„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-04
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის
წესი, მისი შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესითა და გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებით.“.
ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. 121 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები
საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად
შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
შექმნილ
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
საბჭოსთან
კოორდინირებული
მუშაობის
უზრუნველსაყოფად ქმნიან გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის
შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს
პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით და
გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“.
3. მე-13 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე
სისტემური
და
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
შექმნილ
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
საბჭოსთან
კოორდინირებული
მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის
საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება
განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური
გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი
საკრებულო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო
ყალიბდება მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოდ. შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით იცვლება მისი სახელწოდება და ყალიბდება,
როგორც „გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“.
ამასთან, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს
ჩანაწერებს, რომლებიც წარმოადგენს არა ამ კანონით, არამედ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების საგანს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
მოხდეს საბჭოს ახალი სახელწოდების „გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო“ ასახვა. ამასთან, კანონპროექტის მიზანია, საკითხები
რომლებიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულირების
სფეროს, დუბლირებებისა და კოლიზიების აღმოფხვრის მიზნით, ამოღებულ იქნეს
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი
„გენდერული თანასწორობის საბჭო“, იცვლება ახალი სახელწოდებით „გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“. გარდა აღნიშნულისა,
პროექტის თანახმად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან
ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
რეგულირების საგანს წარმოადგენს. ამ მიზნით, ახლებურად ყალიბდება კანონის მე12 მუხლის მე-2 პუნქტი, ხოლო ამოღება ხდება ამავე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა
სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებეთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ
ჩუგოშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე,
თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია,
მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, გურამ
მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 12. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
1.
საქართველოს
პარლამენტი
საქართველოს
კონსტიტუციის,
საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს გენდერულ სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის
ძირითად
თანასწორობის
სფეროში
მიმართულებებს,
საკანონმდებლო
უზრუნველყოფს
ბაზის
შექმნასა
და
გენდერული
განვითარებას,
განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს გენდერული
თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოების საქმიანობას.
2. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის
საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება
განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და
გენდერული
თანასწორობის
საბჭოს
დებულებით,
რომელსაც
ამტკიცებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:
ა) (ამოღებულია - 28.04.2016, №5069);
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს
წინადადებები
კანონმდებლობაში
არსებული
გენდერული
უთანასწორობის
აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო
აქტების
პროექტების
ექსპერტიზა
გენდერული
თანასწორობის
შეფასების
თვალსაზრისით;
დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის
მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ე) შეიმუშაოს და დანერგოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის
განხორციელებული
ღონისძიებების
მონიტორინგისა
და
შეფასების
სისტემა,
შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ვ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
ინფორმაცია
და
დოკუმენტაცია,
გარდა
ისეთი
დოკუმენტებისა,
რომელთა
კონფიდენციალურობაც
დაცულია
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი
განცხადებები,
დოკუმენტაცია
და
სხვა
ინფორმაცია,
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
თ)
გენდერულ
მოიწვიოს
თანასწორობასთან
შესაბამის
დარგში
დაკავშირებული
მომუშავე
საკითხების
საერთაშორისო
ან
განხილვისას
ადგილობრივი
ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;
ი) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებები.
4. გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის
შესახებ,
ამზადებს
ანგარიშებს
გენდერული
თანასწორობის
საკითხებზე
საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის
თაობაზე; გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
შესაბამისი
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
გენდერული
თანასწორობის
საკითხებთან
დაკავშირებით
წარმოადგინოს
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში.
5. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა, მუშაობის წესი
და
სახელმწიფო
ორგანოებთან
ურთიერთობა
განისაზღვრება
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.
6. საქართველოს მთავრობა გენდერულ და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის
უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა
და
ოჯახში
ძალადობის
საკითხებზე
მომუშავე
უწყებათაშორის
კომისიას.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება
და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი
121.
გენდერული
თანასწორობის
უზრუნველყოფა
ავტონომიური
რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ
1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და
ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შეიმუშავებენ და
ახორციელებენ
ღონისძიებებს
შესაბამის
ავტონომიურ
დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
რესპუბლიკაში
2. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები
საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად
შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და
საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან
კოორდინირებული
თანასწორობის
მუშაობის
საბჭოს,
უზრუნველსაყოფად
რომლის
შემადგენლობა,
ქმნიან
გენდერული
სტატუსი,
ფუნქციები,
უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული
თანასწორობის საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოს
რეგლამენტით
და
გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
მუხლი
13.
გენდერული
თანასწორობის
უზრუნველყოფა
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მიერ
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო
ხელშეკრულებების,
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო
აქტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს
ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე
სისტემური
და
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
შექმნილ
გენდერული
თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის
მუნიციპალურ
გენდერული
თანასწორობის
საბჭოს,
რომლის
შემადგენლობა,
სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო.
1 2.
მუნიციპალიტეტში
გენდერული
თანასწორობის
საკითხების
შესწავლის,
განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის
მიზნით მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს შესაბამის მერიაში გენდერული
თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად
უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
3.
სახელმწიფო
ორგანიზაციულ,
ორგანოები
თავიანთი
საინფორმაციო
და
სხვა
კომპეტენციის
სახის
ფარგლებში
დახმარებას
უწევენ
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან
აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მიზნით.