისთვის საქმის
გამარტივების მიზნით დგინდება, რომ კანონპროექტის ფინანსური გავლენის
მეთოდოლოგიას პარლამენტი დაამტკიცებს. ინიციატორები კი ამ მეთოდოლოგიით
იხელმძღვანელებენ, ამასთან, კონკრეტდება, რომ კანონპროექტის ფინანსური გავლენა
შეფასებული უნდა იქნეს კანონპროექტის ამოქმედების წლისთვის და შემდგომი სამი
წლისთვის. გარდა ამისა, კონკრეტდება რომ ბიუჯეტზე გავლენა გულისხმობს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ბიუჯეტზე გავლენას, ხოლო, კანონპროექტით
დადგენილ გადასახადში, მოსაკრებელში ან სხვა სახის გადასახდელში იგულისხმება
შესაბამის ბიუჯეტში ფულადი შენატანი - ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად
იყო ხოლმე ხარვეზები განმარტებითი ბარათების შევსების დროს.
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების გრაფას ემატება
შემდეგი კომპონენტი:
„სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;“.
ამ კომპონენტის დამატება გამოიწვია კანონპროექტის ძირითადი არსიდან
საერთაშორისო გამოცდილების განცალკევების საჭიროებამ. აღნიშნულ საკითხს
უმეტესაც კანონპროექტის არსში წერენ ხოლმე ინიციატორები, რაც შემდეგ არსის
აღქმას ართულებს, ამასთან, განმარტებითი ბარათით ამ ინფორმაციის გაზიარება
პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით უქმდება კანონპროექტებზე იმ
მუხლების მოქმედი რედაქციების დართვის საჭიროება, რომლებშიც შედის
ცვლილება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ კანონმდებლებმა კონკრეტულ
მუხლზე მსჯელობისას, ყველა შემთხვევაში უნდა ისარგებლონ მუხლის უკანასკნელი
რედაქციით, რომლის ერთადერთი ზუსტი წყარო არის საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეს ვებგვერდი - www.matsne.gov.ge , ყოველი განხილვის წინ შეიძლება აღმოჩნდეს,
რომ მუხლის მოქმედი რედაქციის ამობეჭდვიდან ამ მუხლის ცვლილების
განხილვამდე კიდევ შესულა ნორმაში ცვლილება, შესაბამისად, დანართად
წარმოდგენილი მოქმედი მუხლები, რომლებიც ხშირად რამდენიმეჯერ აღემატება
კანონპროექტს მოცულობაში, მატერიალური რესურსის და დროის ფუჭი ხარჯვაა.
გარდა აღნიშნულისა, დგინდება, რომ კანონპროექტს უნდა დაერთოს:
ა) ყველა შეფასების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების დოკუმენტი, მათ შორის იმ
შეფასების/რეკომენდაციების/შენიშვნების ამსახველი დოკუმენტები, რომელიც არ
იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ბ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო,
რაც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის
შემთხვევაში.
რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტის სხვა ცვლილებებს, მე-10 მუხლის მე-10
პუნქტში კონსტიტუციის და ახალი რეგლამენტის შესაბამისად განიმარტება
რეგლამენტი, როგორც საკანონმდებლო აქტი. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის
მისაღებად მიეთითება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობაზე და არა სიითი შემადგენლობის უმრავლესობაზე. ხოლო მთავრობის
მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე მიეთითება მთავრობის სხდომის ოქმიდან
ამონაწერის და არა მთელი ოქმის დართვის საჭიროებაზე. პრაქტიკაში ეხლაც
მთავრობის მიერ ოქმიდან ამონაწერის წარმოდგენა ხდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებეთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ცვლილებების ყველა
ძირითადი მიმართულების განხილვა ხდებოდა პარლამენტის რამდენიმე წევრის,
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, პარლამენტის აპარატის შესაბამისი
თანამდებობის პირების ჯგუფთან. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
დანერგვის მიზნით, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
მხარდაჭერით, რეფორმის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინსტიტუციონალური
გაძლიერებისა და საპარლამენტო პროცედურების საკითხებში საერთაშორისო
ექსპერტი - სერ ევან პოლ სილქი
და ადგილობრივი ექსპერტი - კახაბერ
ურიადმყოფელი. სერ ევან პოლ სილქი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა და ის,
ადგილობრივ ექსპერტ - კახაბერ ურიადმყოფელთან ერთად შეხვდა პარლამენტის
კომიტეტების, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო
და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სფეროს შესაბამის
სპეციალისტებს. მათ მიეცათ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოესმინათ და
გაეანალიზებინათ
სხვადასხვა
პოლიტიკური
ძალების
და
დარგობრივი
სპეციალიზაციის სხვადასხვა ექსპერტების, სპეციალისტების თუ პარლამენტის
სტრუქტურული ერთეულების მოსაზრებები და რეკომენდაციები. რომლის
შედეგადაც, ექსპერტებმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოამზადეს. სერ ევან პოლ
სილქი ახალი რეგლამენტის პროექტზე ამზადებს საბოლოო ანგარიშს, რომელიც
რეგლამენტის საპარლამენტო განხილვების დროისთვის იქნება წარმოდგენილი.
რეფორმაზე მუშაობის პროცესში ეტაპობრივად ხდებოდა ინფორმაციის გაზიარება
ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სფეროს
ექსპერტებთან:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
(ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)
ნატოს სამოკავშირეო ოფისი
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD)
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო
(USAID)
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), პროგრამა „კანონის
უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფარგლებში
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD)
სფეროს ექსპერტი - ვახუშტი მენაბდე
მათგან ხდებოდა მოქმედი რეგლამენტის ხარვეზების და გამოსწორების გზების
შესახებ წინადადებების მიღება, ასევე პარლამენტის გაძლიერების მიზნით
კონკრეტული რეკომენდაციების მოსმენა-გაანალიზება და რეგლამენტის ახალ
პროექტში ასახვა.
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,
პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს სამუშაო ჯგუფის
ფარგლებში მიმდინარეობდა მუშაობა. საბჭოს წევრებიდან ჯგუფს ხელმძღვანელობდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი.
საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შედგენისას ამ
ვალდებულების ინიციატორი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
(TI). წარმოდგენილ კანონპროექტში ასახულია სამუშაო პროცესში გამოთქმული
მოსაზრებების მნიშვნელოვანი ნაწილი.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ
ჩუგოშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე,
თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია,
მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ
მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 10. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი
იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა
სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის
განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება
საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.
3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას,
რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ
ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.
4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და
გაუქმება.
5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა
მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული
კანონითაა გათვალისწინებული.
6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში
არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს
საქართველოს პრეზიდენტს.
8. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში
ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და
კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს
პარლამენტს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს,
საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7
დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა
კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც
მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის
დადგენილება,
რომელიც
საკადრო
ან
პერსონალურ
საკითხებს
ეხება.
არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები
განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე
ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის
მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც
მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა
უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის
ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება
პარლამენტის
უფლებამოსილება,
შინაგანი
სტრუქტურა,
მუშაობისა
და
აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან
ურთიერთობის
წესი.
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები
1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.გ) (ამოღებულია – 22.06.2012, №6536);
დ.დ) (ამოღებულია – 22.06.2012, №6536);
ე) კანონპროექტის ავტორი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ,
რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ
ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;
ა1) იმ მუხლის ( მუხლების ) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც )
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება , მათ შორის , ხდება მისი (მათი )
ამოღება ;
ბ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის
დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით
წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი,
რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
4. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც
მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების
(გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების
საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი
პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე
ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც
გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა
წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული
ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 20. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს
პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის მიღების თარიღად
ჩაითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
3. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
4. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების
(დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ
ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას
უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის
შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
6. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა
ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და
ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.
7. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში
მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც
შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
8. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის,
ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს
შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების
გათვალისწინებით.
9. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან
შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას
საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის
საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და
მიღების გზით.
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი
განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.