„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა განხილვა „საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს, განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. 2. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა განხილვა „საქართველოს პარლამენტში მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში იმ ჩანაწერების არსებობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით რეგულირების საგანს წარმოადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტთან, კერძოდ, ის საკითხები რომლიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების სფეროს, ამოღებულ იქნეს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ხდება იმ საკითხების ამოღება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების საგანს წარმოადგენს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სწორედ პარლამენტის რეგლამენტია ის დოკუმენტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ისიც, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულების საშუალებით მონაწილეობს იგი მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებაში. სწორი საკანონმდებლო ტექნიკის დამკვიდრების მიზნით მნიშვნელოვანია, პარლამენტის სამუშაო დებულებები მოცემული იყოს მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტში. აქედან გამომდინარე სარატიფიკაციოდ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების განხილვის, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების საკითხების განხილვისას, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 36-ე მუხლებში კონკრეტულად აღარ მიეთითება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და სხვა კომიტეტებზე, არამედ მითითება ხდება ზოგადად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ წესზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებეთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 16 სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა წინასწარი განხილვა საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს, წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში - საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა. მუხლი 36 მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა წინასწარი განხილვა საქართველოს პარლამენტში მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში _ საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.