„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ1) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები
ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონები;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე
ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ
უფლებამოსილების
განსაზღვრული
ვადით
დელეგირება
სხვა
ადმინისტრაციულ
ორგანოზე
თვითმმართველ ერთეულზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ან
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის
კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც აუქმებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი
საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს
სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი. კერძოდ, ტერმინი
„საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონები“ იცვლება ტერმინით „საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონები“, რაც სრულ
შესაბამისობაშია კოდექსის პროექტის მოთხოვნებთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
ხელშეკრულებებს.
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა
ადგილობრივმა ექსპერტებმა.
კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან
კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება:
მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება
1. პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება :
ა ) წიაღი ;
ბ ) წყლის რესურსები ;
გ ) ტერიტორიული წყლები ;
დ ) კონტინენტური შელფი ;
ე) სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი
საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა;
ვ ) საჰაერო სივრცე ;
ზ ) სახელმწიფო ნაკრძალი ;
თ ) ეროვნული პარკი ;
ი ) ბუნების ძეგლი ;
კ ) აღკვეთილი ;
კ 1) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიები ან/და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონები;
ლ ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები , კულტურული დასახელოვნებო დანიშნულების შე
ნობა ნაგებობები , აგრეთვე მიწის ნაკვეთები , რომლებზედაც აღნიშნული ობიექტები განთავსებულიაშესაბამისი პ
ირობებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ;
მ ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები ( მოქმედი და უმოქმედო ), მათი ნანგრევები , აგრეთვე მიწის ნაკ
ვეთები , რომლებზედაცისინია განთავსებული ;
ნ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივებ
ი;
ო ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კინო -, ფოტო - და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი ;
პ ) საქართველოს სამინისტროების ( უწყებების ) და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების განსაკუთრებული მნიშვნელობისარქივები და ფონდები ;
ჟ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები და ფონდები ;
რ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ - მუზეუმები ;
ს ) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება ;
ტ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული ქონება , რომელშიც ფუნქციონირ
ებს საჯარო სკოლები , საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები ;
უ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები , ჰიდროტექნიკური ნაგებობები , შ
უქურები , შუქნიშნები დააკვატორია ;
ფ ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას );
ქ ) საჰაერო მოძრაობის , მართვისა და კონტროლის საშუალებები ;
ღ ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ - დასაფრენი ზოლები ;
ყ ) სიხშირეთა სპექტრი ;
შ ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე ;
ჩ ) სახელმწიფო პანთეონები ;
ც) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისათვის გადაცემული ქონება;
ძ ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა :
ძ . ა ) საძოვარი , გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა , რომ
ლებიც დადგენილი წესითშესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის )
ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზემდებარე , ფიზიკური ან / და იურიდიული პირების კ
ერძო საკუთრებაში არსებულ ან / და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა -ნაგებობებზე ;
ძ . ბ ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები ;
ძ . გ ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი (მკაცრი რე
ჟიმის ზონა );
ძ . დ ) ისტორიის , კულტურის , ბუნებისა და საკულტო რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა ;
ძ.ე) დაცული ტერიტორიების მიწა, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების
ტერიტორიისა;
ძ . ვ ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირები
ს უზუფრუქტის ფორმითსარგებლობაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები ;
ძ . ზ ) საქართველოს მდინარეების –
ენგურის , რიონის , ყვირილის , მტკვრის , ხრამის , თერგის , ქსნის , არაგვის , სუფსის , ბახვისწყლის , ხობის
(ხობისწყლის ), ტეხურის , ცხენისწყლის , ძირულის , ნენსკრის , კინტრიშის , ჯეჯორის , ხანისწყლის , გუბა
ზეულის , ფარავნის , სტორის , ნაკრის , ხელედულის , ჯონოულის , საკაურის , ჩაქვისწყლის , წაბლარასწყლ
ის , სამყურისწყლის , მაგანის , პირიქითის ალაზნის , ავანისხევის , დუმალის , ჩელთის , ჩვეშურის (ჩაშურის
), დურუჯის , ჩხოროწყუს , ივრის , ლებარდეს , წაჩხურის , ბჟოლისხევის , ჭანისწყლის , მერისის (აკავრეთის
), შავი წყლის , ურაველის , ხუმფრერის , ყვირილისწყლის , ჯუთისწყლის (ჯუთის ),სნოსწყლის , ხდის (ხდის
წყლის ), ამალის , ჩხერის , ქესიის , მნაისისწყლის , ჭოროხის და აჭარის - წყლის –
მიმდებარე მიწის ნაკვეთები , რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის ახალი წყაროები
ს მშენებლობა და რომელთა X და Y კოორდინატებიდამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად
ი განვითარების მინისტრის ბრძანებით .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“ − „ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების
განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარ ი ული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ .ბ “ და „ძ .დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებისპრივატიზება დაიშვება აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს
იმ მოქალაქეებზე , რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენოკუპირებულ ტერიტორიებზე .
4. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება
მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს,
მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოზე ან თვითმმართველ ერთეულზე.
5. (ამოღებულია).
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .