„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ თავში გამოყენებული ტერმინები და რეგულაციები გამოიყენება V კლასის შენობა-ნაგებობის
მიმართ.“.
ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული I-IV კლასის
შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები.“.
2. მე-15 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა
და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც
ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების და დოკუმენტური კონტროლის ზედამხედველობის ფორმებით,
პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია:
ე .ა)
ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ
ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს ასევე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან
შესაბამისობის დადგენას;
ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და
სამშენებლო
ზედამხედველობის
სააგენტოს
მიერ
ინსპექტირების
ორგანოს მიერ
განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;“;
ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 251 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
7. 45-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა)“, „ა.ბ)“ და „ა.გ)“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 და მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
8. 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის სახეებს და მათი წარმოების
წესებს. რამდენადაც საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტი ახდენს მე-4
კლასამდე შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული ყველა საკითხების კოდიფიცირებას, ამდენად საჭიროა, რომ
განისაზღვროს ამ კოდექსების რეგულირების სფეროები, ასევე, რიგი მუხლები ამოღებული იქნას პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდან და გადავიდეს სივრცითი მოწყობისა და
მშენებლობის კოდექსში. მე-5 კლასის შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული რეგულაციები კი
წინანდებულად დარჩება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის
საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. მე-14 მუხლს დაემატა 11 ნაწილი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც
განისაზღვრა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამის თავში
გამოყენებული ტერმინები და რეგულაციები გამოიყენება V კლასის შენობა-ნაგებობის მიმართ და, რომ
საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული I-IV კლასის შენობანაგებობები ამ კოდექსის რეგულირების სფეროში არ შედის.
2.
მე-15
მუხლში
ტერმინებიდან
ამოღებული
იქნა
მშენებლობის
სახელმწიფო-ტექნიკური
ზედამხედველობა, რამდენადაც საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი ასეთ
ინსტიტუტს არ იცნობს. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისათვის კი მისი
არსებობა არ არის საჭირო. იმავე მიზნით იქნა ამოღებულ მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი და 25-ე მუხლის 23-ე
ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.
3. კოდექსის 251 მუხლი აწესრიგებს სამშენებლო სამართალდარღვევების საქმისწარმოების წესებს.
რამდენადაც ეს საკითხი ახლებურად წესრიგდება საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის
კოდექსით, ამდენად საჭიროა ამ მუხლის ამოღება. ამავე დროს, ის არ გამოიყენება პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზნებისთვის.
4. 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს მუნიცპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ აუქციონის
ჩატარების სამართლებრივ საფუძველსა და წესს. ვინაიდან ამ სამართლებრივ საფუძველს ახლა წარმაოდგენს
საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი, რომელშიც ეს საკითხიც არის
გათვალისწინებული (125-ე მუხლი და 134-ე მუხლი), ეს მუხლიც უნდა იქნას ამოღებული კოდექსიდან.
5. 45-ე მუხლით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა ასევე
გათვალისწინებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსით. ეს ეხება 45-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა)“, „ა.ბ)“ და „ა.გ)“ ქვეპუნქტებს, ასევე, იმავე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებს, რომლებიც გადავიდა მშენებლობის კოდექსში (133-ე მუხლი). ამდენად სამართლებრივი
წინააღმდეგობის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ამ ნორმების ამოღებაც.
6. კანონის 46-ე და 47-ე მუხლებიც გადადის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის
კოდექსში. ამდენად, მათი ამ კოდექსში დარჩენა წარმოშობს კოლიზიის საფრთხეს და ისინი უნდა იქნას
ამოღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
სამართალდარღვევათა საკითხები რეგულირდება ახლებურად (განმარტება იხ. საქართველოს სივრცითი
მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის განმარტებითი ბარათის ბ.ვ ქვეპუნქტში) .
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება. თუმცა ფინანსური გათვლები წინასწარ შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
ხელშეკრულებებს.
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა
ადგილობრივმა ექსპერტებმა.
კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან
კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 14. რეგულირების სფერო
1. ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან
დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა,
გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას
და არის მომეტებულ ი რისკ ი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
2. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება:
ა) პირების, ა გრეთ ვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის,
მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა
სამშენებლო სამუშაოები;
ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში;
გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის
მწარმოებელი პირი;
დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის
მშენებლობის მწარმოებელი პირი;
ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის
ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
3. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობებით რეგულირებულ შემდეგ
სფეროებზე:
ა) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“
საქართველოს კანონებით განსაზღვრული სფეროები;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ა თვის მიკუთვნებული საქმიანობის, მათ
შორის, ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის
მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სფერო;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის
ოპერაციების უსაფრთხო წარმოების, ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროები;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სფერო.
4. ამ თავით არ რეგულირდება:
ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;
ბ) საშიშ ობიექტებთან დაკავშირებული ის ობიექტები და საქმიანობა, რომელთა კონტროლს არ
ითვალისწინებს ეს თავი .
მუხლი 15. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა,
დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი, სახიფათო ნარჩენი ან ისეთი საქმიანობის
განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და
რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის
სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს;
ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული
ობიექტი, ა გრეთვ ე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება,
მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის,
აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და არის მომეტებულ ი რისკ ი ადამიანის სიცოცხლის,
ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის;
გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის
ინტოქსიკაციას ან სიკვდილს , ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ
ფასეულობებს;
დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, წუნი, სათანადო ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა,
რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება
განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას:
დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი
საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც უნდა აღმოფხვრას ობიექტის მფლობელმა;
დ.ბ) I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ
დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის
საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შე უქმნის დარღვევის
მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან
გარემოს;
დ.გ) II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ
დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის
საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შე უქმნის დარღვევის
მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებულ ი ადამიან ი ს ა და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას ან გარემოს;
დ.დ) I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის
დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიან ი ს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას,
საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;
დ.ე) II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის
დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის და მესამე პირის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა ;
ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც
ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფოტექნიკური
ზედამხედველობის
ფორმებით,
პროფესიული
შეფასების
საფუძველზე.
ინსპექტირების
ფორმებია:
ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის
ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს ასევე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის
დადგენას;
ე.ა 1 ) მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა – დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის
პროცესში
მშენებლობის
განხორციელების
დოკუმენტების
შესრულების
შემოწმება
საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური
ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;
ვ) ინსპექტირების ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობის
შეფასების
განმახორციელებელი
დამოუკიდებელი
პირი,
რომელიც
რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის
მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ა გრეთ ვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო;
ზ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს:
ზ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ზ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ;
ზ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
ზ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;
ზ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ;
ზ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;
ზ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში;
ზ.ი) სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
თ) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის
პროცესი;
ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების
სამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანოები
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი
ორგანოები;
კ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის
საძირკვლის, გრუნტის თვისება , რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;
ლ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო
დატვირთვების ზეგავლენისას;
მ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით
გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;
ნ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული
ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს;
ო) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტოსაძიებო ან/და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;
პ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა,
რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის
უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების
უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ
უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია;
ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის
განხორციელების სამართლებრივი საფუძველია;
რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი
მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით ;
ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების
ან/და დამრღვევისთვის ამთავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული
საქმის წარმოება;
ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ
განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;
უ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ტერიტორიები, ა გრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა
ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური პირობები;
ფ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და
მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია;
ქ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ღ) მითითება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და
მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას ,რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს
მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად ;
ყ) ინსპექტირების ოქმი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოს ან სხვა ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური
ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოწმების შედეგებს და
შესაბამისობის შეფასების მონაცემებს ;
შ) ტექნიკური სერტიფიკატი – ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ;
ჩ)
მონიტორინგის
ნუსხა
–
კრიტიკული
შეუსაბამობის
მქონე
ობიექტების
ჩამონათვალი, რომელსაც ადგენს საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
− ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტო
და რომელში შეტანილ
ობიექტებზე
მონიტორინგს ახორციელებს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე ;
ც) მსგავსი ტიპის შეუსაბამობა − ობიექტებზე არსებული მსგავსი ტიპის ელექტრულ და მექანიკურ მანქანადანადგარებზე, მექანიზმებ სადა მოწყობილობებზე, ა გრეთ ვე მსგავს ტექნოლოგიურ პროცესებთან
დაკავშირებით არსებული დარღვევები.
მუხლი 16. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს
ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ
შორის , რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას;
ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში;
დ) ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს
მეშვეობით ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების
დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების
ანალიზის მეშვეობით;
ზ) გასცემს მითითებ ა ს ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ;
ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ
ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;
ლ)
შე ი მუშავებს სამშენებლო-საპროექტო
ნორმებს,
წესებს,
ტექნიკურ
რეგლამენტებსა
და
სტანდარტებს მისი კომპეტენცი ი ს თვისმიკუთვნებულ სფეროებში;
მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს.
3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად, ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ “საქართველოს
კანონის
25-ე
მუხლით გათვალისწინებული
პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტოს დამატებით წარუდგენს:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ
გეგმას, პროექტს ან პასპორტს;
ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების
გამოყენების შესახებ .
4.
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკ ებ ის
შესაბამისი
დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტებ ი სზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის
ობიექტ ებ ის მშენებლობის ნებართვ ი ს გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს ფუნქციებია :
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში
– განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში;
ბ) უზრუნველყოს
მშენებლობის
ნებართვის
გაცემისა
და მშენებლობადამთავრებული
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა;
გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდ ოლოგიური ხელმძღვანელობა;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი
შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობი სმონაწილეთა მიერ
მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;
ე) გააკონტროლოს მშენებლობი ს მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და
ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა .
6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ)
მშენებლობი ს მონაწილეებს
მოსთხოვოს ყველა
აუცილებელი
საპროექტო,
ნორმატიული,
საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ ებ ი;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობი ს მონაწილეთა მიმართ
გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული
დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც,
როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და
კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება
გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;
დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის
დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით
მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;
დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების
მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში
შეუსრულებლობა;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი
ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული
ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი ; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს
გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო;
ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი,
რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის
შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს მითითების შეუსრულებლობა;
ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის
უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს,
არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ
დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
7. ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 25 1, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და
უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო
საქმიანობაზე
ზედამხედველობის
სფეროში
ახორციელებენ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
უფლებამოსილი ორგანოები.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მომსახურების საფასური;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიზნების განხორციელებას ა და ფუნქციების
შესრულებას.
10. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ დ “ ქვე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .
მუხლი 25. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის
წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს
დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს
აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.
4. თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების
აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და
დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების
შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
5. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში
აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
6. სამშენებლო სამართალდარღვევისას დამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე
შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ეს უნდა აღინიშნოს
შემოწმების აქტში.
7. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების
მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება წყდება.
8. მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით
აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებამდე.
9. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო
მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობანაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის
მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
10. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ.
11. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება
ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ) არ არსებობს ამ მუხლის მე- 9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
12. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის
შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას
მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს
მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.
13. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო
ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი
თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა.
საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს
საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
14. ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი
თავისუფლდება ამ კოდექსითგათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ
შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს
დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების
მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან
ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
15.
ამ
მუხლის
მე-9
ნაწილი თ
გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის
დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებას ა და მისამართს, რომელშიც
შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას.
16. ამ მუხლის მე-9 ნაწილი თ გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი
კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.
17. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება
მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.
18. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ჩაირიცხება ბიუჯეტში საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსითდადგენილი წესით.
19. თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან
დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება
მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაშიაღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
20. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო
ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია –
ბინის მთავარი შესასვლელი.
21. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება
ამ კოდექსით .
22. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება
(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან
დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
23. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ
შემთხვევებში:
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;
ბ) ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;
გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის
ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია ;
ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და
ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
თ) ამ კოდექსის 25 1 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 25 1 . სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში
1. მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი მოიცავს
ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან
ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და
ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია, თუ ამის თაობაზე
დამკვეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის
დამადასტურებელი
ქვითარი.
სახელმწიფო-ტექნიკური
განცხადების
საქმიანობაზე
ზედამხედველობის
წარდგენიდან
ზედამხედველობის
სამშენებლო
ორგანო
სამუშაო
5
სახელმწიფო
განხორციელების
დღის
ვადაში.
სახელმწიფო-ტექნიკური
ზედამხედველობის
ორგანო
გადაწყვეტილებას
იღებს
თაობაზე
სამშენებლო
ზედამხედველობის
საქმიანობაზე
სახელმწიფო
განხორციელების
თაობაზე
უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ამ
კოდექსის
და
საქართველოს
სხვა
საკანონმდებლო
აქტების
მოთხოვნებს.
სახელმწიფო-ტექნიკური
ზედამხედველობის განხორციელების პერიოდში დამკვეთს არ ეკისრება ამ კოდექსის 45-ე მუხლით
განსაზღვრული პასუხისმგებლობა, გარდა ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების
პროცესში მის მიერ წარმოებული მშენებლობის ერთი ან რამდენიმე შემოწმება მშენებლობის ნებართვის
ვადის განმავლობაში.
4. დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით მიმართოს სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანოს
მის
მიერ
სახელმწიფო-ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამასთანავე,
მშენებლობის შემოწმების მოთხოვნით ყოველ მომდევნო მიმართვასა და წინა მიმართვას შორის შუალედი არ
უნდა იყოს 6 თვეზე მეტი.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესში სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორების
მიზნით გასცემს რეკომენდაციას, რომლის შესასრულებლად დამკვეთს განუსაზღვრავს არანაკლებ 30
კალენდარული
დღის
ვადას.
რეკომენდაციის
შესრულების
ვადის
გასვლამდე
დამკვეთის
მიერ
დასაბუთებული განცხადების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა
უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე. დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტზე არსებული
დარღვევები ამ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასახოს სამშენებლო დოკუმენტში ან/და
უზრუნველყოს მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობა. რეკომენდაციის შესრულების ვადაში
დამკვეთის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაიწყება. რეკომენდაციის
შესრულების ვადის არა უმეტეს 120 კალენდარულ დღემდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება
განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოებას ამ კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში
სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი ვადაზე ადრე არ წყდება და
დამკვეთი უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს მშენებლობის
შემოწმების დარჩენილი რაოდენობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნის უფლებით.
7. დაუშვებელია ერთი და იმავე დარღვევის შესახებ რეკომენდაციის მისაღებად განცხადების
განმეორებით
წარდგენა.
სამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანო
უფლებამოსილია განცხადების წარუდგენლად, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სამშენებლო ობიექტი,
ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში − ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს
რეკომენდაცია.
8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ დარღვევებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ამ კოდექსის 45-ე მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა
უკვე
გამოვლენილია,
დაწყებულია
ან
დასრულებულია
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და დარღვევა გამოსწორებული არ არის, აგრეთვე
შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში
მისაღებად განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაზე, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია.
9. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი შესაძლებელია ვადაზე ადრე
შეწყდეს:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის
განხორციელების
პროცესს
და
მის
განმახორციელებელ
სამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის
განხორციელების პროცესი მხოლოდ ერთ შემოწმებას ითვალისწინებს ან/და არ შესრულებულა ბოლო
შემოწმების თაობაზე გაცემული რეკომენდაცია.
10. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამ
მუხლის მე-9 ნაწილში მითითებული გარემოების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
11. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესის ვადაზე ადრე შეწყვეტის
შემთხვევაში გაცემულ რეკომენდაციაში მითითებულ დარღვევებზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოებას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იწყებს ამ კოდექსის 25-ე
მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 26. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს
დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის
ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის
გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული
საჯარიმო თანხის ოდენობით.
3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად),
რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები,
ჯარიმდებიან:
ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი
დაკისრებიდან
ყოველი 3 თვის
შემდეგ,
ამ
მუხლის
პირველ ი და
მე-3
ნაწილები თ გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული
საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობი ს თანხით , რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს
სამჯერ.
4 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებულ შენობანაგებობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 44-ე მუხლითა და 45-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
სამშენებლო
სამართალდარღვევების
ჩადენისას,
დაინტერესებული
პირის
დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან
გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისათვის,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და
კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით
დაკისრებული ჯარიმისგან პირის გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი
სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა.
5.
მიწის
ნაკვეთის
გასხვისების
შემთხვევაში
დაჯარიმების
შესახებ
დადგენილება
აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო
დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში
შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით
მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.
7.
თვითმმართველი
ერთეულის
უფლებამოსილი
ორგანო
აუქციონს
ატარებს
ამ
კოდექსით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.
8. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და
პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის
წესისა
და
სანებართვო
პირობების
შესახებ
საქართველოს
მთავრობის
შესაბამისი
დადგენილების მოთხოვნებისა.
მუხლი 45. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა
1. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო
პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის
განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტოსარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:
ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით;
ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;
ა.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1 000
ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
ტერიტორიისა, – 500 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
ტერიტორიისა, – 200 ლარით.
2. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი
ძეგლისა)
მშენებლობისას
ან
რეკონსტრუქციისას
სანებართვო
პირობების
დარღვევის
ან/და
შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლოსამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე
შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
3. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი
ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანოსამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.
მუხლი 46. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში)
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში
დაუსრულებლობისთვის
1. თვითმმართველ ერთეულში საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის,
სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის
ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის
საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში
დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო
დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის
გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა,
შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით
გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ
კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც
განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული
აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.
2. პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წერილობით
შეატყობინოს
დარღვევის
გამოსწორების შ ესახებ.
ამ
მუხლის
პირველ ი ნაწილი თ გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა წყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის ჩაბარების დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
დარღვევის გამოსწორება ამ ორგანომ შემოწმების აქტით დაადასტურა.
3. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების
დადასტურების შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს
დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილი თ გათვალისწინებული დადგენილება აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად
და ექვემდებარება
იძულებით აღსრულებას „ სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ “ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
მუხლი 47. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში)
არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით
მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის
1. თვითმმართველ ერთეულში საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის,
საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ
თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში
განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე,
რომელიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და
საჭიროებს სამშენებლო განვითარებას, ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა-ნაგებობაზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ან/და შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის
განმავლობაში. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევაზედაც, როდესაც პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს და
მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძელდება მიწის
ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც და ქონების შემძენზე გადავა შესაბამისი
ვალდებულებები.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობის
შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ
გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.
4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო
ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის
შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ
დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე
0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ქვეზონის (ქვეზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება
თვითმმართველ ი ერთეული ს შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა წყდება დამრღვევის მიერ
მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვისა.
6. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების
დადასტურებიდან ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ,
რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. თუ შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დამრღვევს არ ექნება მიღებული
მშენებლობის ნებართვა ან/და იგი არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, შესაბამისი თვითმმართველი
ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ ქონების იძულებით
რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება აღსრულდება დაუყოვნებლივ და ექვემდებარება
იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით
გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თავიდან, მის მიერ ქონების შეძენის დღიდან.
9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით
მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს ორგანო ვალდებულია მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამრღვევს ზონის შესაბამისი იერსახის
არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.