„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით.“. ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება კომისიის წევრად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს 1 კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ისეთი რეგულაციების არსებობა, რომლებიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით რეგულირების საგანს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საკითხები რომლებიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების სფეროს, დუბლირებებისა და კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით, ამოღებულ იქნეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების საგანს წარმოადგენს. კერძოდ, კანონიდან ხდება ამოღება რეგულაციის, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის არჩევის საკითხებს, მათ შორის კომისიის წევრის თანამდებობაზე გამწესების ვადას. ამასთან, კანონში ხდება მითითება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრს ირჩევს, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გადააყენებს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის თავმჯდომარე აირჩევა პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 6. კომისიის წევრები და წევრობის ვადები 1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. 3. კომისიის წევრი აირჩევა 6 წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა არჩეულ იქნეს 6-წლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ირჩევს კომისიის ახალ წევრს დარჩენილი ვადით. 4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 5. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება კომისიის წევრად ამ მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 6. კომისიის წევრობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება კომისიის წევრზე არ გავრცელდება, თუ დარჩენილი კომისიის წევრების რაოდენობა იქნება არანაკლებ 3-ისა. მუხლი 7. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება 1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ: ა) ნებაყოფლობით გადადგა; ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ე) დაარღვია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები; ვ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; ზ) გარდაიცვალა. 2. კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე. 3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი 1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. 2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს,პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.