ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სასამართლო პრაქტიკაში
საერთო სასამართლოების 372 მითითება 64 მუხლზე
, ასევე 11 მითითება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილებებში.
ქვემოთ — 43 ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლი და ფრაგმენტი უმაღლესი ინსტანციის ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან.
-
…პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (1-ლი მუხლი). ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის…
-
…სააპელაციო სასამართლო არსებითად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-5, მე-19 მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის…
-
…წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული…
-
…დამოუკიდებლად) და 413-ე მუხლის პირველ ნაწილს (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით); ასევე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში…
-
…და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს ამოწმებს, სწორედ განხორციელებული რევიზიის ხანდაზმულობის ჭრილში. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ,…
-
…მიერ განმახორციელებელთან წარდგენილ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში - „კალკულაციაში“ დაფიქსირებულია Ro, სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დასკვნა ისტორიაში არ არის მითითებული. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებულნი არიან…
-
…შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული მონაცემებით იგი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვლის…
-
…რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად“ ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 13. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, „დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე…
-
…მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ყოველდღიურად შეადგენდა 0.86 ლარს (860 ლარის 0.1%), 2014 წლის 2 მაისიდან სარჩელის შეტანამდე, 2015 წლის 9 თებერვლამდე კი _ 243.38 ლარს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და #177 დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში მოპასუხე კომპანიაში დაზღვეულ…
-
…სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 992-ე, 1007-ე და 413-ე მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის 103-ე მუხლი. 11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ…
-
…დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ 2.9 მუხლის თანახმად, სამედიცინო ჩარევის აუცილებელი და გარდაუვალი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. ხსენებული წესის მე-13, მე-14 მუხლებში მითითებულია თანხმობის მონაცემები, ფორმა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტ ლ. მ-ის მიერ ოპერაციულ მკურნალობაზე თანხმობა იყო დოკუმენტურად…
-
…სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირს, რომელმაც საქართველოს…
-
…გამომწვევი და დანიშნულიყო სპეციფიკური, უფრო ადეკვატური მკურნალობა. ასევე, არ იქნა რეკომენდებული...ის კონსულტაცია და არც დამატებითი კვლევა (მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა). კასატორის განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების…
-
…სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის შედავების გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 14. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან…
-
…კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება), მე-8 მუხლის პირველ პუნქტს (სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და პალიატიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა…
-
…რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მკურნალობაში ინფექციონისტის ჩართვა“, რაც არ განხორციელებულა მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების მიერ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის…
-
…უფლების მქონე ექიმისათვის“. „სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად“ ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი). 13. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, „დამოუკიდებელი…
-
…პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის გარეშე. იმავე წერილში მითითებულია, რომ თ.დ-ს სამსახურში დაბრუნების საკითხი გადაწყდება სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ (ს.ფ. 5). ამასთან, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 24-ე მუხლი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას განსაზღვრული პერიოდულობით ითვალისწინებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ…
-
…სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“; ხოლო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 41- ე მუხლის საფუძველზე ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.…
-
…გარკვეული სამედიცინო დარგების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებისათვის ასევე არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რადგანაც ასეთი ლიცენზიის გაცემის უფლება ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლით გააჩნია მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის…
-
…გარემოება, რომ კასატორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობისას გამოსცემდა ბრძანებებს შვებულებაში გასვლასთან დაკაშირებით და ამას სიტყვიერად ათანხმებდა გამგეობასთან და ასევე, ჯანმრთელობის სამინისტროსთან. უფრო მეტიც, კანონის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას წარმართავს თავისი წესდების შესაბამისად. სასამართლოებმა ასევე არ…
-
…სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე; ü მ. მ-ე 2004 წლის 23 აპრილს ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის…
-
…მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. პაციენტთა დარღვეული უფლებების დაცვის სამართლებრი-ი საფუძვლები ასევე მოწესრიგებულია „პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრი-ი და არაქონებრი-ი…
-
…მკურნალობის არასასურველი მეთოდის გამოყენებისათვის, რამაც მორალური ზიანი და სულიერი ტანჯვა მიაყენა. 5.14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში უგონოდ შეიყვანეს. პალატამ მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის…
-
…შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად. ამავე კანონის 26-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება წარიმართება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო…
-
…რომ მოსარჩელეზე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია სპეციალისტის სერთიფიკატი, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას, დამოუკიდებლად წარმართოს ანესთეზილოგია რეანიმატოლოგიის დარგში. ეს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და,,საექიმო საქმიანობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის…
-
…სათანადო პროფილის მქონე ექიმის სწრაფად მოძიება კი ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ კლინიკა რეგიონში მდებარეობს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის გამო, სახეზე იყო ვითარება, რაც კლინიკას უქმნიდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.2 მუხლის შესაბამისად მოქმედების წინაპირობას. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს სჭირდება გადაუდებელი…
-
…ღონისძიებებს. შესაბამისად, მათ ხელზე ვერ ექნებოდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილი. შეუძლებელია, პაციენტმა წინასწარ განსაზღვროს, როდის დასჭირდება მას რეანიმაციული ღონისძიებები და რა ფარგლებში. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი ვალდებულია, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და…
-
…ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით [ საქართველოს კონსტიტუციის 29.1 მუხლი ]. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა [ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1 მუხლი ]. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის…
-
…ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამასთან, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიით (ექოსკოპიის დასკვნა) დასტურდება, რომ პაციენტი იყო 22 კვირაზე მეტი ორსული, როდესაც მოხდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლისა და „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის,…
-
…ხოლო 2001 წლის 25 ოქტომბერს შეეძინა ქალიშვილი. მოსარჩელემ 2004 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „....“ დირექტორ დ. ჩ-ს სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 154-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო პერსონალს ეკრძალება დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება სპეციალისტის სერტიფიკატის…
-
…კი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ამავე კანონის 20-ე მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის…
-
…არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. ამავე კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და…
-
…მიერ გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, 31-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. სოციალური სახელმწიფო არის მმართველობის ფორმა,…
-
…დაცვის რეჟიმში გადაზრდას, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის მიმართვა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის კანონიერების შემოწმების შესახებ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის თანახმად, მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი მოვალეა დაიცვას სამედიცინო (საექიმო)…
-
…რაც დაადასტურებდა, რომ სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა იქ მყოფი პაციენტის დისკრიმინაციას სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას. ასევე მ.------–--ის ბრალეულობასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს სადაც აღნიშნულია, „ექიმი ვალდებულია წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირს…
-
…გ--------–---–---ემ და კ----------------ემ დაკითხვისას მიუთითეს რომ პაციენტ გ----------------ისთვის ღვიძლის გადანერგვა განხორციელდა ისე, რომ კლინიკას არ ჰქონდა მიღებული ტ-------–-----–----------- თანხმობა, რითაც დარღვეულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო კ----–--------–--ეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა…
-
…გაფორმებული იყვნენ მ. ხ-ე - ნეიროქირურგი და ხ. ჩ-ე - რეანიმატოლოგი, რომლებიც ეწეოდნენ დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. ექიმ ი. თ-ეს ჰქონდა სერტიფიკატი პედიატრიაში, თუმცა მუშაობდა ტრანსფუზიოლოგად. სადავო პერიოდში მოქმედი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს ეკრძალებოდა სამედიცინო საქმიანობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, სამედიცინო…
-
…კერძოდ, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონი, რომელიც ქმნის სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სუბიექტთა საქმიანობისა და ამ სფეროში მართლზომიერი პრაქტიკის სახელმწიფო გარანტიების სამართლებრივ საფუძვლებს. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 74-ე მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს გადამდებ და განსაკუთრებით გავრცელებულ…
-
…სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება. ამავე კანონის მე-80 მუხლის თანახმად სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას მონაცემების გამორჩენის ან არასრულად მითითების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების…
-
…სნეულებების და რადიოლოგიური მიმართულებით. 24. მომართვის თანახმად, შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა- ნაკლოვანებები:,,-მშობიარეს მოთხოვნით 18.10.19წ. ჩატარებულ იქნა ქირურგიული სტერილიზაცია, თუმცა, საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 145-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის- სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია: გ) თუ პაციენტს…
-
…იყო განსაზღვრული, მაშინ, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების გატარება წარმოადგენდა სახელმწიფო ვალდებულებათა სისტემას, რაც პირდაპირ იყო გათვალისწინებული “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 851-ე, 852-ე და 853-ე მუხლებით. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების აუცილებლობაზე მიუთითებდა “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”…
-