„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 25 ✗ 24
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004,
მუხ. 7) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა
განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე
საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო
დეპარტამენტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ფუნქციები და
უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის
ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი
ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და
შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას,
გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და
მშენებლობის კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც აუქმებს „სივრცითი მოწყობისა
და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია,
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს
სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. კერძოდ, ტერმინი „სარეკრეაციო ტერიტორიები“
იცვლება ტერმინით „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები“, რაც სრულ
შესაბამისობაშია კოდექსის პროექტის მოთხოვნებთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავდა
გერმანიის
საერთაშორისო
საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
თანამშრომლობის
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და
ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა.
კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და
კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 35
1. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში
უზრუნველყონ:
ა)
საქართველოს
სახელმწიფო
კანცელარიის
ლიკვიდაცია
და
სახელმწიფო
დეპარტამენტების რეორგანიზაცია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის
მიზნით შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.
2. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური.
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით 2 კვირის ვადაში შეიქმნას სამსახურის
სალიკვიდაციო კომისია. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის
შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განაწილება განხორციელდეს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.
3. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს
სახელმწიფო დეპარტამენტები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და
განხორციელდეს მათი შესაბამისი სამინისტროებისათვის გადაცემა:
ა) (ამოღებულია);
ბ ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №449);
გ) (ამოღებულია);
დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მატერიალური
რეზერვებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტები;
ე) შეიქმნას ეკონომიკის სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს
სტატისტიკის, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტები;
ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა
სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ
საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე საარქივო და მიწის
მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ის
ფუნქციები
და
უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის
ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი
ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და
შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას,
გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
ზ) შეიქმნას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და მმართველობის
სფეროში გადაეცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტები;
თ) (ამოღებულია - 29.11.2013, №1687);
ი) შეიქმნას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მმართველობის სფეროში
გადაეცეს ენის სახელმწიფო პალატა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის
სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
4. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
5. ლიკვიდირებულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია
და მისი ფუნქციები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
6. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები
სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრისა და
შემდგომი დაქვემდებარების შესახებ.
7. მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში პარლამენტში წარმოადგინოს ამ
კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და
ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების
პროექტები.
საკანონმდებლო
ცვლილებების
ძალაში
შესვლამდე
აღნიშნული
დაწესებულებები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
8. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალოს ლიკვიდირებული
დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.
9.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული,
ლიკვიდაციას
დაქვემდებარებული
დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას. მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება
ენიჭება მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.
10. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო საქართველოს
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტროდ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის
მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბუნებრივი რესურსების (გარდა
ნავთობისა და გაზისა) მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გარემოს ეროვნული სააგენტოს,
დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
12. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს
გარემოს დაცვის სამინისტროს და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების, აგრეთვე სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი აქტების
გამოცემამდე.
ამასთანავე,
ზემოაღნიშნულ
აქტებში
ცვლილებების
შეტანის
უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა და მათ სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის
განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილების მიღება.
14. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს
გარემოს დაცვის სამინისტრომ და მათ სისტემაში შემავალმა შესაბამისმა საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
15. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს
ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო საბაზისო-სანერგე
მეურნეობის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცება;
ბ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების
დამტკიცება.