„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს: გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი (თავის ტერიტორიაზე) ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“. 2. 62 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 122 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ამ კანონის დებულება არ გავრცელდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით, ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 1) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი ეხება ადგილობრივი მოსაკრებლების დადგენისა და გადახდის წესებს. მათ შორის, დადგენილია მოსაკრებლები სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ, ასევე სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი, რომლებიც უქმდება სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტით და, შესაბამისად, არც მათი მოწესრიგების საჭიროება არსებობს. 2) ამ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მშენებლობის ნებართვის შემცვლელი შეთანხმების გამარტივებული წესები არ იარსებებს. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ან მუნიციპალიტეტი (თავის ტერიტორიაზე) არიან ნებართვის მაძიებლები, მათ მოუწევთ სანებართვო მოსაკრებლის გადახდა, რაც როგორც სახელმწიფო პოლიტიკის, ისე ფისკალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ამიტომ შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში რამდენიმე ცვლილების განხორციელებას: 1. კანონპროექტის შესაბამისად, კანონიდან ამოღებულია მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს გადასახადების დადგენას ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ კანონით დადგენილია ერთ-ერთი მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტი აუქმებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმებას. ამიტომ, ის აღნიშნულ კანონშიც უნდა გასწორდეს. 2. კანონის მე-5 მუხლს ემატება მე-9 პუნქტი. ამ ცვლილების მიხედვით, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელი არის სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო დაწესებულება ან მუნიციპალიტეტი (თავის ტერიტორიაზე), მასზე არ უნდა გავრცელდეს მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდა. ამით, ჩანაცვლდება დღემდე მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული უწყებები ამ მოსაკრებელს არ იხდიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი საქმიანობა საერთოდ არ ექვემდებარებოდა ნებართვის აღების ვალდებულებას. ამ ცვლილებებით, უწყებებს დარჩებათ ნებართვის აღების ვალდებულება (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა), თუმცა ის არ დაექვემდებარება სანებართვო მოსაკრებლის გადახდას. 3. კანონიდან ხდება 62 მუხლის ამოღება. ამის მიზეზი არის ის გარემოება, რომ კოდექსით უქმდება მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა, ამდენად ამასთან დაკავშირებული მომსახურების მოსაკრებლის არსებობაც არ არის საჭირო. 4. კანონიდან ამოღებულ იქნება 122 მუხლი. როგორც უკვე აღინიშნა, „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი ითვალისწინებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაუქმებას, რაც თავისთავად გამორიცხავს კოეფიციენტების გაყიდვის შესაძლებლობას. ამდენად, მუხლი, რომელიც ადგენს ასეთი შეთანხმებისთვის მოსაკრებლის გადახდას, მისი დაანგარიშების წესს და ა.შ. ასევე უნდა გაუქმდეს. 5. კანონპროექტი აწესრიგებს ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე მიღწეული სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდის საკითხს. ამ შემთხვევაში, კანონს უკუძალა არ ექნება და მოსაკრებლის გაანგარიშებასა და გადახდის წესთან დაკავშირებით იმოქმედებს ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებული წესები. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ერთის მხრივ, ზიანი არ მიადგეს დაინტერესებულ პირს, რომელმაც უკვე მიაღწია მუნიციპალიტეტთან შეთანხმებას, გასწია ხარჯები, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ხოლო მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტმა არ დაკარგოს უფლება, მოსთხოვოს შეთანხმების მეორე მხარეს მიღებული სარგებლისთვის (კოეფიციენტის ყიდვისათვის) შესაბამისი საფასურის გადახდა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი, მოახდენს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან უქმდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმებასთან დაკავშირებული მოსაკლრებელი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება მოახდენს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლებიც ექცევიან კანონპროექტის რეგულირების სფეროში, რადგან მათ აღარ მოუწევთ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებასთან დაკავშირებული მოსაკრებლის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება დაკავშირებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 5. ადგილობრივი მოსაკრებლები 1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები : ა ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიე ქტების მშენებლობისა )ნებართვისათვის ; ბ ) (ამოღებულია); 2. (ამოღებულია). 3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის . 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. 5. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის. 6. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი. 7. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვოპირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი. 8. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი. მუხლი 62. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას და გადახდის წესს, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. 3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა-ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს. მუხლი 122. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის 1. სპეციალური (ზონალური ) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიუ ლი პირი , რომელმაცგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მ იიღო სპეციალური ( ზონალური ) შეთანხმება ,რომელიც განსაზღვრულია „ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმ შენებლობის საფუძვლების შესახებ “ საქართველოს კანონით . 2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს . 3. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით : L X= — (K 2 1 – K 2 )S K2 სადაც : ა ) x არის მოსაკრებლის ოდენობა ; ბ ) L არის 1 კვ . მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი ; გ ) K 2 1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური ( ზონალური ) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი გან აშენიანების ინტენსივობისკოეფიციენტი ; დ ) K 2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი ; ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი. 4. მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს. 5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.