„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №39, 10.11.2000 წელი, მუხ. 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წინასაპროექტო კვლევა – მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის ფიზიკური პირობებისა და
მახასიათებლების
გარემოზე
ზემოქმედების
ფაქტორების
განსაზღვრა
და
მათი
ცვლილებების
პროგნოზირება, რომლის დეტალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სამშენებლო საქმიანობა - სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო მოედნის
ორგანიზების,
მშენებლობის წარმოებისა და სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების მთელი
პროცესი;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დამკვეთი - საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის 97-ე მუხლით
განსაზღვრული პირი.“.
2. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
მოამზადოს
და
საქართველოს
მთავრობამ
საქართველოს
პარლამენტს
წარუდგინოს
კონსტრუქტორთა სერტიფიცირების კანონის პროექტი.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 29 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ინჟინერ-
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შემუშავებულია საქართველოს
სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს მთელ
რიგ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამან „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
გამოიწვია ცვლილების შეტანის საჭიროება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს
სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების განხორციელებას, კერძოდ, ახლებურად ყალიბდება ტერმინები წინასაპროექტო კვლევა,
სამშენებლო საქმიანობა და საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის პროექტის 97-ე
მუხლით განსაზღვრული პირი, რომელიც შესაბამისობაში მოვა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის
კოდექსის ახალ მოთხოვნებთან.
გარდა ამისა დღესდღეობით ინჟინერ-კონსტრუქტორთა სფეროში შექმნილი ვითარება ნათლად
ცხადყოფს შესაბამისი კანონის მიღების საჭიროებას, რომელიც მათი სერტიფიცირების საკითხს
დაარეგულირებს. შესაბამისად კანონპროექტით 2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობას ევალება
სერტიფიცირების თაობაზე შესაბამისი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლებიც მოექცევიან ამ
პროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
ხელშეკრულებებს.
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა საერთაშორისო და ქართველმა
ადგილობრივმა ექსპერტებმა.
კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა სამინისტროების, ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორთან
კონსულტაციების რეჟიმში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საპროექტო-საძიებო სამუშაოები – ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ,
ლაბორატორიულ კვლევებთან, მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, კაპიტალურ შეკეთებასთან,
აღდგენასთან, რესტავრაციასთან და საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვასთან დაკავშირებული
კომპლექსური ტექნიკური დოკუმენტაცია;
ბ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები – მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის,
საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვის, აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოები;
გ) სამშენებლო კომპლექსი – სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი,
საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო, საშენი მასალებისა და ნაკეთობების, სპეციალიზებული
მექანიზაციისა და ტრანსპორტის საჯარო სამართლის იურიდიულ და კერძო სამართლის იურიდიულ და
ფიზიკურ პირთა ერთობლიობა;
დ) სამშენებლო საქმიანობა – ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მშენებლობადამთავრებული
შენობა-ნაგებობების მენაშენისათვის გადასაცემად (ჩასაბარებლად) დამკვეთისა და სამშენებლო
კომპლექსის ყველა მონაწილის მოქმედების ერთობლიობა;
ე) კაპიტალური ხარჯები (ძირითადი კაპიტალის შეძენა) – სამშენებლო საქმიანობის
განსახორციელებლად სახელმწიფო დაკვეთებით ანდა ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გაწეული
ხარჯები;
ვ) მენაშენე – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური
პირი, რომელსაც ხელშეკრულების საფუძველზე, დამკვეთის მეშვეობით ან უშუალოდ, ურთიერთობა აქვს
წინასაპროექტო, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართი სამუშაოების შემსრულებელ
მენარდესთან და რომლისგანაც მას საექსპლუატაციოდ გადაეცემა დასრულებული ობიექტი ან მისი
ნაწილი;
ზ) დამკვეთი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური
პირი, რომელსაც მენაშენისაგან ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს მშენებლობის პროცესთან
დაკავშირებულ იურიდიულ ან მეწარმე ფიზიკურ პირთან უშუალო ურთიერთობის განხორციელების
ფუნქციები;
თ) მენარდე – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს წინასაპროექტო,
საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს, დადგენილი წესით
მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია და პასუხისმგებელია მის და ქვემენარდის
მიერ წარმოებულ სამუშაოებზე;
ი) ქვემენარდე – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ხელშეკრულებით
დაკავშირებულია მენარდესთან სამუშაოს გარკვეული ნაწილის შესრულებაზე და რომელსაც მიღებული
აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია;
კ) სერტიფიკატი – კანონმდებლობის საფუძველზე მშენებლობაში სერტიფიკაციის სისტემის წესების
შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკაციას დაქვემდებარებული
პროდუქცია შეესაბამება კონკრეტულ სტანდარტს;
ლ) ლიცენზია – კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სახელმწიფო ორგანოს სპეციალური
ნებართვა, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით
განახორციელოს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა;
მ ) არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი –
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ
ლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ -
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართვე
ლობის ორგანოების არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები , რომლებიც თავიანთ საქმიან
ობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ;
ნ) საექსპლუატაციოდ მიმღები კომისია – დადგენილი წესით შექმნილი და დამტკიცებული
სპეციალისტების ჯგუფი, რომლის ამოცანაა მშენებლობადამთავრებული შენობებისა და ნაგებობების
საექსპლუატაციოდ მზადყოფნის დადგენა შესაბამისი დოკუმენტით.
მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება
სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
− ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მი
ერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს :
ა) სამშენებლო ნორმების , წესების , სტანდარტებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების უხეში და
რღვევა ;
ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები .