„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/187/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 39-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს როგორც წესი განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. კომიტეტების დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.“; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.“. 2. მე-40 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან 20 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.“. ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის საქართველოს პროექტს მთავრობის პარლამენტი მიერ პლენარულ პროექტის სხდომაზე განიხილავს გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი შეიცავს ჩანაწერებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტთან, ხოლო რიგი საკითხებისა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რის გამოც კოდექსი საჭიროებს ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი შესაბამისობაში მოვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით.“. სწორედ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსია ის კანონი, რომელიც დეტალურად არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის საკითხებს. ვინაიდან, პარლამენტის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვასა და მიღებას ეხება, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი თავიც დეტალურად აწესრიგებს ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს. პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის პროცესში, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის კუთხით პარლამენტის გაძლიერებას დაეთმო. 2016 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ექსპერტმა მათიას მერინგმა მოამზადა „საბიუჯეტო საკითხებში კომიტეტის ეფექტიანი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი წინაპირობების ანალიზი“, რომელშიც მოცემულია მთელი რიგი რეკომენდაციები. საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით ექსპერტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლის გაძლიერება. მისი შეფასებით „კომიტეტების მთლიანი გუნდის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხმა ძალზედ სუსტია იმისათვის, რომ პარლამენტი მთავრობის პირისპირ, სამთავრობო რგოლის წარმომადგენლის, ფინანსთა სამინისტროს საპირწონე, სათანადოდ ქმედითი და ძალაუფლებით აღჭურვილი ერთეულით იყოს წარმოდგენილი.“. ექსპერტის რჩევით „რეკომენდირებულია საქართველოს პარლამენტში დაინერგოს გერმანული საბიუჯეტო კომიტეტის მსგავსი მოდელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელსაც საბიუჯეტო საკითხებში მატერიალური თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი ექნება მინიჭებული. ამისათვის მართებულია პარლამენტის რეგლამენტში უპირატესობის მიმნიჭებელი რეგულაციის დადგენა, რომლის თანახმად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საბიუჯეტო დოკუმენტაციის განხილვის ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.“. აღნიშნული საკითხი პარლამენტის გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. საბოლოოდ კი, რეგლამენტის ახალ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში ნათლად გამოიკვეთა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლი. გარდა ამისა, ხარისხიანი საბიუჯეტო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის საპარლამენტო ვადები, შესაბამისად, ამან გამოიწვია ცვლილება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში. საგულისხმოა, რომ განსხვავებით სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადებისა, ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის მოქმედი ვადები ძალიან მცირეა, რაც ფორს-მაჟორულ ვითარებაში აყენებს პარლამენტს, ამასთან, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ხარისხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 39-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილში მიეთითება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესახებ. ამავე მუხლის მე-8 ნაწილში, კონსტიტუციური ცვლილებიდან გამომდინარე, სიითი შემადგენლობით განსაზღვრული უმრავლესობის ნაცვლად მიეთითება, სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე, ანალოგიური ცვლილება შედის მე-40 მუხლის მე-7 ნაწილშიც. რაც შეეხება მე-40 მუხლის ცვლილებებს, ამ მუხლის მე-3 ნაწილში 7-დღიანი ვადა, პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციიდან გამომდინარე იზრდება 20 დღემდე, ხოლო მე-5 ნაწილში - 5-დღიანი ვადა - 10 დღემდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებეთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ცვლილებების ყველა ძირითადი მიმართულების განხილვა ხდებოდა პარლამენტის რამდენიმე წევრის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, პარლამენტის აპარატის შესაბამისი თანამდებობის პირების ჯგუფთან. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რეფორმის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და საპარლამენტო პროცედურების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი - სერ ევან პოლ სილქი და ადგილობრივი ექსპერტი - კახაბერ ურიადმყოფელი. სერ ევან პოლ სილქი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა და ის, ადგილობრივ ექსპერტ - კახაბერ ურიადმყოფელთან ერთად შეხვდა პარლამენტის კომიტეტების, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სფეროს შესაბამის სპეციალისტებს. მათ მიეცათ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოესმინათ და გაეანალიზებინათ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების და დარგობრივი სპეციალიზაციის სხვადასხვა ექსპერტების, სპეციალისტების თუ სტრუქტურული ერთეულების მოსაზრებები და რეკომენდაციები. რომლის შედეგადაც, ექსპერტებმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოამზადეს. სერ ევან პოლ სილქი ახალი რეგლამენტის პროექტზე ამზადებს საბოლოო ანგარიშს, რომელიც რეგლამენტის საპარლამენტო განხილვების დროისთვის იქნება წარმოდგენილი. რეფორმაზე მუშაობის პროცესში ეტაპობრივად ხდებოდა ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სფეროს ექსპერტებთან:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)            ნატოს სამეკავშირეო ოფისი ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) ფარგლებში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) სფეროს ექსპერტი - ვახუშტი მენაბდე მათგან ხდებოდა მოქმედი რეგლამენტის ხარვეზების და გამოსწორების გზების შესახებ წინადადებების მიღება, ასევე პარლამენტის გაძლიერების მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების მოსმენა-გაანალიზება და რეგლამენტის ახალ პროექტში ასახვა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი ამ ეტაპზე არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 39. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება 1. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მასალებით და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს იხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრები. 2. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების და მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი მინისტრი ან მისი მოადგილე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად. 3. საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნებს საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა უგზავნის საქართველოს მთავრობას. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. 4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე. 5. პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. 6. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები არა უგვიანეს 15 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას. 7. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად არა უგვიანეს 30 ნოემბრისა წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 1 8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით. 9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 11. თუ საქართველოს პარლამენტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა. 12. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხარჯები იფარება წინა წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად. 13. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას. 14. წლიური საბიუჯეტო კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა 1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას. 2. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტისთვის დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე. 3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში 2 წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნებს უგზავნის საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ. 5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 6. პლენარულ სხდომაზე წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერმინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. 7. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს. 8. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მიერ გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი. 9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3