„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/2/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის: ა) მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) საქართველოს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ბაზალეთის ტბის (გარდა მიმდებარე ქ ალაქ ბათუმისა, ტერიტორიისა, დუშეთის გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარისა;“; ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101) სანებართვო გუდაურის მოსაკრებლის განსაკუთრებული გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა მოწყობა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც აუქმებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი და მე-101 პუნქტი. კერძოდ, ტერმინი „სარეკრეაციო ტერიტორიები“ იცვლება ტერმინით „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიები“, რაც სრულ შესაბამისობაშია კოდექსის პროექტის მოთხოვნებთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები 1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა – 500 ლარი. 2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი. 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი . 31. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი . 4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა: ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%; ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი; გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი; დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი; ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი; ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%. 5. (ამოღებულია); 6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – 500 ლარი . 6 1 . (ამოღებულია); 6 2 . (ამოღებულია); 7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა: ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი. 8. (ამოღებულია). 9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი. 10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი; ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით; გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი; დ ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე ) სამორინეს მოწყობა : ე .ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა წყალტუბოსა და ბაკურიანის სიღნაღის ტერიტორიისა, მუნიციპალიტეტების ასევე ქობულეთის, ბორჯომის, ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარი სა ; ე .ბ) ქ ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი ; ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით . 101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. 102 . სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. 10 3. ამ მუხლის 10 2 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 104 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის , სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ ისთვის ). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30 %- ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში. 105 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. 106 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. 107 . ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან . 108 . ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან . 109 . საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს; ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება). 11. (ამოღებულია). 111. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. 112. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. 12. (ამოღებულია - 13.04.2016, №4954). 121 . რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემ ის ნებართვა – 20 ლარი. 122 . რადიოაქტიური მასალების , ნედლეულის , რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვუ ლი მასალის მიღება ან წარმოება ,დანადგარების , რომლებიც შეიცა ვს რადიოაქტიურ ნივთი ერებებს , ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ ჰაუს იმპორტ ის, ექსპორტი ს ,აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი ს , იმპორტი ს და ტრანზიტი ს ნებართვა – 40 ლარი. 123 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი ს ნებართვა – 40 ლარი. 13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა: ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად: ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%; ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი; გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი; დ) (ამოღებულია - 13.04.2016, №4954); ე) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350); ვ) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350); ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის(CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი. 14. (ამოღებულია). 15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი. 152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. 155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. 156. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა: ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი; ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი. 157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი. 158. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი. 159. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი. 16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა – 14 ლარი . 17. (ამოღებულია). 18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა: ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი; ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%. 19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი. 20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი. 21(ამოღებულია). 22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი. 23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი. 24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი. 25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი. 26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი. 261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი. 27. (ამოღებულია). 28. (ამოღებულია). 29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე – 500 ლარი. 30. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა – 100 ლარი.